პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცი­ხის "მა­ყუ­რებ­ლის" აღ­სა­რე­ბა - "ნა­სედ­კე­ბი" ავ­რცე­ლე­ბენ ხმებს, თით­ქოს პა­ტიმ­რე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიგ­ვყავს"

ცი­ხის "მა­ყუ­რებ­ლე­ბის" სა­კითხ­მა ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ერ­თგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა. კერ­ძოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა ცი­ხე­ებ­ში კვლავ ფე­ხი მო­ი­კი­დეს, აქ­ვეყ­ნე­ბენ "მა­ყუ­რებ­ლე­ბის" მი­ერ ცი­ხე­ე­ბის კონ­ტრო­ლის სხვა­დას­ხვა სქე­მებს. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით დე­პუ­ტა­ტი აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­მელ­საც ხუმ­რო­ბით "მა­ყუ­რებ­ლე­ბის სა­კითხ­ე­ბის ექ­სპერ­ტა­დაც" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი სა­პა­სუ­ხოდ აცხ­ა­დე­ბენ, რომ ტყუ­ი­ლად ტრა­ბა­ხო­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", თით­ქოს მათ დროს ცი­ხე­ებ­ში "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" არ იყ­ვნენ. მე­ტიც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, პე­ნი­ტენ­ციუ­რ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბში ძვე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია და "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" ძა­ლი­ან შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ.

თუმ­ცა მთა­ვა­რი ის არის, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ცი­ხე­ებ­ში დატ­რი­ა­ლე­ბული ტრა­გე­დი­ე­ბის დიდ ნა­წილ­ს (პა­ტიმ­რის მკვლე­ლო­ბა, თვით­მკვლე­ლო­ბა, ცე­მა) სწო­რედ "მა­ყუ­რებ­ლებს" უკავ­ში­რე­ბენ. უფ­რო ზუს­ტად, მო­რი­გი ტრა­გე­დიი­სას უპირ­ვე­ლე­სად სა­უბ­რო­ბენ ვერ­სი­ა­ზე - ხომ არ იდ­გა მის უკან "მა­ყუ­რე­ბე­ლი". ბო­ლო ასე­თი შემ­თხვე­ვა ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში 16 წლის პა­ტი­მარ გო­გი­ტა ძვე­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო - ყვე­ლა­ზე ად­რე გახ­მა­ურ­და ვერ­სი­ა, რომ პა­ტი­მა­რი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე იქა­ურ­მა "მა­ყუ­რე­ბელ­მა" მი­იყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე იყო ლე­ვან კორ­ტა­ვას საქ­მე - 24 წლის ახალ­გაზ­რდა ცი­ხე­ში ცე­მით მოკ­ლეს და ამ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს რო­გორც ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა, ისე "მა­ყუ­რებ­ლე­ბი".

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი ცი­ხის ყო­ფი­ლი "მა­ყუ­რე­ბე­ლი­ა", რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მი­სი თქმით, ინ­ტერ­ვი­უ­ზე მხო­ლოდ იმის გა­მო დაგ­ვთან­ხმდა, რომ ბო­ლო დროს "მა­ყუ­რებ­ლებ­ზე" ბევ­რი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, რაც მას აწუ­ხებს. ასე­ვე, მან მო­ითხ­ო­ვა, რომ მი­სი გვარ­-სა­ხე­ლი არ დაგ­ვე­სა­ხე­ლე­ბი­ნა.

- ცი­ხე სა­დაც გახ­სნი­ლია და პა­ტიმ­რებს ერ­თმა­ნეთ­თან აქვთ კონ­ტაქ­ტი - "მა­ყუ­რე­ბე­ლი" ყველ­გან არის. მე 2005 წელს და­მა­კა­ვეს და სა­ნამ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ­, ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ ცი­ხე­ში ვიხ­დი­დი სას­ჯელს, 1200-1300 კა­ცი­ან "ზო­ნა­ში" ვი­ყა­ვი. ცი­ხეს ერ­თი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" კი არ ჰყავს, არა­მედ რამ­დე­ნი­მე - რე­გი­ო­ნის, ცი­ხის, კორ­პუ­სის, თა­მა­შე­ბის, კა­მე­რის, სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლის. გა­აჩ­ნი­ა, იმ კონ­კრე­ტულ დროს რო­გორ არის სტრუქ­ტუ­რა აწყ­ო­ბი­ლი. სტა­ლი­ნის დრო­ი­დან არი­ან "მა­ყუ­რებ­ლე­ბი", მით უმე­ტეს - ზო­ნა­ში. მა­გას ად­მი­ნის­ტრა­ცია არ ირ­ჩევს - ავ­ტო­რი­ტე­ტი უნ­და ჰქონ­დეს, იყოს წე­სი­ე­რი კა­ცი. უნ­და გე­კუთ­ვნო­დეს, ვი­ღა­ცას რა­ღა­ცა რომ გა­და­უწყ­ვი­ტო და გახ­დე­ბი "მა­ყუ­რე­ბე­ლი". "ქურ­დე­ბიც" რე­კა­ვენ, რო­ცა პა­ტი­მა­რი შე­მო­დის და და­ხა­სი­ა­თე­ბას აძ­ლე­ვენ. თუ მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვა ცი­ხე­ში გა­დაჰ­ყავთ - ის სხვა პა­ტი­მარს უწევს რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მე­ლიც "მა­ყუ­რე­ბე­ლი" ხდე­ბა და ასე გრძელ­დე­ბა. რო­ცა ახა­ლი ცი­ხე იხ­სნე­ბა - ასე­ვე ქურ­დე­ბი რე­კა­ვენ... ზო­გი­ერ­თი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" უფ­რო­სო­ბას­თან არის შეკ­რუ­ლი, რო­ცა "გა­ი­ყი­დე­ბო­და", მას "კაზ­ლი­ატ­ნიკ­ში" ან "სა­ქათ­მე­ში" ვუშ­ვებ­დით. "მა­ყუ­რე­ბე­ლი" რა­მე პრი­ვი­ლე­გია კი არ არის, ის მარ­ტო ვი­ღა­ცის "ბლა­ტა­ო­ბას" კი არ არე­გუ­ლი­რებს, ის პა­ტიმ­რე­ბის ხმას აწ­ვდენს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. მე რო­ცა ვი­ყა­ვი ცი­ხე­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცია უფ­რო მეტ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ო­და, ვიდ­რე პა­ტიმ­რე­ბი. ვი­საც მა­სა იც­ნობს და ენ­დო­ბა, ყვე­ლას შე­უძ­ლია გახ­დეს "მა­ყუ­რე­ბე­ლი", ზოგს თავ­ში უვარ­დე­ბა და იქ­ვე იღებს პა­სუხს პა­ტიმ­რე­ბის­გან. ერ­თი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" გვყავ­და, რო­მე­ლიც ეტაპ­ში მოყ­ვა­ნილ ახალ­გაზ­რდებ­ზე ამ­ბობ­და, სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ზე შე­მე­ხოო და ბი­ჭებს "სა­ქათ­მე­ში" უშ­ვებ­და, რო­ცა ეს გა­ი­გეს პა­ტიმ­რებ­მა, თვი­თონ "მა­ყუ­რე­ბე­ლი" გა­უშ­ვეს "სა­ქათ­მე­ში".

- ამ ბო­ლო დროს არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ვერ­სი­ა, რომ ცი­ხე­ებ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ებ­ში მა­ყუ­რებ­ლე­ბის ხე­ლი ურე­ვია - იგუ­ლის­ხმე­ბა მკვლე­ლო­ბე­ბი თუ თვით­მკვლე­ლო­ბე­ბი.

- ყვე­ლას შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა, რა­ტომ აბ­რა­ლე­ბენ "მა­ყუ­რე­ბელს"? სა­ი­დან იცი­ან? ჩემს დროს ცი­ხე­ში არც ერ­თი თვით­მკვლე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის "ნა­სედ­კა" იქ­ნე­ბა, "მა­ყუ­რებ­ლის" "და­მარ­ხვა" უნ­და და გა­მო­ი­ტა­ნა გა­რეთ ამ­ბა­ვი, თით­ქოს "მა­ყუ­რე­ბელ­მა" მი­იყ­ვა­ნა პა­ტი­მა­რი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე. მე და შენ წყნა­რად რომ ვლა­პა­რა­კობთ სა­კან­ში, შე­იძ­ლე­ბა აქე­დან გახ­ვი­დე და თა­ვი მო­იკ­ლა სხვა მი­ზე­ზით. სუფ­თა ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში თავს არ მო­იკ­ლავს. შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ პა­ტი­მა­რი "ძაღ­ლებ­მა" მი­იყ­ვა­ნონ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე და "მა­ყუ­რებ­ლებს" და­აბ­რა­ლონ. დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ასე­ვე რა­ზე ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი. თუ რა­ღაც ისე­თი გაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ცი­ხე­ში შე­მო­დის ინ­ფორ­მა­ცია და პა­ტი­მარს პა­სუ­ხი მო­ეთხ­ო­ვე­ბა. ძვე­ლი ბი­ჭის და "მა­ყუ­რებ­ლის" გა­მო თავს არა­ვინ იკ­ლავს - არ უნ­და გქონ­დეს ჩა­დე­ნი­ლი ისე­თი საქ­ცი­ე­ლი, აქამ­დე რომ მიხ­ვი­დე. ცხოვ­რე­ბა ასე­თია - გა­რე­თაც შენ­ნა­ი­რებ­თან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. და­კე­ტილ ცი­ხე­ში და­ი­მა­ლე­ბი, მაგ­რამ ზო­ნა­ში არა­ფე­რი იმა­ლე­ბა. ყვე­ლა კა­ცი თა­ვისი სა­ზო­მით იზო­მე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა ვი­ღაც სხვა­ზე მე­ტი. სა­ნამ ცი­ხე ჩა­კე­ტი­ლი იყო, ბევ­რი "ნა­ბო­ზა­რი" კა­ი­ტი­პობ­და და გა­რეთ გა­კე­თე­ბუ­ლი ნა­გა­ვი ცი­ხე­ში არ ჩან­და, პა­ტიმ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ვერ ხვდე­ბოდ­ნენ. ახ­ლა გა­იხ­სნა ცი­ხე და ვი­ღა­ცას შეხ­ვდა. შენ რომ გა­რეთ ჩე­მი შვი­ლი და­ღუ­პო და ცი­ხე­ში გა­და­გე­ყა­რო, ხომ იცი, რა­საც გი­ზამ? სა­ნამ კა­მე­რა­ში შე­გიყ­ვა­ნენ, მა­ნამ­დე იკ­ვლევს ად­მი­ნის­ტრა­ცია, წარ­სულ­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბა ხომ არ გქო­ნია სხვა პა­ტი­მარ­თან, თუმ­ცა ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად ახ­ვედ­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს გა­დამ­ტე­რე­ბულ პა­ტიმ­რებს და იქ რა ხდე­ბო­და, ვერ მოვ­ყვე­ბი. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ყო­ველ­თვის იცის, ვინ არის ცი­ხის "მა­ყუ­რე­ბე­ლი". რომ ამ­ბო­ბენ, თით­ქოს წი­ნა წლებ­ში არ იყ­ვნენ "მა­ყუ­რებ­ლე­ბი", რო­გორ არ ვი­ყა­ვით? და მუ­დამ ასე იქ­ნე­ბა. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­მაც კარ­გად იცო­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ისი­ნი ჩვენ­გან ჭამ­დნენ და ჩუ­მად იყ­ვნენ. "ობ­შჩი­აკ­საც" ვაგ­რო­ვებ­დით და ტე­ლე­ფო­ნიც გვქონ­და, რო­მელ­შიც 2.000 ლარს გვახ­დე­ვი­ნებ­დნენ. რა­ტომ ამო­ი­ღებ­და ხმას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა? "ობშ­ჩი­ა­კი" ყო­ველ­თვის იყო, არის და იქ­ნე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ცი­ხის "მა­ყუ­რებ­ლის" აღ­სა­რე­ბა - "ნა­სედ­კე­ბი" ავ­რცე­ლე­ბენ ხმებს, თით­ქოს პა­ტიმ­რე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიგ­ვყავს"

ცი­ხის "მა­ყუ­რებ­ლის" აღ­სა­რე­ბა - "ნა­სედ­კე­ბი" ავ­რცე­ლე­ბენ ხმებს, თით­ქოს პა­ტიმ­რე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიგ­ვყავს"

ცი­ხის "მა­ყუ­რებ­ლე­ბის" სა­კითხ­მა ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ერ­თგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა შე­ი­ძი­ნა. კერ­ძოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა ცი­ხე­ებ­ში კვლავ ფე­ხი მო­ი­კი­დეს, აქ­ვეყ­ნე­ბენ "მა­ყუ­რებ­ლე­ბის" მი­ერ ცი­ხე­ე­ბის კონ­ტრო­ლის სხვა­დას­ხვა სქე­მებს. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით დე­პუ­ტა­ტი აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­მელ­საც ხუმ­რო­ბით "მა­ყუ­რებ­ლე­ბის სა­კითხ­ე­ბის ექ­სპერ­ტა­დაც" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი სა­პა­სუ­ხოდ აცხ­ა­დე­ბენ, რომ ტყუ­ი­ლად ტრა­ბა­ხო­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", თით­ქოს მათ დროს ცი­ხე­ებ­ში "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" არ იყ­ვნენ. მე­ტიც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, პე­ნი­ტენ­ციუ­რ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბში ძვე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია და "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" ძა­ლი­ან შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ.

თუმ­ცა მთა­ვა­რი ის არის, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ცი­ხე­ებ­ში დატ­რი­ა­ლე­ბული ტრა­გე­დი­ე­ბის დიდ ნა­წილ­ს (პა­ტიმ­რის მკვლე­ლო­ბა, თვით­მკვლე­ლო­ბა, ცე­მა) სწო­რედ "მა­ყუ­რებ­ლებს" უკავ­ში­რე­ბენ. უფ­რო ზუს­ტად, მო­რი­გი ტრა­გე­დიი­სას უპირ­ვე­ლე­სად სა­უბ­რო­ბენ ვერ­სი­ა­ზე - ხომ არ იდ­გა მის უკან "მა­ყუ­რე­ბე­ლი". ბო­ლო ასე­თი შემ­თხვე­ვა ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში 16 წლის პა­ტი­მარ გო­გი­ტა ძვე­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო - ყვე­ლა­ზე ად­რე გახ­მა­ურ­და ვერ­სი­ა, რომ პა­ტი­მა­რი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე იქა­ურ­მა "მა­ყუ­რე­ბელ­მა" მი­იყ­ვა­ნა. მა­ნამ­დე იყო ლე­ვან კორ­ტა­ვას საქ­მე - 24 წლის ახალ­გაზ­რდა ცი­ხე­ში ცე­მით მოკ­ლეს და ამ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს რო­გორც ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა, ისე "მა­ყუ­რებ­ლე­ბი".

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი ცი­ხის ყო­ფი­ლი "მა­ყუ­რე­ბე­ლი­ა", რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მი­სი თქმით, ინ­ტერ­ვი­უ­ზე მხო­ლოდ იმის გა­მო დაგ­ვთან­ხმდა, რომ ბო­ლო დროს "მა­ყუ­რებ­ლებ­ზე" ბევ­რი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, რაც მას აწუ­ხებს. ასე­ვე, მან მო­ითხ­ო­ვა, რომ მი­სი გვარ­-სა­ხე­ლი არ დაგ­ვე­სა­ხე­ლე­ბი­ნა.

- ცი­ხე სა­დაც გახ­სნი­ლია და პა­ტიმ­რებს ერ­თმა­ნეთ­თან აქვთ კონ­ტაქ­ტი - "მა­ყუ­რე­ბე­ლი" ყველ­გან არის. მე 2005 წელს და­მა­კა­ვეს და სა­ნამ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ­, ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ ცი­ხე­ში ვიხ­დი­დი სას­ჯელს, 1200-1300 კა­ცი­ან "ზო­ნა­ში" ვი­ყა­ვი. ცი­ხეს ერ­თი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" კი არ ჰყავს, არა­მედ რამ­დე­ნი­მე - რე­გი­ო­ნის, ცი­ხის, კორ­პუ­სის, თა­მა­შე­ბის, კა­მე­რის, სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლის. გა­აჩ­ნი­ა, იმ კონ­კრე­ტულ დროს რო­გორ არის სტრუქ­ტუ­რა აწყ­ო­ბი­ლი. სტა­ლი­ნის დრო­ი­დან არი­ან "მა­ყუ­რებ­ლე­ბი", მით უმე­ტეს - ზო­ნა­ში. მა­გას ად­მი­ნის­ტრა­ცია არ ირ­ჩევს - ავ­ტო­რი­ტე­ტი უნ­და ჰქონ­დეს, იყოს წე­სი­ე­რი კა­ცი. უნ­და გე­კუთ­ვნო­დეს, ვი­ღა­ცას რა­ღა­ცა რომ გა­და­უწყ­ვი­ტო და გახ­დე­ბი "მა­ყუ­რე­ბე­ლი". "ქურ­დე­ბიც" რე­კა­ვენ, რო­ცა პა­ტი­მა­რი შე­მო­დის და და­ხა­სი­ა­თე­ბას აძ­ლე­ვენ. თუ მა­ყუ­რე­ბე­ლი სხვა ცი­ხე­ში გა­დაჰ­ყავთ - ის სხვა პა­ტი­მარს უწევს რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მე­ლიც "მა­ყუ­რე­ბე­ლი" ხდე­ბა და ასე გრძელ­დე­ბა. რო­ცა ახა­ლი ცი­ხე იხ­სნე­ბა - ასე­ვე ქურ­დე­ბი რე­კა­ვენ... ზო­გი­ერ­თი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" უფ­რო­სო­ბას­თან არის შეკ­რუ­ლი, რო­ცა "გა­ი­ყი­დე­ბო­და", მას "კაზ­ლი­ატ­ნიკ­ში" ან "სა­ქათ­მე­ში" ვუშ­ვებ­დით. "მა­ყუ­რე­ბე­ლი" რა­მე პრი­ვი­ლე­გია კი არ არის, ის მარ­ტო ვი­ღა­ცის "ბლა­ტა­ო­ბას" კი არ არე­გუ­ლი­რებს, ის პა­ტიმ­რე­ბის ხმას აწ­ვდენს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. მე რო­ცა ვი­ყა­ვი ცი­ხე­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცია უფ­რო მეტ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ო­და, ვიდ­რე პა­ტიმ­რე­ბი. ვი­საც მა­სა იც­ნობს და ენ­დო­ბა, ყვე­ლას შე­უძ­ლია გახ­დეს "მა­ყუ­რე­ბე­ლი", ზოგს თავ­ში უვარ­დე­ბა და იქ­ვე იღებს პა­სუხს პა­ტიმ­რე­ბის­გან. ერ­თი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" გვყავ­და, რო­მე­ლიც ეტაპ­ში მოყ­ვა­ნილ ახალ­გაზ­რდებ­ზე ამ­ბობ­და, სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ზე შე­მე­ხოო და ბი­ჭებს "სა­ქათ­მე­ში" უშ­ვებ­და, რო­ცა ეს გა­ი­გეს პა­ტიმ­რებ­მა, თვი­თონ "მა­ყუ­რე­ბე­ლი" გა­უშ­ვეს "სა­ქათ­მე­ში".

- ამ ბო­ლო დროს არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ვერ­სი­ა, რომ ცი­ხე­ებ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ებ­ში მა­ყუ­რებ­ლე­ბის ხე­ლი ურე­ვია - იგუ­ლის­ხმე­ბა მკვლე­ლო­ბე­ბი თუ თვით­მკვლე­ლო­ბე­ბი.

- ყვე­ლას შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა, რა­ტომ აბ­რა­ლე­ბენ "მა­ყუ­რე­ბელს"? სა­ი­დან იცი­ან? ჩემს დროს ცი­ხე­ში არც ერ­თი თვით­მკვლე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის "ნა­სედ­კა" იქ­ნე­ბა, "მა­ყუ­რებ­ლის" "და­მარ­ხვა" უნ­და და გა­მო­ი­ტა­ნა გა­რეთ ამ­ბა­ვი, თით­ქოს "მა­ყუ­რე­ბელ­მა" მი­იყ­ვა­ნა პა­ტი­მა­რი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე. მე და შენ წყნა­რად რომ ვლა­პა­რა­კობთ სა­კან­ში, შე­იძ­ლე­ბა აქე­დან გახ­ვი­დე და თა­ვი მო­იკ­ლა სხვა მი­ზე­ზით. სუფ­თა ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში თავს არ მო­იკ­ლავს. შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ პა­ტი­მა­რი "ძაღ­ლებ­მა" მი­იყ­ვა­ნონ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე და "მა­ყუ­რებ­ლებს" და­აბ­რა­ლონ. დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ასე­ვე რა­ზე ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი. თუ რა­ღაც ისე­თი გაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ცი­ხე­ში შე­მო­დის ინ­ფორ­მა­ცია და პა­ტი­მარს პა­სუ­ხი მო­ეთხ­ო­ვე­ბა. ძვე­ლი ბი­ჭის და "მა­ყუ­რებ­ლის" გა­მო თავს არა­ვინ იკ­ლავს - არ უნ­და გქონ­დეს ჩადენილი ისე­თი საქ­ცი­ე­ლი, აქამ­დე რომ მიხ­ვი­დე. ცხოვ­რე­ბა ასე­თია - გა­რე­თაც შენ­ნა­ი­რებ­თან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. და­კე­ტილ ცი­ხე­ში და­ი­მა­ლე­ბი, მაგ­რამ ზო­ნა­ში არა­ფე­რი იმა­ლე­ბა. ყვე­ლა კა­ცი თა­ვისი სა­ზო­მით იზო­მე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა ვი­ღაც სხვა­ზე მე­ტი. სა­ნამ ცი­ხე ჩა­კე­ტი­ლი იყო, ბევ­რი "ნა­ბო­ზა­რი" კა­ი­ტი­პობ­და და გა­რეთ გა­კე­თე­ბუ­ლი ნა­გა­ვი ცი­ხე­ში არ ჩან­და, პა­ტიმ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ვერ ხვდე­ბოდ­ნენ. ახ­ლა გა­იხ­სნა ცი­ხე და ვი­ღა­ცას შეხ­ვდა. შენ რომ გა­რეთ ჩე­მი შვი­ლი და­ღუ­პო და ცი­ხე­ში გა­და­გე­ყა­რო, ხომ იცი, რა­საც გი­ზამ? სა­ნამ კა­მე­რა­ში შე­გიყ­ვა­ნენ, მა­ნამ­დე იკ­ვლევს ად­მი­ნის­ტრა­ცია, წარ­სულ­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბა ხომ არ გქო­ნია სხვა პა­ტი­მარ­თან, თუმ­ცა ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად ახ­ვედ­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს გა­დამ­ტე­რე­ბულ პა­ტიმ­რებს და იქ რა ხდე­ბო­და, ვერ მოვ­ყვე­ბი. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ყო­ველ­თვის იცის, ვინ არის ცი­ხის "მა­ყუ­რე­ბე­ლი". რომ ამ­ბო­ბენ, თით­ქოს წი­ნა წლებ­ში არ იყ­ვნენ "მა­ყუ­რებ­ლე­ბი", რო­გორ არ ვი­ყა­ვით? და მუ­დამ ასე იქ­ნე­ბა. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­მაც კარ­გად იცო­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ისი­ნი ჩვენ­გან ჭამ­დნენ და ჩუ­მად იყ­ვნენ. "ობ­შჩი­აკ­საც" ვაგ­რო­ვებ­დით და ტე­ლე­ფო­ნიც გვქონ­და, რო­მელ­შიც 2.000 ლარს გვახ­დე­ვი­ნებ­დნენ. რა­ტომ ამო­ი­ღებ­და ხმას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა? "ობშჩიაკი" ყოველთვის იყო, არის და იქნება.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ