სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს
რუსთავში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს

რუს­თავ­ში მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნია "რუს­თა­ვის წყა­ლი" სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"კომ­პა­ნია "რუს­თა­ვის წყა­ლი" მწუ­ხა­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს რუს­თავ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­თავ­ში მოხ­და ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი, და­ი­ღუ­პა 7 წლის ბავ­შვი - ბექა ქა­მუ­შა­ძე, რო­მე­ლიც 2013 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს ე.წ. ინ­ტერ­ნა­ტის და­სახ­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რედ - მინ­დორ­ში, "რუს­თა­ვის წყლის" კუთ­ვნილ ობი­ექ­ტზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბავ­შვის და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი ამ ეტაპ­ზე გა­ურ­კვე­ვე­ლია.

მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, აღ­ნიშ­ნულ ად­გი­ლას და­ფიქ­სირ­და ავა­რია, რის გა­მოც კომ­პა­ნია "რუს­თა­ვის წყა­ლი", იმა­ვე დღი­დან, ად­გილ­ზე აწარ­მო­ებ­და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით ობი­ექ­ტი ჯერ კი­დევ არ იყო მი­წით და­ფა­რუ­ლი, რად­გან მა­გის­ტრა­ლუ­რი მილ­დე­ნი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენ­და რთულ კვანძს, და­მა­ტე­ბით სა­ჭი­რო­ებ­და შე­მოწ­მე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კომ­პა­ნი­ის ობი­ექ­ტი და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ლენ­ტით.

"რუს­თა­ვის წყლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. კომ­პა­ნია მზა­დაა ითა­ნამ­შრომ­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­თან და ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში აღ­მო­უ­ჩი­ნოს სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბა",-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუს­თავ­ში, გო­გო­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, წყლით სავ­სე ორ­მო­ში ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ორმო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვის წყალ­მა" 8 თვის წინ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მი­ლის შე­კე­თე­ბის მიზ­ნით ამო­თხა­რა და ამო­თხრი­ლი მი­ა­ტო­ვა. თხრი­ლი წყლით იყო სავ­სე და ზა­ფხუ­ლო­ბით ბავ­შვე­ბი ბა­ნა­ობ­დნენ.

გარ­დაც­ვლი­ლი ბექა ქა­მუ­შა­ძე გუ­შინ გვი­ან სა­ღა­მოს, ძებ­ნის შემ­დეგ წყლით სავ­სე თხრილ­ში იპო­ვეს.

ამას­თან, გარ­დაც­ვლი­ლის მამა ბე­სიკ ქა­მუ­შა­ძე უბე­დურ შემ­თხვე­ვას გა­მო­რი­ცხავს და აცხა­დებს, რომ ბავ­შვი სა­ვა­რა­უ­დოდ მოკ­ლუ­ლია.

ბავ­შვის მა­მის გან­ცხა­დე­ბით, ბე­ქას თავი აქვს სა­ვა­რა­უ­დოდ ქვა­ზე დარ­ტყმუ­ლი, მა­შინ როცა თხრილ­ში არც ერთი ქვა არ არის.

ბე­სიკ ქა­მუ­შა­ძე საქ­მის დრო­ულ და სა­ფუძ­ვლი­ან გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რუსთავში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს

რუსთავში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს

რუსთავში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია "რუსთავის წყალი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"კომპანია "რუსთავის წყალი" მწუხარებას გამოხატავს რუსთავში მომხდარი ტრაგედიის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში მოხდა ტრაგიკული ფაქტი, დაიღუპა 7 წლის ბავშვი - ბექა ქამუშაძე, რომელიც 2013 წლის 14 ოქტომბერს ე.წ. ინტერნატის დასახლების მიმდებარედ - მინდორში, "რუსთავის წყლის" კუთვნილ ობიექტზე გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის დაღუპვის მიზეზი ამ ეტაპზე გაურკვეველია.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, აღნიშნულ ადგილას დაფიქსირდა ავარია, რის გამოც კომპანია "რუსთავის წყალი", იმავე დღიდან, ადგილზე აწარმოებდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სწორედ ამ მიზეზით ობიექტი ჯერ კიდევ არ იყო მიწით დაფარული, რადგან მაგისტრალური მილდენი, რომელიც წარმოადგენდა რთულ კვანძს, დამატებით საჭიროებდა შემოწმებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის ობიექტი და მისი მიმდებარე ტერიტორია გარშემორტყმული იყო სპეციალური უსაფრთხოების ლენტით.

"რუსთავის წყლის" ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია. კომპანია მზადაა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და ძიების პროცესში აღმოუჩინოს სათანადო დახმარება",-ნათქვამია განცხადებაში.

რუსთავში, გოგოლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლით სავსე ორმოში  ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ორმო კომპანია "რუსთავის წყალმა" 8 თვის წინ დაზიანებული მილის შეკეთების მიზნით ამოთხარა და ამოთხრილი მიატოვა. თხრილი წყლით იყო სავსე და ზაფხულობით ბავშვები ბანაობდნენ.

გარდაცვლილი ბექა ქამუშაძე გუშინ გვიან საღამოს, ძებნის შემდეგ წყლით სავსე თხრილში იპოვეს.

ამასთან, გარდაცვლილის მამა ბესიკ ქამუშაძე უბედურ შემთხვევას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ბავშვი სავარაუდოდ მოკლულია.

ბავშვის მამის განცხადებით, ბექას თავი აქვს სავარაუდოდ ქვაზე დარტყმული, მაშინ როცა თხრილში არც ერთი ქვა არ არის.

ბესიკ ქამუშაძე საქმის დროულ და საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია