სამართალი
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაბუ და ნინო ძოწენიძე გემრიელ სექსზე ამღერდნენ - რა პრობლემას აგვარებს მსახიობი
კაბუ და ნინო ძოწენიძე გემრიელ სექსზე ამღერდნენ - რა პრობლემას აგვარებს მსახიობი

კახა აბუ­აშ­ვილ­მა, იმა­ვე კა­ბუმ, და ნინო ძო­წე­ნი­ძემ დუ­ე­ტი ჩა­წე­რეს. სიმ­ღე­რა ნი­ნომ თა­ვად და­წე­რა, ტექ­სტი ლელა ჩი­ლინ­გა­რაშ­ვილს ეკუთ­ვნის. მომ­ღერ­ლე­ბი ვნე­ბა­ზე, რო­გორც კაბუ ამ­ბობს, "გემ­რი­ელ სექსზე" ამ­ღერ­დნენ. მათ სტუ­დი­ა­ში ვეს­ტუმ­რეთ და ახალ დუ­ეტ­თან ერ­თად ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რეთ.

- დიდი ხა­ნია იც­ნობთ ერ­თმა­ნეთს?

ნინო:

- პირ­ვე­ლად ქუ­თა­ის­ში, ბაგ­რატ­ში გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ ერ­თმა­ნეთს. შო­რი­დან, რა თქმა უნდა, ვიც­ნობ­დით, მაგ­რამ იქ და­ვახ­ლოვ­დით.

- შე­გი­ქო კა­ბუმ ვო­კა­ლი?

კაბუ:

- შე­ვუ­ქე კი არა, ვგიჟ­დე­ბი ნი­ნოს ხმა­ზე, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, და არა მარ­ტო ხმა­ზე. ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია, მშრო­მე­ლი და ნი­ჭი­ე­რი, პირ­ველ რიგ­ში, გემ­რი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნი. მე­გო­ბა­რიც მა­გა­რია.

- სტუ­დი­ა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბას და "გა­დაგ­დე­ბებ­საც" გპა­ტი­ობს, რო­გორც გა­ვი­გე.

კაბუ:

- (იცი­ნი­ან) ამას ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი მპა­ტი­ობს და ერთ-ერთი არის ნინო.

ნინო:

- კა­ბუ­ზე რა უნდა გი­თხრათ, უნი­ჭი­ე­რე­სია. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, თუ რეპი დამ­ჭირ­დე­ბო­და სიმ­ღე­რა­ში, ამის­თვის და­ვუ­ძა­ხებ­დი კა­ბუს. გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ყვე­ლას­გან, ორი­გი­ნა­ლუ­რია.

- ნინო, მე შენს რე­პერ­ტუ­არს ვიც­ნობ და ამ ჟან­რის მუ­სი­კა არ მახ­სენ­დე­ბა...

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და ჩა­მე­წე­რა, ოღონდ მარ­თლა კა­ბუს­თან ერ­თად. უბ­რა­ლოდ, ვერ ვა­ხერ­ხებ­დით. ხან კა­ბუს არ ეცა­ლა, ხან - მე... ბო­ლოს ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე, დავ­წე­რე სიმ­ღე­რა, რომ­ლის არან­ჟი­რე­ბა­საც კობა მეს­ხია აკე­თებს და ჩავ­წე­რეთ. ჯერ შავი ვა­რი­ან­ტია, მაგ­რამ მალე და­ვას­რუ­ლებთ.

- სიმ­ღე­რას სა­ხე­ლი აქვს უკვე?

ნინო:

- ჯერ არ შეგ­ვირ­ჩე­ვია. ვნე­ბა­ზეა სიმ­ღე­რა, შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ვნე­ბა­ზე.

კაბუ:

- რაც ყვე­ლას აქვს გუ­ნე­ბა­ში, გულ­ში. ერთი სი­ტყვით, სიმ­ღე­რა არის გემ­რი­ელ და კარგ შე­თან­ხმე­ბულ სექსზე. ჩემი პარ­ტი­ის ტექ­სტი თა­ვად დავ­წე­რე.

ნინო:

- ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ჩვე­ნი ხმე­ბი ერ­თმა­ნეთს მო­უხ­დე­ბო­და, ამი­ტო­მაც ჩავ­წე­რე მას­თან დუ­ე­ტი. სხვა­თა შო­რის, შარ­შან ზა­ფხულ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ კაბუ, ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად, კარ­გა­დაც ცეკ­ვავს. ქო­ბუ­ლეთ­ში ვი­ცეკ­ვეთ ერ­თად. მა­შინ ვი­ფიქ­რე, რომ კა­ბუს მსგავ­სი ში­ნა­გა­ნი მუხ­ტი, რო­გო­რიც აქვთ შავ­კა­ნი­ან მომ­ღერ­ლებს, სხვა ქარ­თველ­ში არ მი­ნა­ხავს, ამი­ტო­მაც რე­პავს კარ­გად.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

კაბუ და ნინო ძოწენიძე გემრიელ სექსზე ამღერდნენ - რა პრობლემას აგვარებს მსახიობი

კაბუ და ნინო ძოწენიძე გემრიელ სექსზე ამღერდნენ - რა პრობლემას აგვარებს მსახიობი

კახა აბუაშვილმა, იმავე კაბუმ, და ნინო ძოწენიძემ დუეტი ჩაწერეს. სიმღერა ნინომ თავად დაწერა, ტექსტი ლელა ჩილინგარაშვილს ეკუთვნის. მომღერლები ვნებაზე, როგორც კაბუ ამბობს, ''გემრიელ სექსზე'' ამღერდნენ. მათ სტუდიაში ვესტუმრეთ და ახალ დუეტთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ.

- დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს?

ნინო:

- პირველად ქუთაისში, ბაგრატში გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. შორიდან, რა თქმა უნდა, ვიცნობდით, მაგრამ იქ დავახლოვდით.

- შეგიქო კაბუმ ვოკალი?

კაბუ:

- შევუქე კი არა, ვგიჟდები ნინოს ხმაზე, დილიდან საღამომდე და თავიდან ბოლომდე, და არა მარტო ხმაზე. ძალიან მაგარი ადამიანია, მშრომელი და ნიჭიერი, პირველ რიგში, გემრიელი მომღერალი, პროფესიონალი და ულამაზესი ქალბატონი. მეგობარიც მაგარია.

- სტუდიაში დაგვიანებას და ''გადაგდებებსაც''  გპატიობს, როგორც გავიგე.

კაბუ:

- (იცინიან) ამას ძალიან ცოტა ადამიანი მპატიობს და ერთ-ერთი არის ნინო.

ნინო:

- კაბუზე რა უნდა გითხრათ, უნიჭიერესია. ყოველთვის ვამბობდი, თუ რეპი დამჭირდებოდა სიმღერაში, ამისთვის დავუძახებდი კაბუს. განსხვავებულია ყველასგან, ორიგინალურია.

- ნინო, მე შენს რეპერტუარს ვიცნობ და ამ ჟანრის მუსიკა არ მახსენდება...

- ყოველთვის მინდოდა ჩამეწერა, ოღონდ მართლა კაბუსთან ერთად. უბრალოდ, ვერ ვახერხებდით. ხან კაბუს არ ეცალა, ხან - მე... ბოლოს ძალიან მოვინდომე, დავწერე სიმღერა, რომლის არანჟირებასაც კობა მესხია აკეთებს და ჩავწერეთ. ჯერ შავი ვარიანტია, მაგრამ მალე დავასრულებთ.

- სიმღერას სახელი აქვს უკვე?

ნინო:

- ჯერ არ შეგვირჩევია. ვნებაზეა სიმღერა, შემდგარი ადამიანების ვნებაზე.

კაბუ:

- რაც ყველას აქვს გუნებაში, გულში. ერთი სიტყვით, სიმღერა არის გემრიელ და კარგ შეთანხმებულ სექსზე. ჩემი პარტიის ტექსტი თავად დავწერე.

ნინო:

- ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენი ხმები ერთმანეთს მოუხდებოდა, ამიტომაც ჩავწერე მასთან დუეტი. სხვათა შორის, შარშან ზაფხულში აღმოვაჩინე, რომ კაბუ, ყველა სიკეთესთან ერთად, კარგადაც ცეკვავს. ქობულეთში ვიცეკვეთ ერთად. მაშინ ვიფიქრე, რომ კაბუს მსგავსი შინაგანი მუხტი, როგორიც აქვთ შავკანიან მომღერლებს, სხვა ქართველში არ მინახავს, ამიტომაც რეპავს კარგად.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება