პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაწერილი და დაუწერელი კანონები ბიზნესის კულუარებში
დაწერილი და დაუწერელი კანონები ბიზნესის კულუარებში

ბიზ­ნეს­მენ ცე­ზარ ჩო­ჩე­ლის სტუმ­რო­ბას "ემას შო­უ­ში" სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოჰ­ყვა. მან ისა­უბ­რა რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის შექ­მნა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, კე­თილ­სინ­დი­სი­ერ და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე, აგ­რეთ­ვე ხუთი, ათი და ოცი წლის წინ ბიზ­ნე­სის სამ­ყა­რო­ში მოქ­მედ კა­ნო­ნებ­სა თუ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ზე. გა­დავ­წყვი­ტეთ, მისი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ უფრო დე­ტა­ლუ­რად გა­მოგ­ვე­კი­თხა.

ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი (მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი): - ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა 1991 წელს და­ვი­წყე. ლო­მი­სო­ბა­ზე მე­გობ­რე­ბი დავ­პა­ტი­ჟე. ში­ნა­უ­რი ლუ­დით რომ შევ­ზარ­ხოშ­დით, გა­მიჩ­ნდა იდეა, ლუ­დის წარ­მო­ე­ბა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ერ­თგვერ­დი­ა­ნი წეს­დე­ბა დავ­წე­რეთ, პრე­ფექ­ტუ­რა­ში წარ­ვად­გი­ნეთ, არ­ყის რამ­დე­ნი­მე ქვა­ბი შე­ვი­ძი­ნეთ და ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით ლუ­დის ხარ­შვა და­ვი­წყეთ, რო­მელ­საც ჩა­ლა­ში ვფილტრავ­დით. სამ-ოთხ თვე­ში მივ­ხვდით, რომ ამ მე­თო­დით მო­ხარ­შუ­ლი ლუ­დით ბიზ­ნესს ვერ ავა­წყობ­დით. ამის შემ­დეგ ლუ­დის წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია წა­ვი­კი­თხე, რჩე­ვე­ბიც მი­ვი­ღე და მცი­რე, კუს­ტა­რუ­ლი ქარ­ხა­ნა გა­ვა­კე­თე. 1993 წელს დღე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 100-150 ბოთლ ლუდს ვყიდ­დით, რო­მელ­საც "ლო­მი­სი" ერ­ქვა.

1994 წელს წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბან­კი­დან კრე­დი­ტი ავი­ღეთ - $9000-ს ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი. შემ­დეგ კი დო­ლა­რის კურ­სი გამ­ყარ­და და ბან­კი ჩვენ­გან, და­ახ­ლო­ე­ბით, $60-$70 ათა­სის გა­დახ­დას ითხოვ­და. ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, მაგ­რამ წარ­მო­ე­ბა არ შეგ­ვი­ჩე­რე­ბია, 1997 წლის­თვის 10 ათას ბოთლ ლუდს ვას­ხამ­დით. შემ­დეგ კი, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, იმ­დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თვალ­ში გა­ვე­ჩხი­რეთ და წარ­მო­ე­ბა დაგ­ვი­კე­ტეს. მაგ დროს ლუ­დი­სა და არ­ყის წარ­მო­ე­ბა გვქონ­და. და­ხურ­ვის მი­ზე­ზი ის იყო, რომ თან­ხის გა­დახ­და მოგვ­თხო­ვეს. ფაქ­ტობ­რი­ვად, გვიბ­რძა­ნეს, $20 ათა­სი მიგ­ვე­ტა­ნა, რა­ზეც ჩვენ­გან უარი მი­ი­ღეს. ქარ­ხა­ნა და­ლუ­ქეს, აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და და­ი­წყეს ჩვე­ნი დევ­ნა. ამა­სო­ბა­ში ქარ­ხა­ნა გა­კოტ­რდა. სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა­ზეც კი ვფიქ­რობ­დით... იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, ლუ­დი­სა და არ­ყის წარ­მო­ე­ბას შო­რის ერთ-ერთი აგ­ვერ­ჩია მე­ო­რის გა­და­სარ­ჩე­ნად და არ­ყის სა­წარ­მო გავ­ყი­დეთ.

- ამ­ბო­ბენ, რომ ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა­ში თქვე­ნი ოსი ნა­თე­სა­ვი, ას­ლან ხა­დარ­ცე­ვი და­გეხ­მა­რათ...

- ის ჩემი მე­გო­ბა­რია, რო­მელ­თა­ნაც 20-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს. ჩვენ ერ­თმა­ნეთს ჭი­და­ო­ბი­დან ვიც­ნობ­დით. როცა გა­კოტ­რე­ბის პი­რას აღ­მოვ­ჩნდით, მარ­თლაც ჩა­ვე­დი მას­თან ფუ­ლის სა­სეს­ხებ­ლად ვლა­დი­კავ­კაზ­ში. $15 ათა­სი ვთხო­ვე და და­მეხ­მა­რა, და­ახ­ლო­ე­ბით 9 თვის შემ­დეგ კი მო­ვაგ­ვა­რე ჩემი პრობ­ლე­მე­ბი და ფული და­ვუბ­რუ­ნე.

მოკ­ლედ, ახალ­გორ­ში არ­ყის წარ­მო­ე­ბა გავ­ყი­დეთ, ბან­კი­დან სეს­ხი ავი­ღეთ და ეს ფული ისევ ლუ­დის ბიზ­ნეს­ში ჩავ­დეთ. დღე და ღამე ვმუ­შა­ობ­დით, ტექ­ნო­ლო­გე­ბიც ჩვენ ვი­ყა­ვით, მშე­ნებ­ლე­ბიც და დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბიც. 2000 წელს "ლო­მისს" სა­ქარ­თვე­ლოს ლუ­დის ბაზ­რის 8% ეკა­ვა, 2001 წელს 10%-იან ნიშ­ნულს გავ­ცდით, 2003-ში კი 18%-ს მი­ვაღ­წი­ეთ. მივ­ხვდით, რომ ბიზ­ნესს გა­ფარ­თო­ე­ბა სჭირ­დე­ბო­და, ახალ­გო­რის ქარ­ხნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­რა­გე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო.

ახა­ლი ქარ­ხნის გა­კე­თე­ბა ნა­ტახ­ტარ­ში გა­დავ­წყვი­ტეთ. ტრი­ალ მინ­დორ­ში ავა­შე­ნეთ ქარ­ხა­ნა. ოთხი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვით: მე, ჩემი ძმა, ჩემი მე­გო­ბა­რი დევი ოვაშ­ვი­ლი და ევ­რო­პი­სა და რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ბან­კი. ეს ბიზ­ნე­სი სუფ­თა და გამჭვირ­ვა­ლე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, EBRD-ი არ შე­მო­ვი­დო­და.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი გქონ­დათ, პო­ლი­ტი­კა­ში რა­ტომ მოხ­ვე­დით?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პო­ლი­ტი­კა­ში შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი. ახალ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბამ, ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მთხო­ვეს, დე­პუ­ტა­ტად მე­ყა­რა კენ­ჭი. 1995 წლი­დან იმ დროს, როცა გაზ­მო­მა­რა­გე­ბის პრობ­ლე­მე­ბი თბი­ლის­შიც კი იყო, ახალ­გო­რის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით მო­მა­რა­გე­ბა არ შე­წყვე­ტი­ლა, რად­გან ქარ­ხნის­თვის შე­ვის­ყი­დეთ აირი და მო­სახ­ლე­ო­ბა­საც უწყვე­ტად ვაწ­ვდი­დით. მაგ­რამ კი­დევ ბევ­რი რამ იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი: გზა, წყა­ლი, კო­მუ­ნი­კა­ცია. არ­ჩევ­ნებ­ში დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ვი­მარ­ჯვე. დე­პუ­ტა­ტო­ბის დროს გა­ვი­ცა­ნი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი. მა­შინ ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში ოსუ­რი ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბი და­თა­რე­შობ­დნენ. მი­ვე­დი მე­რა­ბიშ­ვილ­თან და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის ჩა­ყე­ნე­ბა ვთხო­ვე, ხალ­ხის და­წი­ო­კე­ბის შე­სა­წყვე­ტად. მეტი მე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი მი­თხო­ვია. მარ­თლაც ჩა­ა­ყე­ნეს. აგ­ვის­ტოს ომამ­დე, თვე­ში ერთხელ მა­ინც ავ­დი­ო­დით მე და ვანო იმ ბი­ჭე­ბის სა­ნა­ხა­ვად, ვინც მო­სა­ზღვრე სოფ­ლებს იცავ­და. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა.

- თუ "ნა­ტახ­ტა­რის" ქარ­ხა­ნა წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობ­და, გა­ყიდ­ვა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- მა­შინ ყო­ველ­დღი­უ­რად იმარ­თე­ბო­და მი­ტინ­გე­ბი, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი აწყობ­და. იყო მო­წო­დე­ბე­ბი, ხალ­ხს არ და­ე­ლია ლუდი "ნა­ტახ­ტა­რი" და სხვ. იმავდრო­უ­ლად, "ყაზ­ბე­გი" აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სო­ლი­დურ უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებ­თან და მათ შე­მოყ­ვა­ნას აპი­რებ­და. ჩვენ კი $13 მი­ლი­ო­ნი გვქონ­და ვალი და თუ "ყაზ­ბეგ­ში" სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი შე­მო­ვი­დო­და, ასეთ შე­მო­ტე­ვას ვერ გა­ვუძ­ლებ­დით. ამი­ტომ სწრა­ფად და­ვი­წყეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "ნა­ტახ­ტა­რის" გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- საკ­მა­ოდ სარ­ფი­ა­ნი იყო გა­რი­გე­ბა "ანა­დო­ლუ ჯგუფ­თან"...

- დღემ­დე კერ­ძო ბიზ­ნეს­ში და­დე­ბულ გა­რი­გე­ბებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლია. "ნა­ტახ­ტა­რის" ლუ­დის ქარ­ხა­ნა $78 მი­ლი­ო­ნად გავ­ყი­დეთ, თუმ­ცა ქარ­ხნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მეტი იყო. მე და ჩემს ძმას იქი­დან $19-$19 მი­ლი­ო­ნი გვერ­გო. ასე რომ, ეს ფული მა­ნამ­დე მქონ­და, სა­ნამ გუ­ბერ­ნა­ტო­რი გავ­ხდე­ბო­დი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დაწერილი და დაუწერელი კანონები ბიზნესის კულუარებში

დაწერილი და დაუწერელი კანონები ბიზნესის კულუარებში

ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის სტუმრობას "ემას შოუში" საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა. მან ისაუბრა რამდენიმე კონკრეტული ბიზნესის შექმნა-განვითარებაზე, კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზე, აგრეთვე ხუთი, ათი და ოცი წლის წინ ბიზნესის სამყაროში მოქმედ კანონებსა თუ დღევანდელ ვითარებაზე. გადავწყვიტეთ, მისი ბიზნესსაქმიანობის შესახებ უფრო დეტალურად გამოგვეკითხა.

ცეზარ ჩოჩელი (მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი): - ბიზნესსაქმიანობა 1991 წელს დავიწყე. ლომისობაზე მეგობრები დავპატიჟე. შინაური ლუდით რომ შევზარხოშდით, გამიჩნდა იდეა, ლუდის წარმოება გაგვეკეთებინა. ერთგვერდიანი წესდება დავწერეთ, პრეფექტურაში წარვადგინეთ, არყის რამდენიმე ქვაბი შევიძინეთ და ტრადიციული მეთოდით ლუდის ხარშვა დავიწყეთ, რომელსაც ჩალაში ვფილტრავდით. სამ-ოთხ თვეში მივხვდით, რომ ამ მეთოდით მოხარშული ლუდით ბიზნესს ვერ ავაწყობდით. ამის შემდეგ ლუდის წარმოების შესახებ ინფორმაცია წავიკითხე, რჩევებიც მივიღე და მცირე, კუსტარული ქარხანა გავაკეთე. 1993 წელს დღეში, დაახლოებით, 100-150 ბოთლ ლუდს ვყიდდით, რომელსაც "ლომისი" ერქვა.

1994 წელს წარმოების განვითარებისთვის ბანკიდან კრედიტი ავიღეთ - $9000-ს ეკვივალენტი. შემდეგ კი დოლარის კურსი გამყარდა და ბანკი ჩვენგან, დაახლოებით, $60-$70 ათასის გადახდას ითხოვდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ წარმოება არ შეგვიჩერებია, 1997 წლისთვის 10 ათას ბოთლ ლუდს ვასხამდით. შემდეგ კი, როგორც ხდება ხოლმე, იმდროინდელ ხელისუფლებას თვალში გავეჩხირეთ და წარმოება დაგვიკეტეს. მაგ დროს ლუდისა და არყის წარმოება გვქონდა. დახურვის მიზეზი ის იყო, რომ თანხის გადახდა მოგვთხოვეს. ფაქტობრივად, გვიბრძანეს, $20 ათასი მიგვეტანა, რაზეც ჩვენგან უარი მიიღეს. ქარხანა დალუქეს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყეს ჩვენი დევნა. ამასობაში ქარხანა გაკოტრდა. საქართველოდან წასვლაზეც კი ვფიქრობდით... იძულებული გავხდით, ლუდისა და არყის წარმოებას შორის ერთ-ერთი აგვერჩია მეორის გადასარჩენად და არყის საწარმო გავყიდეთ.

- ამბობენ, რომ ბიზნესის დაწყებაში თქვენი ოსი ნათესავი, ასლან ხადარცევი დაგეხმარათ...

- ის ჩემი მეგობარია, რომელთანაც 20-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენ ერთმანეთს ჭიდაობიდან ვიცნობდით. როცა გაკოტრების პირას აღმოვჩნდით, მართლაც ჩავედი მასთან ფულის სასესხებლად ვლადიკავკაზში. $15 ათასი ვთხოვე და დამეხმარა, დაახლოებით 9 თვის შემდეგ კი მოვაგვარე ჩემი პრობლემები და ფული დავუბრუნე.

მოკლედ, ახალგორში არყის წარმოება გავყიდეთ, ბანკიდან სესხი ავიღეთ და ეს ფული ისევ ლუდის ბიზნესში ჩავდეთ. დღე და ღამე ვმუშაობდით, ტექნოლოგებიც ჩვენ ვიყავით, მშენებლებიც და დისტრიბუტორებიც. 2000 წელს "ლომისს" საქართველოს ლუდის ბაზრის 8% ეკავა, 2001 წელს 10%-იან ნიშნულს გავცდით, 2003-ში კი 18%-ს მივაღწიეთ. მივხვდით, რომ ბიზნესს გაფართოება სჭირდებოდა, ახალგორის ქარხნიდან საქართველოს მომარაგება ძალიან რთული იყო.

ახალი ქარხნის გაკეთება ნატახტარში გადავწყვიტეთ. ტრიალ მინდორში ავაშენეთ ქარხანა. ოთხი დამფუძნებელი ვიყავით: მე, ჩემი ძმა, ჩემი მეგობარი დევი ოვაშვილი და ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკი. ეს ბიზნესი სუფთა და გამჭვირვალე რომ არ ყოფილიყო, EBRD-ი არ შემოვიდოდა.

- წარმატებული ბიზნესი გქონდათ, პოლიტიკაში რატომ მოხვედით?

- შეიძლება ითქვას, პოლიტიკაში შემთხვევით მოვხვდი. ახალგორის მოსახლეობამ, ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, დეპუტატად მეყარა კენჭი. 1995 წლიდან იმ დროს, როცა გაზმომარაგების პრობლემები თბილისშიც კი იყო, ახალგორის ბუნებრივი აირით მომარაგება არ შეწყვეტილა, რადგან ქარხნისთვის შევისყიდეთ აირი და მოსახლეობასაც უწყვეტად ვაწვდიდით. მაგრამ კიდევ ბევრი რამ იყო გასაკეთებელი: გზა, წყალი, კომუნიკაცია. არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. დეპუტატობის დროს გავიცანი ვანო მერაბიშვილი. მაშინ ახალგორის რაიონში ოსური ბანდფორმირებები დათარეშობდნენ. მივედი მერაბიშვილთან და სპეცდანიშნულების რაზმის ჩაყენება ვთხოვე, ხალხის დაწიოკების შესაწყვეტად. მეტი მე წინა ხელისუფლებისთვის არაფერი მითხოვია. მართლაც ჩააყენეს. აგვისტოს ომამდე, თვეში ერთხელ მაინც ავდიოდით მე და ვანო იმ ბიჭების სანახავად, ვინც მოსაზღვრე სოფლებს იცავდა. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა.

- თუ "ნატახტარის" ქარხანა წარმატებით მუშაობდა, გაყიდვა რატომ გადაწყვიტეთ?

- მაშინ ყოველდღიურად იმართებოდა მიტინგები, რომელსაც ძირითადად შალვა ნათელაშვილი აწყობდა. იყო მოწოდებები, ხალხს არ დაელია ლუდი "ნატახტარი" და სხვ. იმავდროულად, "ყაზბეგი" აწარმოებდა მოლაპარაკებებს სოლიდურ უცხოურ კომპანიებთან და მათ შემოყვანას აპირებდა. ჩვენ კი $13 მილიონი გვქონდა ვალი და თუ "ყაზბეგში" სტრატეგიული პარტნიორი შემოვიდოდა, ასეთ შემოტევას ვერ გავუძლებდით. ამიტომ სწრაფად დავიწყეთ მოლაპარაკებები "ნატახტარის" გაყიდვასთან დაკავშირებით.

- საკმაოდ სარფიანი იყო გარიგება "ანადოლუ ჯგუფთან"...

- დღემდე კერძო ბიზნესში დადებულ გარიგებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია. "ნატახტარის" ლუდის ქარხანა $78 მილიონად გავყიდეთ, თუმცა ქარხნის ღირებულება მეტი იყო. მე და ჩემს ძმას იქიდან $19-$19 მილიონი გვერგო. ასე რომ, ეს ფული მანამდე მქონდა, სანამ გუბერნატორი გავხდებოდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ