სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისი უჰაერობით იხრჩობა?
თბილისი უჰაერობით იხრჩობა?

ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა XXI სა­უ­კუ­ნე­ში დიდ პრობ­ლე­მად იქცა. პრობ­ლე­მაა. მსოფ­ლი­ოს დიდი ქა­ლა­ქე­ბის უმე­ტე­სო­ბა მრა­ვა­ლი წე­ლია ამ სირ­თუ­ლის წი­ნა­შე დგას, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბი­თა და სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბით ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ უფრო უსაფრ­თხო გა­ხა­და ქა­ლა­ქებ­ში ცხოვ­რე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბი სა­გან­გა­შოდ მი­იჩ­ნე­ვენ თბი­ლი­სის ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას. გა­რე­მოს დაც­ვის სა­ა­გენ­ტოც არ უარ­ყოფს, რომ და­ბინ­ძუ­რე­ბის დონე აღე­მა­ტე­ბა ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ ნორ­მას. გა­ურ­კვე­ვე­ლია, სა­ხელ­მწი­ფო მა­ლავს ქა­ლაქ­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას თუ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის გამო ვერ ახერ­ხებს ზუს­ტი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბას. პრობ­ლე­მა უხა­რის­ხო საწ­ვა­ვი­სა და მე­ო­რა­დი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტით კი­დევ უფრო მწვავ­დე­ბა. თავს იჩენს შიდა პრობ­ლე­მე­ბიც, რო­გო­რიც არის და­უ­სუფ­თა­ვე­ბე­ლი ქუ­ჩე­ბი და უკონ­ტრო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბი.

თა­მარ მაღ­ლა­კე­ლი­ძე, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე: - და­ბინ­ძუ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი და უკონ­ტრო­ლო მშე­ნებ­ლო­ბე­ბია. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რი ქუ­ჩებს არ რწყავს. აგ­ვის­ტო­ში გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მტვრის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გან­სა­ზღვრის მიზ­ნით 63 ანა­ლი­ზი გა­ა­კე­თა, აქე­დან 45 შემ­თხვე­ვა­ში მტვე­რი მეტი იყო ნორ­მა­ზე. მტვრის მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ ნორ­მას 2,6-ჯერ აღე­მა­ტე­ბო­და, ნახ­შირ­ჟან­გის მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია კი მხო­ლოდ 2 შემ­თხვე­ვა­ში აღე­მა­ტე­ბო­და ნორ­მას.

- ანუ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ქა­ლაქ­ში სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- სა­გან­გა­შო მა­შინ იქ­ნე­ბა, თუ ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ­ზე 5-ჯერ მეტი და­ბინ­ძუ­რე­ბა და­ფიქ­სირ­დე­ბა. თბი­ლი­სის ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის მდგო­მა­რე­ო­ბა ნორ­მა­ლუ­რი არ არის, მაგ­რამ სა­გან­გა­შო ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის.

- რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში მი­თხრეს, თა­ნა­მედ­რო­ვედ აღ­ჭურ­ვი­ლი მხო­ლოდ ერთი ავ­ტო­მა­ტუ­რი სად­გუ­რი გაქვთ, და­ნარ­ჩე­ნი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია. რა­ტომ გა­მო­რი­ცხავთ, რომ სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბიც არ გა­მო­ი­ყო­ფა, რომ­ლის გა­ზომ­ვა­საც ვერ ახერ­ხებთ?

- გე­თან­ხმე­ბით. იმე­დია, შევ­ცვლით ავ­ტო­მა­ტურ სად­გუ­რებს, რაც მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, გან­ვსა­ზღვროთ მეტი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტი და მი­ვი­ღოთ დე­და­ქა­ლა­ქის ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი.

ინგა ღვი­ნე­რია, ჯან­დაც­ვის ექ­სპერტ-ტოქ­სი­კო­ლო­გი: - დე­და­ქა­ლაქ­ში ქრო­ნი­კუ­ლად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რია. შე­და­რე­ბით სუფ­თა უბ­ნებ­შიც კი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც უშე­დე­გოდ არ ჩა­ივ­ლის.

- გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლი ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ­ზე 2,6-ჯერ მეტ მაჩ­ვე­ნე­ბელს სა­გან­გა­შოდ არ მი­იჩ­ნევს.

- თავს იმით ვიმ­შვი­დებთ, რომ არ აღე­მა­ტე­ბა ათ­ჯერ და ოცჯერ და­საშ­ვებ ზღვარს. ამ­ბო­ბენ, მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი სა­გან­გა­შო არ არი­სო, აბა, გა­ეც­ნონ სტა­ტის­ტი­კას, და­ეს­წრონ ონ­კო­ლო­გე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ებს და მერე თქვან, არის თუ არა თბი­ლის­ში და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი, ნა­ხონ, რო­გორ გახ­შირ­და ბავ­შვებ­ში ალერ­გია და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­სუნ­თქვას უე­ცა­რი ეფექ­ტი არ ახ­ლავს, მაგ­რამ გან­სა­ზღვრუ­ლი ხნის შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იჩენს თავს. სა­ში­შია ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­თა ორ­გა­ნიზ­მშიც ყვე­ლა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბით ხვდე­ბა მტვე­რი, რად­გან მი­წას­თან ახ­ლოს არი­ან. თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა ასე­ვე რთუ­ლია ქრო­ნი­კუ­ლი ავად­მყო­ფე­ბის­თვის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

თბილისი უჰაერობით იხრჩობა?

თბილისი უჰაერობით იხრჩობა?

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება XXI საუკუნეში დიდ პრობლემად იქცა. პრობლემაა. მსოფლიოს დიდი ქალაქების უმეტესობა მრავალი წელია ამ სირთულის წინაშე დგას, თუმცა სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობითა და სოლიდური თანხების მობილიზებით ბევრმა ქვეყანამ უფრო უსაფრთხო გახადა ქალაქებში ცხოვრება. ექსპერტები საგანგაშოდ მიიჩნევენ თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. გარემოს დაცვის სააგენტოც არ უარყოფს, რომ დაბინძურების დონე აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას. გაურკვეველია, სახელმწიფო მალავს ქალაქში შექმნილ მდგომარეობას თუ მოძველებული ტექნიკის გამო ვერ ახერხებს ზუსტი ანალიზის გაკეთებას. პრობლემა უხარისხო საწვავისა და მეორადი ავტომანქანების იმპორტით კიდევ უფრო მწვავდება. თავს იჩენს შიდა პრობლემებიც, როგორიც არის დაუსუფთავებელი ქუჩები და უკონტროლოდ მიმდინარე მშენებლობები.

თამარ მაღლაკელიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: - დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოტრანსპორტი და უკონტროლო მშენებლობებია. პრობლემაა ისიც, რომ მერიის სამსახური ქუჩებს არ რწყავს. აგვისტოში გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტმა მტვრის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით 63 ანალიზი გააკეთა, აქედან 45 შემთხვევაში მტვერი მეტი იყო ნორმაზე. მტვრის მაქსიმალური კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას 2,6-ჯერ აღემატებოდა, ნახშირჟანგის მაქსიმალური კონცენტრაცია კი მხოლოდ 2 შემთხვევაში აღემატებოდა ნორმას.

- ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქში საგანგაშო მდგომარეობაა?

- საგანგაშო მაშინ იქნება, თუ ზღვრულად დასაშვებზე 5-ჯერ მეტი დაბინძურება დაფიქსირდება. თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა ნორმალური არ არის, მაგრამ საგანგაშო ჯერჯერობით არ არის.

- როგორც სამინისტროში მითხრეს, თანამედროვედ აღჭურვილი მხოლოდ ერთი ავტომატური სადგური გაქვთ, დანარჩენი მოძველებულია. რატომ გამორიცხავთ, რომ სხვა ნივთიერებებიც არ გამოიყოფა, რომლის გაზომვასაც ვერ ახერხებთ?

- გეთანხმებით. იმედია, შევცვლით ავტომატურ სადგურებს, რაც მოგვცემს საშუალებას, განვსაზღვროთ მეტი დამაბინძურებელი ინგრედიენტი და მივიღოთ დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რეალური სურათი.

ინგა ღვინერია, ჯანდაცვის ექსპერტ-ტოქსიკოლოგი: - დედაქალაქში ქრონიკულად დაბინძურებული ჰაერია. შედარებით სუფთა უბნებშიც კი არასახარბიელო მდგომარეობაა, რაც უშედეგოდ არ ჩაივლის.

- გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ზღვრულად დასაშვებზე 2,6-ჯერ მეტ მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევს.

- თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ არ აღემატება ათჯერ და ოცჯერ დასაშვებ ზღვარს. ამბობენ, მაჩვენებლები საგანგაშო არ არისო, აბა, გაეცნონ სტატისტიკას, დაესწრონ ონკოლოგების კონფერენციებს და მერე თქვან, არის თუ არა თბილისში დაბინძურებული ჰაერი, ნახონ, როგორ გახშირდა ბავშვებში ალერგია და რესპირატორული დაავადებები. მავნე ნივთიერებების შესუნთქვას უეცარი ეფექტი არ ახლავს, მაგრამ განსაზღვრული ხნის შემდეგ სერიოზული პრობლემები იჩენს თავს. საშიშია ბავშვების მდგომარეობა, რომელთა ორგანიზმშიც ყველაზე მეტი რაოდენობით ხვდება მტვერი, რადგან მიწასთან ახლოს არიან. თბილისში ცხოვრება ასევე რთულია ქრონიკული ავადმყოფებისთვის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია