პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობის შემცირება უნდა შეჩერდეს, გაზრდაზე ჯერჯერობით ვერც ვიოცნებებთ"
"მოსახლეობის შემცირება უნდა შეჩერდეს, გაზრდაზე ჯერჯერობით ვერც ვიოცნებებთ"

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მას შემ­დეგ, რაც მშო­ბი­ა­რო­ბა უფა­სო გახ­და, 6 000 ბავ­შვი და­ი­ბა­დაო. ამ გან­ცხა­დე­ბას დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა, - ბავ­შვის ჩა­სახ­ვა­სა და და­ბა­დე­ბას 9 თვე მა­ინც სჭირ­დე­ბა. რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა 2013 წლის შე­მოდ­გო­მა ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბით "ბა­რა­ქი­ა­ნი" და რამ­დე­ნად სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ახალ­მა მთავ­რო­ბამ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­სა­ტა­რებ­ლად? "კვი­რის პა­ლიტ­რას" დე­მოგ­რა­ფი ან­ზორ თო­თა­ძე ესა­უბ­რა:

- თქვე­ნი გა­ზე­თის მეშ­ვე­ო­ბით დიდი ხა­ნია ვამ­ბობ, რომ უმ­ძი­მე­სი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს! მცირ­დე­ბა შო­ბა­დო­ბა, იზ­რდე­ბა მოკ­ვდა­ვო­ბა, ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა მხო­ლოდ ერთ და ორ შვილს სჯერ­დე­ბა, გახ­შირ­და გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბი და შემ­ცირ­და ქორ­წი­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მე­ტად სა­ში­შია ემიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სიც. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 4,5 მლნ-ია, რაც გა­ყალ­ბე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 2050 წლის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 3,2 მლნ-მდე შემ­ცირ­დე­ბა. ხე­ლა­ხა­ლი აღ­წე­რის ჩა­ტა­რე­ბამ შე­საძ­ლოა უფრო კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სუ­რა­თი გვიჩ­ვე­ნოს.

გა­ე­როს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2050 წლამ­დე სომ­ხეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 7%-ით გაზ­რდაა ნა­ვა­რა­უ­დე­ვი, აზერ­ბა­ი­ჯან­ში - 34%-ით, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 28%-ით შემ­ცირ­დე­ბა(?!). ეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­წყვე­ტას ნიშ­ნავს.

სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში წინა თვე­ებ­თან შე­და­რე­ბით მეტი ბავ­შვი რომ და­ი­ბა­და, ამას სხვა ახ­სნა აქვს. შე­მოდ­გო­მის მი­წუ­რულს ხში­რია ქორ­წი­ნე­ბე­ბი. შემ­დე­გი ორი-სამი თვე და­ახ­ლო­ე­ბით ბავ­შვის ჩა­სახ­ვას სჭირ­დე­ბა და ამას ცხრა თვე­საც თუ და­ვუ­მა­ტებთ, გა­მო­დის, ბავ­შვე­ბი სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­ბა­დე­ბი­ან. სტა­ტის­ტი­კუ­რად შე­მოდ­გო­მის თვე­ებ­ში შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"მოსახლეობის შემცირება უნდა შეჩერდეს, გაზრდაზე ჯერჯერობით ვერც ვიოცნებებთ"

"მოსახლეობის შემცირება უნდა შეჩერდეს, გაზრდაზე ჯერჯერობით ვერც ვიოცნებებთ"

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მშობიარობა უფასო გახდა, 6 000 ბავშვი დაიბადაო. ამ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, - ბავშვის ჩასახვასა და დაბადებას 9 თვე მაინც სჭირდება. რატომ აღმოჩნდა 2013 წლის შემოდგომა ბავშვების დაბადებით "ბარაქიანი" და რამდენად სწორი ნაბიჯები გადადგა ახალმა მთავრობამ დემოგრაფიული პოლიტიკის გასატარებლად? "კვირის პალიტრას" დემოგრაფი ანზორ თოთაძე ესაუბრა:

- თქვენი გაზეთის მეშვეობით დიდი ხანია ვამბობ, რომ უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს! მცირდება შობადობა, იზრდება მოკვდავობა, ოჯახების უმეტესობა მხოლოდ ერთ და ორ შვილს სჯერდება, გახშირდა განქორწინებები და შემცირდა ქორწინებების რაოდენობა. მეტად საშიშია ემიგრაციული პროცესიც. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4,5 მლნ-ია, რაც გაყალბებული მაჩვენებელია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის ცნობით, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის დაახლოებით 3,2 მლნ-მდე შემცირდება. ხელახალი აღწერის ჩატარებამ შესაძლოა უფრო კატასტროფული სურათი გვიჩვენოს.

გაეროს სპეციალური ფონდის მონაცემებით, 2050 წლამდე სომხეთში მოსახლეობის 7%-ით გაზრდაა ნავარაუდევი, აზერბაიჯანში - 34%-ით, ხოლო საქართველოს მოსახლეობის 28%-ით შემცირდება(?!). ეს საქართველოს გაწყვეტას ნიშნავს.

სექტემბერ-ოქტომბერში წინა თვეებთან შედარებით მეტი ბავშვი რომ დაიბადა, ამას სხვა ახსნა აქვს. შემოდგომის მიწურულს ხშირია ქორწინებები. შემდეგი ორი-სამი თვე დაახლოებით ბავშვის ჩასახვას სჭირდება და ამას ცხრა თვესაც თუ დავუმატებთ, გამოდის, ბავშვები სექტემბერ-ოქტომბერში დაიბადებიან. სტატისტიკურად შემოდგომის თვეებში შედარებით მაღალია შობადობის მაჩვენებელი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია