მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგემბანო უპილოტო 2013 წლის ინოვაციად დასახელდა
საგემბანო უპილოტო 2013 წლის ინოვაციად დასახელდა

ამე­რი­კულ­მა ჟურ­ნალ­მა Popular Mechanics-მა 2013 წლის ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი­სა და მათ ავ­ტორ­თა ტოპ-ათე­უ­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რე­ი­ტინ­გში მოხ­ვედ­რილ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებს შო­რის, მე­ექ­ვსე ად­გი­ლი ამე­რი­კულ­მა სა­გემ­ბა­ნო უპი­ლო­ტო საფ­რენ­მა აპა­რატ­მა X-47B-მა და­ი­კა­ვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ივ­ლისს, უპი­ლო­ტომ ავი­ა­მზიდ "ჯორჯ ბუ­შის" გემ­ბან­ზე პირ­ვე­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რი დაჯ­დო­მა შე­ას­რუ­ლა.

პრო­ექ­ტი აშშ-ის სამ­ხედ­რო ფლო­ტი­სა და ავი­ამ­შე­ნე­ბე­ლი კორ­პო­რა­ცია Northrop Grumman-ის ერ­თობ­ლი­ვი ქმნი­ლე­ბაა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მას­ზე 2000-იანი წლე­ბის შუა ხა­ნე­ბი­დან მუ­შა­ო­ბენ. პროგ­რა­მა საც­დე­ლი პრო­ტო­ტი­პის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რო­მელ­შიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სა­ფუძ­ვლად სა­მო­მავ­ლო სე­რი­ულ ნი­მუშს და­ე­დე­ბო­და. ცა­რი­ე­ლი უპი­ლო­ტო 6,3 ტ-ს იწო­ნის და 2 ტ-მდე შე­ი­ა­რა­ღე­ბა მი­აქვს. პრო­ტო­ტი­პე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ჩათ­ვლით, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აშშ-ის ბი­უ­ჯეტს 1,4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­უჯ­და.

სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, 2013 წლის 14 მა­ისს უპი­ლო­ტო ავი­ა­მზი­დის გემ­ბა­ნი­დან პირ­ვე­ლად აფ­რინ­და. ამ­ჟა­მად მისი ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მოც­და გრძელ­დე­ბა. ტეს­ტე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ ცნო­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, 2014 წლის­თვის აშშ-ის ფლო­ტი მო­თხოვ­ნებს სე­რი­უ­ლი უპი­ლო­ტოს­თვის ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს.

სა­გემ­ბა­ნო უპი­ლო­ტოს გარ­და წლის ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის რე­ი­ტინ­გში წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე გაგ­ზავ­ნი­ლი მარსმა­ვა­ლი Curiosity (ქარ­თუ­ლად "ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა"), DARPA-სა და Google-ის მიერ ერ­თობ­ლი­ვად შექ­მნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ავ­ტო­პი­ლო­ტი, გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუ­დუ­ლი უნა­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ეგ­ზო­ჩონ­ჩხი Indego და ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბის სის­ტე­მა Oculus Rift შე­ვიდ­ნენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

საგემბანო უპილოტო 2013 წლის ინოვაციად დასახელდა

საგემბანო უპილოტო 2013 წლის ინოვაციად დასახელდა

ამერიკულმა ჟურნალმა Popular Mechanics-მა 2013 წლის ინოვაციური პროექტებისა და მათ ავტორთა ტოპ-ათეული გამოაქვეყნა. რეიტინგში მოხვედრილ სხვადასხვა პროექტებს შორის, მეექვსე ადგილი ამერიკულმა საგემბანო უპილოტო საფრენმა აპარატმა X-47B-მა დაიკავა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, უპილოტომ ავიამზიდ "ჯორჯ ბუშის" გემბანზე პირველი ავტომატური დაჯდომა შეასრულა.

პროექტი აშშ-ის სამხედრო ფლოტისა და ავიამშენებელი კორპორაცია Northrop Grumman-ის ერთობლივი ქმნილებაა. სპეციალისტები მასზე 2000-იანი წლების შუა ხანებიდან მუშაობენ. პროგრამა საცდელი პროტოტიპის შექმნას ითვალისწინებდა, რომელშიც გამოყენებული ტექნოლოგიები საფუძვლად სამომავლო სერიულ ნიმუშს დაედებოდა. ცარიელი უპილოტო 6,3 ტ-ს იწონის და 2 ტ-მდე შეიარაღება მიაქვს. პროტოტიპების ღირებულების ჩათვლით, პროექტის განხორციელება აშშ-ის ბიუჯეტს 1,4 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

საგამოცდო პროგრამის ფარგლებში, 2013 წლის 14 მაისს უპილოტო ავიამზიდის გემბანიდან პირველად აფრინდა. ამჟამად მისი ინტენსიური გამოცდა გრძელდება. ტესტების შედეგად მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით, 2014 წლისთვის აშშ-ის ფლოტი მოთხოვნებს სერიული უპილოტოსთვის ჩამოაყალიბებს.

საგემბანო უპილოტოს გარდა წლის ინოვაციური პროექტების რეიტინგში წითელ პლანეტაზე გაგზავნილი მარსმავალი Curiosity (ქართულად "ცნობისმოყვარეობა"), DARPA-სა და Google-ის მიერ ერთობლივად შექმნილი ავტომობილების ავტოპილოტი, გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი ეგზოჩონჩხი Indego და ვირტუალურ რეალობის სისტემა Oculus Rift შევიდნენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა