მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”მირაჟი” შოუ-ბიზნესის ”შავ სიაში” მოხვდა - ”კონცერტებზე გვბლოკავენ”
”მირაჟი” შოუ-ბიზნესის ”შავ სიაში” მოხვდა - ”კონცერტებზე გვბლოკავენ”

შოუ-ბიზ­ნე­სის ე.წ. "შავი სი­ე­ბი" დღე­საც მოქ­მე­დებს. ახ­ლაც არ­სე­ბო­ბენ მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა კონ­ცერ­ტზე პო­ლი­ტი­კურ-იდე­ო­ლო­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო ბლო­კა­ვენ. რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ამ მხრივ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფის "მი­რა­ჟის" წევ­რე­ბი - ძმე­ბი პა­ა­ტა და შოთა დუნ­დუ­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ ისი­ნი კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვე­ღარ იღე­ბენ. მუ­სი­კო­სე­ბი ამ თე­მა­ზე ხმა­მაღ­ლა პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­დნენ. ისი­ნი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მო­უ­წო­დე­ბენ, ხმა­მაღ­ლა ით­ქვას, რა ნიშ­ნით ხდე­ბა კონ­ცერ­ტებ­ზე მომ­ღერ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა.

"26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 150 მომ­ღე­რალ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტებ­ში, მე ვუს­ვამ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კონ­კრე­ტულ კი­თხვას, ჩვენ არ გვაქვს ის რე­ი­ტინ­გი, რომ თუნ­დაც ამ სი­ა­ში 150-ე ვყო­ფი­ლი­ყა­ვით? იქ­ნებ კე­თი­ლი ინე­ბოთ, გა­მობ­რძან­დეთ და გაგ­ვცეთ პა­სუ­ხი, ეს არის ის კი­თხვა, რო­მელ­საც პა­სუ­ხი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ე­ცეს", - აცხა­დებს შოთა დუნ­დუა.

"მი­რა­ჟის" წევ­რე­ბის თქმით, მათ სიმ­ღე­რებს რა­დიო და ტე­ლე­ჩარ­ტებ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს, თუმ­ცა ისი­ნი სამ­თავ­რო­ბო და კო­მერ­ცი­ულ კონ­ცერ­ტებ­ზე მა­ინც იბ­ლო­კე­ბი­ან.

"გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არი­ან ვი­ღაც ზე-ადა­მი­ა­ნე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, ვის­თა­ნაც თურ­მე ჩვენ რა­ღა­ცე­ბი გვაქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. არ ვიცი, ვის­თან რა გვაქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. ვი­ღა­ცე­ბი ზე­მოთ წყვე­ტენ. გვა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ ად­გენს მომ­ღერ­ლე­ბის ე.წ. "შავ სიას" და რა­ტომ არ ვართ ჩვენ კონ­ცერ­ტებ­ზე. რა­ტომ ხდე­ბა ისე, რომ ერთი წლის წინ ყველ­გან ვი­ყა­ვით და ერთი წლის თავ­ზე სა­ერ­თოდ აღარ გვაქვს მიწ­ვე­ვა ერთ კონ­ცერ­ტზეც კი? გა­დავ­ხე­დოთ ტელე და რა­დიო რე­ი­ტინ­გებს და ვნა­ხოთ, ჩვენ მო­თხოვ­ნა­დი აღარ ვართ? ჩვე­ნი სიმ­ღე­რე­ბი ყველ­გან ტრი­ა­ლებს", - ამ­ბობს პა­ა­ტა დუნ­დუა.

მომ­ღერ­ლე­ბის თქმით, დიდ სცე­ნა­ზე ბო­ლოს, გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ვიდ­ნენ.

თეა ბი­თა­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

”მირაჟი” შოუ-ბიზნესის ”შავ სიაში” მოხვდა - ”კონცერტებზე გვბლოკავენ”

”მირაჟი” შოუ-ბიზნესის ”შავ სიაში” მოხვდა - ”კონცერტებზე გვბლოკავენ”

შოუ-ბიზნესის ე.წ. "შავი სიები" დღესაც მოქმედებს. ახლაც არსებობენ მომღერლები, რომლებსაც სხვადასხვა კონცერტზე პოლიტიკურ-იდეოლოგიური შეხედულების გამო ბლოკავენ. როგორც ჩანს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

მუსიკალური ჯგუფის "მირაჟის" წევრები - ძმები პაატა და შოთა დუნდუები აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ისინი კონცერტებში მონაწილეობას ვეღარ იღებენ. მუსიკოსები ამ თემაზე ხმამაღლა პირველად ალაპარაკდნენ. ისინი კულტურის სამინისტროს მოუწოდებენ, ხმამაღლა ითქვას, რა ნიშნით ხდება კონცერტებზე მომღერლების შერჩევა.

"26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დაახლოებით 150 მომღერალმა მიიღო მონაწილეობა გამართულ კონცერტებში, მე ვუსვამ კულტურის სამინისტროს კონკრეტულ კითხვას, ჩვენ არ გვაქვს ის რეიტინგი, რომ თუნდაც ამ სიაში 150-ე ვყოფილიყავით? იქნებ კეთილი ინებოთ, გამობრძანდეთ და გაგვცეთ პასუხი, ეს არის ის კითხვა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს", - აცხადებს შოთა დუნდუა.

"მირაჟის" წევრების თქმით, მათ სიმღერებს რადიო და ტელეჩარტებში საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, თუმცა ისინი სამთავრობო და კომერციულ კონცერტებზე მაინც იბლოკებიან.

"გვეუბნებიან, რომ არიან ვიღაც ზე-ადამიანები, ადამიანების ჯგუფი, ვისთანაც თურმე ჩვენ რაღაცები გვაქვს მოსაგვარებელი. არ ვიცი, ვისთან რა გვაქვს მოსაგვარებელი. ვიღაცები ზემოთ წყვეტენ. გვაინტერესებს, ვინ ადგენს მომღერლების ე.წ. "შავ სიას" და რატომ არ ვართ ჩვენ კონცერტებზე. რატომ ხდება ისე, რომ ერთი წლის წინ ყველგან ვიყავით და ერთი წლის თავზე საერთოდ აღარ გვაქვს მიწვევა ერთ კონცერტზეც კი? გადავხედოთ ტელე და რადიო რეიტინგებს და ვნახოთ, ჩვენ მოთხოვნადი აღარ ვართ? ჩვენი სიმღერები ყველგან ტრიალებს", - ამბობს პაატა დუნდუა.

მომღერლების თქმით, დიდ სცენაზე ბოლოს, გასული წლის სექტემბერში გამოვიდნენ.

თეა ბითაძე

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება