მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურჯაანში თვითნებურად გასხვისებულ ტერიტორიაზე პროზექტურას აშენებენ
გურჯაანში თვითნებურად გასხვისებულ ტერიტორიაზე პროზექტურას აშენებენ

ქა­ლაქ გურ­ჯა­ან­ში, კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტექ­ნი­კამ მუ­შა­ო­ბა უკვე და­ი­წყო. აქ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო უნდა აშენ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფარ­თი "ტექ­ნი­კუ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტრის" მმარ­თვე­ლო­ბა­შია, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ მიწა ისე გა­ას­ხვი­სა, რომ არც ამ ცენ­ტრის და არც ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მარ­თვე­ლო­ბის­თვის არ უც­ნო­ბე­ბია.

გარ­და ამ თვით­ნე­ბო­ბი­სა, ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს მშე­ნებ­ლო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბაც აპ­რო­ტეს­ტებს. მათ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტთან მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აშე­ნე­ბა და­უშ­ვებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ და ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბაც და­ი­წყეს.

"სკო­ლა აქ­ვეა და ბავ­შვე­ბი ყო­ველ­დღე ამ გზა­ზე და­დი­ან, თან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­დან ეს ად­გი­ლი პირ­და­პირ ჩანს. რო­დე­საც მიც­ვა­ლე­ბულს მო­იყ­ვა­ნენ, აქ უნდა იყოს ჭი­რი­სუფ­ლე­ბის წი­ვილ-კი­ვი­ლი, რაც ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს. რამ­დე­ნი­მე მეტრში ყო­ფი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი შე­ნო­ბაა, გა­ა­რე­მონ­ტონ და იქ გა­ა­კე­თონ რაც უნ­დათ. აქ ასე­თი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. ზა­ფხულ­ში სა­ღა­მო­ო­ბით ჩა­მოვ­დი­ო­დით და სუფ­თა ჰა­ერ­ზე ვის­ვე­ნებ­დით, ეხლა ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც მოგ­ვის­პეს. სა­ქო­ნელს არ უშ­ვებ­დნენ სტა­დი­ონ­ზე, რომ წყალ­სა­დე­ნია ახ­ლოს და არ შე­იძ­ლე­ბაო. მორ­გის აშე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა? რო­გორც გვი­თხრეს, თან­ხე­ბი უკვე ჩა­რი­ცხუ­ლია და პრო­ექ­ტი მზად არის, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა არ შე­ე­გუ­ე­ბა ამას და იბ­რძო­ლებს, რომ შე­ნო­ბა არ აშენ­დეს", - ამ­ბობს მო­სახ­ლე­ო­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

"სპექტრი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

გურჯაანში თვითნებურად გასხვისებულ ტერიტორიაზე პროზექტურას აშენებენ

გურჯაანში თვითნებურად გასხვისებულ ტერიტორიაზე პროზექტურას აშენებენ

ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, მე-4 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკამ მუშაობა უკვე დაიწყო. აქ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უნდა აშენდეს. აღნიშნული ფართი "ტექნიკური სპეციალისტების მომზადების ცენტრის" მმართველობაშია, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ მიწა ისე გაასხვისა, რომ არც ამ ცენტრის და არც ადგილობრივი თვითმართველობისთვის არ უცნობებია.

გარდა ამ თვითნებობისა, ექსპერტიზის ბიუროს მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობაც აპროტესტებს. მათ დასახლებულ პუნქტთან მსგავსი დაწესებულების აშენება დაუშვებლად მიაჩნიათ და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

"სკოლა აქვეა და ბავშვები ყოველდღე ამ გზაზე დადიან, თან საცხოვრებელი კორპუსიდან ეს ადგილი პირდაპირ ჩანს. როდესაც მიცვალებულს მოიყვანენ, აქ უნდა იყოს ჭირისუფლების წივილ-კივილი, რაც ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედებს. რამდენიმე მეტრში ყოფილი საავადმყოფოს გაპარტახებული შენობაა, გაარემონტონ და იქ გააკეთონ რაც უნდათ. აქ ასეთი შენობის აშენება ყოვლად დაუშვებელია. ზაფხულში საღამოობით ჩამოვდიოდით და სუფთა ჰაერზე ვისვენებდით, ეხლა ამის საშუალებაც მოგვისპეს. საქონელს არ უშვებდნენ სტადიონზე, რომ წყალსადენია ახლოს და არ შეიძლებაო. მორგის აშენება შეიძლება? როგორც გვითხრეს, თანხები უკვე ჩარიცხულია და პროექტი მზად არის, მაგრამ მოსახლეობა არ შეეგუება ამას და იბრძოლებს, რომ შენობა არ აშენდეს", - ამბობს მოსახლეობა.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა