სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქულმა Atlasjet-მა თბილისიდან სტამბულის მიმართულებით ავიარეისების შესრულება დაიწყო
თურქულმა Atlasjet-მა თბილისიდან სტამბულის მიმართულებით ავიარეისების შესრულება დაიწყო

თურ­ქულ­მა ავი­ა­კომ­პა­ნია Atlasjet-მა 12 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლი­სი-სტამ­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი და­ი­წყო. პირ­ვე­ლი რე­ი­სით, მგზავ­რებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში კომ­პა­ნი­ის სა­თაო ოფი­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­მოფ­რინ­დნენ.

Atlasjet-ის პირ­ველ რე­ისს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში კომ­პა­ნი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დახ­ვდნენ.

ცნო­ბის­თვის: Atlasjet-ი (Atlasjet International Airlines) არის თურ­ქე­თის ნო­მერ პირ­ვე­ლი კერ­ძო ავი­ა­კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე უკვე არ­სე­ბულ მო­თა­მა­შე­ებ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო სერ­ვი­სით გეგ­მავს.

ავი­ა­კომ­პა­ნია სტამ­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ოქ­ტომ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში კვი­რა­ში სამ­ჯერ იფ­რენს, შემ­დგომ კი ყო­ველ­დღი­ურ რე­გუ­ლა­რულ რე­ი­სებს შე­ას­რუ­ლებს. მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხუ­ლი­დან მას ან­ტა­ლი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა აქვს და­გეგ­მი­ლი. Atlasjet-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბას უმ­ზა­დე­ბენ, მათ შო­რის მო­მა­ვა­ლი ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის­თვის, თუმ­ცა რა შე­თა­ვა­ზე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, ამ ეტაპ­ზე არ ხმა­ურ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ბა­ზარ­ზე უკვე 3 თურ­ქუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­აა: Turkish Airlines-ი, Atlasjet-ი და Pegasus Airways-ი.

Atlasjet-ი, სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე რი­გით 28-ეა.

კომ­პა­ნი­ის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის სა­მირ ხა­ლი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი "დის­ქა­უნ­თერ" ავი­ა­კომ­პა­ნი­ას არ წარ­მო­ად­გე­ნენ და აქვთ სრუ­ლი სერ­ვი­სი: ბორტზე კვე­ბა და სას­მე­ლე­ბი, ბიზ­ნეს–კლა­სის სრულ­ყო­ფი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა და ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­თა­ვა­ზე­ბა – ავ­ტო­ბუ­სი, რო­მე­ლიც მგზავ­რებს დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან და ქა­ლაქ რუს­თა­ვი­დან აე­რო­პორ­ტამ­დე უფა­სოდ მი­იყ­ვანს. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, კომ­პა­ნია ამ მხრი­ვაც აპი­რებს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვას და სტამ­ბუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მგზავ­რო­ბას მომ­ხმა­რე­ბელს 77 ევ­როდ სთა­ვა­ზობს.

"ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის­თვის ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლია. აქ მოქ­მე­დებს მშვე­ნი­ე­რი კა­ნო­ნე­ბი და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი არა მხო­ლოდ უცხო­უ­რი, არა­მედ ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვი­საც. ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ, რო­მელ­მაც დაგ­ვა­ნა­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი, ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დი კი მზარ­დია. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იმ­დე­ნად მარ­ტი­ვად და სწრა­ფად წა­რი­მარ­თა, რომ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი დავ­რჩით. ჩვენ ვართ თურ­ქე­თის კერ­ძო ავი­ა­კომ­პა­ნია ნო­მერ პირ­ვე­ლი და მგზავ­რებს მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტს ვთა­ვა­ზობთ," – აცხა­დებს სა­მირ ხა­ლი­ლო­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თურქულმა Atlasjet-მა თბილისიდან სტამბულის მიმართულებით ავიარეისების შესრულება დაიწყო

თურქულმა Atlasjet-მა თბილისიდან სტამბულის მიმართულებით ავიარეისების შესრულება დაიწყო

თურქულმა ავიაკომპანია Atlasjet-მა 12 ოქტომბერს, თბილისი-სტამბულის მიმართულებით ფრენები დაიწყო. პირველი რეისით, მგზავრებთან ერთად თბილისში კომპანიის სათაო ოფისის წარმომადგენლები ჩამოფრინდნენ.

Atlasjet-ის პირველ რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლები და ჟურნალისტები დახვდნენ.

ცნობისთვის: Atlasjet-ი (Atlasjet International Airlines) არის თურქეთის ნომერ პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე არსებულ მოთამაშეებთან კონკურენციას საქართველოსთვის უპრეცედენტო სერვისით გეგმავს.

ავიაკომპანია სტამბულის მიმართულებით ოქტომბრის განმავლობაში კვირაში სამჯერ იფრენს, შემდგომ კი ყოველდღიურ რეგულარულ რეისებს შეასრულებს. მომავალი წლის ზაფხულიდან მას ანტალიის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება აქვს დაგეგმილი. Atlasjet-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ქართველ მომხმარებელს ბევრ საინტერესო შეთავაზებას უმზადებენ, მათ შორის მომავალი ზაფხულის სეზონისთვის, თუმცა რა შეთავაზებაზეა საუბარი, ამ ეტაპზე არ ხმაურდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე უკვე 3 თურქული ავიაკომპანიაა: Turkish Airlines-ი, Atlasjet-ი და Pegasus Airways-ი.

Atlasjet-ი, საქართველოს ბაზარზე რიგით 28-ეა.

კომპანიის ქართული წარმომადგენლობის გენერალური დირექტორის სამირ ხალილოვის განცხადებით, ისინი „დისქაუნთერ“ ავიაკომპანიას არ წარმოადგენენ და აქვთ სრული სერვისი: ბორტზე კვება და სასმელები, ბიზნეს–კლასის სრულყოფილი მომსახურება და ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტო შეთავაზება – ავტობუსი, რომელიც მგზავრებს დედაქალაქის ცენტრიდან და ქალაქ რუსთავიდან აეროპორტამდე უფასოდ მიიყვანს. რაც შეეხება ფასებს, კომპანია ამ მხრივაც აპირებს ქართულ ბაზარზე კონკურენციის გაწევას და სტამბულის მიმართულებით მგზავრობას მომხმარებელს 77 ევროდ სთავაზობს.

„ქართული ბაზარი ბიზნესის კეთებისთვის ძალიან პერსპექტიულია. აქ მოქმედებს მშვენიერი კანონები და პრივილეგიები არა მხოლოდ უცხოური, არამედ ქართული ავიაკომპანიებისთვისაც. ჩვენ სპეციალური მარკეტინგული კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც დაგვანახა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მიმზიდველი, ტურისტული ნაკადი კი მზარდია. საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები იმდენად მარტივად და სწრაფად წარიმართა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით. ჩვენ ვართ თურქეთის კერძო ავიაკომპანია ნომერ პირველი და მგზავრებს მაქსიმალურ კომფორტს ვთავაზობთ,“ – აცხადებს სამირ ხალილოვი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია