მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ბებო ჩურჩხელას, ტყლაპს და ჩირებს Facebook-ის საშუალებით ყიდის
ქართველი ბებო ჩურჩხელას, ტყლაპს და ჩირებს Facebook-ის საშუალებით ყიდის

ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნეს­წა­მო­წყე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო და მარ­ტი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამ მხრივ უპი­რო­ბო ლი­დე­რი "ფე­ის­ბუ­ქია", რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ჩე­ნა და გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით იყი­დე­ბა ხელთნა­კე­თი ნივ­თე­ბი, ან­ტიკ­ვა­რი, ახა­ლი და მე­ო­რა­დი წარ­მო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცია და უამ­რა­ვი სხვა, რისი შე­ძე­ნაც შე­იძ­ლე­ბა.

გურ­ჯა­ან­ში მცხოვ­რებ მარო ბე­ბოს, ალ­ბათ, ვე­რას­დროს წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ კა­ხუ­რი ჩურ­ჩხე­ლის გა­ყიდ­ვა სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ეძ­ლო. არა­და, მის ნა­ხე­ლავს უკვე ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეც­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ქვეყ­ნის გა­რე­თაც. მარ­თა­ლია, თა­ვად თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა­ში ვერ ერ­კვე­ვა, მაგ­რამ შვი­ლიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ იცის. პირ­ვე­ლი მყიდ­ვე­ლიც შვი­ლიშ­ვილ­მა მო­უყ­ვა­ნა.

გურ­ჯა­ა­ნე­ლი გი­ორ­გი მე­ურ­მიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ოჯახ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩურ­ჩხე­ლე­ბის გა­ყიდ­ვა­ში სწო­რედ "ფე­ის­ბუ­ქი"და­ეხ­მა­რა. სა­მო­მავ­ლოდ უფრო აქ­ტი­უ­რა­დაც ცდი­ლობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, რომ სო­ფელ­ში დარ­ჩე­ნილ ბე­ბია-ბა­ბუ­ას ნაშ­რო­მის გა­ყიდ­ვა­ში და­ეხ­მა­როს.

"ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ შარ­შან რთვლის სე­ზონ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­ტვირ­თე- თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის­თვის, გა­მოხ­მა­უ­რე­ბას არც კი ვე­ლო­დი. ერთხე­ლაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად მყოფ­მა უცხო­ელ­მა მომ­წე­რა, შე­მეძ­ლო თუ არა, კარ­გი ხა­რის­ხის კა­ხუ­რი ჩურ­ჩხე­ლის ყიდ­ვა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი. ბე­ბი­ა­ჩე­მის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა შევ­თა­ვა­ზე. ჩურ­ჩხე­ლის გარ­და, მარო ბე­ბოს ჩა­მი­ჩის, ჩი­რი­სა და ტყლა­პე­ბის გა­ყიდ­ვა­შიც და­ვეხ­მა­რე.

ახლა მსგა­ვის გან­ცხა­დე­ბა "ფე­ის­ბუქ­ზე"ძა­ლი­ან ბევ­რია, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გა­ყიდ­ვა მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე. ვფიქ­რობ, სა­მო­მავ­ლოდ უფრო გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბი და სო­ფელ­ში დარ­ჩე­ნი­ლებ­საც მეტი სტი­მუ­ლი მი­ე­ცე­მათ",- ამ­ბობს გი­ორ­გი მე­ურ­მიშ­ვი­ლი.

სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც და­ი­წყო, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი მას ვერ ახერ­ხებს, რად­გან კერ­ძო სექ­ტორ­ში ჯერ კი­დევ არის ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მა.

გარ­და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ცი­ი­სა, ამ სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ად­ვილ­და ძვე­ლი ნივ­თე­ბის, ავე­ჯის, ნახ­მა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის, მო­პე­დე­ბის, ვე­ლო­სი­პე­დე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი თუ ია­ფი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა.

ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დი ნა­თია ურუ­შა­ძე ხელ­ნა­კე­თი სამ­კა­უ­ლე­ბის გა­ყიდ­ვას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ახერ­ხებს. ამ­ბობს, რომ მის ნა­ხე­ლავს ინ­ტერ­ნეტ­ში დიდი მო­წო­ნე­ბა აქვს და შეკ­ვე­თებ­საც იღებს.

"ადრე მხო­ლოდ სამ­კა­უ­ლებს ვამ­ზა­დებ­დი, თი­თოს 15-20 ლა­რად ვყიდ­დი. მომ­ხმა­რე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის წყა­ლო­ბით შე­ვი­ძი­ნე. მო­თხოვ­ნა რომ გა­ი­ზარ­და, სამ­კა­უ­ლე­ბის დი­ზა­ი­ნი გა­ვარ­თუ­ლე, ახა­ლი შტრი­ხე­ბით დავ­ტვირ­თე. ახლა სამ­კა­უ­ლე­ბის გარ­და, ვამ­ზა­დებ ჩან­თებს, ქუ­დებს და სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­არს, რი­თაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­დეს.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის უკვე იმ­დე­ნად ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავს, რომ გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბაც გა­დავ­წყვი­ტე. ტექ­ნი­კის მიღ­წე­ვამ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მომ­ცა. სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილს სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ მქონ­და, ლა­მის დეპ­რე­სი­ამ­დე მი­ვე­დი, მაგ­რამ ახლა მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც აღარ მაქვს,"- ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნა­თი­ას უამ­რა­ვი კონ­კუ­რენ­ტი გა­მო­უჩ­ნდა. დღეს სა­კუ­თა­რი ხე­ლო­ბის ფარ­თო მა­სე­ბის­თვის გა­საც­ნო­ბად და შემ­დგო­მი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ინ­ტერ­ნეტს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყე­ნებს. სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის სამ­კა­უ­ლი ფა­სი­თაც გან­სხვავ­დე­ბა. მისი ყიდ­ვა ინ­ტერ­ნე­ტის მომ­ხმა­რებ­ლებს უკვე 10-15 ლა­რი­დან შე­უძ­ლი­ათ. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის შემ­თხვე­ვა­ში, ხელ­ნა­კე­თი სამ­კა­უ­ლის ფასი 200 ლარ­საც აღ­წევს.

იქ, სა­დაც კომ­პი­უ­ტე­რის პრობ­ლე­მაა, ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ბი­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ტე­ლე­ფო­ნის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლო­ბენ. ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნია.

ამას წი­ნათ თბი­ლი­სელ­მა კახა მი­ქა­ძემ სა­კუ­თა­რი მო­პე­დის გა­ყიდ­ვა ინ­ტერ­ნე­ტით სცა­და. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ა­თავ­სა და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს და­ე­ლო­და.

მო­პე­დის შე­ძე­ნის მსურ­ველ­მა კა­ხას გან­ცხა­დე­ბის და­დე­ბი­დან 2 დღე­ში და­უ­რე­კა და ფას­შიც შე­თან­ხმდნენ.

მო­პე­დის ყიდ­ვა ქისტ ყმაწ­ვილს გა­და­ე­წყვი­ტა, რის­თვი­საც ის სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში, მაგ­რამ სახ­ტად დარ­ჩა: მო­პე­დი პა­ტა­რა იყო, ხოლო ქისტ ბიჭს ის ცხვარ­ში სა­სი­ა­რუ­ლოდ სჭირ­დე­ბო­და.

"ახალ­გაზ­რდა ქისტს უნ­დო­და მო­პე­დით, მა­მას­თან ერ­თად შეძ­ლე­ბო­და გა­და­ად­გი­ლე­ბა. ამის­თვის მას, წე­სით, ორად­გი­ლი­ა­ნი მო­პე­დი სჭირ­დე­ბო­და. თქვა, რომ ფო­ტო­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მო­პე­დი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რან­ზე სრუ­ლად არ ჩან­და და არ­ჩე­ვან­ში შეც­და.

სა­წყალ­მა ბიჭ­მა დიდი გზა გა­მო­ი­ა­რა, მაგ­რამ მო­პე­დის ყიდ­ვა ვერ შეძ­ლო. მე მას 900 ლა­რად ვყიდ­დი. ამ ფა­სად ის, ცხა­დია, დიდ მო­პედს ვერ იყიდ­და. შე­ვე­ცა­დე, დავ­ხმა­რე­ბო­დი, მას­თან ერ­თად ბევ­რი ვე­ძე­ბეთ ინ­ტერ­ნეტ­ში, მაგ­რამ ამა­ოდ. ხელ­ცა­რი­ელს მო­უხ­და წას­ვლა. ამ შემ­თხვე­ვი­დან 1 კვი­რის შემ­დეგ მო­პე­დი ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­ყი­დე, ახ­ლის შე­ძე­ნა­შიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და­მეხ­მა­რა",- ამ­ბობს კახა მი­ქა­ძე.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ხში­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია ნანა შა­ქა­რაშ­ვი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, ბოლო დროს ბაზ­რო­ბებ­სა და მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რულ­საც უკლო.

"ვიცი, ეს სე­ნია, მაგ­რამ მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა ვერ შევ­ძე­ლი. რო­გორც კი რა­ღაც ნივ­თის ყიდ­ვას და­ვა­პი­რებ, ვე­ძებ ინ­ტერ­ნეტ­ში. ასე ვყი­დუ­ლობ ყვე­ლა­ფერს – ფეხ­საც­მელს, ტან­საც­მელს, ჩან­თას, სამ­კა­ულს, სა­ჩუ­ქარს და სხვა, რისი ყიდ­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. არც კი მახ­სოვს, ბოლო დროს რო­დის ვი­ყა­ვი მა­ღა­ზი­ა­ში. რო­გორც კი რამე მო­მე­წო­ნე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტით ვი­წერ, ამის­თვის არ­ჩე­ვა­ნი ძა­ლი­ან დი­დია. არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად კარ­გია, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლიც და წე­სიც რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა", - ამ­ბობს "ფე­ის­ბუ­ქის"მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ქართველი ბებო ჩურჩხელას, ტყლაპს და ჩირებს Facebook-ის საშუალებით ყიდის

ქართველი ბებო ჩურჩხელას, ტყლაპს და ჩირებს Facebook-ის საშუალებით ყიდის

ნებისმიერი ბიზნესწამოწყებისთვის სოციალური ქსელი ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივი საშუალებაა. ამ მხრივ უპირობო ლიდერი "ფეისბუქია", რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია თავისი საქმიანობის წარმოჩენა და გარკვეული პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა. სოციალური ქსელის მეშვეობით იყიდება ხელთნაკეთი ნივთები, ანტიკვარი, ახალი და მეორადი წარმოების ნებისმიერი ნივთი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და უამრავი სხვა, რისი შეძენაც შეიძლება.

გურჯაანში მცხოვრებ მარო ბებოს, ალბათ, ვერასდროს წარმოედგინა, რომ კახური ჩურჩხელის გაყიდვა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით შეეძლო. არადა, მის ნახელავს უკვე ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ეცნობა საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც. მართალია, თავად თანამედროვე ტექნიკაში ვერ ერკვევა, მაგრამ შვილიშვილის დახმარებით ახალი შესაძლებლობების შესახებ იცის. პირველი მყიდველიც შვილიშვილმა მოუყვანა.

გურჯაანელი გიორგი მეურმიშვილი ამბობს, რომ ოჯახში დამზადებული ჩურჩხელების გაყიდვაში სწორედ "ფეისბუქი"დაეხმარა. სამომავლოდ უფრო აქტიურადაც ცდილობს სოციალური ქსელის გამოყენებას, რომ სოფელში დარჩენილ ბებია-ბაბუას ნაშრომის გაყიდვაში დაეხმაროს.

"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შარშან რთვლის სეზონზე გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ავტვირთე- თავდაპირველად მხოლოდ მეგობრებისთვის, გამოხმაურებას არც კი ველოდი. ერთხელაც, საქართველოში სტუმრად მყოფმა უცხოელმა მომწერა, შემეძლო თუ არა, კარგი ხარისხის კახური ჩურჩხელის ყიდვაში დავხმარებოდი. ბებიაჩემის მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენა შევთავაზე. ჩურჩხელის გარდა, მარო ბებოს ჩამიჩის, ჩირისა და ტყლაპების გაყიდვაშიც დავეხმარე.

ახლა მსგავის განცხადება "ფეისბუქზე"ძალიან ბევრია, თუმცა გარკვეული რაოდენობის გაყიდვა მაინც მოვახერხე. ვფიქრობ, სამომავლოდ უფრო გავაქტიურდები და სოფელში დარჩენილებსაც მეტი სტიმული მიეცემათ",- ამბობს გიორგი მეურმიშვილი.

საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის მიზნით ინტერნეტის გამოყენება სხვა რეგიონებშიც დაიწყო, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მას ვერ ახერხებს, რადგან კერძო სექტორში ჯერ კიდევ არის ინტერნეტის პრობლემა.

გარდა საკვები პროდუქციისა, ამ საშუალებით გაადვილდა ძველი ნივთების, ავეჯის, ნახმარი ავტომანქანების, მოპედების, ველოსიპედებისა და სხვადასხვა ძვირადღირებული თუ იაფიანი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა.

ახალგაზრდა შემოქმედი ნათია ურუშაძე ხელნაკეთი სამკაულების გაყიდვას სოციალური ქსელის მეშვეობით ახერხებს. ამბობს, რომ მის ნახელავს ინტერნეტში დიდი მოწონება აქვს და შეკვეთებსაც იღებს.

"ადრე მხოლოდ სამკაულებს ვამზადებდი, თითოს 15-20 ლარად ვყიდდი. მომხმარებელი სოციალური ქსელის წყალობით შევიძინე. მოთხოვნა რომ გაიზარდა, სამკაულების დიზაინი გავართულე, ახალი შტრიხებით დავტვირთე. ახლა სამკაულების გარდა, ვამზადებ ჩანთებს, ქუდებს და სხვადასხვა აქსესუარს, რითაც კი შეიძლება ადამიანი დაინტერესდეს.

სოციალური ქსელის უკვე იმდენად ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, რომ გამოფენის მოწყობაც გადავწყვიტე. ტექნიკის მიღწევამ ახალი შესაძლებლობები მომცა. სამსახურის გარეშე დარჩენილს სხვა გამოსავალი არ მქონდა, ლამის დეპრესიამდე მივედი, მაგრამ ახლა მოდუნების საშუალებაც აღარ მაქვს,"- ამბობს ახალგაზრდა შემოქმედი.

სოციალურ ქსელში ნათიას უამრავი კონკურენტი გამოუჩნდა. დღეს საკუთარი ხელობის ფართო მასებისთვის გასაცნობად და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინტერნეტს ბევრი ადამიანი იყენებს. სხვადასხვა ხარისხის სამკაული ფასითაც განსხვავდება. მისი ყიდვა ინტერნეტის მომხმარებლებს უკვე 10-15 ლარიდან შეუძლიათ. მაღალი ხარისხის შემთხვევაში, ხელნაკეთი სამკაულის ფასი 200 ლარსაც აღწევს.

იქ, სადაც კომპიუტერის პრობლემაა, ინტერნეტის გამოყენებას მობილური კომპანიების მომხმარებლები ტელეფონის დახმარებით ცდილობენ. ასეთი საშუალება გამოიყენება საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, სადაც მობილური ტელეფონია.

ამას წინათ თბილისელმა კახა მიქაძემ საკუთარი მოპედის გაყიდვა ინტერნეტით სცადა. შესაბამისი განცხადება ინტერნეტში მოათავსა და სატელეფონო ზარებს დაელოდა.

მოპედის შეძენის მსურველმა კახას განცხადების დადებიდან 2 დღეში დაურეკა და ფასშიც შეთანხმდნენ.

მოპედის ყიდვა ქისტ ყმაწვილს გადაეწყვიტა, რისთვისაც ის სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ სახტად დარჩა: მოპედი პატარა იყო, ხოლო ქისტ ბიჭს ის ცხვარში სასიარულოდ სჭირდებოდა.

"ახალგაზრდა ქისტს უნდოდა მოპედით, მამასთან ერთად შეძლებოდა გადაადგილება. ამისთვის მას, წესით, ორადგილიანი მოპედი სჭირდებოდა. თქვა, რომ ფოტოზე დაფიქსირებული მოპედი მობილური ტელეფონის ეკრანზე სრულად არ ჩანდა და არჩევანში შეცდა.

საწყალმა ბიჭმა დიდი გზა გამოიარა, მაგრამ მოპედის ყიდვა ვერ შეძლო. მე მას 900 ლარად ვყიდდი. ამ ფასად ის, ცხადია, დიდ მოპედს ვერ იყიდდა. შევეცადე, დავხმარებოდი, მასთან ერთად ბევრი ვეძებეთ ინტერნეტში, მაგრამ ამაოდ. ხელცარიელს მოუხდა წასვლა. ამ შემთხვევიდან 1 კვირის შემდეგ მოპედი ინტერნეტის საშუალებით გავყიდე, ახლის შეძენაშიც სოციალური ქსელი დამეხმარა",- ამბობს კახა მიქაძე.

სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებელია ნანა შაქარაშვილი, რომლის თქმითაც, ბოლო დროს ბაზრობებსა და მაღაზიებში სიარულსაც უკლო.

"ვიცი, ეს სენია, მაგრამ მისგან თავის დაღწევა ვერ შევძელი. როგორც კი რაღაც ნივთის ყიდვას დავაპირებ, ვეძებ ინტერნეტში. ასე ვყიდულობ ყველაფერს – ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, ჩანთას, სამკაულს, საჩუქარს და სხვა, რისი ყიდვაც შესაძლებელია. არც კი მახსოვს, ბოლო დროს როდის ვიყავი მაღაზიაში. როგორც კი რამე მომეწონება, ინტერნეტით ვიწერ, ამისთვის არჩევანი ძალიან დიდია. არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, მაგრამ სოციალურმა ქსელმა ჩემი ცხოვრების სტილიც და წესიც რადიკალურად შეცვალა", - ამბობს "ფეისბუქის"მომხმარებელი.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ