მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხმძიმე ქალზე მოძალადე საბჭოთა ჯარისკაცის სკულპტურის ავტორი დააპატიმრეს
ფეხმძიმე  ქალზე მოძალადე საბჭოთა ჯარისკაცის სკულპტურის ავტორი დააპატიმრეს

ჩრდი­ლო­ეთ პო­ლო­ნეთ­ში, ქა­ლაქ გდანსკში სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის მე­ხუ­თე კურ­სის სტუ­დენ­ტი ჯერ­ზი სზუმ­ზი­კი და­ა­პა­ტიმ­რეს, რად­გან ფეხ­მძი­მე ქალ­ზე მო­ძა­ლა­დე საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცის სკულპ­ტუ­რა შექ­მნა. ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა ნა­მუ­შე­ვა­რი, სა­დაც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის სცე­ნაა ასა­ხუ­ლი.

ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვან­მა გან­მარ­ტა, რომ ქან­და­კე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი მას შემ­დეგ გა­უჩ­ნდა, რაც 1944-1945 წლებ­ში ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის სა­გან­გა­შო შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო. სკულპ­ტუ­რა ასე­თი ში­ნა­არ­სი­საა - საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცი ფეხ­მძი­მე ქალს აუ­პა­ტი­უ­რებს. მო­ძა­ლა­დე მსხვერ­პლს თმა­ში ძლი­ე­რად ჩას­ჭი­დე­ბია და და­ში­ნე­ბის მიზ­ნით, ქა­ლის სა­ხე­ზე პის­ტო­ლე­ტი აქვს მიბ­ჯე­ნი­ლი. ნა­მუ­შე­ვარს "Komm Frau" (ქალო, აქ მოდი) ჰქვია და იგი შა­ბათს სა­ღა­მოს ქა­ლაქ გდანსკის გა­მარ­ჯვე­ბის მო­ე­დან­ზე დად­გეს. მის­მა სურ­ვილ­მა, სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რით მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მსხვერ­პლთათ­ვის პა­ტი­ვი მი­ე­გო, არ გა­ა­მარ­თლა - პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სკულპ­ტუ­რა დღეს დი­ლით მო­ედ­ნი­დან აი­ღეს; ხე­ლო­ვა­ნი კი და­ა­პა­ტიმ­რეს. პო­ლი­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ალექ­სან­დრა სი­უ­ვერ­ტის თქმით, "მო­ქან­და­კე და­კი­თხვის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს".

1944-1945 წლებ­ში საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცებ­მა მი­ლი­ონ­ზე მეტი გერ­მა­ნე­ლი ქალი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცე­ბი არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებ­სა, თუ მო­ხუც ქა­ლებს ოჯა­ხის წევ­რე­ბის თვალ­წინ აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. ბერ­ლინ­ში წი­თე­ლი არ­მი­ე­ლის მე­მო­რი­ალს "უც­ნო­ბი მო­ძა­ლა­დის საფ­ლა­ვი" ქვია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ფეხმძიმე ქალზე მოძალადე საბჭოთა ჯარისკაცის სკულპტურის ავტორი დააპატიმრეს

ფეხმძიმე  ქალზე მოძალადე საბჭოთა ჯარისკაცის სკულპტურის ავტორი დააპატიმრეს

ჩრდილოეთ პოლონეთში, ქალაქ გდანსკში სამხატვრო აკადემიის მეხუთე კურსის სტუდენტი ჯერზი სზუმზიკი დააპატიმრეს, რადგან ფეხმძიმე ქალზე მოძალადე საბჭოთა ჯარისკაცის სკულპტურა შექმნა. ქალაქის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ნამუშევარი, სადაც გაუპატიურების სცენაა ასახული.

ახალგაზრდა ხელოვანმა განმარტა, რომ ქანდაკებაზე მუშაობის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 1944-1945 წლებში ქალებზე ძალადობის საგანგაშო შედეგების შესახებ შეიტყო. სკულპტურა ასეთი შინაარსისაა - საბჭოთა ჯარისკაცი ფეხმძიმე ქალს აუპატიურებს. მოძალადე მსხვერპლს თმაში ძლიერად ჩასჭიდებია და დაშინების მიზნით, ქალის სახეზე პისტოლეტი აქვს მიბჯენილი. ნამუშევარს "Komm Frau" (ქალო, აქ მოდი) ჰქვია და იგი შაბათს საღამოს ქალაქ გდანსკის გამარჯვების მოედანზე დადგეს. მისმა სურვილმა, საკუთარი ნამუშევრით მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთათვის პატივი მიეგო, არ გაამართლა - პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკულპტურა დღეს დილით მოედნიდან აიღეს; ხელოვანი კი დააპატიმრეს. პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრა სიუვერტის თქმით, "მოქანდაკე დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს".

1944-1945 წლებში საბჭოთა ჯარისკაცებმა მილიონზე მეტი გერმანელი ქალი გააუპატიურეს. საბჭოთა ჯარისკაცები არასრულწლოვან გოგონებსა, თუ მოხუც ქალებს ოჯახის წევრების თვალწინ აუპატიურებდნენ. ბერლინში წითელი არმიელის მემორიალს "უცნობი მოძალადის საფლავი" ქვია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს