პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მომღერლები სოფელ დვანსა და დიცში მავთულხლართების გადმოწევას სიმღერით გააპროტესტებენ
ქართველი მომღერლები სოფელ დვანსა და დიცში მავთულხლართების გადმოწევას სიმღერით გააპროტესტებენ

ქარ­თუ­ლი ესტრა­დის სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მომ­ღერ­ლე­ბი სო­ფელ დვან­სა და დიც­ში ოკუ­პან­ტე­ბის ქმე­დე­ბას სიმ­ღე­რით გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

სიმ­ღე­რის­თვის, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა "ჩვენ მო­მავ­ლის გვწამს" ლექ­სი ნანა ცინ­ცა­ძემ და­წე­რა. მუ­სი­კა კაკი ბოლ­ქვა­ძეს ეკუთ­ვნის. სიმ­ღე­რა "ემ სტუ­დი­ო­ში" იწე­რე­ბა. მალე ვი­დე­ოკ­ლი­პიც მზად იქ­ნე­ბა, სა­დაც სო­ფელ დვან­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აქ­ცი­ის ვი­დე­ო­კად­რე­ბიც შევა. 

კაკი ბოლ­ქვა­ძე: აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და სიმ­ღე­რაც აპო­ლი­ტი­კუ­რია. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა გა­მოთ­ქვას პრო­ტეს­ტი იმ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ამ სოფ­ლებ­ში ხდე­ბა. მომ­ღერ­ლე­ბი სიმ­ღე­რით გა­ვაპ­რო­ტეს­ტებთ ამ უგუ­ნუ­რე­ბას და მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მას. მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრა ქარ­თველ ჟურნ­ლის­ტებს იმ აქ­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც დვან­ში გა­მარ­თეს. სტი­მუ­ლი სწო­რედ ამ აქ­ცი­ამ მომ­ცა, რო­მელ­მაც ეს სიმ­ღე­რა და­მა­წე­რი­ნა.

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე: რაც ამ სოფ­ლებ­ში ხდე­ბა, ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ახი­რე­ბაა. მე ვიცი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის აზრი, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე რუ­სე­თის, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მას და და­პირსპი­რე­ბას ორ ქვე­ყა­ნას შო­რის. ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უგუ­ნუ­რე­ბას ყვე­ლა­ფე­რი ეწი­რე­ბა. მე ვდგა­ვარ ჩემი კო­ლე­გე­ბის გვერ­დით. ჩემი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად უკან არ და­ვი­ხევ.

სხვა მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად სიმ­ღე­რას კაკი ბოლ­ქვა­ძე, ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი, კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე, ანი სი­რა­ძე, ბესო კა­ლან­და­ძე, ან­სამ­ბლი "ფორ­ტე", მიშა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი, ზურა მა­ნა­გა­ძე, ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი, ნინი წიკ­ლა­უ­რი, სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე, გოგა მეს­ხი, გი­ორ­გი წიკ­ლა­უ­რი, ბიგ-თიკო, ნინო ძო­წე­ნი­ძე, ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძე, ქეთი გო­მარ­თე­ლი, ვიკა ლო­გუა, ფიქ­რია მეგ­რე­ლა­ძე, პა­ა­ტა თე­დი­აშ­ვი­ლი, მან­ჩო, ან­სამ­ბლი "მე­ტე­ხი", სოფო ბე­დია, ლაშა რა­მიშ­ვი­ლი ას­რუ­ლე­ბენ.

მომ­ღერ­ლე­ბი სო­ფელ დვან­საც ეწ­ვე­ვი­ან, სა­დაც კონ­ცერტს გა­მარ­თა­ვენ.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

რუბრიკის სხვა სიახლეები

ქართველი მომღერლები სოფელ დვანსა და დიცში მავთულხლართების გადმოწევას სიმღერით გააპროტესტებენ

ქართველი მომღერლები სოფელ დვანსა და დიცში მავთულხლართების გადმოწევას სიმღერით გააპროტესტებენ

ქართული ესტრადის სხვადასხვა თაობის მომღერლები სოფელ დვანსა და დიცში ოკუპანტების ქმედებას სიმღერით გააპროტესტებენ.

სიმღერისთვის, რომლის სახელწოდებაა "ჩვენ მომავლის გვწამს" ლექსი ნანა ცინცაძემ დაწერა. მუსიკა კაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის. სიმღერა "ემ სტუდიოში" იწერება. მალე ვიდეოკლიპიც მზად იქნება, სადაც სოფელ დვანში ჟურნალისტების აქციის ვიდეოკადრებიც შევა. 

კაკი ბოლქვაძე: აპოლიტიკური ადამიანი ვარ და სიმღერაც აპოლიტიკურია. საზოგადოებამ უნდა გამოთქვას პროტესტი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ამ სოფლებში ხდება. მომღერლები სიმღერით გავაპროტესტებთ ამ უგუნურებას და მავთულხლართების გაბმას. მადლობა უნდა ვუთხრა ქართველ ჟურნლისტებს იმ აქციისთვის, რომელიც დვანში გამართეს. სტიმული სწორედ ამ აქციამ მომცა, რომელმაც ეს სიმღერა დამაწერინა.

თამრიკო ჭოხონელიძე: რაც ამ სოფლებში ხდება, ერთეული ადამიანების ახირებაა. მე ვიცი ინტელიგენციის აზრი, როგორც ქართული, ასევე რუსეთის, რომლებიც აპროტესტებენ მავთულხლართების გაბმას და დაპირსპირებას ორ ქვეყანას შორის. ერთეული ადამიანების უგუნურებას ყველაფერი ეწირება. მე ვდგავარ ჩემი კოლეგების გვერდით. ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად უკან არ დავიხევ.

სხვა მომღერლებთან ერთად სიმღერას კაკი ბოლქვაძე, ვერიკო ტურაშვილი, კახა კუხიანიძე, ანი სირაძე, ბესო კალანდაძე, ანსამბლი "ფორტე", მიშა ზაქარეიშვილი, ზურა მანაგაძე, ეკა კვალიაშვილი, ნინი წიკლაური, სალომე ბაკურაძე, გოგა მესხი, გიორგი წიკლაური, ბიგ-თიკო, ნინო ძოწენიძე, ქეთი ორჯონიკიძე, ქეთი გომართელი, ვიკა ლოგუა, ფიქრია მეგრელაძე, პაატა თედიაშვილი, მანჩო, ანსამბლი "მეტეხი", სოფო ბედია, ლაშა რამიშვილი ასრულებენ.

მომღერლები სოფელ დვანსაც ეწვევიან, სადაც კონცერტს გამართავენ.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება