საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დროა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება"
"დროა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება"

რუ­სეთ­მა აგ­ვის­ტოს ომის "გმი­რის", პი­ლოტ ივან ნე­ჩა­ე­ვის მე­ჩი­რაღ­დნედ გამ­წე­სე­ბით მოგ­ვცა სრუ­ლი ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბა, მას­ხრად ავიგ­დოთ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დაც და მისი ჩი­რაღ­დნე­ბიც. კერ­ძოდ, ნე­ჩა­ე­ვი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ცხინ­ვალ­ში ბომ­ბავ­და რუ­სულ კო­ლო­ნებს (ქარ­თუ­ლი ეგო­ნა), რუს მე­ზე­ნი­ტე­ებს კი მისი ჩე-25 ქარ­თუ­ლი ეგო­ნათ და რა­კე­ტე­ბი ეს­რო­ლეს. ნე­ჩა­ევ­მა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი აე­როდ­რომ­ზე დას­ვა. კუ­რი­ო­ზი ის არის, რომ ნე­ჩა­ე­ვიც და­ა­ჯილ­დო­ეს (ვი­თომ­და ქარ­თვე­ლი მე­ზე­ნი­ტე­ე­ბის­გან თვითმფრი­ნა­ვის გა­დარ­ჩე­ნის­თვის) და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი რუსი მე­ზე­ნი­ტეც (ქარ­თუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბის­თვის).

ოფი­ცი­ა­ლურ თბი­ლისს ეს კო­მი­კუ­რი ის­ტო­რია კარ­გად რომ შე­ე­ფუ­თა, კლი­პი რომ გა­და­ე­ღო, მსოფ­ლი­ოს­თვის მო­ე­დო და ცალ­კე ნე­ჩა­ე­ვის­თვის (რუ­სუ­ლი კო­ლო­ნე­ბის და­ბომბვის­თვის) და ცალ­კე ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი რუსი მე­ზე­ნი­ტის­თვის (რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის) თა­ი­გუ­ლე­ბი გა­ეგ­ზავ­ნა, მერე ვნა­ხავ­დით, და­ცინ­ვის კო­რი­ან­ტელ­ში რო­გორ იკუნ­ტრუ­შებ­და ზოგ-ზო­გი­ერ­თი ჩი­რაღ­დნით ხელ­ში. ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კო­ტის მომ­ხრე­ე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბიც გა­სა­გე­ბია და იმა­თიც, ვინც წას­ვლას ემ­ხრო­ბი­ან. თუმ­ცა ფაქ­ტია, პრო­ტეს­ტის გა­მო­ცხა­დე­ბა მა­ინც მოგ­ვი­წევს და, ალ­ბათ, გა­და­სა­წყვე­ტია, სად უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა დე­მარ­ში: თბი­ლის­ში თუ სოჭ­ში. ექ­სპერტ სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უც სწო­რედ ამ თე­მით და­ვი­წყეთ:

- მი­ვე­სალ­მე­ბი, რომ სა­ხელ­მწი­ფო არ ერე­ვა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის გამო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­ში. ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის გა­და­სა­წყვე­ტია, გა­მო­ა­ცხა­დებს თუ არა ქარ­თუ­ლი მხა­რე ბო­ი­კოტს. მე, მა­გა­ლი­თად, მივ­ცემ­დი ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბას, ოღონდ არა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს სოჭ­ში ეროვ­ნუ­ლი კი არა, ოლიმ­პი­უ­რი დრო­შა აეფ­რი­ა­ლე­ბი­ნათ - ეს უფრო მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა რუ­სე­ბის­თვის, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს უარი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ბო­ი­კოტ­ზე ერთი დღე ილა­პა­რა­კებ­დნენ, მერე კი ყვე­ლას და­ა­ვი­წყდე­ბო­და.

- თქვენ ზე­მოთ ბრძა­ნეთ, რომ ოლიმ­პი­ა­დის გამო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­ში სა­ხელ­მწი­ფო არ ერე­ვა. თუმ­ცა რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ბო­ი­კო­ტის თუ წას­ვლის თა­ო­ბა­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ იღებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან "სიგ­ნა­ლებს" ელო­დე­ბა.

- სამ­წუ­ხა­როდ, ეს ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პრინ­ცი­პუ­ლად არ ერე­ვა ამ აჟი­ო­ტაჟ­ში და დროა, ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არ ელო­დოს მთავ­რო­ბის ნე­ბას.

- თუმ­ცა მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რე­ბენ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აი­სა­ხოს. მა­გა­ლი­თად, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სწო­რედ რუ­სეთს სურს, რომ ქარ­თულ­მა მხა­რემ ოლიმ­პი­ა­დას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დო­სო.

- ჩემი აზ­რით, რუ­სებს, ბო­დი­ში და, ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ, ჩავ­ლენ თუ არა ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი სოჭ­ში. თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ში­შო­ბენ კი­დეც, რომ ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი ოლიმ­პი­ა­და­ზე პო­ლი­ტი­კურ დე­მარ­შებს მი­მარ­თა­ვენ, მაგ­რამ გული ნამ­დვი­ლად არ უს­კდე­ბათ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რუ­სებს თავს გა­უ­ვი­დათ, რად ღირს თუნ­დაც ოლიმ­პი­ურ მე­ჩი­რაღ­დნედ იმ რუსი პი­ლო­ტის არ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ბომ­ბავ­და. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ნა­ხეთ, რა ქნეს - მე­ო­რე მე­ჩი­რაღ­დნედ ქარ­თვე­ლი დი­ა­ნა ღურწკა­ია აირ­ჩი­ეს. ეს ჯერ კი­დევ ჩინ­გიზ-ყა­ე­ნი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი ცბი­ე­რე­ბაა, მაგ­რამ დღეს ასე­თი დიპ­ლო­მა­ტია არ ჭრის, ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან კარ­გად ხვდე­ბა.

- და ამ ჟეს­ტით ჩვენ­თვის უნ­დო­დათ რა­ი­მეს თქმა თუ მსოფ­ლი­ოს­თვის?

- ეს ჟეს­ტი, უპირ­ვე­ლე­სად მსოფ­ლი­ოს­თვის არის გათ­ვლი­ლი, რომ ვი­თომ რუ­სე­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა და მე­ჩი­რაღ­დნედ ჰყავთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ომის "გმი­რიც" და ქარ­თვე­ლი დი­ა­ნა ღურწკა­ი­აც. თუმ­ცა, ისიც უნდა ით­ქვას, რომ რუსი პი­ლო­ტის მე­ჩი­რაღ­დნედ არ­ჩე­ვის შემ­დეგ, მთე­ლი მსოფ­ლიო სი­ცი­ლით მოკ­ვდა და რუ­სეთ­მა მე­ტად უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­იგ­დო თავი.

- მხო­ლოდ მე­ჩი­რაღ­დნე­ში არ არის საქ­მე. რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი სა­ო­კუ­პა­ციო ზო­ლის გას­წვრივ ქარ­თვე­ლე­ბის სახლ-კარ­ზე მავ­თულხლარ­თებ­სა და ღო­ბე­ებს ავ­ლე­ბენ. სხვა­თა შო­რის, ამის გამო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბას უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის მოწ­ვე­ვა შეს­თა­ვა­ზა (დათ­ქმით, რომ ოლიმ­პი­ა­და­ზეც იქ­ნე­ბო­და სა­უ­ბა­რი), თუმ­ცა, უარი მი­ი­ღო. პრე­მი­ე­რი­სა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ისე­დაც მუ­შა­ობს და სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­ა­რაქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ აპი­რებს.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის არ­გუ­მენ­ტე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბია. რისი გამ­კე­თე­ბე­ლია უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო?! აქვე იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერთ თვე­ში სა­ა­კაშ­ვილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ეწუ­რე­ბა. რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ? რა ძა­ლით და­ა­ხე­ვი­ნე­ბენ უკან რუ­სეთს, მავ­თულხლარ­თებს მო­აშ­ლე­ვი­ნე­ბენ?! მაქ­სი­მუმ, პრო­ტეს­ტი გა­მო­ა­ცხა­დოს, ამას კი, ისე­დაც აკე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ზე­მოხ­სე­ნე­ბულ თე­მებ­ზე უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბა დრო­ის უქ­მად და­კარ­გვაა. მით უმე­ტეს, სა­ა­კაშ­ვილ­მა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ფუნ­ქცია და­უ­კარ­გა, მხო­ლოდ ფუ­ლის "გა­რე­ცხვის" მე­ქა­ნიზ­მად გა­და­აქ­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა მცო­ცავ ოკუ­პა­ცი­ას - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს თემა იქ­ნე­ბა ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის დღის წეს­რიგ­ში და და­სავ­ლე­თის რე­ა­გი­რე­ბაც მოჰ­ყვე­ბა. ასე რომ, პო­ლი­ტი­კუ­რი დე­მარ­შე­ბი იქ­ნე­ბა. ისიც ნა­თე­ლია, რომ მოს­კო­ვის ასეთ პო­ლი­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხში პერ­სპექ­ტი­ვა არა აქვს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია kvirispalitra.ge-ზე

"დროა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება"

"დროა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება"

რუსეთმა აგვისტოს ომის "გმირის", პილოტ ივან ნეჩაევის მეჩირაღდნედ გამწესებით მოგვცა სრული ლეგიტიმური უფლება, მასხრად ავიგდოთ სოჭის ოლიმპიადაც და მისი ჩირაღდნებიც. კერძოდ, ნეჩაევი 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში ბომბავდა რუსულ კოლონებს (ქართული ეგონა), რუს მეზენიტეებს კი მისი ჩე-25 ქართული ეგონათ და რაკეტები ესროლეს. ნეჩაევმა დაზიანებული თვითმფრინავი აეროდრომზე დასვა. კურიოზი ის არის, რომ ნეჩაევიც დააჯილდოეს (ვითომდა ქართველი მეზენიტეებისგან თვითმფრინავის გადარჩენისთვის) და ზემოხსენებული რუსი მეზენიტეც (ქართული თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის).

ოფიციალურ თბილისს ეს კომიკური ისტორია კარგად რომ შეეფუთა, კლიპი რომ გადაეღო, მსოფლიოსთვის მოედო და ცალკე ნეჩაევისთვის (რუსული კოლონების დაბომბვისთვის) და ცალკე ზემოხსენებული რუსი მეზენიტისთვის (რუსული თვითმფრინავის დაზიანებისთვის) თაიგულები გაეგზავნა, მერე ვნახავდით, დაცინვის კორიანტელში როგორ იკუნტრუშებდა ზოგ-ზოგიერთი ჩირაღდნით ხელში. ხუმრობა იქით იყოს და, სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის მომხრეების არგუმენტებიც გასაგებია და იმათიც, ვინც წასვლას ემხრობიან. თუმცა ფაქტია, პროტესტის გამოცხადება მაინც მოგვიწევს და, ალბათ, გადასაწყვეტია, სად უფრო ეფექტური იქნება დემარში: თბილისში თუ სოჭში. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ინტერვიუც სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- მივესალმები, რომ სახელმწიფო არ ერევა სოჭის ოლიმპიადის გამო ატეხილ აჟიოტაჟში. ოლიმპიური კომიტეტის გადასაწყვეტია, გამოაცხადებს თუ არა ქართული მხარე ბოიკოტს. მე, მაგალითად, მივცემდი ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლებას, ოღონდ არა საქართველოს დროშით. კარგი იქნებოდა, ქართველ სპორტსმენებს სოჭში ეროვნული კი არა, ოლიმპიური დროშა აეფრიალებინათ - ეს უფრო მტკივნეული იქნება რუსებისთვის, ვიდრე საქართველოს უარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ბოიკოტზე ერთი დღე ილაპარაკებდნენ, მერე კი ყველას დაავიწყდებოდა.

- თქვენ ზემოთ ბრძანეთ, რომ ოლიმპიადის გამო ატეხილ აჟიოტაჟში სახელმწიფო არ ერევა. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ოლიმპიური კომიტეტი ბოიკოტის თუ წასვლის თაობაზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს და ხელისუფლებისგან "სიგნალებს" ელოდება.

- სამწუხაროდ, ეს ქართული მენტალიტეტის გამოვლინებაა. ოლიმპიური კომიტეტი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილი პრინციპულად არ ერევა ამ აჟიოტაჟში და დროა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და არ ელოდოს მთავრობის ნებას.

- თუმცა მთავრობის წევრები თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ, რომელიც შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილებაში აისახოს. მაგალითად, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, სწორედ რუსეთს სურს, რომ ქართულმა მხარემ ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოსო.

- ჩემი აზრით, რუსებს, ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდიათ, ჩავლენ თუ არა ქართველი სპორტსმენები სოჭში. თუმცა შესაძლოა, შიშობენ კიდეც, რომ ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე პოლიტიკურ დემარშებს მიმართავენ, მაგრამ გული ნამდვილად არ უსკდებათ. რასაკვირველია, რუსებს თავს გაუვიდათ, რად ღირს თუნდაც ოლიმპიურ მეჩირაღდნედ იმ რუსი პილოტის არჩევა, რომელიც საქართველოს ბომბავდა. თუმცა, მეორე მხრივ, ნახეთ, რა ქნეს - მეორე მეჩირაღდნედ ქართველი დიანა ღურწკაია აირჩიეს. ეს ჯერ კიდევ ჩინგიზ-ყაენიდან გამოყოლილი ცბიერებაა, მაგრამ დღეს ასეთი დიპლომატია არ ჭრის, ყველა ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება.

- და ამ ჟესტით ჩვენთვის უნდოდათ რაიმეს თქმა თუ მსოფლიოსთვის?

- ეს ჟესტი, უპირველესად მსოფლიოსთვის არის გათვლილი, რომ ვითომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანაა და მეჩირაღდნედ ჰყავთ საქართველოსთან ომის "გმირიც" და ქართველი დიანა ღურწკაიაც. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რუსი პილოტის მეჩირაღდნედ არჩევის შემდეგ, მთელი მსოფლიო სიცილით მოკვდა და რუსეთმა მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

- მხოლოდ მეჩირაღდნეში არ არის საქმე. რუსი სამხედროები საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ქართველების სახლ-კარზე მავთულხლართებსა და ღობეებს ავლებენ. სხვათა შორის, ამის გამო მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა შესთავაზა (დათქმით, რომ ოლიმპიადაზეც იქნებოდა საუბარი), თუმცა, უარი მიიღო. პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ხელისუფლება ზემოხსენებული საკითხების მოგვარებაზე ისედაც მუშაობს და სააკაშვილის პიარაქციებში მონაწილეობას არ აპირებს.

- ბიძინა ივანიშვილისა და დავით უსუფაშვილის არგუმენტები აბსოლუტურად მისაღებია. რისი გამკეთებელია უშიშროების საბჭო?! აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთ თვეში სააკაშვილს უფლებამოსილება ეწურება. რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უშიშროების საბჭომ? რა ძალით დაახევინებენ უკან რუსეთს, მავთულხლართებს მოაშლევინებენ?! მაქსიმუმ, პროტესტი გამოაცხადოს, ამას კი, ისედაც აკეთებს ხელისუფლება. ზემოხსენებულ თემებზე უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება დროის უქმად დაკარგვაა. მით უმეტეს, სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს ფუნქცია დაუკარგა, მხოლოდ ფულის "გარეცხვის" მექანიზმად გადააქცია. რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას - დარწმუნებული ვარ, ეს თემა იქნება ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგში და დასავლეთის რეაგირებაც მოჰყვება. ასე რომ, პოლიტიკური დემარშები იქნება. ისიც ნათელია, რომ მოსკოვის ასეთ პოლიტიკას საქართველოს საკითხში პერსპექტივა არა აქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია