პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აკავშირებს გია სურამელაშვილის ყოფილ ცოლს ირაკლი ალასანიასთან
რა აკავშირებს გია სურამელაშვილის ყოფილ ცოლს ირაკლი ალასანიასთან

მომ­ღე­რალ გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის პო­პუ­ლა­რო­ბამ პიკს მა­შინ მი­აღ­წია, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს ეს­რო­და. გია კი ფი­ლარ­მო­ნი­ის დარ­ბა­ზებს ავ­სებ­და.

"ჯა­ბას ლუ­ბიმ­ჩი­კი ვი­ყა­ვიო", ამ­ბობ­და "რე­ი­ტინგთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი. ჯაბა იო­სე­ლი­ანს გუ­ლის­ხმობ­და. გო­გო­ნე­ბი მარ­თლაც აფა­ნა­ტებ­დნენ იმ დრო­ის­თვის საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რად, ორი­გი­ნა­ლუ­რად ჩაც­მულ მომ­ღე­რალ­ზე.

მის სიმ­ღე­რებ­ზე ტი­როდ­ნენ და მას­თან ხე­ლით შე­ხე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­დნენ. პო­ლი­ცი­ას ბა­რი­ე­რი ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი გიას ფა­ნებ­სა და მომ­ღე­რალს შო­რის. სწო­რედ ამ პე­რი­ოდს შე­ე­წი­რა გიას ოჯა­ხი.

მე­უღ­ლე, მაია კვე­სე­ლა­ვა, გიას გა­შორ­და და შვი­ლი, ნუგო სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი გიას ოჯახს და­უ­ტო­ვა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვს გიას დედა ზრდი­და.

მომ­ღე­რა­ლი "რე­ი­ტინგთან" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ყო­ფილ ცოლს ირო­ნი­უ­ლად იხ­სე­ნებს, ეჭ­ვი­ა­ნობ­და და ამი­ტო­მაც ვცემ­დიო, ამ­ბობს. ჩვენ გიას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე მაია კვე­სე­ლა­ვა ვი­პო­ვეთ და ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვეთ.

მა­ი­ამ ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი თქვა, არ მინ­და, ჩემს შვილ­სა და რძალს ვა­წყე­ნი­ნო, ამი­ტომ თავს შე­ვი­კა­ვე­ბო, თუმ­ცა პი­რად სა­უბ­რებ­ში გიას ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებს გა­უს­ვა ხაზი, - "იმ ინ­ტერ­ვი­უ­ზე მხო­ლოდ გა­მე­ცი­ნა, რა უნდა ვუ­პა­სუ­ხო, თუ შე­ამ­ჩნი­ეთ, გიას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

22 წე­ლია მას­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია, რა უნდა ჩემ­გან, ვერ გა­ვი­გე. ცე­მას რაც შე­ე­ხე­ბა, მა­გას ვერც გა­მი­ბე­დავ­და, ყვე­ლაფ­რით ჩემ­სა და ჩემს ოჯახ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი".

გია "რე­ი­ტინგთან" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში იმა­საც ამ­ბობ­და, ჩემი ყო­ფი­ლი ცოლი ახლა ელი­ა­ვა­ზე "დაშ­ლი­ლებ­ში" მუ­შა­ობს, მძი­მე პე­რი­ო­დი უდ­გა­სო. ვერ გე­ტყვით, მა­შინ იხუმ­რა თუ არა მომ­ღე­რალ­მა, მაგ­რამ მა­ი­ას ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც მის "ფე­ის­ბუქ­ზე" ვნა­ხეთ, აშ­კა­რად სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, მაია პარ­ტია "ირაკ­ლი ალა­სა­ნია - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" აქ­ტი­უ­რი წევ­რია. "ფე­ის­ბუ­ქის" მის გვერ­დზე პარ­ტი­ის ოფის­ში გა­და­ღე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ფო­ტოა. ახლა მა­ი­ას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ციებ-ცხე­ლე­ბა აქვს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რა აკავშირებს გია სურამელაშვილის ყოფილ ცოლს ირაკლი ალასანიასთან

რა აკავშირებს გია სურამელაშვილის ყოფილ ცოლს ირაკლი ალასანიასთან

მომღერალ გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა. გია კი ფილარმონიის დარბაზებს ავსებდა.

''ჯაბას ლუბიმჩიკი ვიყავიო'', ამბობდა ''რეიტინგთან'' ინტერვიუში მომღერალი. ჯაბა იოსელიანს გულისხმობდა. გოგონები მართლაც აფანატებდნენ იმ დროისთვის საკმაოდ უცნაურად, ორიგინალურად ჩაცმულ მომღერალზე.

მის სიმღერებზე ტიროდნენ და მასთან ხელით შეხებაზე ოცნებობდნენ. პოლიციას ბარიერი ჰქონდა გაკეთებული გიას ფანებსა და მომღერალს შორის. სწორედ ამ პერიოდს შეეწირა გიას ოჯახი.

მეუღლე, მაია კვესელავა, გიას გაშორდა და შვილი, ნუგო სურამელაშვილი გიას ოჯახს დაუტოვა. წლების განმავლობაში ბავშვს გიას დედა ზრდიდა.

მომღერალი ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში ყოფილ ცოლს ირონიულად იხსენებს, ეჭვიანობდა და ამიტომაც ვცემდიო, ამბობს. ჩვენ გიას ყოფილი მეუღლე მაია კვესელავა ვიპოვეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ.

მაიამ ინტერვიუზე უარი თქვა, არ მინდა, ჩემს შვილსა და რძალს ვაწყენინო, ამიტომ თავს შევიკავებო, თუმცა პირად საუბრებში გიას ფსიქიკურ პრობლემებს გაუსვა ხაზი, - ''იმ ინტერვიუზე მხოლოდ გამეცინა, რა უნდა ვუპასუხო, თუ შეამჩნიეთ, გიას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

22 წელია მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, რა უნდა ჩემგან, ვერ გავიგე. ცემას რაც შეეხება, მაგას ვერც გამიბედავდა, ყველაფრით ჩემსა და ჩემს ოჯახზე იყო დამოკიდებული''.

გია ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში იმასაც ამბობდა, ჩემი ყოფილი ცოლი ახლა ელიავაზე ''დაშლილებში'' მუშაობს, მძიმე პერიოდი უდგასო. ვერ გეტყვით, მაშინ იხუმრა თუ არა მომღერალმა, მაგრამ მაიას ფოტოები, რომელიც მის ''ფეისბუქზე'' ვნახეთ, აშკარად საპირისპიროს ამტკიცებს.

როგორც გავარკვიეთ, მაია პარტია ''ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების'' აქტიური წევრია. ''ფეისბუქის'' მის გვერდზე პარტიის ოფისში გადაღებული უამრავი ფოტოა. ახლა მაიას წინასაარჩევნო ციებ-ცხელება აქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება