მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფანჯიკიძე - ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება, ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ
მაია ფანჯიკიძე - ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება, ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ

სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თის მიერ მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მის პრო­ცე­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბის გარ­და, სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ ავ­სტრი­უ­ლი გა­მო­ცე­მა Der Standard-თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უს დროს.

"ჩვენ თა­ვი­დან­ვე გან­ვა­ცხა­დეთ, რომ არ წა­მო­ვე­გე­ბით პრო­ვო­კა­ცი­ას და არ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ძა­ლას არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჩვენ ყვე­ლა კონ­ფლიქ­ტის მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბის გვჯე­რა, არა­მედ იმის გა­მოც, რომ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ვუ­წევთ ან­გა­რიშს და მათი ისე­დაც რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის კი­დევ უფრო გარ­თუ­ლე­ბა არ გვინ­და. მაგ­რამ ძა­ლი­ან მალე სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე შე­იძ­ლე­ბა ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ზღვა­რი მი­ვი­ღოთ", - გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლომ საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს მხრი­დან, ასე­ვე მკაც­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს აშშ-მა და სხვა მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნებ­მა.

"ასე რომ, სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ა­გი­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი იყო და ჩვენ ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რე­ბი ვართ ამ მხარ­და­ჭე­რის, თუმ­ცა ამან რე­ა­ლუ­რად ვერ აღ­კვე­თა ეს პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ისევ გრძელ­დე­ბა", - დას­ძი­ნა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ავ­სტრი­ულ გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ არ არის აგ­რე­სი­უ­ლი, რო­გორც ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს იყო და ამი­ტო­მაც რუ­სე­თის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ უფრო მშვიდ ტემპში ჰპო­ვა.

"მარ­თა­ლია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში და­აგ­რო­ვა, მაგ­რამ ეს სუფ­თა ხე­ლე­ბით შეძ­ლო. ის უკვე ათ წელ­ზე მე­ტია იქი­დან წა­მო­ვი­და და აღარ ყო­ფი­ლა რუ­სეთ­ში, არც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იც­ნობს პი­რა­დად. ასე რომ, მას რუ­სეთ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი არა აქვს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სხვა პო­ლი­ტი­კას ატა­რებს და არ არის აგ­რე­სი­უ­ლი, რო­გორც ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბი­სას იყო. ეს დრო მთავ­რდე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ არ­ჩევ­ნებ­ში ჩვე­ნი კან­დი­და­ტი გა­ი­მარ­ჯვებს. ასე­ვე ვი­მე­დოვ­ნებ, რომ და­დე­ბი­თი იმ­პულ­სე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სხვა ფორ­მატ­ში გვაქვს, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს პო­ლი­ტი­კურ­ში გა­და­იზ­რდე­ბა. ამ ეტაპ­ზე ეს ასე არ არის და რუ­სე­ბი სა­კუ­თარ თავს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გა­მაგ­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, რო­გორც მაია ფან­ჯი­კი­ძემ ავ­სტრი­ულ გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე უა­რის თქმა სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ერ­თობ ჰო­პო­თე­ტუ­რი სა­კი­თხია. მი­სი­ვე თქმით, ეს სა­კი­თხი ასე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბობს უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ რო­გორ მოხ­დე­ბა ნდო­ბის აღ­დგე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის.

"ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნებს შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბის ასა­მუ­შა­ვებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. მცი­რე­დით უნდა და­ვი­წყოთ, რომ დიდ შე­დე­გამ­დე მი­ვი­დეთ", - გა­ნა­ცხდა მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

ავ­სტრი­ულ გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში და­უშ­ვე­ბე­ლია ისე­თი ტერ­მი­ნე­ბით აზ­როვ­ნე­ბა, რო­გო­რიც გავ­ლე­ნის სფე­რო და ახლო სა­ზღვარ­გა­რე­თია.

"21-ე სა­უ­კუ­ნე­ში უკვე აღარ შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ტერ­მი­ნე­ბით აზ­როვ­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა გავ­ლე­ნის სფე­რო და ახლო სა­ზღვარ­გა­რე­თი. ეს არც რუ­სე­თის­თვის იქ­ნე­ბა კარ­გის მომ­ტა­ნი. მაგ­რამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ყველ­გან, რუ­სეთ­შიც კი არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მე ამის მჯე­რა", - გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მაია ფანჯიკიძე - ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება, ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ

მაია ფანჯიკიძე - ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება, ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ

სამწუხაროდ, რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმის პროცესის შესაჩერებლად, საერთაშორისო დახმარების გარდა, სხვა საშუალება არ გვაქვს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ავსტრიული გამოცემა Der Standard-თან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს.

"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ წამოვეგებით პროვოკაციას და არ გამოვიყენებთ ძალას არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყველა კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების გვჯერა, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენს მოსახლეობას ვუწევთ ანგარიშს და მათი ისედაც რთული მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება არ გვინდა. მაგრამ ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში საქართველომ საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან, ასევე მკაცრი განცხადებები გააკეთეს აშშ-მა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა.

"ასე რომ, საერთაშორისო რეაგირება შესაბამისი იყო და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამ მხარდაჭერის, თუმცა ამან რეალურად ვერ აღკვეთა ეს პროცესი, რომელიც ისევ გრძელდება", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა წინა ხელისუფლებისგან იმით განსხვავდება, რომ არ არის აგრესიული, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო და ამიტომაც რუსეთის მიმართ დამოკიდებულებამ უფრო მშვიდ ტემპში ჰპოვა.

"მართალია, ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა, მაგრამ ეს სუფთა ხელებით შეძლო. ის უკვე ათ წელზე მეტია იქიდან წამოვიდა და აღარ ყოფილა რუსეთში, არც რუსეთის ხელისუფლებას იცნობს პირადად. ასე რომ, მას რუსეთთან განსაკუთრებული კონტაქტები არა აქვს. ბიძინა ივანიშვილი სხვა პოლიტიკას ატარებს და არ არის აგრესიული, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობისას იყო. ეს დრო მთავრდება. ვიმედოვნებ, რომ არჩევნებში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს. ასევე ვიმედოვნებ, რომ დადებითი იმპულსები, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებების სხვა ფორმატში გვაქვს, ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკურში გადაიზრდება. ამ ეტაპზე ეს ასე არ არის და რუსები საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან საოკუპაციო ხაზის გამაგრებით", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც მაია ფანჯიკიძემ ავსტრიულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნების სანაცვლოდ, ერთობ ჰოპოთეტური საკითხია. მისივე თქმით, ეს საკითხი ასე არ განიხილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს უამრავი შესაძლებლობა, თუ როგორ მოხდება ნდობის აღდგენა საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის.

"ცხოვრების ყველა სფეროში უამრავი შესაძლებლობა არსებობს. ადამიანებს შორის კონტაქტების ასამუშავებლად აუცილებელია მათი გააქტიურება. მცირედით უნდა დავიწყოთ, რომ დიდ შედეგამდე მივიდეთ", - განაცხდა მაია ფანჯიკიძემ.

ავსტრიულ გამოცემასთან საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია ისეთი ტერმინებით აზროვნება, როგორიც გავლენის სფერო და ახლო საზღვარგარეთია.

"21-ე საუკუნეში უკვე აღარ შეიძლება ისეთი ტერმინებით აზროვნება, როგორიცაა  გავლენის სფერო და ახლო საზღვარგარეთი. ეს არც რუსეთისთვის იქნება კარგის მომტანი. მაგრამ დემოკრატიული განვითარება ყველგან, რუსეთშიც კი არის შესაძლებელი. მე ამის მჯერა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა