საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ამ დღეებში, საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებს
მიხეილ სააკაშვილი - ამ დღეებში, საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებს

ამ დღე­ებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი კი­დევ 3000 თა­ნა­მე­მა­მუ­ლე მი­ი­ღებს. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ადა­ფა­ზა­რის რა­ი­ო­ნის ქა­ლაქ სა­ქა­რი­ა­სა და გოლ­ჯუ­კის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ნუ­სე­თი­ე­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ ქარ­თვე­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ათა­სამ­დე ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს გა­და­ვე­ცით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ამ დღე­ებ­ში, კი­დევ 3000 ჩვენს სის­ხლს და ხორცს, ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს გა­და­ე­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. უახ­ლო­ეს კვი­რე­ებ­ში კი და­მა­ტე­ბით ათა­სო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მა­მუ­ლე, რო­მე­ლიც სა­უბ­რობს ქარ­თუ­ლად, თავს გრძნობს ქარ­თვე­ლად, უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, უნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს რა­მე­ში და­ეხ­მა­როს, ყვე­ლა მი­ი­ღებს ჩვენ­გან მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ვი­ღა­ცებ­მა ისიც თქვეს, რომ "ჩვე­ნი ხალ­ხი არ გვაკ­ლდა, ახლა კი­დევ თურ­ქებს მივ­ცეთ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაო".

"მო­დით და გა­ე­ჯიბ­რეთ ამ "თურ­ქებს" ქარ­თვე­ლო­ბა­ში და პატ­რი­ო­ტიზ­მში. ათა­სო­ბით თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე, ჩვე­ნი სის­ხლი და ხორ­ცი ამ დღე­ებ­ში ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­გან იღებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ბუთს. ეს არის ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბოლო კვი­რე­ბი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ცე­მა მხო­ლოდ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია. შემ­დე­გი ხუთი წელი, იმე­დია იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ამას გა­აგ­რძე­ლებს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს ისე­თიც, რო­მე­ლიც ამას შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ამი­ტომ, ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვია ბოლო დღე­ე­ბი, ბოლო კვი­რე­ბი, რამ­დე­ნი დროც მაქვს, ორი­ვე ხე­ლით ვა­წე­რო, მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა ხე­ლით ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბებს, რომ თქვენ მოგ­ცეთ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მიხეილ სააკაშვილი - ამ დღეებში, საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებს

მიხეილ სააკაშვილი - ამ დღეებში, საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებს

ამ დღეებში, საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ადაფაზარის რაიონის ქალაქ საქარიასა და გოლჯუკის რაიონის სოფელი ნუსეთიეში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრისას განაცხადა.

"რამდენიმე კვირის წინ, ათასამდე ჩვენს თანამემამულეს გადავეცით საქართველოს მოქალაქეობა. ამ დღეებში, კიდევ 3000 ჩვენს სისხლს და ხორცს, ჩვენს თანამემამულეს გადაეცემა საქართველოს მოქალაქეობა. უახლოეს კვირეებში კი დამატებით ათასობით ჩვენი თანამამულე, რომელიც საუბრობს ქართულად, თავს გრძნობს ქართველად, უყვარს საქართველო, უნდა, რომ საქართველოს რამეში დაეხმაროს, ყველა მიიღებს ჩვენგან მოქალაქეობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ვიღაცებმა ისიც თქვეს, რომ "ჩვენი ხალხი არ გვაკლდა, ახლა კიდევ თურქებს მივცეთ მოქალაქეობაო".

"მოდით და გაეჯიბრეთ ამ "თურქებს" ქართველობაში და პატრიოტიზმში. ათასობით თურქეთის მოქალაქე, ჩვენი სისხლი და ხორცი ამ დღეებში ქართული სახელმწიფოსგან იღებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს. ეს არის ჩემი პრეზიდენტობის ბოლო კვირები, თუმცა, რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება, მაგრამ მოქალაქეობის მიცემა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. შემდეგი ხუთი წელი, იმედია იქნება პრეზიდენტი, რომელიც ამას გააგრძელებს, მაგრამ შეიძლება იყოს ისეთიც, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ბოლო დღეები, ბოლო კვირები, რამდენი დროც მაქვს, ორივე ხელით ვაწერო, მარჯვენა და მარცხენა ხელით ბრძანებულებებს, რომ თქვენ მოგცეთ მოქალაქეობა", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა