პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Foreign Policy გენადი ონიშენკოს რუსეთის უცხოური პროდუქტის მეფეს უწოდებს
Foreign Policy გენადი ონიშენკოს რუსეთის უცხოური პროდუქტის მეფეს უწოდებს

"რუ­სე­თის უცხო­უ­რი პრო­დუქ­ტის მეფე", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს Foreign Policy ქეთ­ლინ ფო­სე­ტის სტა­ტი­ას რუ­სე­თის მთა­ვარ სა­ნი­ტარ გე­ნა­დი ონი­შენ­კო­ზე. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, შე­საძ­ლოა ვინ­მემ არ იცო­დეს, ვინ არის გე­ნა­დი ონი­შენ­კო, მაგ­რამ თუ მის პი­რად მო­საზ­რე­ბებს და­ე­ჯე­რე­ბა, ის რუსი ჩი­ნოვ­ნი­კია, რო­მე­ლიც მარ­ტოდ­მარ­ტო ზრუ­ნავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­დაც­ვის კრი­ზი­სის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ქეთ­ლინ ფო­სე­ტი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სხვე­ბის­თვის რუ­სე­თის მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რი გე­ნა­დი ონი­შენ­კო რუ­სე­თის მთა­ვა­რი მწარ­მო­ე­ბე­ლი­ცაა, რო­მე­ლიც საკ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და­ში­ნე­ბით აწარ­მო­ებს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ სა­ვაჭ­რო ომს სხვა ქვეყ­ნებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფილ რეს­პუბ­ლი­კებ­თან.

"გა­სულ კვი­რას "როს­პოტ­რებ­ნად­ზო­რის" ხელ­მძღვა­ნელ­მა 2006 წელს ქარ­თულ პრო­დუქ­ტებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვის მოხ­სნი­დან 7 თვის შემ­დეგ, 28 ქარ­თუ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი პრო­დუქ­ტი დაბ­ლო­კა რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე. მან ასე­ვე არ შე­უშ­ვა რუ­სულ ბა­ზარ­ზე ლიტ­ვუ­რი პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც მისი თქმით, თით­ქოს­და საფრ­თხეს უქ­მნის რუს მომ­ხმა­რე­ბელს. და­წუ­ნე­ბულ პრო­დუქტთა ნუს­ხა­შია უკ­რა­ი­ნუ­ლი შო­კო­ლა­დი, მოლ­დო­ვუ­რი ღვი­ნო და ამე­რი­კუ­ლი ხორ­ციც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ პრო­დუქ­ტე­ბის აკ­რძალ­ვა ონი­შენ­კოს მიერ და­წუ­ნე­ბულ ქვეყ­ნებ­სა და ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დათ­ბო­ბას მოჰ­ყვა, რაც არ მოს­წონთ კრემლში, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ აი­ძუ­ლონ მე­ზობ­ლე­ბი, გა­წევ­რი­ან­დნენ რუ­სე­თის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში", - ნათ­ქვა­მია ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მის სტა­ტი­ა­ში.

ავ­ტო­რი ასე­ვე წერს, რომ ონი­შენ­კო მტკი­ცედ აღი­ა­რებს რუ­სე­თის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბას და რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ტრი­ბუ­ნი­და­ნაც კი მო­უ­წო­და რუ­სებს, და­ე­ცხროთ უცხო­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბი­სად­მი სურ­ვი­ლი "საკ­ვე­ბი პატ­რი­ო­ტიზ­მის" სა­სარ­გებ­ლოდ.

"ონი­შენ­კო უარ­ყოფს, რომ უცხო­უ­რი პრო­დუქ­ტის აკ­რძალ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ აკ­რძალ­ვე­ბის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­ზე მე­ტყვე­ლებს", - წერს ქეთ­ლინ ფო­სე­ტი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ივ­ნის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, როცა რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ქარ­თულ ღვი­ნო­სა და მი­ნე­რა­ლურ წყლებ­ზე აკ­რძალ­ვა მო­იხ­სნა, გე­ნა­დი ონი­შენ­კომ ქარ­თვე­ლებს ყუ­რძნის­გან ღვი­ნის კე­თე­ბის პრაქ­ტი­კა და­უ­წუ­ნა.

"შე­საძ­ლოა, ონი­შენ­კოს არა­ფე­რი აღი­ზი­ა­ნებს იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ღვი­ნოა – ასე­ვე იმ ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ ყვე­ლა­ზე და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს რუ­სეთ­თან", - წერს ქეთ­ლინ ფო­სე­ტი და ცი­ტი­რებს რუ­სე­თის მთა­ვა­რი სა­ნიტ­რის კო­მენ­ტარს, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ყუ­რძენს ღვი­ნის­თვის აფუ­ჭე­ბენ და ისი­ნი ამ წმინ­და პრო­დუქ­ტის­გან ალ­კოჰოლს ამ­ზა­დე­ბენ.

ქეთ­ლინ ფო­სე­ტი ასე­ვე წერს, რომ ქარ­თულ მი­ნე­რა­ლურ წყალ­ზე სა­უბ­რი­სას, ონი­შენ­კო ნოს­ტალ­გი­ამ შე­ი­პყრო და გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი ის აღარ არის, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს იყო.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის უჩ­ვე­უ­ლო იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ტო­ქე­ე­ბის და­სას­ჯე­ლად და მო­სად­რე­კად სა­ვაჭ­რო აკ­რძალ­ვებს იყე­ნებს. მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ იმ ქვეყ­ნებ­ში ისე­თი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის მქო­ნე საკ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სპექ­ტო­რის პოვ­ნა, რო­გო­რიც რუ­სე­თის უცხო­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბის მე­ფეა", - წერს ქეთ­ლინ ფო­სე­ტი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Foreign Policy-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

Foreign Policy გენადი ონიშენკოს რუსეთის უცხოური პროდუქტის მეფეს უწოდებს

Foreign Policy გენადი ონიშენკოს რუსეთის უცხოური პროდუქტის მეფეს უწოდებს

"რუსეთის უცხოური პროდუქტის მეფე", - ამ სათაურით აქვეყნებს Foreign Policy ქეთლინ ფოსეტის სტატიას რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშენკოზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შესაძლოა ვინმემ არ იცოდეს, ვინ არის გენადი ონიშენკო, მაგრამ თუ მის პირად მოსაზრებებს დაეჯერება, ის რუსი ჩინოვნიკია, რომელიც მარტოდმარტო ზრუნავს საზოგადოების ჯანდაცვის კრიზისის თავიდან აცილებაზე, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნების ჯანმრთელობისთვის მავნე სასურსათო პროდუქციით არის გამოწვეული. ქეთლინ ფოსეტი ასევე აღნიშნავს, რომ სხვებისთვის რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო რუსეთის მთავარი მწარმოებელიცაა, რომელიც საკვების უსაფრთხოებაზე დაშინებით აწარმოებს გეოპოლიტიკურად მოტივირებულ სავაჭრო ომს სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან.

"გასულ კვირას "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა 2006 წელს ქართულ პროდუქტებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნიდან 7 თვის შემდეგ, 28 ქართული ალკოჰოლური პროდუქტი დაბლოკა რუსეთის ბაზარზე. მან ასევე არ შეუშვა რუსულ ბაზარზე ლიტვური პროდუქცია, რომელიც მისი თქმით, თითქოსდა საფრთხეს უქმნის რუს მომხმარებელს. დაწუნებულ პროდუქტთა ნუსხაშია უკრაინული შოკოლადი, მოლდოვური ღვინო და ამერიკული ხორციც. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქტების აკრძალვა ონიშენკოს მიერ დაწუნებულ ქვეყნებსა და ნატო-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების დათბობას მოჰყვა, რაც არ მოსწონთ კრემლში, სადაც ყველანაირად ცდილობენ აიძულონ მეზობლები, გაწევრიანდნენ რუსეთის საბაჟო კავშირში", - ნათქვამია ამერიკული გამოცემის სტატიაში.

ავტორი ასევე წერს, რომ ონიშენკო მტკიცედ აღიარებს რუსეთის საკვები პროდუქტის ღირებულებას და რამდენიმე ხნის წინ ტრიბუნიდანაც კი მოუწოდა რუსებს, დაეცხროთ უცხოური პროდუქტებისადმი სურვილი "საკვები პატრიოტიზმის" სასარგებლოდ.

"ონიშენკო უარყოფს, რომ უცხოური პროდუქტის აკრძალვა პოლიტიკურად მოტივირებულია, მაგრამ აკრძალვების გარშემო შექმნილი ვითარება საწინააღმდეგოზე მეტყველებს", - წერს ქეთლინ ფოსეტი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივნისში გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე აკრძალვა მოიხსნა, გენადი ონიშენკომ ქართველებს ყურძნისგან ღვინის კეთების პრაქტიკა დაუწუნა.

"შესაძლოა, ონიშენკოს არაფერი აღიზიანებს იმაზე მეტად, ვიდრე საქართველოში დამზადებული ღვინოა – ასევე იმ ქვეყანაზე, რომელსაც სავარაუდოდ ყველაზე დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან", - წერს ქეთლინ ფოსეტი და ციტირებს რუსეთის მთავარი სანიტრის კომენტარს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ქართველები ყურძენს ღვინისთვის აფუჭებენ და ისინი ამ წმინდა პროდუქტისგან ალკოჰოლს ამზადებენ.

ქეთლინ ფოსეტი ასევე წერს, რომ ქართულ მინერალურ წყალზე საუბრისას, ონიშენკო ნოსტალგიამ შეიპყრო და განაცხადა, რომ ქართული მინერალური წყლები ის აღარ არის, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის უჩვეულო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეების დასასჯელად და მოსადრეკად სავაჭრო აკრძალვებს იყენებს. მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ იმ ქვეყნებში ისეთი გეოპოლიტიკური გავლენის მქონე საკვების უსაფრთხოების ინსპექტორის პოვნა, როგორიც რუსეთის უცხოური პროდუქტების მეფეა", - წერს ქეთლინ ფოსეტი.

მომზადებულია Foreign Policy-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"