პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოების წარმომადგენლები თომას ჰამარბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ
საზოგადოების წარმომადგენლები თომას ჰამარბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ

სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მრჩე­ველს, თო­მას ჰა­მარ­ბერგს ღია წე­რილს უგ­ზავ­ნი­ან. რო­გორც ავ­ტო­რე­ბი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში აცხა­დე­ბენ, წე­რი­ლი ეხე­ბა ჰა­მარ­ბერ­გის სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ დას­კვნის იმ ნა­წილს, სა­დაც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი სა­უბ­რობს სექ­სუ­ა­ლუ­რი გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­დის უფ­ლე­ბა­ზე. მათი თქმით, დას­კვნის ამ ნა­წილ­ში ჰა­მარ­ბერ­გი რა­ტომ­ღაც ეთ­ნი­კურ და რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე სა­უბ­რობს, რაც ოდე­ო­ლო­გი­უ­რი ფან­დია.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მო­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ისე­თი პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და ტო­ლე­რან­ტო­ბით ეპყრო­ბა თა­ვი­სი რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, იმ­დე­ნად თა­ვის სწო­რად მი­იჩ­ნევს მათ, რომ მას არა­სო­დეს აზ­რა­დაც არ მოს­ვლია მათი გა­ტო­ლე­ბა მა­მათ­მავ­ლო­ბი­სა და სხვა სქე­სობ­რი­ვი გარ­ყვნი­ლე­ბის მქა­და­გე­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან. ეს უახ­ლე­სი იდე­ო­ლო­გი­უ­რი ფან­დი ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი გახ­ლავთ, რამ­დე­ნა­დაც უნდა ეცა­დონ მის დამ­კვიდ­რე­ბას და­სავ­ლეთ­ში. დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი პერ­ვერ­სი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ი­გი­ვე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის რე­ლი­გი­ურ და ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­თან, რაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოხ­და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ამ ბოლო წლებ­ში, ხე­ლოვ­ნუ­რი, გან­ზრახ თავს მოხ­ვე­უ­ლი იდე­ო­ლო­გი­აა, რო­მელ­საც სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბის სა­უ­კუ­ნო­ვან წეს­თან", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბი ჰა­მარ­ბერგს არ ეთან­ხმე­ბი­ან, რომ "ჰო­მო­ფო­ბი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­ნიშ­ვნა უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბაა და არა ე. წ. პრო­პა­გან­და."

"ამა­ში ვე­რაფ­რით ვერ და­გე­თან­ხმე­ბით. ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა იმის პრო­პა­გან­დაა, რა­საც იგი ქა­და­გებს და ამის უარ­ყო­ფა ალო­გი­კუ­რია. გვინ­და, შე­გახ­სე­ნოთ, რომ 2012 წლის 17 მა­ისს ანა­ლო­გი­უ­რი აქ­ცი­ის მცდე­ლო­ბა თბი­ლი­სის 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის წინ გა­ი­მარ­თა, სა­დაც ვი­თომ უწყი­ნა­რი უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა გა­და­იქ­ცა ბავ­შვე­ბის თვალ­წინ გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­დად. თქვენ უფ­ლე­ბებს იცავთ და სწო­რედ ეს არის იმ მშობ­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა, რო­მელ­თათ­ვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლია უზ­ნე­ო­ბის უსირ­ცხვი­ლო ექ­სჰი­ბი­ცი­ო­ნიზ­მი. სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­ყვნი­ლე­ბის მიმ­დევ­რებს, რო­მელ­თაც იცი­ან, რომ ცოდ­ვას სჩა­დი­ან, არა­ვინ ერ­ჩის, რად­გან ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ ყვე­ლა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ სინ­დის­სა და წე­სი­ე­რე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს. მაგ­რამ ეს სრუ­ლი­ად არ ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი წე­სე­ბი იძ­ლე­ვა გარ­ყვნი­ლე­ბი­სა და უწე­სო­ბის სა­ჯა­როდ პრო­პა­გან­დი­სა და ზე­ი­მის უფ­ლე­ბას", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

ამას­თან, წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბი ჰა­მარ­ბერგს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

"თქვენ­მა დამ­საქ­მე­ბელ­მა თქვენ სა­მუ­შა­ოდ ტრა­დი­ცი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მო­გავ­ლი­ნათ. დიპ­ლო­მა­ტი­ის ნორ­მე­ბი თქვენ­გან მო­ი­თხოვს პა­ტი­ვის­ცე­მას იმ ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბით. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კულ მო­მენ­ტში თბი­ლის­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ზნე­ო­ბის დაც­ვას 100 000-მა ადა­მი­ან­მა რამ­დე­ნი­მე დღე­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით თავი შეს­წი­რა. თბი­ლი­სე­ლე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებს წმინ­და­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. თქვენ კი გა­მო­დი­ხართ და ამ ქა­ლა­ქი­სა და ამ ქვეყ­ნის მცხოვ­რებთ ჭკუ­ას გვას­წავ­ლით, თუ რა არის წე­სი­ე­რე­ბა და კი­დევ ამ­ბობთ, რომ, თურ­მე ჩვენც უფ­ლე­ბა უნდა მოგ­ვე­ცეს ჩვე­ნი აზ­რის გა­მო­ხატ­ვი­სა! მი­ვა­პყრობთ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას იმ ფაქტს, რომ თქვენ გეძ­ლე­ვათ ჩვენ­გან უფ­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თქვე­ნი აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვი­სა, ჩვენ კი უფ­ლე­ბას ვი­ტო­ვებთ, გაგ­ცეთ პა­სუ­ხი თქვენს აზ­რზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჰა­მარ­ბერ­გმა და და­სავ­ლეთ­მა არ უნდა მო­უ­წო­დონ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სის ძი­რე­უ­ლი გა­და­კე­თე­ბის­კენ.

"ამა წლის 17 მა­ი­სის აქ­ცია გახ­ლდათ პრო­ვო­კა­ცია მი­მარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბი­სა­კენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ იმა­ვე ად­გილ­ზე, რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბი და­ხო­ცა 2011 წლის 26 მა­ისს. და­ხო­ცი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გვა­მე­ბი მკვლე­ლებ­მა იქვე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ის თავ­ზე და­მა­ლეს და დი­ლას იქ სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი ჩა­ა­ტა­რეს. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­შინ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­ხედ­რო აღ­ლუმს ეს­წრე­ბოდ­ნენ იმ გვა­მე­ბი­დან ასი­ო­დე მეტრში და ერთი პრო­ტეს­ტი არ გა­მო­უ­ხა­ტავთ წინა ღა­მით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის შე­ლახ­ვა­სა და ასო­ბით ადა­მი­ა­ნის უსას­ტი­კე­სად და­სა­ხიჩ­რე­ბა­ზე, წელს ელ­ვი­სე­ბუ­რი სის­წრა­ფით გა­მო­ე­სარ­ჩლ­ნენ გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­დის­ტებს, რო­მელ­თა­გა­ნაც, მად­ლო­ბა ღმერ­თს, ერთი მსხვერ­პლიც კი არ ყო­ფი­ლა. რა დას­კვნე­ბი უნდა გა­ა­კე­თოს ამის შემ­დეგ ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­სავ­ლე­თის პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში?", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ორი­ო­დე სა­ეკ­ლე­სიო პი­რის გა­დაც­დო­მა­ზე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აგე­ბუ­ლი ტე­ლე­კო­ლა­ჟის სა­ფუძ­ველ­ზე ეკ­ლე­სი­ის რო­ლის ასე­თი გა­ყალ­ბე­ბა და უსა­მარ­თლოდ და­ხატ­ვა გა­ოგ­ნე­ბას იწ­ვევს.

"თქვენ ამ­ბობთ, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ამ ნათ­ლად უნდა გა­მო­ხა­ტოს, რომ წი­ნა­აღ­მდე­გია ლგბტ ადა­მი­ა­ნებ­ზე ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბი­სა."გვიკ­ვირს, რომ გვა­ი­ძუ­ლებთ, შე­გახ­სე­ნოთ, რომ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ჭეთმპყრო­ბელ­მა, მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ და უნე­ტა­რე­სო­ბამ, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ილია II-მ იმ დღეს­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ეკ­ლე­სია ემიჯ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბას. ორი­ო­დე სა­ეკ­ლე­სიო პი­რის გა­დაც­დო­მა­ზე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აგე­ბუ­ლი ტე­ლე­კო­ლა­ჟის სა­ფუძ­ველ­ზე ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის რო­ლის ასე­თი გა­ყალ­ბე­ბა და უსა­მარ­თლოდ და­ხატ­ვა ჩვენ­ში გა­ოგ­ნე­ბას იწ­ვევს. სა­ერ­თოდ ყო­ველ­გვა­რი მცდე­ლო­ბა და­სავ­ლე­თის მხრი­დან ჩვენს ეკ­ლე­სი­ა­ზე ზე­წო­ლი­სა, ჩვენ­თვის, რო­გორც არა­სა­ეკ­ლე­სიო, სა­ე­რო პირ­თათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ­თვის გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­და მი­უ­ღე­ბე­ლია ასე­ვე დე­მოგ­რა­ფი­ის კუ­თხი­თაც. ამ პი­რო­ბებ­ში ჩვე­ნი ერი­სათ­ვის სრუ­ლი­ად დამ­ღუპ­ვე­ლია ან­ტი­ო­ჯა­ხუ­რი უზ­ნე­ო­ბის პრო­პა­გან­და, რო­მელ­საც თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რი­ლი იდე­ო­ლო­გი­ით წლი­დან წლამ­დე ახალ-ახა­ლი აბ­რე­ვი­ა­ტუ­რე­ბი ემა­ტე­ბა. რო­მელ ერთს ვდი­ოთ, ბა­ტო­ნო თო­მას, რას გვე­ტყვით, თუ მო­მა­ვალ წლებ­ში გარ­ყვნი­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რი­ლი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლის ოთხ ასოს კი­დევ სხვა აბ­რე­ვი­ა­ტუ­რებ­საც შე­მა­ტებს და­სავ­ლე­თი? განა არ მი­დის თქვენ­თან ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბავ­შვებ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დრო­შით?. ნება გვი­ბო­ძეთ, თა­ვად გან­ვსა­ჯოთ, რა არის ჩვენ­თვის პა­ტივ­ცე­მუ­ლი და ბევრ რა­მე­ში მი­სა­ბა­ძი და­სავ­ლე­თი­დან მი­სა­ღე­ბი და რა - მი­უ­ღე­ბე­ლი. და თუ ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა თქვენ­თვი­საც უბ­რა­ლოდ სი­ტყვა არ არის, მა­შინ თქვენც უნდა გჯე­რო­დეთ მისი ფუნ­და­მენ­ტუ­რი თვი­სე­ბი­სა, რო­მელ­საც მე­გო­ბარ­თა თა­ნას­წო­რო­ბა ჰქვია. ეს კი ნიშ­ნავს, რომ თქვენც უნდა გსურ­დეთ ჩვენ­გან რა­ღა­ცის სწავ­ლა ან შეხ­სე­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

ღია წე­რი­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა და მას ხელს აწე­რენ პო­ე­ტი რეზო ამა­შუ­კე­ლი, მწე­რა­ლი ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი, ჭად­რაკ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე, ქო­რე­ოგ­რა­ფი ფრი­დონ სუ­ლა­ბე­რი­ძე, რე­ჟი­სო­რი გოგა ხა­ინ­დრა­ვა და სხვა პი­რე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

საზოგადოების წარმომადგენლები თომას ჰამარბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ

საზოგადოების წარმომადგენლები თომას ჰამარბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ

საზოგადოების წარმომადგენლები სამართლებრივ საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველს, თომას ჰამარბერგს ღია წერილს უგზავნიან. როგორც ავტორები გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ წერილში აცხადებენ, წერილი ეხება ჰამარბერგის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ დასკვნის იმ ნაწილს, სადაც უფლებადამცველი საუბრობს სექსუალური გარყვნილების პროპაგანდის უფლებაზე. მათი თქმით, დასკვნის ამ ნაწილში ჰამარბერგი რატომღაც ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე საუბრობს, რაც ოდეოლოგიური ფანდია.

"უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ ჩვენი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ისეთი პატივისცემითა და ტოლერანტობით ეპყრობა თავისი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, იმდენად თავის სწორად მიიჩნევს მათ, რომ მას არასოდეს აზრადაც არ მოსვლია მათი გატოლება მამათმავლობისა და სხვა სქესობრივი გარყვნილების მქადაგებელ ადამიანებთან. ეს უახლესი იდეოლოგიური ფანდი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი გახლავთ, რამდენადაც უნდა ეცადონ მის დამკვიდრებას დასავლეთში. დარწმუნებულნი ვართ, რომ სექსუალური პერვერსიის მატარებელი ადამიანების გაიგივება ნებისმიერი ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, რაც მიზანმიმართულად მოხდა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში ამ ბოლო წლებში, ხელოვნური, განზრახ თავს მოხვეული იდეოლოგიაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ადამიანური საზოგადოების ცხოვრების საუკუნოვან წესთან", - ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორები ჰამარბერგს არ ეთანხმებიან, რომ "ჰომოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღნიშვნა უფლებების რეალიზებაა და არა ე. წ. პროპაგანდა."

"ამაში ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით. ყველანაირი საჯარო ღონისძიება იმის პროპაგანდაა, რასაც იგი ქადაგებს და ამის უარყოფა ალოგიკურია. გვინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლის 17 მაისს ანალოგიური აქციის მცდელობა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის წინ გაიმართა, სადაც ვითომ უწყინარი უფლებების რეალიზება გადაიქცა ბავშვების თვალწინ გარყვნილების პროპაგანდად. თქვენ უფლებებს იცავთ და სწორედ ეს არის იმ მშობლებისა და ბავშვების უფლებების შელახვა, რომელთათვისაც მიუღებელია უზნეობის უსირცხვილო ექსჰიბიციონიზმი. საქართველოში გარყვნილების მიმდევრებს, რომელთაც იციან, რომ ცოდვას სჩადიან, არავინ ერჩის, რადგან ჩვენი ტრადიციისამებრ ყველა ადამიანმა საკუთარ სინდისსა და წესიერებაზე უნდა იზრუნოს. მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების საუკუნოვანი წესები იძლევა გარყვნილებისა და უწესობის საჯაროდ პროპაგანდისა და ზეიმის უფლებას", - ნათქვამია წერილში.

ამასთან, წერილის ავტორები ჰამარბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

"თქვენმა დამსაქმებელმა თქვენ სამუშაოდ ტრადიციულ საზოგადოებაში მოგავლინათ. დიპლომატიის ნორმები თქვენგან მოითხოვს პატივისცემას იმ ქვეყნის ტრადიციებისა, სადაც იმყოფებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თბილისში ქრისტიანული ზნეობის დაცვას 100 000-მა ადამიანმა რამდენიმე დღეში ნებაყოფლობით თავი შესწირა. თბილისელები ამ ადამიანებს წმინდანებად მიიჩნევენ. თქვენ კი გამოდიხართ და ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის მცხოვრებთ ჭკუას გვასწავლით, თუ რა არის წესიერება და კიდევ ამბობთ, რომ, თურმე ჩვენც უფლება უნდა მოგვეცეს ჩვენი აზრის გამოხატვისა! მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ თქვენ გეძლევათ ჩვენგან უფლება ჩვენს ქვეყანაში თქვენი აზრის თავისუფლად გამოხატვისა, ჩვენ კი უფლებას ვიტოვებთ, გაგცეთ პასუხი თქვენს აზრზე", - აღნიშნულია წერილში.

საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჰამარბერგმა და დასავლეთმა არ უნდა მოუწოდონ საქართველოს საზოგადოებას მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების წესის ძირეული გადაკეთებისკენ.

"ამა წლის 17 მაისის აქცია გახლდათ პროვოკაცია მიმართული საზოგადოების დესტაბილიზაციისა და დაპირისპირებისაკენ. შეგახსენებთ, რომ იმავე ადგილზე, რუსთაველის პროსპექტზე, სააკაშვილის რეჟიმმა მშვიდობიანი დემონსტრანტები დახოცა 2011 წლის 26 მაისს. დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები მკვლელებმა იქვე მდებარე მაღაზიის თავზე დამალეს და დილას იქ სამხედრო აღლუმი ჩაატარეს. ევროკავშირის ქვეყნების ის წარმომადგენლები, რომლებიც მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილის სამხედრო აღლუმს ესწრებოდნენ იმ გვამებიდან ასიოდე მეტრში და ერთი პროტესტი არ გამოუხატავთ წინა ღამით ადამიანის სიცოცხლის უფლების შელახვასა და ასობით ადამიანის უსასტიკესად დასახიჩრებაზე, წელს ელვისებური სისწრაფით გამოესარჩლნენ გარყვნილების პროპაგანდისტებს, რომელთაგანაც, მადლობა ღმერთს, ერთი მსხვერპლიც კი არ ყოფილა. რა დასკვნები უნდა გააკეთოს ამის შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ დასავლეთის პრიორიტეტებზე ადამიანების უფლებებთან მიმართებაში ჩვენს ქვეყანაში?", - ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორების განცხადებით, ორიოდე საეკლესიო პირის გადაცდომაზე მიზანმიმართულად აგებული ტელეკოლაჟის საფუძველზე ეკლესიის როლის ასეთი გაყალბება და უსამართლოდ დახატვა გაოგნებას იწვევს.

"თქვენ ამბობთ, რომ "საქართველოს ეკლესიამ ნათლად უნდა გამოხატოს, რომ წინააღმდეგია ლგბტ ადამიანებზე ყოველგვარი ძალადობისა."გვიკვირს, რომ გვაიძულებთ, შეგახსენოთ, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ იმ დღესვე განაცხადა, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას. ორიოდე საეკლესიო პირის გადაცდომაზე მიზანმიმართულად აგებული ტელეკოლაჟის საფუძველზე ჩვენი ეკლესიის როლის ასეთი გაყალბება და უსამართლოდ დახატვა ჩვენში გაოგნებას იწვევს. საერთოდ ყოველგვარი მცდელობა დასავლეთის მხრიდან ჩვენს ეკლესიაზე ზეწოლისა, ჩვენთვის, როგორც არასაეკლესიო, საერო პირთათვის მიუღებელია. ჩვენთვის გარყვნილების პროპაგანდა მიუღებელია ასევე დემოგრაფიის კუთხითაც. ამ პირობებში ჩვენი ერისათვის სრულიად დამღუპველია ანტიოჯახური უზნეობის პროპაგანდა, რომელსაც თქვენი მხარდაჭერილი იდეოლოგიით წლიდან წლამდე ახალ-ახალი აბრევიატურები ემატება. რომელ ერთს ვდიოთ, ბატონო თომას, რას გვეტყვით, თუ მომავალ წლებში გარყვნილების მხარდაჭერილი ინტერნაციონალის ოთხ ასოს კიდევ სხვა აბრევიატურებსაც შემატებს დასავლეთი? განა არ მიდის თქვენთან ზრდასრული ადამიანების ბავშვებთან სქესობრივი კავშირის ლეგალიზაციისათვის პოლიტიკური ბრძოლა ადამიანის უფლებების დროშით?. ნება გვიბოძეთ, თავად განვსაჯოთ, რა არის ჩვენთვის პატივცემული და ბევრ რამეში მისაბაძი დასავლეთიდან მისაღები და რა - მიუღებელი. და თუ ჩვენი მეგობრობა თქვენთვისაც უბრალოდ სიტყვა არ არის, მაშინ თქვენც უნდა გჯეროდეთ მისი ფუნდამენტური თვისებისა, რომელსაც მეგობართა თანასწორობა ჰქვია. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენც უნდა გსურდეთ ჩვენგან რაღაცის სწავლა ან შეხსენება", - აღნიშნულია წერილში.

ღია წერილი გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა და მას ხელს აწერენ პოეტი რეზო ამაშუკელი, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, რეჟისორი გოგა ხაინდრავა და სხვა პირები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია