პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ერჩის რეპერი "მასტერი" მაია ასათიანს, ია ფარულავას და სხვა ცნობილ ქართველებს
რას ერჩის რეპერი "მასტერი" მაია ასათიანს, ია ფარულავას და სხვა ცნობილ ქართველებს

რე­პერ­მა მას­ტერ­მა (გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი) ახა­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი Tbilisi City II შექ­მნა. ის, რომ თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბით ყო­ველ­თვის და­უ­ფა­რა­ვად ამ­ბობს სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე სათ­ქმელს, სი­ახ­ლე არ არის და არც ამ­ჯე­რად გა­ექ­ცა რე­ა­ლო­ბას, ოღონდ, ამ ამ­ბის მთავ­რი სი­ახ­ლე ის არის, რომ კლი­პი აი­ფო­ნით გა­და­ი­ღო.

- ბოლო დროს რე­პე­რე­ბი­დან შენ და ბერა აქ­ტი­უ­რობთ. არ მე­თან­ხმე­ბი?

- ალ­ბათ, კი. შე­იძ­ლე­ბა, სხვე­ბიც აქ­ტი­უ­რო­ბენ, მაგ­რამ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ჩანს...

- ოღონდ, თქვენ შო­რის "მცი­რე­დი" სხვა­ო­ბაა - შენ უფუ­ლო­ბის გამო კლიპს ტე­ლე­ფო­ნით იღებ, მას ეს პრობ­ლე­მა არ აქვს...

- ცხოვ­რე­ბაა ესე­თი, ეს არა­ვის ბრა­ლი არ არის. ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს; ვი­საც აქვს, ხომ არ გა­დაყ­რის იმის გამო, რომ ვი­ღა­ცას არა აქვს? ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­კი­თხია. ეს სპე­კუ­ლა­ცი­ის სა­გა­ნი არ უნდა იყოს.

- ბოლო კლი­პით, რო­მე­ლიც ტე­ლე­ფო­ნით არის გა­და­ღე­ბუ­ლი, ამ­ბობ, რომ არც ირო­ნი­აა და არც - პრო­ტეს­ტი, უბ­რა­ლოდ რა­საც ფიქ­რობ ამა თუ იმ სა­კი­თხზე, კლიპ­ში იმას ამ­ბობ...

- ყო­ველ­თვის ასე იყო, ვფიქ­რობ, რომ ჩემი რე­პის მთა­ვა­რი ხიბ­ლიც ეს არის, რა­საც ვხე­დავ, იმას ვამ­ბობ, - ამას მსმე­ნე­ლი ჩემი სიმ­ღე­რე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რებ­ში აღ­ნიშ­ნავს. იმა­ზე ვერ გავ­რე­პავ, რომ "ფერ­ა­რი" მყავს და ყო­ველ­დღე მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვერ­თო­ბი, რად­გან ასე არ არის. რაც რე­ა­ლო­ბაა, იმას ვამ­ბობ...

- რას იტყვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რე­სი­უ­ლი რეპი რა­ტომ ვერ იკი­დებს ფეხს?

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ისე­დაც ბევ­რი აგ­რე­სია მო­დის ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან, ახა­ლი ამ­ბე­ბი­დან, პო­ლი­ტი­კი­დან, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან და მუ­სი­კა­ლუ­რი აგ­რე­სია უკვე ეზედ­მე­ტე­ბა ხალ­ხს.

- "არ და­ი­ჯე­რო, რომ თა­ლი­ბე­ბი გვებ­რძვი­ა­ნო", - აღ­ნიშ­ნავ შენს ახალ კლიპ­ში... ამით რისი თქმა გინ­და?

- ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია, რომ ვი­დეო, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და, არ იყო თა­ლი­ბე­ბის ატ­ვირ­თუ­ლი და მას­ში სულ სხვა მხა­რე იყო ჩარ­თუ­ლი, თუ რო­მე­ლი? ვინ? ეს არ ვიცი, მაგ­რამ თა­ლი­ბე­ბი, რომ არ იყ­ვნენ, ამას ნამ­დვი­ლად ვამ­ბობ...

- შენი ახა­ლი კლი­პით ირ­კვე­ვა, რომ პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბა "გდო­მე­ბია", ეს სი­მარ­თლეა?

- პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბა არ მინ­და და ამა­ზე არც მი­ფიქ­რია. ჩემი პარ­ლა­მენ­ტი ჩემი სტუ­დი­აა, დე­პუ­ტა­ტე­ბი ჩემი მსმე­ნე­ლი, ტრი­ბუ­ნა - ჩემი სი­ტყვა და სიმ­ღე­რაა... მე მაქვს ჩემი პარ­ლა­მენ­ტი და კონ­სტი­ტუ­ცი­აც შე­სა­ბა­მი­სად ჰიპ-ჰოპ­ზეა აგე­ბუ­ლი. ასე რომ...

ამით იმის თქმა მინ­დო­და, რომ პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა, გა­და­ი­ფიქ­რო კაც­მა იმი­ტომ, რომ შორს არის დე­და­ქა­ლა­ქი­დან, თუ აქ ცხოვ­რობ ოჯა­ხით, ბავ­შვე­ბით, შორს მო­გი­წევს გა­დას­ვლა, რაც შე­იძ­ლე­ბა არ გი­ღირ­დეს...

- ისე, პარ­ლა­მენ­ტა­რი რომ იყო, რას იზ­მა­დი?

- ავ­კრძა­ლავ­დი "ფე­ის­ბუქს" და სო­ცი­ა­ლურ ქსელს, დავ­ტო­ვებ­დი "გუ­გლის", "იმე­ილს" და იმ სა­ი­ტებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ანს გა­ნათ­ლე­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა... ამით მო­ვახ­დენ­დით კულ­ტუ­რულ "რე­ვო­ლუ­ცი­ას", მე­გობ­რე­ბი ყო­ველ სა­ღა­მოს ერ­თად, სად­მე მყუდ­როდ იქ­ნე­ბოდ­ნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი და მო­ნატ­რე­ბას "ფე­ის­ბუ­ქით" აღარ მო­იკ­ლავ­დნენ. ეს ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით, თუმ­ცა ნა­ხევ­რად...

- ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის (სო­ლო­მონ პავ­ლი­აშ­ვი­ლი) შვი­ლი ხარ. თან, პრო­ფე­სი­ით - იუ­რის­ტი და ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტრა­ტო­რი. რე­პე­რო­ბა რა­ტომ მო­გინ­და?

- ამე­რი­კა­ში ვსწავ­ლობ­დი და იქ ვე­ზი­ა­რე აფ­რო­კულ­ტუ­რას. შე­მიყ­ვარ­და ეს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და ვგრძნობ, რომ ჩე­მია. გა­ნათ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბაა, საყ­ვა­რე­ლი საქ­მე საყ­ვა­რე­ლი საქ­მე... მიყ­ვარს რეპი, მუ­სი­კა, სო­უ­ლი, ჯაზი და არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი, ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლი, გოგი ცა­ბა­ძე, ნანი ბრეგ­ვა­ძე, ინო­ლა გურ­გუ­ლია და ასე შემ­დეგ.

- ვი­დე­ო­ჯა­რი­მა მარ­თლა ბევ­რი მოგ­დის? კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი არ ხარ?

- კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ვარ, მაგ­რამ ვი­დე­ო­ჯა­რი­მა სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი მო­სუ­ლა. არ ვი­ცო­დი, თუ 70-ზე მე­ტით არ შე­იძ­ლე­ბო­და, ზო­გი­ერთ ად­გი­ლას მოძ­რა­ო­ბა. არა­და, სწრა­ფად არ დავ­დი­ვარ.

- სე­რი­ა­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­სა" და გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლის" ფანი ხარ? რა­ტომ დაგ­ჭირ­და ამ ორი პრო­ექ­ტის შენს კლიპ­ში ხსე­ნე­ბა?

- კლიპ­ში იმ ყვე­ლა­ფერს ვახ­სე­ნებ, რაც თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" ვუ­ყუ­რებ. არ დავ­მა­ლავ" რომ სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ა­ლია, მაგ­რამ ძვე­ლი კატო მომ­წონ­და და ამი­ტო­მაც გა­ვუს­ვი ამას ხაზი კლიპ­ში - კად­რებ­ში ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ჩავ­სვი, - გვე­ნატ­რე­ბა მა­ყუ­რე­ბელს... მა­ი­აც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და "პრო­ფი­ლი" ვახ­სე­ნე. ვამ­ბობ, რომ იქ­ნებ მაია ასა­თი­ა­ნი ამ მი­სამ­ღე­რით მა­ინც იყოს კმა­ყო­ფი­ლი და მიგ­ვიწ­ვი­ოს-მეთ­ქი. ისე, არ მეს­მის, რა­ტომ უნდა მი­იწ­ვიო ადა­მი­ა­ნი სტუ­დი­ა­ში მარ­ტო იმი­ტომ, რომ გა­ი­ხა­და, "რელ­სებ­ზე" დაწ­ვა და შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო...

- ია ფა­რუ­ლა­ვას გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვიც არ გა­მოგრჩა და შენს ნა­მუ­შე­ვარ­ში ამ ფაქტს ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნე... ის კი არა, ხალ­ხს გუ­ლით ულო­ცავ ამ ფაქტს...

- ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა: ია ფა­რუ­ლა­ვა გა­თხოვ­და, გი­ლო­ცავთ! ეს მოხ­და სიმ­ღე­რის წე­რის მო­მენ­ტში და ეს ამ­ბა­ვიც უბ­რა­ლოდ ჩავ­სვი, არა­ფე­რი პი­რა­დუ­ლი, ირო­ნი­უ­ლი. ვუ­ლო­ცავ ყვე­ლას, ვი­საც გა­უ­ხარ­და...

- ქარ­თველ ტუ­ჩებ­და­ბე­რილ გო­გო­ებს, "ის­ტაგ­რამ­ზე" რომ პო­ზი­რე­ბენ, რას ეტყო­დი?

- იპო­ზი­ო­რონ, არ არის პრობ­ლე­მა, ვი­საც რა უნდა, ის აკე­თოს, უბ­რა­ლოდ, ჩემი მო­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა, ნაკ­ლე­ბად გა­შიშ­ვლდნენ, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პი­რა­დად მე, ყო­ველ­გვარ ინ­ტე­რესს მი­კარ­გა­ვენ. ჯო­ბია თვი­თონ გავ­ხა­დო, ვიდ­რე ყვე­ლას და­სა­ნა­ხა­ვად თა­ვად­ვე გა­ი­ხა­დონ...

- შე­წუ­ხე­ბუ­ლი ხარ ქარ­თვე­ლე­ბის უცხო­ეთ­ში გა­დი­ნე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ღელ­ვებს ჩი­ნეთ­ში წსული ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის ბედი...

- ამას კონ­კრე­ტუ­ლი, მარ­ტი­ვი მი­ზე­ზი აქვს და კლიპ­ში ვამ­ბობ პირ­და­პირ: "ვის და­ვურ­ე­კო, როცა ყვე­ლა გოგო ჩი­ნეთ­შია". ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, იქე­დან 7 გო­გოა ჩი­ნეთ­ში...

- და არც იმის აღ­ნიშ­ვნა გა­ვი­წყდე­ბა, რომ ბოლო დროს ქარ­თვე­ლე­ბი თურ­ქულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა და­ა­ტყვე­ვა...

- უბ­რა­ლოდ ყვე­ლა არხზე, რომ თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი "ტრი­ა­ლებს" და თითო სე­რი­ა­ში 1230-ჯერ ამ­ბო­ბენ, ალაჰ­მა დაგ­ლო­ცო­სო, "არა­მი­ზან­შე­წო­ნი­ლი" მგო­ნია (კარ­გი სი­ტყვა მო­ვი­გო­ნე "არა­მი­ზან­შე­წო­ნი­ლი", იმე­დია, სწო­რად გა­მი­გებს მკი­თხვე­ლი)...

- გა­წუ­ხებს ისიც, რომ ჟურ­ნალ "სი­თის"'ყუ­რა­დღე­ბა ვერ მი­ი­პყრე? ვი­თომ მაგ ჟურ­ნა­ლის "ფორ­მატ­ში" ჯდე­ბი?

- რა­ტომ არ უნდა ვჯდე­ბო­დე, რით ვარ ცუდი სა­სი­ძო, ჰა­ჰა­ა­აა? სა­ინ­ტე­რე­სოა, ფორ­მატს ვინ ად­გენს. იცი, რო­გორ არის ეგ საქ­მე? თუ ვინ­მე­ზე უნ­დათ, იტყვი­ან, "ფორ­მა­ტია" თუ არ უნ­დათ, იტყვი­ან, "უი, არ არის ფორ­მა­ტი".

ცო­ლის მოყ­ვა­ნას ჯერ არ ვა­პი­რებ, და თუ და­ვა­პი­რებ, არა მგო­ნია, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დეს, თუმ­ცა "სითი" კარ­გი ჟურ­ნა­ლია, მომ­წონს...

- და­ბო­ლოს, ახა­ლი კლი­პით რისი თქმა გინ­და?

- იმის, რაც ვთქვი, მგო­ნი, ჩემი სათ­ქმე­ლი ყო­ველ­თვის პირ­და­პი­რია და არა ირი­ბი. და­დეთ ინ­ტერ­ვი­უს­თან ერ­თად ჩემი ახა­ლი სიმ­ღე­რა და არა მგო­ნია, ვინ­მეს რა­ი­მე ზედ­მე­ტი კი­თხვა გა­უჩ­ნდეს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას ერჩის რეპერი "მასტერი" მაია ასათიანს, ია ფარულავას და სხვა ცნობილ ქართველებს

რას ერჩის რეპერი "მასტერი" მაია ასათიანს, ია ფარულავას და სხვა ცნობილ ქართველებს

რეპერმა მასტერმა (გიორგი პავლიაშვილი) ახალი ვიდეორგოლი Tbilisi City II შექმნა. ის, რომ თავისი ნამუშევრებით ყოველთვის დაუფარავად ამბობს საჭირბოროტო საკითხებზე სათქმელს, სიახლე არ არის და არც ამჯერად გაექცა რეალობას, ოღონდ, ამ ამბის მთავრი სიახლე ის არის, რომ კლიპი აიფონით გადაიღო.

- ბოლო დროს რეპერებიდან შენ და ბერა აქტიურობთ. არ მეთანხმები?

- ალბათ, კი. შეიძლება, სხვებიც აქტიურობენ, მაგრამ ჩვენი საქმიანობა ჩანს...

- ოღონდ, თქვენ შორის "მცირედი" სხვაობაა - შენ უფულობის გამო კლიპს ტელეფონით იღებ, მას ეს პრობლემა არ აქვს...

- ცხოვრებაა ესეთი, ეს არავის ბრალი არ არის. ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს; ვისაც აქვს, ხომ არ გადაყრის იმის გამო, რომ ვიღაცას არა აქვს? ელემენტარული საკითხია. ეს სპეკულაციის საგანი არ უნდა იყოს.

- ბოლო კლიპით, რომელიც ტელეფონით არის გადაღებული, ამბობ, რომ არც ირონიაა და არც - პროტესტი, უბრალოდ რასაც ფიქრობ ამა თუ იმ საკითხზე, კლიპში იმას ამბობ...

- ყოველთვის ასე იყო, ვფიქრობ, რომ ჩემი რეპის მთავარი ხიბლიც ეს არის, რასაც ვხედავ, იმას ვამბობ, - ამას მსმენელი ჩემი სიმღერების მოსმენის შემდეგ კომენტარებში აღნიშნავს. იმაზე ვერ გავრეპავ, რომ "ფერარი" მყავს და ყოველდღე მეგობრებთან ერთად ვერთობი, რადგან ასე არ არის. რაც რეალობაა, იმას ვამბობ...

- რას იტყვი, საქართველოში აგრესიული რეპი რატომ ვერ იკიდებს ფეხს?

- ალბათ იმიტომ, რომ ისედაც ბევრი აგრესია მოდის ტელევიზორიდან, ახალი ამბებიდან, პოლიტიკიდან, ურთიერთობებიდან და მუსიკალური აგრესია უკვე ეზედმეტება ხალხს.

- "არ დაიჯერო, რომ თალიბები გვებრძვიანო", - აღნიშნავ შენს ახალ კლიპში... ამით რისი თქმა გინდა?

- ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ვიდეო, რომელიც გავრცელდა, არ იყო თალიბების ატვირთული და მასში სულ სხვა მხარე იყო ჩართული, თუ რომელი? ვინ? ეს არ ვიცი, მაგრამ თალიბები, რომ არ იყვნენ, ამას ნამდვილად ვამბობ...

- შენი ახალი კლიპით ირკვევა, რომ პარლამენტარობა "გდომებია", ეს სიმართლეა?

- პარლამენტარობა არ მინდა და ამაზე არც მიფიქრია. ჩემი პარლამენტი ჩემი სტუდიაა, დეპუტატები ჩემი მსმენელი, ტრიბუნა - ჩემი სიტყვა და სიმღერაა... მე მაქვს ჩემი პარლამენტი და კონსტიტუციაც შესაბამისად ჰიპ-ჰოპზეა აგებული. ასე რომ...

ამით იმის თქმა მინდოდა, რომ პარლამენტარობა შეიძლება, გადაიფიქრო კაცმა იმიტომ, რომ შორს არის დედაქალაქიდან, თუ აქ ცხოვრობ ოჯახით, ბავშვებით, შორს მოგიწევს გადასვლა, რაც შეიძლება არ გიღირდეს...

- ისე, პარლამენტარი რომ იყო, რას იზმადი?

- ავკრძალავდი "ფეისბუქს" და სოციალურ ქსელს, დავტოვებდი "გუგლის", "იმეილს" და იმ საიტებს, რომლებიც ადამიანს განათლების და ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება... ამით მოვახდენდით კულტურულ "რევოლუციას", მეგობრები ყოველ საღამოს ერთად, სადმე მყუდროდ იქნებოდნენ შეკრებილები და მონატრებას "ფეისბუქით" აღარ მოიკლავდნენ. ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა ნახევრად...

- ყოფილი მინისტრის (სოლომონ პავლიაშვილი) შვილი ხარ. თან, პროფესიით - იურისტი და ბიზნესადმინისტრატორი. რეპერობა რატომ მოგინდა?

- ამერიკაში ვსწავლობდი და იქ ვეზიარე აფროკულტურას. შემიყვარდა ეს მიმდინარეობა და ვგრძნობ, რომ ჩემია. განათლება განათლებაა, საყვარელი საქმე საყვარელი საქმე... მიყვარს რეპი, მუსიკა, სოული, ჯაზი და არა მარტო ქართული ხალხური სიმღერები, ჰამლეტ გონაშვილი, გოგი ცაბაძე, ნანი ბრეგვაძე, ინოლა გურგულია და ასე შემდეგ.

- ვიდეოჯარიმა მართლა ბევრი მოგდის? კანონმორჩილი ადამიანი არ ხარ?

- კანონმორჩილი ვარ, მაგრამ ვიდეოჯარიმა სამწუხაროდ, ბევრი მოსულა. არ ვიცოდი, თუ 70-ზე მეტით არ შეიძლებოდა, ზოგიერთ ადგილას მოძრაობა. არადა, სწრაფად არ დავდივარ.

- სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალებისა" და გადაცემა "პროფილის" ფანი ხარ? რატომ დაგჭირდა ამ ორი პროექტის შენს კლიპში ხსენება?

- კლიპში იმ ყველაფერს ვახსენებ, რაც თბილისში პოპულარულია. "ჩემი ცოლის დაქალებს" ვუყურებ. არ დავმალავ,, რომ საინტერესო სერიალია, მაგრამ ძველი კატო მომწონდა და ამიტომაც გავუსვი ამას ხაზი კლიპში - კადრებში ნინო გაჩეჩილაძე ჩავსვი, - გვენატრება მაყურებელს... მაიაც ძალიან პოპულარულია და "პროფილი" ვახსენე. ვამბობ, რომ იქნებ მაია ასათიანი ამ მისამღერით მაინც იყოს კმაყოფილი და მიგვიწვიოს-მეთქი. ისე, არ მესმის, რატომ უნდა მიიწვიო ადამიანი სტუდიაში მარტო იმიტომ, რომ გაიხადა, "რელსებზე" დაწვა და შიშველი ფოტოები გადაიღო...

- ია ფარულავას გათხოვების ამბავიც არ გამოგრჩა და შენს ნამუშევარში ამ ფაქტს ადგილი მიუჩინე... ის კი არა, ხალხს გულით ულოცავ ამ ფაქტს...

- ჩემმა მეგობარმა ''ფეისბუქზე'' დაწერა: ია ფარულავა გათხოვდა, გილოცავთ! ეს მოხდა სიმღერის წერის მომენტში და ეს ამბავიც უბრალოდ ჩავსვი, არაფერი პირადული, ირონიული. ვულოცავ ყველას, ვისაც გაუხარდა...

- ქართველ ტუჩებდაბერილ გოგოებს, "ისტაგრამზე" რომ პოზირებენ, რას ეტყოდი?

- იპოზიორონ, არ არის პრობლემა, ვისაც რა უნდა, ის აკეთოს, უბრალოდ, ჩემი მოწოდება იქნება, ნაკლებად გაშიშვლდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში პირადად მე, ყოველგვარ ინტერესს მიკარგავენ. ჯობია თვითონ გავხადო, ვიდრე ყველას დასანახავად თავადვე გაიხადონ...

- შეწუხებული ხარ ქართველების უცხოეთში გადინებით, განსაკუთრებით გაღელვებს ჩინეთში წსული ქართველი ქალების ბედი...

- ამას კონკრეტული, მარტივი მიზეზი აქვს და კლიპში ვამბობ პირდაპირ: "ვის დავურეკო, როცა ყველა გოგო ჩინეთშია". ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, იქედან 7 გოგოა ჩინეთში...

- და არც იმის აღნიშვნა გავიწყდება, რომ ბოლო დროს ქართველები თურქულმა სერიალებმა დაატყვევა...

- უბრალოდ ყველა არხზე, რომ თურქული სერიალები "ტრიალებს" და თითო სერიაში 1230-ჯერ ამბობენ, ალაჰმა დაგლოცოსო, "არამიზანშეწონილი" მგონია (კარგი სიტყვა მოვიგონე "არამიზანშეწონილი", იმედია, სწორად გამიგებს მკითხველი)...

- გაწუხებს ისიც, რომ ჟურნალ "სითის"'ყურადღება ვერ მიიპყრე? ვითომ მაგ ჟურნალის "ფორმატში" ჯდები?

- რატომ არ უნდა ვჯდებოდე, რით ვარ ცუდი სასიძო, ჰაჰაააა? საინტერესოა, ფორმატს ვინ ადგენს. იცი, როგორ არის ეგ საქმე? თუ ვინმეზე უნდათ, იტყვიან, "ფორმატია" თუ არ უნდათ, იტყვიან, "უი, არ არის ფორმატი".

ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებ, და თუ დავაპირებ, არა მგონია, ძალიან გამიჭირდეს, თუმცა "სითი" კარგი ჟურნალია, მომწონს...

- დაბოლოს, ახალი კლიპით რისი თქმა გინდა?

- იმის, რაც ვთქვი, მგონი, ჩემი სათქმელი ყოველთვის პირდაპირია და არა ირიბი. დადეთ ინტერვიუსთან ერთად ჩემი ახალი სიმღერა და არა მგონია, ვინმეს რაიმე ზედმეტი კითხვა გაუჩნდეს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება