პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოფიცრები მოსწავლეების უფლებებს როგორც სკოლის შენობაში, ისე მის გარეთაც დაიცავენ"
"ოფიცრები მოსწავლეების უფლებებს როგორც სკოლის შენობაში, ისე მის გარეთაც დაიცავენ"

მომ­დევ­ნო სე­მესტრი­დან სკო­ლებ­ში მან­და­ტუ­რე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი შე­იც­ვლე­ბა - მან­და­ტუ­რის სა­ხელ­წო­დე­ბას "ბავ­შვთა დაც­ვის ოფი­ცე­რი" ჩა­ა­ნაც­ვლებს და მისი ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლე­ო­ბა მოს­წავ­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მან­და­ტუ­რის "ბავ­შვთა დაც­ვის ოფი­ცე­რით" ჩა­ნაც­ვლე­ბა მა­თი­ვე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით მოხ­და, რის­თვი­საც ისი­ნი მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ბა­ზა­ზე შექ­მნილ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში გა­დამ­ზად­დე­ბი­ან.

სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, რომ "გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში" შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მან­და­ტურს სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვის, ასე­ვე გაკ­ვე­თი­ლე­ბის კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბა და მათი მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის დაც­ვა იქ­ნე­ბა.

ამას­თან "ბავ­შვთა დაც­ვის ოფიც­რებს" სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ თი­თო­ე­ულ უბან­ში ან რე­გი­ონ­ში, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რად იმუ­შა­ონ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ გა­ნი­ხი­ლონ პრობ­ლე­მუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი, გა­უ­ზი­ა­რონ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა და ერ­თმა­ნეთ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­ა­რონ.

"მან­და­ტუ­რე­ბის შეს­ვლის დღი­დან სკო­ლებ­ში რა­ო­დე­ნობ­რი­ვად შემ­ცირ­და და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტე­ბი, თუმ­ცა, სკო­ლა ძა­ლა­დობ­რი­ვი ნორ­მე­ბი­სა­გან მა­ინც ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ან­მა მუ­შა­ო­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ფუნ­ქცი­ურ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, მან­და­ტუ­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას და მათ­თვის, ბავ­შვთა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, მეტი კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბას სა­ჭი­რო­ებს".

"უსაფრ­თხო სკო­ლის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მხო­ლოდ პრობ­ლე­მე­ბის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი აღ­რი­ცხვა და მოს­წავ­ლე­თა დას­ჯის გზით და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტომ სა­მი­ნის­ტრომ ახა­ლი გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც მან­და­ტუ­რე­ბის ფუნ­ქცი­ებს შეც­ვლის.

"რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გუ­ლის­ხმობს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და მათი ფუნ­ქცი­ე­ბის ზრდას. ცვლი­ლე­ბე­ბი სამ­სა­ხუ­რის სა­ხი­სა და სა­ხე­ლის შეც­ვლა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს: მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს "ბავ­შვთა დაც­ვის, მე­დი­ა­ცი­ი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი", ხოლო მან­და­ტუ­რებს "ბავ­შვთა დაც­ვის ოფიც­რე­ბი" და­ერ­ქმე­ვათ და ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი, რო­მელ­თა მო­ვა­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა ბავ­შვის დაც­ვა რო­გორც სკო­ლა­ში, ასე­ვე სკო­ლის გა­რეთ", - გა­ნუ­მარ­ტეს "მთელ კვი­რას" სა­მი­ნის­ტრო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზი­ა­ლურ მხა­რეს - მან­და­ტურ­თა ფორ­მის შე­სა­ხებ, ცვლი­ლე­ბე­ბი ამ კუ­თხი­თაც იგეგ­მე­ბა. "ბავ­შვთა დაც­ვის ოფიც­რის­თვის" სპე­ცი­ა­ლუ­რი ახა­ლი ფორ­მა უკვე იკე­რე­ბა, რო­მე­ლიც მან­და­ტუ­რის ფორ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით გა­ცი­ლე­ბით უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ფორ­მა­ზე "ბავ­შვთა დაც­ვის ოფიც­რის" გვა­რი და მისი სტა­ტუ­სი იქ­ნე­ბა მი­თი­თე­ბუ­ლი, ამის შე­სა­ხებ "მთელ კვი­რას" მან­და­ტურ­თა სამ­სა­ხუ­როს უფ­როს­მა, ვახ­ტანგ მე­ი­ფა­რი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

"ახალ ფორ­მა­ზე კონ­კურ­სი ზა­ფხულ­ში გა­მო­ცხად­და და დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ამ სა­კი­თხზე უკვე მუ­შა­ო­ბენ. მან­და­ტუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით "ბავ­შვთა დაც­ვის ოფიც­რის ფორ­მა" უფრო მი­სა­ღე­ბი და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ჰალ­სტუ­ხე­ბის ნაც­ვლად შარფს გა­ი­კე­თე­ბენ.

ფორ­მა­ზე და­მა­ტე­ბით ე.წ. "ბე­ი­ჯიც" იქ­ნე­ბა, რო­მელ­ზეც ოფიც­რის გვა­რი და სტა­ტუ­სი იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი. სხვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ რა­ცია და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი", - უთხრა "მთელ კვი­რას" მე­ი­ფა­რი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, მან­და­ტუ­რე­ბი ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­სა და მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც იზ­რუ­ნე­ბენ, რის­თვი­საც ისი­ნი სპე­ცი­ა­ლურ გა­დამ­ზა­დე­ბას მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ბა­ზა­ზე შექ­მნილ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში გა­ივ­ლი­ან.

მე­ი­ფა­რი­ან­მა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ "ბავ­შვთა დაც­ვის ოფიც­რე­ბის­თვის" სპე­ცი­ა­ლუ­რი მინი-აფ­თი­ა­ქი იქ­ნე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი, რის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ოფიც­რე­ბი მოს­წავ­ლე­ებს სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვენ. ამას­თან ისი­ნი მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბებს რო­გორც სკო­ლის შე­ნო­ბა­ში, ისე გარე პე­რი­მეტრზე და­ი­ცა­ვენ.

"ბავ­შვთა დაც­ვის ოფი­ცე­რი მთლი­ა­ნად მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და მათ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ეს კი ნიშ­ნავს იმას, რომ ოფიც­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის უფ­ლე­ბებს რო­გორც სკო­ლის შე­ნო­ბა­ში, ისე მის გა­რე­თაც და­ი­ცა­ვენ. და­ვუშ­ვათ ოფი­ცერ­მა და­ი­ნა­ხა, რომ სკო­ლის შე­ნო­ბის გა­რეთ მოს­წავ­ლე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და და მისი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა, იგი ვალ­დე­ბუ­ლია ად­გილ­ზე მი­ვი­დეს და სი­ტუ­ა­ცია გან­მუხ­ტოს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს გა­მო­უ­ძა­ხოს", - ამ­ბობს "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას მან­და­ტურ­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი.

"ბავ­შვთა დაც­ვის ოფიც­რის" მა­ღალკ­ვალ­ფი­ცი­ურ კად­რად ჩა­მოყ­ლა­ი­ბე­ბას 2013 წლის აპ­რი­ლი­დან მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ბა­ზა­ზე შექ­მნი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ ეტაპ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მან­და­ტურ­თა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხოლო მო­მა­ვალ­ში მათ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა და და­ნარ­ჩე­ნი მან­და­ტუ­რე­ბის დატ­რე­ნინ­გე­ბა მო­უ­წევთ.

"პირ­ველ ეტაპ­ზე 30 მან­და­ტუ­რი გა­დამ­ზად­დე­ბა, რომ­ლე­ბიც გა­ივ­ლი­ან ტრე­ნინ­გებს შემ­დეგ სა­კი­თხებ­ზე: ვერ­ბა­ლუ­რი და არა­ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი, მე­დი­ა­ცია, კონ­ფლიქ­ტო­ლო­გია, ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, ტრავ­მა, ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვე­ბის რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი. მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მან­და­ტუ­რე­ბი ჩა­ა­ბა­რე­ბენ გა­მოც­დებს და ისი­ნი ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტრთან ერ­თად და­ნარ­ჩენ მან­და­ტუ­რებს და­ატ­რე­ნინ­გე­ბენ.

"სა­მო­მავ­ლოდ კი მათ უნდა შეძ­ლონ: მოს­წავ­ლე­თა ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, პრე­ვენ­ცი­ულ დო­ნე­ზე მუ­შა­ო­ბა და მოს­წავ­ლე­თა ინ­ფორ­მი­რე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე, "ბავ­შვის შემ­თხვე­ვის" რის­კის გან­სა­ზღვრა, რე­ა­გი­რე­ბა, კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვა, მცი­რე კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა-მე­დი­ა­ცია, ძა­ლა­დო­ბის ან სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, ბავ­შვის გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში ან შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­ში.

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფუნ­ქცია და კომ­პე­ტენ­ცია იც­ვლე­ბა და ის მთლი­ა­ნად ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი ახორ­ცი­ე­ლებს და მო­ნა­წი­ლე­ობს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ ინი­ცი­რე­ბულ - "პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მვის" კონ­ცეფ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

"ამ კონ­ცეფ­ცი­ის მი­ზა­ნია სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა ყვე­ლა ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სრუ­ლი და თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მათი მომ­ზა­დე­ბა შემ­დგო­მი და­საქ­მე­ბი­სა და თვით­და­საქ­მე­ბი­სათ­ვის. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი, მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, მო­ამ­ზა­დებს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში ჩარ­თულ კად­რებს, კერ­ძოდ, უზ­რუნ­ველ­ყოფს პროფ­კონ­სულ­ტან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და გა­დამ­ზა­დე­ბას, რომ­ლებ­მაც თა­ვის მხრივ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ი­ღონ მოს­წავ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მვა­ში, კო­ორ­დი­ნა­ცია გა­უ­წი­ონ ამ მიზ­ნით და­გეგ­მილ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებს სკო­ლებ­ში, უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მი­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნუ­ცხა­დეს "მთელ კვი­რას" სა­მი­ნის­ტრო­ში.

სა­ლო­მე სა­რიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ოფიცრები მოსწავლეების უფლებებს როგორც სკოლის შენობაში, ისე მის გარეთაც დაიცავენ"

"ოფიცრები მოსწავლეების უფლებებს როგორც სკოლის შენობაში, ისე მის გარეთაც დაიცავენ"

მომდევნო სემესტრიდან სკოლებში მანდატურების ფუნქციები შეიცვლება - მანდატურის სახელწოდებას "ბავშვთა დაცვის ოფიცერი" ჩაანაცვლებს და მისი ძირითადი მოვალეობა მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა იქნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მანდატურის "ბავშვთა დაცვის ოფიცერით" ჩანაცვლება მათივე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოხდა, რისთვისაც ისინი მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილ ფსიქოლოგიურ ცენტრში გადამზადდებიან.

სამინისტროში ამბობენ, რომ "განათლების შესახებ კანონში" შესული ცვლილებების საფუძველზე, მანდატურს სკოლის ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩარევის, ასევე გაკვეთილების კონტროლის უფლება აღარ ექნება და მათი მთავარი მოვალეობა მოსწავლეების დაცვა იქნება.

ამასთან "ბავშვთა დაცვის ოფიცრებს" საშუალება ექნებათ თითოეულ უბანში ან რეგიონში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად იმუშაონ, რაც საშუალებას მისცემთ განიხილონ პრობლემური შემთხვევები, გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება და ერთმანეთთან კონსულტაციები გაიარონ.

"მანდატურების შესვლის დღიდან სკოლებში რაოდენობრივად შემცირდა დანაშაულის ფაქტები, თუმცა, სკოლა ძალადობრივი ნორმებისაგან მაინც ვერ გათავისუფლდა. რამდენიმეწლიანმა მუშაობამ აჩვენა, რომ მანდატურის სამსახური ფუნქციურ რეორგანიზაციას, მანდატურების კვალიფიკაციის ამაღლებას და მათთვის, ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებში, მეტი კომპეტენციის მინიჭებას საჭიროებს".

"უსაფრთხო სკოლის პროგრამის განხორციელებისთვის მხოლოდ პრობლემების რაოდენობრივი აღრიცხვა და მოსწავლეთა დასჯის გზით დანაშაულის პრევენცია საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ სამინისტრომ ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელიც მანდატურების ფუნქციებს შეცვლის.

"რეორგანიზაცია გულისხმობს მანდატურის სამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი ფუნქციების ზრდას. ცვლილებები სამსახურის სახისა და სახელის შეცვლასაც ითვალისწინებს: მანდატურის სამსახურს "ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახური", ხოლო მანდატურებს "ბავშვთა დაცვის ოფიცრები" დაერქმევათ და ისინი იქნებიან მაღალკვალიფიციური კადრები, რომელთა მოვალეობა იქნება ბავშვის დაცვა როგორც სკოლაში, ასევე სკოლის გარეთ", - განუმარტეს "მთელ კვირას" სამინისტროში.

რაც შეეხება ვიზიალურ მხარეს - მანდატურთა ფორმის შესახებ, ცვლილებები ამ კუთხითაც იგეგმება. "ბავშვთა დაცვის ოფიცრისთვის" სპეციალური ახალი ფორმა უკვე იკერება, რომელიც მანდატურის ფორმისგან განსხვავებით გაცილებით უფრო მოკრძალებული იქნება. ფორმაზე "ბავშვთა დაცვის ოფიცრის" გვარი და მისი სტატუსი იქნება მითითებული, ამის შესახებ "მთელ კვირას" მანდატურთა სამსახუროს უფროსმა, ვახტანგ მეიფარიანმა განუცხადა.

"ახალ ფორმაზე კონკურსი ზაფხულში გამოცხადდა და დიზაინერები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ. მანდატურისგან განსხვავებით "ბავშვთა დაცვის ოფიცრის ფორმა" უფრო მისაღები და მოკრძალებული იქნება. მაგალითად ქალბატონები ჰალსტუხების ნაცვლად შარფს გაიკეთებენ.

ფორმაზე დამატებით ე.წ. "ბეიჯიც" იქნება, რომელზეც ოფიცრის გვარი და სტატუსი იქნება აღნიშნული. სხვა განსხვავებული არაფერი იქნება, მხოლოდ რაცია და საჭირო ნივთები", - უთხრა "მთელ კვირას" მეიფარიანმა.

მისივე თქმით, მანდატურები ბავშვთა უფლებებსა და მათ ჯანმრთელობაზეც იზრუნებენ, რისთვისაც ისინი სპეციალურ გადამზადებას მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილ ფსიქოლოგიურ ცენტრში გაივლიან.

მეიფარიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ბავშვთა დაცვის ოფიცრებისთვის" სპეციალური მინი-აფთიაქი იქნება გამოყოფილი, რის მეშვეობითაც ოფიცრები მოსწავლეებს საჭიროებისამებრ პირველად დახმარებას გაუწევენ. ამასთან ისინი მოსწავლეთა უფლებებს როგორც სკოლის შენობაში, ისე გარე პერიმეტრზე დაიცავენ.

"ბავშვთა დაცვის ოფიცერი მთლიანად მოსწავლის უფლებების დაცვასა და მათ უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ოფიცრები მოსწავლეების უფლებებს როგორც სკოლის შენობაში, ისე მის გარეთაც დაიცავენ. დავუშვათ ოფიცერმა დაინახა, რომ სკოლის შენობის გარეთ მოსწავლე ძალადობის მსხვერპლი გახდა და მისი უფლებები ირღვევა, იგი ვალდებულია ადგილზე მივიდეს და სიტუაცია განმუხტოს. საჭიროების შემთხვევაში კი სამართალდამცავ ორგანოებს გამოუძახოს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას მანდატურთა სამსახურის უფროსი.

"ბავშვთა დაცვის ოფიცრის" მაღალკვალფიციურ კადრად ჩამოყლაიბებას 2013 წლის აპრილიდან მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილი ფსიქოლოგიური ცენტრი უზრუნველყოფს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ფსიქოლოგიურ ცენტრში პროგრამის ფარგლებში, მანდატურთა გარკვეული რაოდენობის სპეციალური გადამზადება მიმდინარეობს, ხოლო მომავალში მათ გამოცდების ჩაბარება და დანარჩენი მანდატურების დატრენინგება მოუწევთ.

"პირველ ეტაპზე 30 მანდატური გადამზადდება, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ფსიქოლოგიის საფუძვლები, მედიაცია, კონფლიქტოლოგია, ასაკობრივი თავისებურებები, ტრავმა, ძალადობის შემთხვევაში ბავშვების რეფერირების პროცედურები. მეორე ეტაპზე გადამზადებული მანდატურები ჩააბარებენ გამოცდებს და ისინი ფსიქოლოგიურ ცენტრთან ერთად დანარჩენ მანდატურებს დაატრენინგებენ.

"სამომავლოდ კი მათ უნდა შეძლონ: მოსწავლეთა ფიზიკური და ემოციური უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, პრევენციულ დონეზე მუშაობა და მოსწავლეთა ინფორმირება უსაფრთხოების საკითხებზე, "ბავშვის შემთხვევის" რისკის განსაზღვრა, რეაგირება, კრიზისული სიტუაციების მართვა, მცირე კონფლიქტების მოგვარება-მედიაცია, ძალადობის ან სხვა შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, ბავშვის გადამისამართება ფსიქოლოგიურ ცენტრში ან შესაბამის სამსახურში.

"აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანდატურის სამსახურის ფუნქცია და კომპეტენცია იცვლება და ის მთლიანად ბავშვის უფლებების დაცვასა და მის უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული. ფსიქოლოგიური ცენტრი ახორციელებს და მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ - "პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის" კონცეფციის განხორციელებაში.

"ამ კონცეფციის მიზანია სკოლებში მოსწავლეთა ყველა ფენის წარმომადგენლისთვის პროფესიული და პიროვნული განვითარების სრული და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა, მათი მომზადება შემდგომი დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის. ფსიქოლოგიური ცენტრი, მოწვეული სპეციალისტების დახმარებით, მოამზადებს ამ ინიციატივაში ჩართულ კადრებს, კერძოდ, უზრუნველყოფს პროფკონსულტანტების შერჩევასა და გადამზადებას, რომლებმაც თავის მხრივ, მონაწილეობა უნდა მიიღონ მოსწავლის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვაში, კოორდინაცია გაუწიონ ამ მიზნით დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებს სკოლებში, უნდა უზრუნველყონ სკოლის ადმინისტრაციის ინფორმირება პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით", - განუცხადეს "მთელ კვირას" სამინისტროში.

სალომე სარიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"