პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნგრეთის პრემიერმა მეგობარი შეიფარა?! - რა იურიდიული სტატუსით ცხოვრობს ძებნილი ზურაბ ადეიშვილი უნგრეთში
უნგრეთის პრემიერმა მეგობარი შეიფარა?! - რა იურიდიული სტატუსით ცხოვრობს ძებნილი ზურაბ ადეიშვილი უნგრეთში

უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ვიქ­ტორ ორ­ბანს ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე მე­ო­რედ მი­აქ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა. 2012 წლის სექ­ტემ­ბრის მი­წუ­რულს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ორ­ბა­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­და­სა­ჭე­რად ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მა­შინ­დე­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, ალ­ბათ, ვერც წარ­მო­იდ­გენ­და, რომ სულ მალე უნ­გრე­ლი სტუ­მა­რი მისი, რო­გორც ძებ­ნი­ლის მფარ­ვე­ლი გახ­დე­ბო­და. ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადე­იშ­ვილს ორ­ბან­მა თავ­შე­სა­ფა­რი მის­ცა და სა­კუ­თარ მრჩევ­ლა­დაც და­ნიშ­ნა. ეს ამ­ბა­ვი სარ­წმუ­ნო მას შემ­დეგ გახ­და, რაც ლონ­დო­ნის Chatham House-ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, ვიქ­ტორ ორ­ბანს Chatham House-ს ინ­სტი­ტუ­ტის წევ­რმა სულ­ხან ხა­ბა­ძემ ჰკი­თხა, რა­ტომ მის­ცეს რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი უნ­გრეთ­ში, პრე­მი­ერ­მა კი მას სი­ტყვა ბან­ზე აუგ­დო(!).

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­კი­თხვის პა­სუხს ერთი წე­ლია ელო­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც, რომ­ლის ეკო­ნო­მი­კურ გუნდთან რამ­დე­ნი­მე დღის წინ უნ­გრე­თის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი პი­ტერ სი­ი­არ­ტო იყო სტუმ­რად. მას, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ შე­ეძ­ლო, ბან­ზე აეგ­დო სი­ტყვა და იმა­ზე მა­ინც არ გა­ე­ცა პა­სუ­ხი, რა იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სით ცხოვ­რობს ძებ­ნი­ლი ადე­იშ­ვი­ლი უნ­გრეთ­ში, მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის პი­რით უნ­გრეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან გან­სა­კუთ­რე­ბით მჭიდ­რო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა და ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბი­თაც კი და­ინ­ტე­რეს­და.

კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თა­ნაც, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ ადე­იშ­ვილს ჯერ­ჯე­რო­ბით კვლავ არ ეძებს ინ­ტერ­პო­ლი. იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის წი­თელ ცირ­კუ­ლარ­ში ჩას­მის მო­თხოვ­ნა უკვე გაგ­ზავ­ნა და მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. "დე­ტა­ლებ­ზე, ალ­ბათ, პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­უძ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ცეთ", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა. პრო­კუ­რა­ტუ­რა კი ახალს არა­ფერს ამ­ბობს, გარ­და იმი­სა, რომ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ინ­ტერ­პო­ლი ადე­იშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ითხოვს და მათი უქონ­ლო­ბა უშ­ლის ხელს ძებ­ნის და­წყე­ბა­ში. სა­არ­ჩევ­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, კახა კა­ხიშ­ვი­ლის თქმით, გა­უ­გე­ბა­რია, რის­თვის სჭირ­დე­ბა ინ­ტერ­პოლს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

კახა კა­ხიშ­ვი­ლი: - თუკი გა­მო­ძი­ე­ბას აქვს საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი, ადე­იშ­ვილს და­უს­წრებ­ლად წა­უ­ყე­ნოს ბრა­ლი, აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­უ­ფარ­დოს პა­ტიმ­რო­ბა და გა­მო­ა­ცხა­დოს ძებ­ნა ქვეყ­ნის შიგ­ნით, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ ეძე­ბენ მას სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით, მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის უნ­გრე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა. ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნა ვერ გრძელ­დე­ბა, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ინ­ტერ­პოლ­ში გა­დაგ­ზავ­ნი­ლი არ არის. არა­და, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ძებ­ნას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არ იწყებს. თუ პირი კონ­კრე­ტუ­ლი მუხ­ლე­ბით არის მი­ცე­მუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ძებ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აინ­ტე­რე­სებს. ქვე­ყა­ნა­ში ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ შსს ამოწ­მებს, არის თუ არა პირი გა­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან. გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში შედ­გე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი და სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­პარ­ტა­მენ­ტი ქვეყ­ნის ინ­ტერ­პო­ლის ბი­უ­რო­ში გზავ­ნის სა­ბუ­თებს პი­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის მო­თხოვ­ნით. ინ­ტერ­პო­ლი ძებ­ნა­ზე უარს აცხა­დებს მხო­ლოდ მა­შინ, თუ ის ძებ­ნი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი ან რა­სობ­რი­ვი ნიშ­ნით. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ინ­ტერ­პოლ­მა უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პი­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, უა­რის შემ­თხვე­ვა­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით აც­ნო­ბოს ძებ­ნა­ზე უა­რის თქმის მი­ზე­ზი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრო­კუ­რა­ტუ­რას ასე­თი დო­კუ­მენ­ტი არ მი­უ­ღია.

- რა­ტომ უნდა აფა­რებ­დეს უნ­გრე­თი ადე­იშ­ვილს ხელს?

- რო­გორც ვიცი, უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მისი მე­გო­ბა­რია... მან თავი აა­რი­და ადე­იშ­ვილ­ზე სა­უ­ბარს და ძი­რი­თა­დად ილა­პა­რა­კა უნ­გრე­თის მტკი­ცე დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე, რაც თა­ვის­თა­ვად აჩენს ეჭვს, რომ ადე­იშ­ვი­ლი სწო­რედ უნ­გრეთ­შია. სხვა შემ­თხვე­ვა­ში თა­მა­მად გა­ნა­ცხა­დებ­და, რომ ადე­იშ­ვი­ლი უნ­გრეთ­ში არ არის.

თუ ადე­იშ­ვილ­მა მი­ი­ღო უნ­გრე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, უნ­გრე­თი ასე უბ­რა­ლოდ ვერ გა­დას­ცემს თა­ვის მო­ქა­ლა­ქეს სა­ქარ­თვე­ლოს. ამას­თან, ადე­იშ­ვი­ლის უნ­გრე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა უნდა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, რად­გან თუ ის უკვე უნ­გრე­თის მო­ქა­ლა­ქეა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ვე­ღარ იქ­ნე­ბა. თუ ადე­იშ­ვილ­მა მი­ი­ღო პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი უნ­გრეთ­ში, გა­მო­დის, რომ მას ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყველ­გან შე­უძ­ლია ყოფ­ნა. ამი­ტო­მაც არის სა­ინ­ტე­რე­სო, რა სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სით ცხოვ­რობს ყო­ფი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი უნ­გრეთ­ში.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

უნგრეთის პრემიერმა მეგობარი შეიფარა?! - რა იურიდიული სტატუსით ცხოვრობს ძებნილი ზურაბ ადეიშვილი უნგრეთში

უნგრეთის პრემიერმა მეგობარი შეიფარა?! - რა იურიდიული სტატუსით ცხოვრობს ძებნილი ზურაბ ადეიშვილი უნგრეთში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ქართველმა საზოგადოებამ ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. 2012 წლის სექტემბრის მიწურულს, საპარლამენტო არჩევნების წინ, ორბანი სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად ჩამოვიდა საქართველოში. მაშინდელი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ სულ მალე უნგრელი სტუმარი მისი, როგორც ძებნილის მფარველი გახდებოდა. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ადეიშვილს ორბანმა თავშესაფარი მისცა და საკუთარ მრჩევლადაც დანიშნა. ეს ამბავი სარწმუნო მას შემდეგ გახდა, რაც ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ორბანს Chatham House-ს ინსტიტუტის წევრმა სულხან ხაბაძემ ჰკითხა, რატომ მისცეს რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში, პრემიერმა კი მას სიტყვა ბანზე აუგდო(!).

გავრცელებული ინფორმაციით, შეკითხვის პასუხს ერთი წელია ელოდებიან საქართველოს ხელისუფლებაშიც, რომლის ეკონომიკურ გუნდთან რამდენიმე დღის წინ უნგრეთის სახელმწიფო მინისტრი პიტერ სიიარტო იყო სტუმრად. მას, სავარაუდოდ, არ შეეძლო, ბანზე აეგდო სიტყვა და იმაზე მაინც არ გაეცა პასუხი, რა იურიდიული სტატუსით ცხოვრობს ძებნილი ადეიშვილი უნგრეთში, მით უფრო მაშინ, როდესაც სახელმწიფო მდივნის პირით უნგრეთმა საქართველოსთან განსაკუთრებით მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის სურვილი გამოთქვა და ანაკლიის პორტის მშენებლობითაც კი დაინტერესდა.

კითხვები ჩნდება საქართველოს მთავრობასთანაც, რომელიც ადასტურებს, რომ ადეიშვილს ჯერჯერობით კვლავ არ ეძებს ინტერპოლი. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის წითელ ცირკულარში ჩასმის მოთხოვნა უკვე გაგზავნა და მიმდინარეობს მუშაობა. "დეტალებზე, ალბათ, პროკურატურას შეუძლია კონკრეტული ინფორმაცია მოგცეთ", - განაცხადა წულუკიანმა. პროკურატურა კი ახალს არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ინტერპოლი ადეიშვილის წინააღმდეგ ბრალდებების მტკიცებულებებს ითხოვს და მათი უქონლობა უშლის ხელს ძებნის დაწყებაში. საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის, კახა კახიშვილის თქმით, გაუგებარია, რისთვის სჭირდება ინტერპოლს მტკიცებულებები.

კახა კახიშვილი: - თუკი გამოძიებას აქვს საკმარისი საფუძველი, ადეიშვილს დაუსწრებლად წაუყენოს ბრალი, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდოს პატიმრობა და გამოაცხადოს ძებნა ქვეყნის შიგნით, გაუგებარია, რატომ არ ეძებენ მას საერთაშორისო მასშტაბით, მით უფრო მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ის უნგრეთის ტერიტორიაზეა. ასევე გაუგებარია ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება, რომ ინტერპოლით ძებნა ვერ გრძელდება, რადგან ჯერჯერობით მტკიცებულებები ინტერპოლში გადაგზავნილი არ არის. არადა, ეს ორგანიზაცია ძებნას მტკიცებულებების საფუძველზე არ იწყებს. თუ პირი კონკრეტული მუხლებით არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და გამოცხადებულია ძებნა საქართველოს მასშტაბით, მას მტკიცებულებები არ აინტერესებს. ქვეყანაში ძებნის გამოცხადების შემდეგ შსს ამოწმებს, არის თუ არა პირი გასული საქართველოდან. გასვლის შემთხვევაში შედგება შესაბამისი დოკუმენტი და საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო დეპარტამენტი ქვეყნის ინტერპოლის ბიუროში გზავნის საბუთებს პირის საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით. ინტერპოლი ძებნაზე უარს აცხადებს მხოლოდ მაშინ, თუ ის ძებნილად გამოცხადებულია პოლიტიკური, რელიგიური ან რასობრივი ნიშნით. სხვა შემთხვევაში ინტერპოლმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პირის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების თაობაზე, უარის შემთხვევაში კი საქართველოს მთავარ პროკურატურას ოფიციალური წერილით აცნობოს ძებნაზე უარის თქმის მიზეზი. როგორც ცნობილია, პროკურატურას ასეთი დოკუმენტი არ მიუღია.

- რატომ უნდა აფარებდეს უნგრეთი ადეიშვილს ხელს?

- როგორც ვიცი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მისი მეგობარია... მან თავი აარიდა ადეიშვილზე საუბარს და ძირითადად ილაპარაკა უნგრეთის მტკიცე დემოკრატიაზე, რაც თავისთავად აჩენს ეჭვს, რომ ადეიშვილი სწორედ უნგრეთშია. სხვა შემთხვევაში თამამად განაცხადებდა, რომ ადეიშვილი უნგრეთში არ არის.

თუ ადეიშვილმა მიიღო უნგრეთის მოქალაქეობა, უნგრეთი ასე უბრალოდ ვერ გადასცემს თავის მოქალაქეს საქართველოს. ამასთან, ადეიშვილის უნგრეთის მოქალაქეობის შესახებ ცნობა უნდა ჰქონდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რადგან თუ ის უკვე უნგრეთის მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქე ვეღარ იქნება. თუ ადეიშვილმა მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთში, გამოდის, რომ მას ევროპის ტერიტორიაზე ყველგან შეუძლია ყოფნა. ამიტომაც არის საინტერესო, რა სამართლებრივი სტატუსით ცხოვრობს ყოფილი იუსტიციის მინისტრი უნგრეთში.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"