მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ თქვა დიმიტრი ტატიშვილმა სამხედრო კარიერაზე უარი
რატომ თქვა დიმიტრი ტატიშვილმა სამხედრო კარიერაზე უარი

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. წლე­ბია, მისი ხმა ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან გვეს­მის. ახ­ლა­ხან "ახა­ლი ხმის" მე­ო­რე სე­ზონ­ში ანი იმე­დაშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნა­დაც მოგ­ვევ­ლი­ნა. არ უყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის ქება და არც ის, როცა მას აქე­ბენ. ეცი­ნე­ბა სა­დღეგ­რძე­ლო­ებ­ზეც, ადრე ხში­რად უწევ­და თა­მა­დო­ბა, მერე მოჰ­ბეზ­რდა, ახლა იშ­ვი­ა­თად უწევს სუფ­რის გა­ძღო­ლა და უფრო მე­ტად 5-6 ახ­ლობ­ლის წრე­ში ყოფ­ნა სი­ა­მოვ­ნებს, სა­დაც არა­ვი­თა­რი გა­დაპ­რან­ჭუ­ლი და მო­გო­ნი­ლი სი­ტყვე­ბის ლა­პა­რა­კი არ უწევს. წარ­მო­შო­ბით სამი მე­ო­თხე­დი ქარ­თლე­ლია და ერთი მე­ო­თხე­დი ქი­ზი­ყე­ლი. პირ­და­პი­რო­ბა, "ღია" ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უყ­ვარს და ასე­თი ცხოვ­რე­ბა ურ­ჩევ­ნია, რად­გან ქვე­ტექ­სტე­ბით, "ქვე­და დი­ნე­ბე­ბით" ლა­პა­რა­კი სცე­ნა­ზე და კა­მე­რე­ბის წი­ნა­შეც ჰყოფ­ნის...

უალ­ტერ­ნა­ტი­ვო პრო­ფე­სია თუ სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა?!

46 წლის წინ თბი­ლის­ში უზ­ნა­ძის, ყო­ფი­ლი კა­მოს ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ი­ბა­და. სა­ნამ სკო­ლა­ში სი­ა­რულს და­ი­წყებ­და, დი­დუ­ბე­ში წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­დნენ, შემ­დეგ გა­ფარ­თო­ე­ბის მიზ­ნით იქვე გა­და­ვიდ­ნენ - სო­ხუ­მის ქუ­ჩა­ზე.

მშობ­ლე­ბი - გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვი­ლი და ზე­ი­ნაბ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი გახ­ლდნენ და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­დნენ. მათ შო­რის ათი წელი იყო ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა. დი­მიტ­რი ძა­ლი­ან დიდ დროს ატა­რებ­და თე­ატ­რში და თა­ვა­დაც სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არა­სო­დეს უფიქ­რია. მა­მა­მისს სურ­და, შვილს შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი და "და­ლა­გე­ბუ­ლი" საქ­მე აერ­ჩია, ვთქვათ, რო­გო­რიც იყო იუ­რის­ტის პრო­ფე­სია. ეუბ­ნე­ბო­და, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ხარ და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გა­მო­დიო, მაგ­რამ ეს თა­ვად არ ისურ­ვა. ჰქონ­და სხვა არ­ჩე­ვა­ნიც. სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნი­სას, ერთი წლის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რის მო­წყო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში უგა­მოც­დოდ მი­ი­ღებ­დნენ, ორი წლის შემ­დეგ ლე­ი­ტე­ნან­ტი გახ­დე­ბო­და და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის არ­მი­ის ოფი­ცე­რიც, მაგ­რამ უარი თქვა. დღეს მი­იჩ­ნევს, რომ არა მსა­ხი­ო­ბი, სამ­ხედ­რო იქ­ნე­ბო­და.

"მი­მაჩ­ნია, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი პრო­ფე­სი­აა კა­ცის­თვის. იმა­ზე კარ­გი რა უნდა გა­ა­კე­თო, რომ სამ­შობ­ლო და­იც­ვა?! მაგ­რამ მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ო­დი იყო, კერ­ძოდ, 1986 წელი და იმ დროს ძა­ლი­ან ცოტა თუ იფიქ­რებ­და, რომ ოთხ წე­ლი­წად­ში მოხ­დე­ბო­და ის, რაც მოხ­და... ამი­ტომ საბ­ჭო­თა ჯარ­ში ოფიც­რო­ბა დი­დად არ მი­ტა­ცებ­და. მა­შინ 19 წლის ვი­ყა­ვი. ფი­ზი­კუ­რად ნორ­მა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ახლა ვარ გამ­ხდა­რი, თო­რემ მა­შინ უფრო ჯან­ზე ვი­ყა­ვი, რო­გორც იტყვი­ან, და კარგ სპორ­ტულ ფორ­მა­შიც. თუმ­ცა არც ახლა ვუ­ჩი­ვი ჩემს ფი­ზი­კურ კონ­დი­ცი­ებს, ალ­ბათ ასა­კის შე­სა­ტყვი­სი არის"... - ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბი­თა და ღი­მი­ლით ამ­ბობს და ბავ­შვო­ბის გახ­სე­ნე­ბა­ზე ვი­ნაც­ვლებთ.

ნა­ბო­ლა­რა ოჯახ­ში და რი­ცხვი 46

12 წლის იყო, როცა დედა და­ე­ღუ­პა. ამან, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დაღი და­ას­ვა მა­საც და მის ოჯახ­საც. ძა­ლი­ან ღი­ზი­ან­დე­ბო­და, როცა ამის გამო ვი­ღა­ცას ეცო­დე­ბო­და. არც ის სი­ა­მოვ­ნებ­და, როცა მშო­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პლი­მენ­ტებს ამ­ბობ­დნენ და დე­დის შე­სა­ხებ რა­ღაც ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბას იწყებ­დნენ. დედ­მა­მიშ­ვი­ლი ერთი ჰყავს, უფ­რო­სი და - სო­ფი­კო. მა­მის მხრი­დან კი­დევ ჰყავს ერთი და - მაია, ისიც მას­ზე რამ­დე­ნი­მე წლი­თაა დიდი. მაია მისი კო­ლე­გაა, ანუ მსა­ხი­ო­ბი, ხოლო სო­ფი­კო ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტია.

დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბე­ბი­ას­თან, ანუ დე­დის დე­დას­თან ცხოვ­რობ­და. დღე­საც არ სურს, ხალ­ხს შე­ე­ცო­დოს, მაგ­რამ დალ­ხე­ნი­ლი ბავ­შვო­ბა რომ არ ჰქონ­და, ეს ფაქ­ტია. თან დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მე­ო­რე ტრა­გე­დია მოჰ­ყვა და ამა­ზეც ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გე­ტყვით.

სკო­ლა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოს­წავ­ლე იყო. სწავ­ლა იმ დო­ნე­ზე ეზა­რე­ბო­და, რო­გორც სხვა ბი­ჭებს. შა­ტა­ლო­ზეც და­დი­ო­და, თა­მა­შობ­და ფეხ­ბურ­თსა და კა­ლათ­ბურთს, მაგ­რამ სულ იცო­და, რომ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და. სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რა, უმაღ­ლეს­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად სულ რამ­დე­ნი­მე დღე იყო დარ­ჩე­ნი­ლი. სკო­ლის ბან­კე­ტი ჰქონ­დათ და მე­სა­მე დღეს მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ორი­ვე მშობ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა, ორ ივ­ლისს მამა დაკ­რძა­ლა და ხუთ­ში თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის პირ­ველ ტურ­ზე მი­ვი­და. არ ღე­ლავ­და, მე­ტიც, არ ადარ­დებ­და, რა მოხ­დე­ბო­და, ანუ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბის თან­და­ყო­ლი­ლი ღელ­ვა, რო­გორც აბი­ტუ­რი­ენ­ტთა უდი­დეს ნა­წილს, მას არ უგ­რძნია.

"...ჩემ­თვის სუ­ლერ­თი იყო, რა მოხ­დე­ბო­და, ინ­სტი­ტუ­ტში მოვ­ხვდე­ბო­დი თუ ვერ მოვ­ხვდე­ბო­დი. კარ­გად არც კი მახ­სოვს ის პე­რი­ო­დი. მა­მა­ჩე­მი რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ვერ მივ­ხვდი, რა­ტომ მექ­ცე­ო­და ასე სას­ტი­კად გან­გე­ბა... თუმ­ცა, ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ რა­ღაც უკე­თე­სი წინ მე­ლო­და. გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტი ნამ­დვი­ლად არ ვარ, მაგ­რამ ახ­ლაც ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ მო­მა­ვალ­ში უფრო ბევ­რი კარ­გი რამ მოხ­დე­ბა, ვიდ­რე დღეს. ეს შეგ­რძნე­ბა სულ მქონ­და, ეს ჩემ­თვის არა­ვის უს­წავ­ლე­ბია. კი, ადა­მი­ა­ნუ­რი უბე­დუ­რე­ბაა, რომ დედა ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა, შემ­დეგ მა­მაც, მაგ­რამ გო­ნე­ბა­ში არა­სო­დეს და­მიშ­ვია, რომ ამით ჩემი ცხოვ­რე­ბა მთავ­რდე­ბო­და"...

რო­გორც წესი, ნა­ბო­ლა­რა შვილს ოჯა­ხი ანე­ბივ­რებს, მაგ­რამ მის შემ­თხვე­ვა­ში ასე ვერ მოხ­და. დი­მიტ­რი რომ გაჩ­ნდა, მა­მა­მი­სი 46 წლის იყო, გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას კი 62-ის. დედა 46 წლის გახ­ლდათ, როცა ხუ­თწ­ლი­ა­ნი ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად ხე­ლი­დან გა­მო­ე­ცა­ლათ. "დე­დას სიმ­სივ­ნე ჰქონ­და და რამ­დე­ნი­მე წელი მკურ­ნა­ლობ­და. ძა­ლი­ან გაწ­ვალ­და. ახლა რომ ვფიქ­რობ, ჩემ­ხე­ლა იყო, როცა გარ­და­იც­ვა­ლა... მე კი­დევ მგო­ნია, რომ ისევ პა­ტა­რა ბიჭი ვარ, არა­და, ჭა­ღა­რა შე­მე­რია, წვე­რი რომ მო­ვუშ­ვა ხომ სა­ერ­თოდ, თით­ქმის სულ თეთ­რი ვარ"...

თე­ატ­რა­ლუ­რი­დან-თე­ატ­რამ­დე და "მისი" ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი

თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში უცხო გა­რე­მო არ დახ­ვედ­რია. იმ წელს მიშა თუ­მა­ნიშ­ვილ­მა ორ ადა­მი­ანს და­უ­წე­რა ოთხი­ა­ნი და ერთ-ერთი დიმა იყო. პირ­ველ ტურ­ზე რომ გა­ვი­და, ცხა­დია, პი­რა­დი ტრა­გე­დი­ის გამო არც ემ­ღე­რე­ბო­და და არც ეცეკ­ვე­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, როცა ჰკი­თხეს, რას გვიმ­ღე­რე­ბო, არა­ფერ­სო - უპა­სუ­ხა. ხომ უნდა გა­ე­გოთ, სმე­ნა ჰქონ­და თუ არა და ამი­ტომ მა­ინც წა­ვი­და დათ­მო­ბა­ზე, "ჟუ­ჟუ­ნა წვი­მას" წამ­ღე­რე­ბამ მო­უ­წია. ამის გამო, ცოტა არ იყოს, გა­ღი­ზი­ან­და, მაგ­რამ ასე მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ნაც­ვლე­ბა შეძ­ლო. მომ­დევ­ნო გა­მოც­და­ზე ეტი­უ­დიც შე­ას­რუ­ლა, მე­სა­მე ტურ­ში აღ­მოჩ­ნდა და სა­ბო­ლო­ოდ დიდი მა­ესტროს სიმ­პა­თი­აც და­იმ­სა­ხუ­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა არ და­უფ­ლე­ბია იმის გამო, რომ სტუ­დენ­ტი გახ­და, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რო­გორც უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

კო­ლე­გე­ბი საკ­მა­ოდ მო­წეს­რი­გე­ბულ პი­როვ­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ და არამ­ხო­ლოდ ისი­ნი. ამას შემ­დეგ­ნა­ი­რად ხსნის: "პრო­ფე­სი­ა­ში მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ვარ, რად­გან ასე რომ არ იყოს, ჯერ ერთი - სა­კუ­თარ თავს ვავ­ნებ, რო­გორც მი­ნი­მუმ და მე­ო­რე - იმ შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებ, რაც მინ­და. რე­პე­ტი­ცი­ა­ზეც დრო­ზე უნდა მიხ­ვი­დე, კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლად იმუ­შაო და ასე­ვე უნდა იქ­ცე­ო­დე გა­და­ღე­ბებ­ზე". ეს მისი პლუ­სია და ახლა ვე­ლო­დე­ბი, რას მე­ტყვის მი­ნუ­სებ­ზე. ალ­ბათ ბევ­რი მი­ნუ­სი მაქ­ვსო, ამ­ბობს, მაგ­რამ არ აკონ­კრე­ტებს.

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ თქვა დიმიტრი ტატიშვილმა სამხედრო კარიერაზე უარი

რატომ თქვა დიმიტრი ტატიშვილმა სამხედრო კარიერაზე უარი

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. წლებია, მისი ხმა ტელეეკრანებიდან გვესმის. ახლახან "ახალი ხმის" მეორე სეზონში ანი იმედაშვილთან ერთად გადაცემის წამყვანადაც მოგვევლინა. არ უყვარს ადამიანების ქება და არც ის, როცა მას აქებენ. ეცინება სადღეგრძელოებზეც, ადრე ხშირად უწევდა თამადობა, მერე მოჰბეზრდა, ახლა იშვიათად უწევს სუფრის გაძღოლა და უფრო მეტად 5-6 ახლობლის წრეში ყოფნა სიამოვნებს, სადაც არავითარი გადაპრანჭული და მოგონილი სიტყვების ლაპარაკი არ უწევს. წარმოშობით სამი მეოთხედი ქართლელია და ერთი მეოთხედი ქიზიყელი. პირდაპირობა, "ღია" ურთიერთობები უყვარს და ასეთი ცხოვრება ურჩევნია, რადგან ქვეტექსტებით, "ქვედა დინებებით" ლაპარაკი სცენაზე და კამერების წინაშეც ჰყოფნის...

უალტერნატივო პროფესია თუ სამხედრო კარიერა?!

46 წლის წინ თბილისში უზნაძის, ყოფილი კამოს ქუჩაზე მდებარე სამშობიაროში დაიბადა. სანამ სკოლაში სიარულს დაიწყებდა, დიდუბეში წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, შემდეგ გაფართოების მიზნით იქვე გადავიდნენ - სოხუმის ქუჩაზე.

მშობლები - გიორგი ტატიშვილი და ზეინაბ ზალდასტანიშვილი მსახიობები გახლდნენ და მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდნენ. მათ შორის ათი წელი იყო ასაკობრივი სხვაობა. დიმიტრი ძალიან დიდ დროს ატარებდა თეატრში და თავადაც სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია. მამამისს სურდა, შვილს შედარებით სტაბილური და "დალაგებული" საქმე აერჩია, ვთქვათ, როგორიც იყო იურისტის პროფესია. ეუბნებოდა, დაკვირვებული ხარ და გამომძიებელი გამოდიო, მაგრამ ეს თავად არ ისურვა. ჰქონდა სხვა არჩევანიც. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნისას, ერთი წლის შემდეგ, სამხედრო კარიერის მოწყობა შესთავაზეს, სამხედრო სასწავლებელში უგამოცდოდ მიიღებდნენ, ორი წლის შემდეგ ლეიტენანტი გახდებოდა და საბჭოთა კავშირის არმიის ოფიცერიც, მაგრამ უარი თქვა. დღეს მიიჩნევს, რომ არა მსახიობი, სამხედრო იქნებოდა.

"მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პროფესიაა კაცისთვის. იმაზე კარგი რა უნდა გააკეთო, რომ სამშობლო დაიცვა?! მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო, კერძოდ, 1986 წელი და იმ დროს ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ოთხ წელიწადში მოხდებოდა ის, რაც მოხდა... ამიტომ საბჭოთა ჯარში ოფიცრობა დიდად არ მიტაცებდა. მაშინ 19 წლის ვიყავი. ფიზიკურად ნორმალურად მომზადებული. ახლა ვარ გამხდარი, თორემ მაშინ უფრო ჯანზე ვიყავი, როგორც იტყვიან, და კარგ სპორტულ ფორმაშიც. თუმცა არც ახლა ვუჩივი ჩემს ფიზიკურ კონდიციებს, ალბათ ასაკის შესატყვისი არის"... - ნახევრად ხუმრობითა და ღიმილით ამბობს და ბავშვობის გახსენებაზე ვინაცვლებთ.

ნაბოლარა ოჯახში და რიცხვი 46

12 წლის იყო, როცა დედა დაეღუპა. ამან, რასაკვირველია, დაღი დაასვა მასაც და მის ოჯახსაც. ძალიან ღიზიანდებოდა, როცა ამის გამო ვიღაცას ეცოდებოდა. არც ის სიამოვნებდა, როცა მშობელთან დაკავშირებულ კომპლიმენტებს ამბობდნენ და დედის შესახებ რაღაც ამბების გახსენებას იწყებდნენ. დედმამიშვილი ერთი ჰყავს, უფროსი და - სოფიკო. მამის მხრიდან კიდევ ჰყავს ერთი და - მაია, ისიც მასზე რამდენიმე წლითაა დიდი. მაია მისი კოლეგაა, ანუ მსახიობი, ხოლო სოფიკო ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია.

დედის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ბებიასთან, ანუ დედის დედასთან ცხოვრობდა. დღესაც არ სურს, ხალხს შეეცოდოს, მაგრამ დალხენილი ბავშვობა რომ არ ჰქონდა, ეს ფაქტია. თან დედის გარდაცვალებას რამდენიმე წელიწადში მეორე ტრაგედია მოჰყვა და ამაზეც ოდნავ მოგვიანებით გეტყვით.

სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე იყო. სწავლა იმ დონეზე ეზარებოდა, როგორც სხვა ბიჭებს. შატალოზეც დადიოდა, თამაშობდა ფეხბურთსა და კალათბურთს, მაგრამ სულ იცოდა, რომ მსახიობი გახდებოდა. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ჩააბარა, უმაღლესში ჩასაბარებლად სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. სკოლის ბანკეტი ჰქონდათ და მესამე დღეს მამა გარდაიცვალა. ორივე მშობლის გარეშე დარჩა, ორ ივლისს მამა დაკრძალა და ხუთში თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების პირველ ტურზე მივიდა. არ ღელავდა, მეტიც, არ ადარდებდა, რა მოხდებოდა, ანუ ინსტიტუტში ჩაბარების თანდაყოლილი ღელვა, როგორც აბიტურიენტთა უდიდეს ნაწილს, მას არ უგრძნია.

"...ჩემთვის სულერთი იყო, რა მოხდებოდა, ინსტიტუტში მოვხვდებოდი თუ ვერ მოვხვდებოდი. კარგად არც კი მახსოვს ის პერიოდი. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ვერ მივხვდი, რატომ მექცეოდა ასე სასტიკად განგება... თუმცა, ყოველთვის მჯეროდა, რომ რაღაც უკეთესი წინ მელოდა. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ახლაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მომავალში უფრო ბევრი კარგი რამ მოხდება, ვიდრე დღეს. ეს შეგრძნება სულ მქონდა, ეს ჩემთვის არავის უსწავლებია. კი, ადამიანური უბედურებაა, რომ დედა ახალგაზრდა გარდაიცვალა, შემდეგ მამაც, მაგრამ გონებაში არასოდეს დამიშვია, რომ ამით ჩემი ცხოვრება მთავრდებოდა"...

როგორც წესი, ნაბოლარა შვილს ოჯახი ანებივრებს, მაგრამ მის შემთხვევაში ასე ვერ მოხდა. დიმიტრი რომ გაჩნდა, მამამისი 46 წლის იყო, გარდაცვალებისას კი 62-ის. დედა 46 წლის გახლდათ, როცა ხუთწლიანი ავადმყოფობის შედეგად ხელიდან გამოეცალათ. "დედას სიმსივნე ჰქონდა და რამდენიმე წელი მკურნალობდა. ძალიან გაწვალდა. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემხელა იყო, როცა გარდაიცვალა... მე კიდევ მგონია, რომ ისევ პატარა ბიჭი ვარ, არადა, ჭაღარა შემერია, წვერი რომ მოვუშვა ხომ საერთოდ, თითქმის სულ თეთრი ვარ"...

თეატრალურიდან-თეატრამდე და "მისი" ავტორიტეტები

თეატრალურ ინსტიტუტში უცხო გარემო არ დახვედრია. იმ წელს მიშა თუმანიშვილმა ორ ადამიანს დაუწერა ოთხიანი და ერთ-ერთი დიმა იყო. პირველ ტურზე რომ გავიდა, ცხადია, პირადი ტრაგედიის გამო არც ემღერებოდა და არც ეცეკვებოდა, შესაბამისად, როცა ჰკითხეს, რას გვიმღერებო, არაფერსო - უპასუხა. ხომ უნდა გაეგოთ, სმენა ჰქონდა თუ არა და ამიტომ მაინც წავიდა დათმობაზე, "ჟუჟუნა წვიმას" წამღერებამ მოუწია. ამის გამო, ცოტა არ იყოს, გაღიზიანდა, მაგრამ ასე მეორე ტურში გადანაცვლება შეძლო. მომდევნო გამოცდაზე ეტიუდიც შეასრულა, მესამე ტურში აღმოჩნდა და საბოლოოდ დიდი მაესტროს სიმპათიაც დაიმსახურა. განსაკუთრებული ბედნიერების განცდა არ დაუფლებია იმის გამო, რომ სტუდენტი გახდა, თითქოს ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.

კოლეგები საკმაოდ მოწესრიგებულ პიროვნებად მიიჩნევენ და არამხოლოდ ისინი. ამას შემდეგნაირად ხსნის: "პროფესიაში მოწესრიგებული ვარ, რადგან ასე რომ არ იყოს, ჯერ ერთი - საკუთარ თავს ვავნებ, როგორც მინიმუმ და მეორე - იმ შედეგს ვერ მივიღებ, რაც მინდა. რეპეტიციაზეც დროზე უნდა მიხვიდე, კონცენტრირებულად იმუშაო და ასევე უნდა იქცეოდე გადაღებებზე". ეს მისი პლუსია და ახლა ველოდები, რას მეტყვის მინუსებზე. ალბათ ბევრი მინუსი მაქვსო, ამბობს, მაგრამ არ აკონკრეტებს.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება