პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ავიწყდებათ მშობლებს მცირეწლოვანი შვილები
რატომ ავიწყდებათ მშობლებს მცირეწლოვანი შვილები

"გზის" წინა ნო­მერ­ში და­ვა­ა­ნონ­სეთ, რომ ვი­ლა­პა­რა­კებ­დით იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლებს, მათ მშობ­ლებ­სა და პე­და­გო­გებს ექ­მნე­ბათ. გა­მო­კი­თხუ­ლი მშობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა წუხს იმ საკ­ვებ­ზე, რო­მელ­საც მისი შვი­ლი მი­ირ­თმევს და რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს (ამ სა­კი­თხზე, ერთ-ერთი ბა­ღის დი­რექ­ტორ­თან გა­სულ კვი­რას ვი­ლა­პა­რა­კეთ). ზოგი წუხს, რომ მის შვილს პე­და­გო­გე­ბი ზოგ­ჯერ მკაც­რად ექ­ცე­ვი­ან, მშო­ბელს კი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ პა­ტა­რამ ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა დი­ლით, ბაღ­ში წას­ვლამ­დე ან უკვე შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა უნდა და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს; ზოგს მი­აჩ­ნია, რომ მათი შვი­ლე­ბი ეზო­ში უფრო დიდ­ხანს უნდა ჰყავ­დეთ და ყვე­ლა­ნა­ირ გა­სარ­თობ ატ­რაქ­ცი­ონ­ზე სრი­ა­ლის უფ­ლე­ბა მის­ცენ, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თლაც, შე­ზღუ­დუ­ლია და რო­გორც პე­და­გო­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ისევ და ისევ ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით.

ბევ­რს სხვა­დას­ხვა სა­ხის ვირუ­სი, გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა აში­ნებს, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ზო­გი­ერ­თი და­უ­დე­ვა­რი მშობ­ლის გამო შე­საძ­ლოა, ეპი­დე­მი­ად იქ­ცეს და ბაღ­ში ყვე­ლა პა­ტა­რა დას­ნე­ბოვ­ნდეს. მოკ­ლედ, პრობ­ლე­მას რა გა­მო­ლევს და ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას მშო­ბე­ლი პე­და­გოგს სთხოვს, პე­და­გო­გი კი იმ მშობ­ლის­კენ იშ­ვერს თითს (და ვფიქ­რობ, სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც), რო­მე­ლიც შვილ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თა­ვი­დან იშო­რებს. თუ რას ვგუ­ლის­ხმობ, ამას ერთ-ერთ ბაღ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან შე­ი­ტყობთ, მა­ნამ­დე კი რამ­დე­ნი­მე მშობ­ლის მო­საზ­რე­ბას გა­გაც­ნობთ:

ქეთი, 36 წლის (მშო­ბე­ლი):

- იმ ბაღ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით, სა­დაც შვი­ლი დამ­ყავს, კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ არ მომ­წონს, პე­და­გო­გე­ბი რომ მი­მი­თი­თე­ბენ: ვიდ­რე მო­იყ­ვანთ, იქ­ნებ მა­ნამ­დე და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბიო. თუ ბავ­შვს სურ­ვი­ლი არ გა­უჩ­ნდა, იქ­ნებ მი­თხრათ, ამის გა­კე­თე­ბა რო­გორ ვა­ი­ძუ­ლო? პე­და­გო­გებს თა­ვის ზედ­მე­ტად შე­წუ­ხე­ბა აღარ უნ­დათ, მით უმე­ტეს, რომ ჩვენს ჯგუფ­ში 40-მდე ბავ­შვია და მგო­ნი, არც სხვა­გან არის ნაკ­ლე­ბი აღ­საზ­რდე­ლი. კვე­ბა ნორ­მა­ლუ­რი აქვთ. 2 წე­ლია, მათი მომ­სა­ხუ­რე­ბით ვსარ­გებ­ლობ და ბავ­შვი ჯერ არ მო­წამ­ლუ­ლა.

კოტე, 42 წლის (მშო­ბე­ლი):

- ბაღ­ში მოს­ვლა ხში­რად არ მი­წევს, მაგ­რამ ახლა ჩემი მე­უღ­ლე შე­უძ­ლოდ გახ­ლავთ და მე მო­მიხ­და ლუ­კას მოყ­ვა­ნა. პე­და­გო­გებ­ზე საყ­ვე­დუ­რი არ მეთ­ქმის, მაგ­რამ ბავ­შვი წუ­წუ­ნებს, ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­ზე სრი­ა­ლის, "კა­ტა­ო­ბის"უფ­ლე­ბას არ გვაძ­ლე­ვე­ნო. თუ ასეა, არ მეს­მის, რად უნ­დათ სა­ერ­თოდ ეს სა­ქა­ნე­ლე­ბი? არ ჯო­ბია, სა­ერ­თოდ მოხ­სნან და შო­რი­დან მა­ინც არ და­ა­ნახ­ვონ? ასე ხომ პა­ტა­რებს აღი­ზი­ა­ნე­ბენ - ამის თქმა მინ­დო­და დი­რექ­ტო­რის­თვის, მაგ­რამ ვე­რას­დროს ვნა­ხე, ჩემს მე­უღ­ლეს კი მას­თან ლა­პა­რა­კი ერი­დე­ბა. არა­და, ეს იგი­ვეა, მწვა­დი და­მი­დონ ცხვირ­წინ და მი­თხრან: იცო­დე, არ ჭამო, თო­რემ გა­წყენ­სო (იღი­მის).

მა­რი­ნა, 58 წლის (ბე­ბია):

- ჩვე­ნი პრობ­ლე­მა ახლა იწყე­ბა. ხომ იცით, შე­მოდ­გო­მა-ზამ­თარ­ში აქ ვირუ­სე­ბის ბუ­დეა. შარ­შან ბავ­შვი ერთი კვი­რა თუ ივ­ლი­და ბაღ­ში, მე­ო­რე კვი­რა შინ გვყავ­და (ხან რა ვირუსს იკი­დებ­და, ხა­ნაც - რას). თან, მა­შინ ბა­ღიც ფა­სი­ა­ნი იყო. წელს გა­და­სახ­დი რომ არ მო­ეხ­სნათ, ალ­ბათ არც ვა­ტა­რებ­დით. უფა­სო რომ გახ­და, ამი­ტო­მაც გავ­რის­კეთ, მაგ­რამ თურ­მე, ახა­ლი ფუ­ლის მახე გა­მო­უ­გო­ნი­ათ: თუ ბავ­შვი 5 დღეს გა­აც­დენს, რა­ღაც ცნო­ბა უნდა მო­ი­ტა­ნოო, ის ცნო­ბა კი თურ­მე, 25 თუ 35 ლარი ღირს.

- არა მგო­ნია, ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბის აღე­ბა ფა­სი­ა­ნი იყოს...

- ამ­ხე­ლა ქალს არ და­მე­ჯე­რე­ბა? თუმ­ცა, ჯერ არ დამ­ჭირ­ვე­ბია და იქ­ნებ ჭო­რიც არის, მაგ­რამ აქ მშობ­ლე­ბი ასე ამ­ბო­ბენ და რა ვიცი. ბავ­შვის ავად­მყო­ფო­ბის მერე მისი ბაღ­ში მი­ღე­ბა 25 ლარი თუ დაგ­ვიჯ­და, ეს იგი­ვეა, რომ ფა­სი­ა­ნი იყოს...

ნა­ი­რა ბა­ხია, 155-ე ბაგა-ბა­ღის დი­რექ­ტო­რი:

- ჩვე­ნი აღ­საზ­რდე­ლე­ბის მშობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ბაღ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით კმა­ყო­ფი­ლია, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც უბ­რა­ლოდ, არა­ფე­რი მოს­წონთ. ორი წე­ლია, აქ ვმუ­შა­ობ და ამ ორი წლის მან­ძილ­ზე ჩვენ­თან გლო­ბა­ლუ­რი ეპი­დე­მია არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ხომ გახ­სოვთ, შარ­შან წი­თე­ლა და ყბა­ყუ­რა იყო მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩვე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი და­ხურ­ვაც არ გახ­და სა­ჭი­რო. როცა 35 ბავ­შვი­დან მხო­ლოდ ხუთი და­ა­ვად­დე­ბა, ეს ეპი­დე­მი­ას არ ნიშ­ნავს.

- ხში­რად, ერთი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტა­რა თა­ნა­ტო­ლე­ბის დას­ნე­ბოვ­ნე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა...

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ეს პრობ­ლე­მა ავი­ცი­ლოთ. პი­რა­დად მე, დი­ლით მას­წავ­ლებ­ლებ­თან და ექთან­თან ერ­თად შე­მო­სას­ვლელ­ში ვდგა­ვარ და ბავ­შვებს ვა­მოწ­მებ. ცხა­დია, ვი­ზუ­ა­ლუ­რად, მაგ­რამ ხან­და­ხან არის შემ­თხვე­ვა, როცა რა­ღაც ჩვენს თვალ­საც გა­მო­ე­პა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თი მშო­ბე­ლი ცდი­ლობს, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ტა­რა შე­მოგ­ვა­პა­როს და ამას ახერ­ხებს კი­დეც. გვქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა: თურ­მე, ბავ­შვს დი­ლით ჰქო­ნია მა­ღა­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 40 გრა­დუ­სი სი­ცხე, მშო­ბელ­მა მის­ცა სი­ცხის დამ­წე­ვი პრე­პა­რა­ტი, მერე კი პა­ტა­რა, რო­მელ­საც გა­რეგ­ნუ­ლად არა­ფე­რი ეტყო­ბო­და, გა­უფრ­თხი­ლებ­ლად დაგ­ვი­ტო­ვა. ბავ­შვს ერთ სა­ათ­ში სი­ცხემ ისევ 40 გრა­დუ­სამ­დე აუ­წია. მშო­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბას შე­ვე­ცა­დეთ, მაგ­რამ მან ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა"გა­მოგ­ვე­ძა­ხა. ბევ­რი მშო­ბე­ლი თავს არი­დებს ყო­ველ­გვარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. გვქონ­და ისე­თი შემ­თხვე­ვაც, როცა პა­ტა­რა ენ­ტე­რო­ვირუ­სით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, მშო­ბელ­მა კი და­უ­ფიქ­რებ­ლად და­ტო­ვა. მის­თვის სა­ფე­ნე­ბის გა­მოც­ვლას ვერ ვას­წრებ­დით და ვერც ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით. და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თის­თვის, რო­გორც იქნა, დე­და­მისს და­ვუ­კავ­შირ­დით და იცით, რა გვი­პა­სუ­ხა? - არა­ფე­რი გი­ჭირთ, მა­ღა­ზი­ა­ში გა­და­დით და "ნა­ბეღ­ლა­ვი"უყი­დე­თო. თქვე­ნი აზ­რით, ეს რა არის, თუ არა გულ­გრი­ლო­ბა სა­კუ­თა­რი შვი­ლის მი­მართ? ყვე­ლა მშო­ბე­ლი ერ­თნა­ი­რად პა­ტივ­სა­ცე­მია და ყვე­ლა ბავ­შვი საყ­ვა­რე­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მერ­წმუ­ნეთ, ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი აღ­საზ­რდე­ლე­ბის მშობ­ლებს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი უყ­ვარ­დეთ! არა­და, ზოგ­ჯერ ადა­მი­ანს ამა­შიც ეჭვი შე­გე­პა­რე­ბა. ამას წი­ნათ ერ­თმა მშო­ბელ­მა კრე­ბა­ზე თქვა: ვა­ი­მე, აქ რას ვხე­დავ, ზო­გი­ერ­თებს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის მოვ­ლა არ გინ­და­თო. მშო­ბელ­მა შვილს სით­ბო უნდა მის­ცეს, რომ ის ჯან­საღ პი­როვ­ნე­ბად აღი­ზარ­დოს. ბავ­შვებს მთე­ლი 9 სა­ა­თით გვი­ტო­ვე­ბენ და ზო­გი­ერ­თებს ამის შემ­დე­გაც არ უნ­დათ მათი წაყ­ვა­ნა.

- ამ­ბობთ, რომ მშობ­ლებს შვი­ლე­ბის შინ წაყ­ვა­ნის სურ­ვი­ლი არ აქვთ?

- თა­ვად გან­სა­ჯეთ: ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა პა­ტა­რა თა­ვის დრო­ზე არ წა­უყ­ვა­ნი­ათ, მი­ზე­ზად კი ასა­ხე­ლებ­დნენ იმას, რომ უბ­რა­ლოდ, ბაღ­ში მოს­ვლა და­ა­ვი­წყდათ. ერთ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვე­ბით: ამ შე­ნო­ბას არ ვტო­ვებ მა­ნამ, ვიდ­რე ყვე­ლა არ წავა. ერთ დღეს ერთ-ერთი ჯგუ­ფის პე­და­გოგ­მა მი­თხრა: ერთი აღ­საზ­რდე­ლის მშო­ბე­ლი არ ჩანს და ხომ არ და­ვუ­კავ­შირ­დე­თო? - იქ­ნებ რა­ღაც შე­ემ­თხვა და ცოტა ხანს და­ვე­ლო­დოთ-მეთ­ქი. 8 სა­ა­თი რომ და­ი­წყო და ბავ­შვს არა­ვინ მო­ა­კი­თხა, შევ­შფოთ­დით. და­ვუ­რე­კეთ დე­და­მისს, რო­მელ­მაც მშვი­დად გვკი­თხა, - რამ შე­გა­წუ­ხა­თო? - ბავ­შვი ჩვენ­თან არის და იქ­ნებ მო­ა­კი­თხოთ-მეთ­ქი. - უი, და­მა­ვი­წყდა, გა­მო­საყ­ვა­ნი რომ მყავ­დაო. მას­წავ­ლე­ბელს და და­რაჯს, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად ელო­დე­ბოდ­ნენ ქალ­ბა­ტო­ნის მობ­რძა­ნე­ბას, ვუ­თხა­რი: ნა­ხეთ, რომ მოვა, არც ბო­დიშს მო­იხ­დის და არც მად­ლო­ბას გვე­ტყვის-მეთ­ქი. მარ­თლაც, მან ჭიშ­კრი­დან და­უ­ძა­ხა ბავ­შვს: დე, მო­ვე­დი, ჩქა­რა წა­მო­დიო. გავ­ძა­ხე: გმად­ლობთ, რომ შვილს მო­ა­კი­თხეთ-მეთ­ქი. - არაფ­რი­სო, - და წა­ვი­და (იღი­მის).

- ამ­ბო­ბენ, რომ თუ ბავ­შვი ბაღ­ში 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­ცხად­დე­ბა, მის მშო­ბელს მო­უ­წევს რა­ღაც ცნო­ბის მო­ტა­ნა, რომ­ლის სა­ფა­სუ­რიც 25-დან 35 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ეს ჭო­რია თუ რე­ა­ლო­ბა?

- 5 არა­სა­პა­ტიო გაც­დე­ნის შემ­დეგ ბავ­შვი ან მისი მშო­ბე­ლი თუ არ გა­მო­ცხად­დე­ბა, მათ და­ვე­ლო­დე­ბით კი­დევ 2 დღე. თუ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­შიც არ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნე­ბენ, პა­ტა­რას რა სჭირს, ის გა­ი­რი­ცხე­ბა. მაგ­რამ თუ მშო­ბე­ლი მოვა და გვე­ტყვის, რომ ბავ­შვი ავად არის და მო­ი­ტანს ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბას არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა, ასე­თი ცნო­ბის აღე­ბა კი თბი­ლის­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის არის უფა­სო! ვფიქ­რობ, ვი­ღა­ცე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად ქმნი­ან ამ პრობ­ლე­მას. ჰოდა, შე­დე­გად, ზოგს ავად­მყო­ფი შვი­ლი მოჰ­ყავს იმის­თვის, რომ დაგ­ვიმ­ტკი­ცოს, ბავ­შვს სურ­დო აქვს ან ყელი სტკი­ვა, მაგ­რამ ხომ ხე­დავთ, მა­ინც მო­ვიყ­ვა­ნეო. ასე­თი რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია - ავად­მყო­ფო­ბის გამო ჯა­რი­მას არა­ვინ იხ­დის! ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა უპირ­ვე­ლე­სია და ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ფერ­ში უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი.

- რო­გორც ვიცი, მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე ხში­რად უს­ვამთ ხაზს ჰი­გი­ე­ნის პრობ­ლე­მას...

- რთუ­ლია ამა­ზე ლა­პა­რა­კი და მით უმე­ტეს, მშობ­ლის­თვის იმის თქმა, რომ მის შვილს ჰი­გი­ე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა აქვს, მაგ­რამ სხვა გზა არ არის, მათ ამა­ზე დე­ლი­კა­ტუ­რად უნდა მი­ვუ­თი­თოთ. ჩვე­ნი ექთა­ნი ყვე­ლა ბავ­შვს, კვი­რა­ში ერთხელ უმოწ­მებს მა­გა­ლი­თად, თავს. თუ რა­ი­მე არა­სა­სურ­ველს აღ­მო­ა­ჩენს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, ამის შე­სა­ხებ მშო­ბელს ვუ­თხრათ: ზოგი გვიბ­რაზ­დე­ბა, უკად­რი­სობს, ზოგი კი ნორ­მა­ლუ­რად აღიქ­ვამს ყვე­ლა­ფერს და შე­სა­ბა­მის ზო­მებს იღებს, მაგ­რამ ჩვენ დას­ნე­ბოვ­ნე­ბულ ბავ­შვს, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, მე­ო­რე დღეს ვერ მი­ვი­ღებთ. მე­სა­მე დღეს ვა­მოწ­მებთ, პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლია თუ არა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვუშ­ვებთ ბავ­შვებ­თან სა­თა­მა­შოდ. ასე­ვე ვა­წყდე­ბით პამ­პერ­სე­ბის პრობ­ლე­მას - ზო­გი­ერთ მშო­ბელს დი­ლით ავი­წყდე­ბა, რომ შვილს ის პამ­პერ­სი, რო­მე­ლიც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ეცვა, დი­ლით უნდა გა­მო­უც­ვა­ლოს. ვფიქ­რობ, ეს პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი შვი­ლის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა და მერე - ჩვე­ნი. მშო­ბელს სურ­ვი­ლი უნდა ჰქონ­დეს, რომ მის შვილს ყვე­ლა მი­ე­ფე­როს, ამის­თვის კი სა­ჭი­როა, პა­ტა­რა მოვ­ლი­ლი იყოს. აქ პამ­პერსს ყვე­ლას ვუც­ვლით, ეს არ გვე­ზა­რე­ბა, მაგ­რამ ჩვე­ნამ­დე მა­ინც ხომ უნდა მო­იყ­ვა­ნონ სუფ­თად?..

- და­ბო­ლოს, რას ისურ­ვებ­დით, რო­გორც ბაგა-ბა­ღის დი­რექ­ტო­რი?

- სხვა­თა შო­რის, დე­და­ჩე­მიც სა­ბავ­შვო ბა­ღის გამ­გე გახ­ლდათ. ძა­ლი­ან მინ­დო­და, მეც მევ­ლო ბაღ­ში, მაგ­რამ არ მა­ტა­რებ­და. ერთხელ ვკი­თხე: რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, სხვე­ბის მსგავ­სად, მეც ვი­ა­რო-მეთ­ქი? იცით, რა მი­პა­სუ­ხა? - დე­დი­კო, მე რომ იქ წა­გიყ­ვა­ნო, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბი და იმ ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც დე­დი­კო­ე­ბი გვერ­დით არ ეყო­ლე­ბათ, გული დას­წყდე­ბა­თო. ერთ დღეს სახ­ლში ჩიტი შე­მოფ­რინ­და. დე­დამ და­ი­ჭი­რა და მო­მა­წო­და: ნახე, გული რო­გორ უფეთ­ქავს. ჰოდა, შენ რომ ბაღ­ში წა­გიყ­ვა­ნო, როცა ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბი და სხვე­ბი და­გი­ნა­ხა­ვენ, მათი გუ­ლე­ბიც ასე და­ი­წყებს ფეთ­ქვა­სო. დამფრ­თხა­ლი ჩი­ტის გუ­ლის ფეთ­ქვა სა­ოც­რად და­მა­მახ­სოვ­რდა და დე­დას სი­ტყვე­ბის სი­მარ­თლე­შიც ნელ-ნელა დავ­რწმუნ­დი... მშობ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის უფრო მეტ დროს თუ გა­მო­ნა­ხა­ვენ და უფრო მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბით მო­ექ­ცე­ვი­ან, კარ­გი იქ­ნე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ისი­ნი არა მარ­ტო მათი, არა­მედ ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლე­ბი არი­ან. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად, ყვე­ლამ ერ­თად, ჯან­სა­ღად უნდა აღვზარ­დოთ. მჯე­რა, ყვე­ლას უყ­ვარს თა­ვი­სი შვი­ლი, მაგ­რამ ამა თუ იმ პრობ­ლე­მის გამო, მათ­თვის სა­ჭი­რო დრო არ რჩე­ბათ. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია და მათ შო­რის, კარ­გი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც, მაგ­რამ შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არა­ფე­რი ჯო­ბია. ხელი შე­ვუ­წყოთ ერ­თმა­ნეთს, "ოქ­როს შუ­ა­ლე­დი"გა­მოვ­ნა­ხოთ და მჯე­რა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. თი­თო­ე­ულ პა­ტა­რას ვუ­სურ­ვებ, ჯან­მრთე­ლი და კარ­გი მო­ქა­ლა­ქე გამ­ხდა­რი­ყოს.

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რატომ ავიწყდებათ მშობლებს მცირეწლოვანი შვილები

რატომ ავიწყდებათ მშობლებს მცირეწლოვანი შვილები

"გზის" წინა ნომერში დავაანონსეთ, რომ ვილაპარაკებდით იმ პრობლემებზე, რომელიც ბაღის აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ექმნებათ. გამოკითხული მშობლების უმეტესობა წუხს იმ საკვებზე, რომელსაც მისი შვილი მიირთმევს და რომლის შესახებაც მწირი ინფორმაცია აქვს (ამ საკითხზე, ერთ-ერთი ბაღის დირექტორთან გასულ კვირას ვილაპარაკეთ). ზოგი წუხს, რომ მის შვილს პედაგოგები ზოგჯერ მკაცრად ექცევიან, მშობელს კი მიუთითებენ, რომ პატარამ ბუნებრივი მოთხოვნილება დილით, ბაღში წასვლამდე ან უკვე შინ დაბრუნებულმა უნდა დაიკმაყოფილოს; ზოგს მიაჩნია, რომ მათი შვილები ეზოში უფრო დიდხანს უნდა ჰყავდეთ და ყველანაირ გასართობ ატრაქციონზე სრიალის უფლება მისცენ, რაც ხშირ შემთხვევაში, მართლაც, შეზღუდულია და როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, ისევ და ისევ ბავშვების უსაფრთხოების მიზნით.

ბევრს სხვადასხვა სახის ვირუსი, გადამდები დაავადება აშინებს, რაც ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი დაუდევარი მშობლის გამო შესაძლოა, ეპიდემიად იქცეს და ბაღში ყველა პატარა დასნებოვნდეს. მოკლედ, პრობლემას რა გამოლევს და ამ პრობლემების მოგვარებას მშობელი პედაგოგს სთხოვს, პედაგოგი კი იმ მშობლისკენ იშვერს თითს (და ვფიქრობ, სამართლიანადაც), რომელიც შვილზე პასუხისმგებლობას თავიდან იშორებს. თუ რას ვგულისხმობ, ამას ერთ-ერთ ბაღში არსებული სიტუაციიდან შეიტყობთ, მანამდე კი რამდენიმე მშობლის მოსაზრებას გაგაცნობთ:

ქეთი, 36 წლის (მშობელი):

- იმ ბაღში არსებული პირობებით, სადაც შვილი დამყავს, კმაყოფილი ვარ, მაგრამ არ მომწონს, პედაგოგები რომ მიმითითებენ: ვიდრე მოიყვანთ, იქნებ მანამდე დაიკმაყოფილოს ბუნებრივი მოთხოვნილებებიო. თუ ბავშვს სურვილი არ გაუჩნდა, იქნებ მითხრათ, ამის გაკეთება როგორ ვაიძულო? პედაგოგებს თავის ზედმეტად შეწუხება აღარ უნდათ, მით უმეტეს, რომ ჩვენს ჯგუფში 40-მდე ბავშვია და მგონი, არც სხვაგან არის ნაკლები აღსაზრდელი. კვება ნორმალური აქვთ. 2 წელია, მათი მომსახურებით ვსარგებლობ და ბავშვი ჯერ არ მოწამლულა.

კოტე, 42 წლის (მშობელი):

- ბაღში მოსვლა ხშირად არ მიწევს, მაგრამ ახლა ჩემი მეუღლე შეუძლოდ გახლავთ და მე მომიხდა ლუკას მოყვანა. პედაგოგებზე საყვედური არ მეთქმის, მაგრამ ბავშვი წუწუნებს, ატრაქციონებზე სრიალის, "კატაობის"უფლებას არ გვაძლევენო. თუ ასეა, არ მესმის, რად უნდათ საერთოდ ეს საქანელები? არ ჯობია, საერთოდ მოხსნან და შორიდან მაინც არ დაანახვონ? ასე ხომ პატარებს აღიზიანებენ - ამის თქმა მინდოდა დირექტორისთვის, მაგრამ ვერასდროს ვნახე, ჩემს მეუღლეს კი მასთან ლაპარაკი ერიდება. არადა, ეს იგივეა, მწვადი დამიდონ ცხვირწინ და მითხრან: იცოდე, არ ჭამო, თორემ გაწყენსო (იღიმის).

მარინა, 58 წლის (ბებია):

- ჩვენი პრობლემა ახლა იწყება. ხომ იცით, შემოდგომა-ზამთარში აქ ვირუსების ბუდეა. შარშან ბავშვი ერთი კვირა თუ ივლიდა ბაღში, მეორე კვირა შინ გვყავდა (ხან რა ვირუსს იკიდებდა, ხანაც - რას). თან, მაშინ ბაღიც ფასიანი იყო. წელს გადასახდი რომ არ მოეხსნათ, ალბათ არც ვატარებდით. უფასო რომ გახდა, ამიტომაც გავრისკეთ, მაგრამ თურმე, ახალი ფულის მახე გამოუგონიათ: თუ ბავშვი 5 დღეს გააცდენს, რაღაც ცნობა უნდა მოიტანოო, ის ცნობა კი თურმე, 25 თუ 35 ლარი ღირს.

- არა მგონია, ჯანმრთელობის ცნობის აღება ფასიანი იყოს...

- ამხელა ქალს არ დამეჯერება? თუმცა, ჯერ არ დამჭირვებია და იქნებ ჭორიც არის, მაგრამ აქ მშობლები ასე ამბობენ და რა ვიცი. ბავშვის ავადმყოფობის მერე მისი ბაღში მიღება 25 ლარი თუ დაგვიჯდა, ეს იგივეა, რომ ფასიანი იყოს...

ნაირა ბახია, 155-ე ბაგა-ბაღის დირექტორი:

- ჩვენი აღსაზრდელების მშობლების უმეტესობა ბაღში არსებული პირობებით კმაყოფილია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც უბრალოდ, არაფერი მოსწონთ. ორი წელია, აქ ვმუშაობ და ამ ორი წლის მანძილზე ჩვენთან გლობალური ეპიდემია არ დაფიქსირებულა. ხომ გახსოვთ, შარშან წითელა და ყბაყურა იყო მთელ საქართველოში მოდებული, მაგრამ ჩვენი დაწესებულების დროებითი დახურვაც არ გახდა საჭირო. როცა 35 ბავშვიდან მხოლოდ ხუთი დაავადდება, ეს ეპიდემიას არ ნიშნავს.

- ხშირად, ერთი დაავადებული პატარა თანატოლების დასნებოვნების მიზეზი ხდება...

- მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პრობლემა ავიცილოთ. პირადად მე, დილით მასწავლებლებთან და ექთანთან ერთად შემოსასვლელში ვდგავარ და ბავშვებს ვამოწმებ. ცხადია, ვიზუალურად, მაგრამ ხანდახან არის შემთხვევა, როცა რაღაც ჩვენს თვალსაც გამოეპარება. მაგალითად, ზოგიერთი მშობელი ცდილობს, დაავადებული პატარა შემოგვაპაროს და ამას ახერხებს კიდეც. გვქონდა ასეთი შემთხვევა: თურმე, ბავშვს დილით ჰქონია მაღალი, დაახლოებით 40 გრადუსი სიცხე, მშობელმა მისცა სიცხის დამწევი პრეპარატი, მერე კი პატარა, რომელსაც გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, გაუფრთხილებლად დაგვიტოვა. ბავშვს ერთ საათში სიცხემ ისევ 40 გრადუსამდე აუწია. მშობელთან დაკავშირებას შევეცადეთ, მაგრამ მან ტელეფონი გათიშა. იძულებული გავხდით, "სასწრაფო დახმარება"გამოგვეძახა. ბევრი მშობელი თავს არიდებს ყოველგვარ პასუხისმგებლობას. გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა პატარა ენტეროვირუსით იყო დაავადებული, მშობელმა კი დაუფიქრებლად დატოვა. მისთვის საფენების გამოცვლას ვერ ვასწრებდით და ვერც ოჯახის წევრებს ვუკავშირდებოდით. დაახლოებით 4 საათისთვის, როგორც იქნა, დედამისს დავუკავშირდით და იცით, რა გვიპასუხა? - არაფერი გიჭირთ, მაღაზიაში გადადით და "ნაბეღლავი"უყიდეთო. თქვენი აზრით, ეს რა არის, თუ არა გულგრილობა საკუთარი შვილის მიმართ? ყველა მშობელი ერთნაირად პატივსაცემია და ყველა ბავშვი საყვარელია. აქედან გამომდინარე, მერწმუნეთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აღსაზრდელების მშობლებს საკუთარი შვილები უყვარდეთ! არადა, ზოგჯერ ადამიანს ამაშიც ეჭვი შეგეპარება. ამას წინათ ერთმა მშობელმა კრებაზე თქვა: ვაიმე, აქ რას ვხედავ, ზოგიერთებს საკუთარი შვილების მოვლა არ გინდათო. მშობელმა შვილს სითბო უნდა მისცეს, რომ ის ჯანსაღ პიროვნებად აღიზარდოს. ბავშვებს მთელი 9 საათით გვიტოვებენ და ზოგიერთებს ამის შემდეგაც არ უნდათ მათი წაყვანა.

- ამბობთ, რომ მშობლებს შვილების შინ წაყვანის სურვილი არ აქვთ?

- თავად განსაჯეთ: ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა პატარა თავის დროზე არ წაუყვანიათ, მიზეზად კი ასახელებდნენ იმას, რომ უბრალოდ, ბაღში მოსვლა დაავიწყდათ. ერთ მაგალითს მოგიყვებით: ამ შენობას არ ვტოვებ მანამ, ვიდრე ყველა არ წავა. ერთ დღეს ერთ-ერთი ჯგუფის პედაგოგმა მითხრა: ერთი აღსაზრდელის მშობელი არ ჩანს და ხომ არ დავუკავშირდეთო? - იქნებ რაღაც შეემთხვა და ცოტა ხანს დაველოდოთ-მეთქი. 8 საათი რომ დაიწყო და ბავშვს არავინ მოაკითხა, შევშფოთდით. დავურეკეთ დედამისს, რომელმაც მშვიდად გვკითხა, - რამ შეგაწუხათო? - ბავშვი ჩვენთან არის და იქნებ მოაკითხოთ-მეთქი. - უი, დამავიწყდა, გამოსაყვანი რომ მყავდაო. მასწავლებელს და დარაჯს, რომელიც ჩემთან ერთად ელოდებოდნენ ქალბატონის მობრძანებას, ვუთხარი: ნახეთ, რომ მოვა, არც ბოდიშს მოიხდის და არც მადლობას გვეტყვის-მეთქი. მართლაც, მან ჭიშკრიდან დაუძახა ბავშვს: დე, მოვედი, ჩქარა წამოდიო. გავძახე: გმადლობთ, რომ შვილს მოაკითხეთ-მეთქი. - არაფრისო, - და წავიდა (იღიმის).

- ამბობენ, რომ თუ ბავშვი ბაღში 5 დღის განმავლობაში არ გამოცხადდება, მის მშობელს მოუწევს რაღაც ცნობის მოტანა, რომლის საფასურიც 25-დან 35 ლარამდე მერყეობს. ეს ჭორია თუ რეალობა?

- 5 არასაპატიო გაცდენის შემდეგ ბავშვი ან მისი მშობელი თუ არ გამოცხადდება, მათ დაველოდებით კიდევ 2 დღე. თუ ამ დროის განმავლობაშიც არ შეგვატყობინებენ, პატარას რა სჭირს, ის გაირიცხება. მაგრამ თუ მშობელი მოვა და გვეტყვის, რომ ბავშვი ავად არის და მოიტანს ჯანმრთელობის ცნობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, ასეთი ცნობის აღება კი თბილისში რეგისტრირებული ბავშვებისთვის არის უფასო! ვფიქრობ, ვიღაცები ხელოვნურად ქმნიან ამ პრობლემას. ჰოდა, შედეგად, ზოგს ავადმყოფი შვილი მოჰყავს იმისთვის, რომ დაგვიმტკიცოს, ბავშვს სურდო აქვს ან ყელი სტკივა, მაგრამ ხომ ხედავთ, მაინც მოვიყვანეო. ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია - ავადმყოფობის გამო ჯარიმას არავინ იხდის! ბავშვის ჯანმრთელობა უპირველესია და ერთმანეთს ყველაფერში უნდა შევუწყოთ ხელი.

- როგორც ვიცი, მშობელთა კრებაზე ხშირად უსვამთ ხაზს ჰიგიენის პრობლემას...

- რთულია ამაზე ლაპარაკი და მით უმეტეს, მშობლისთვის იმის თქმა, რომ მის შვილს ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, მაგრამ სხვა გზა არ არის, მათ ამაზე დელიკატურად უნდა მივუთითოთ. ჩვენი ექთანი ყველა ბავშვს, კვირაში ერთხელ უმოწმებს მაგალითად, თავს. თუ რაიმე არასასურველს აღმოაჩენს, ვალდებულები ვართ, ამის შესახებ მშობელს ვუთხრათ: ზოგი გვიბრაზდება, უკადრისობს, ზოგი კი ნორმალურად აღიქვამს ყველაფერს და შესაბამის ზომებს იღებს, მაგრამ ჩვენ დასნებოვნებულ ბავშვს, პროფილაქტიკის მიზნით, მეორე დღეს ვერ მივიღებთ. მესამე დღეს ვამოწმებთ, პრობლემა მოგვარებულია თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ ვუშვებთ ბავშვებთან სათამაშოდ. ასევე ვაწყდებით პამპერსების პრობლემას - ზოგიერთ მშობელს დილით ავიწყდება, რომ შვილს ის პამპერსი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ეცვა, დილით უნდა გამოუცვალოს. ვფიქრობ, ეს პირველ რიგში, საკუთარი შვილის უპატივცემულობაა და მერე - ჩვენი. მშობელს სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ მის შვილს ყველა მიეფეროს, ამისთვის კი საჭიროა, პატარა მოვლილი იყოს. აქ პამპერსს ყველას ვუცვლით, ეს არ გვეზარება, მაგრამ ჩვენამდე მაინც ხომ უნდა მოიყვანონ სუფთად?..

- დაბოლოს, რას ისურვებდით, როგორც ბაგა-ბაღის დირექტორი?

- სხვათა შორის, დედაჩემიც საბავშვო ბაღის გამგე გახლდათ. ძალიან მინდოდა, მეც მევლო ბაღში, მაგრამ არ მატარებდა. ერთხელ ვკითხე: რატომ არ შეიძლება, სხვების მსგავსად, მეც ვიარო-მეთქი? იცით, რა მიპასუხა? - დედიკო, მე რომ იქ წაგიყვანო, ძალაუნებურად, ჩემ გვერდით იქნები და იმ ბავშვებს, რომლებსაც დედიკოები გვერდით არ ეყოლებათ, გული დასწყდებათო. ერთ დღეს სახლში ჩიტი შემოფრინდა. დედამ დაიჭირა და მომაწოდა: ნახე, გული როგორ უფეთქავს. ჰოდა, შენ რომ ბაღში წაგიყვანო, როცა ჩემ გვერდით იქნები და სხვები დაგინახავენ, მათი გულებიც ასე დაიწყებს ფეთქვასო. დამფრთხალი ჩიტის გულის ფეთქვა საოცრად დამამახსოვრდა და დედას სიტყვების სიმართლეშიც ნელ-ნელა დავრწმუნდი... მშობლები საკუთარი შვილებისთვის უფრო მეტ დროს თუ გამონახავენ და უფრო მეტი მზრუნველობით მოექცევიან, კარგი იქნება. ბოლოს და ბოლოს, ისინი არა მარტო მათი, არამედ ზოგადად, საქართველოს შვილები არიან. მომავალი თაობა აუცილებლად, ყველამ ერთად, ჯანსაღად უნდა აღვზარდოთ. მჯერა, ყველას უყვარს თავისი შვილი, მაგრამ ამა თუ იმ პრობლემის გამო, მათთვის საჭირო დრო არ რჩებათ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგია და მათ შორის, კარგი მატერიალური მდგომარეობაც, მაგრამ შვილთან ურთიერთობას არაფერი ჯობია. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, "ოქროს შუალედი"გამოვნახოთ და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. თითოეულ პატარას ვუსურვებ, ჯანმრთელი და კარგი მოქალაქე გამხდარიყოს.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია