პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ანანიაშვილი: "ჯერჯერობით ვერ ვბედავ შიშველი ბალერინების სცენაზე გამოყვანას"
ნინო ანანიაშვილი: "ჯერჯერობით ვერ ვბედავ შიშველი ბალერინების სცენაზე გამოყვანას"

"ვინც უყუ­რებს სპექ­ტაკ­ლებს და გე­მოვ­ნე­ბა აქვს, მას შიშ­ველ ბა­ლე­რი­ნა­ზეც არ ექ­ნე­ბა ცუდი რე­აქ­ცია. შე­იძ­ლე­ბა მი­ქე­ლან­ჯე­ლოს შე­დევ­რებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნო?! - ეს ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია"... ამ­ბობს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი პრი­მა­ბა­ლე­რი­ნა - ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი... თუ რა უშ­ლის ხელს მას, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი სცე­ნა­ზე შიშ­ვე­ლი გა­მო­იყ­ვა­ნოს, ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე თა­ვად ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი:

- სა­ბა­ლე­ტო სე­ზო­ნი გავ­ხსე­ნით და ეს დღე ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ხა­რუ­ლოა. წელს უკვე მე­ა­თე სე­ზო­ნია რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ, რო­გორც სა­ბა­ლე­ტო და­სის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი. დრომ სა­ოც­რად მალე გა­ირ­ბი­ნა...

- თუ არ ვცდე­ბი ამ სე­ზონ­ზე თა­მამ სპექ­ტაკლსაც წარ­მო­ად­გენთ...

- სპექ­ტაკ­ლი იქ­ნე­ბა, სა­დაც მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი პუ­ან­ტე­ბის გა­რე­შე, ფეხ­შიშ­ვე­ლე­ბი იცეკ­ვე­ბენ... ახლა თა­მა­მი სპექ­ტაკლს ისეთს ეძა­ხი­ან, როცა მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი შიშ­ვლე­ბი გა­მო­დი­ან სცე­ნა­ზე. ასე­თე­ბი უკვე ბევ­რი ხდე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ჩვენ არ ავ­სულ­ვართ ჯერ­ჯე­რო­ბით ამ დო­ნე­ზე.

- თქვენ გი­ნა­ხავთ ასე­თი თა­მა­მი სპექ­ტაკ­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ და მო­ხიბ­ლუ­ლი დარ­ჩე­ნილ­ხართ?

- დიახ, მი­ნა­ხავს, უკვე ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში დგა­მენ. მა­გა­ლი­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბა­ლე­ტია - ირჟი კი­ლი­ა­ნის "ბელ­ლა ფი­გუ­რა", რო­მე­ლიც ულა­მა­ზე­სია და ეს­თე­ტი­უ­რო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი. ის ფაქ­ტი, რომ მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი შიშ­ვლე­ბი არი­ან, ოდ­ნა­ვაც არ იქ­ცევს მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბას. ეს არის სკულპ­ტუ­რა­სა­ვით ფე­ნო­მე­ნი და არა­ვის არ აღი­ზი­ა­ნებს, ბა­ლე­რი­ნა რომ გახ­დი­ლია. ყვე­ლა აღიქ­ვამს, რო­გორც ბუ­ნებ­რივს, რო­გო­რე­ბიც ღმერ­თმა გვშვა...

- რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა და­იდ­გას ირჟი კი­ლი­ა­ნის ეს შე­დევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ჯერ-ჯე­რო­ბით ვერ ვბე­დავ ამ სპექ­ტაკ­ლის დად­გმას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი და სა­ერ­თოდ ქვე­ყა­ნა ამის­თვის მზად არ არის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნინო ანანიაშვილი: "ჯერჯერობით ვერ ვბედავ შიშველი ბალერინების სცენაზე გამოყვანას"

ნინო ანანიაშვილი: "ჯერჯერობით ვერ ვბედავ შიშველი ბალერინების სცენაზე გამოყვანას"

"ვინც უყურებს სპექტაკლებს და გემოვნება აქვს, მას შიშველ ბალერინაზეც არ ექნება ცუდი რეაქცია. შეიძლება მიქელანჯელოს შედევრებს შეურაცხყოფა მიაყენო?! - ეს ხომ შეუძლებელია"... ამბობს მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმაბალერინა - ნინო ანანიაშვილი... თუ რა უშლის ხელს მას, მოცეკვავეები სცენაზე შიშველი გამოიყვანოს, ამ და სხვა საკითხებზე თავად ნინო ანანიაშვილი გვესაუბრა.

ნინო ანანიაშვილი:

- საბალეტო სეზონი გავხსენით და ეს დღე ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა. წელს უკვე მეათე სეზონია რაც საქართველოში ვარ, როგორც საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი. დრომ საოცრად მალე გაირბინა...

- თუ არ ვცდები ამ სეზონზე თამამ სპექტაკლსაც წარმოადგენთ...

- სპექტაკლი იქნება, სადაც მოცეკვავეები პუანტების გარეშე, ფეხშიშველები იცეკვებენ... ახლა თამამი სპექტაკლს ისეთს ეძახიან, როცა მოცეკვავეები შიშვლები გამოდიან სცენაზე. ასეთები უკვე ბევრი ხდება მთელ მსოფლიოში. ჩვენ არ ავსულვართ ჯერჯერობით ამ დონეზე.

- თქვენ გინახავთ ასეთი თამამი სპექტაკლები საზღვარგარეთ და მოხიბლული დარჩენილხართ?

- დიახ, მინახავს, უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში დგამენ. მაგალითად არაჩვეულებრივი ბალეტია - ირჟი კილიანის "ბელლა ფიგურა", რომელიც ულამაზესია და ესთეტიურობით გამორჩეული. ის ფაქტი, რომ მოცეკვავეები შიშვლები არიან, ოდნავაც არ იქცევს მაყურებლის ყურადღებას. ეს არის სკულპტურასავით ფენომენი და არავის არ აღიზიანებს, ბალერინა რომ გახდილია. ყველა აღიქვამს, როგორც ბუნებრივს, როგორებიც ღმერთმა გვშვა...

- რა შემთხვევაში შეიძლება დაიდგას ირჟი კილიანის ეს შედევრი საქართველოში?

- ჯერ-ჯერობით ვერ ვბედავ ამ სპექტაკლის დადგმას საქართველოში. ვფიქრობ, ჩვენი მაყურებელი და საერთოდ ქვეყანა ამისთვის მზად არ არის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია