პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე "ჰიუსტონიზაციას" ვახდენ ამ ქვეყანაში და სტეფანე და მაია პროგრესს "აწვებიან"?
"მე "ჰიუსტონიზაციას" ვახდენ ამ ქვეყანაში და სტეფანე და მაია პროგრესს "აწვებიან"?

მაია დარსმე­ლი­ძე და სტე­ფა­ნე დათო ფორჩხი­ძეს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. "ახა­ლი ხმის" მწვრთნე­ლე­ბი ბავ­შვებს ვერ იყო­ფენ და ერ­თმა­ნეთს მათ გა­და­ბი­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. მაია დარსმე­ლი­ძემ აგ­რე­სია კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზეც გა­და­ი­ტა­ნა და სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე მათ "ღო­რე­ბი" უწო­და, სა­კუ­თა­რი თავი კი "მარ­გა­ლი­ტად" მო­ნათ­ლა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი კონ­ფლიქ­ტის მე­ო­რე მხა­რეს, დათო ფორჩხი­ძეს ვთხო­ვეთ:

დათო ფორჩხი­ძე:

- გა­დავ­წყვი­ტე ეს ყვე­ლა­ფე­რი არ შე­ვიმ­ჩნიო და კო­მენ­ტა­რე­ბი არ ვა­კე­თო. შოთა ადა­მაშ­ვილ­მა და­ი­ფი­ცა, რომ ფორჩხი­ძე პი­რა­დად არა­სო­დეს ყავ­და ნა­ნა­ხი. მეც ვი­ფი­ცე­ბი, რომ ჩემ­თან წა­მოს­ვლა თვი­თონ გა­და­წყვი­ტა.

- მაია დარსმე­ლი­ძე თქვენს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს აყე­ნებს ეჭვქვეშ?

- ეს მისი არ­ჩე­ვა­ნი და საქ­მეა. და­ა­ყე­ნოს, ბევ­რი ვი­ღაც აყე­ნებს ჩემ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ეჭვქვეშ. ილა­პა­რა­კოს, რაც უნდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­წყო­ბა ელან­დე­ბათ და ეს ბავ­შვე­ბიც ასე ამოვ­სვა­როთ ტა­ლახ­ში? ერ­თმა­ნეთს არ ვინ­დობთ და ახლა შოთა ადა­მაშ­ვილს გა­და­ვე­კი­დოთ? ის ერთი დღე გმი­რი იყო და მე­ო­რე დღეს და­ი­წყეს მისი დის­კრე­დი­ტა­ცია და ლან­ძღვა. თურ­მე გა­დარ­ჩნენ, რომ მა­გათ­თან არ მი­ვი­და..

-სტე­ფა­ნეს და მაია დარსმე­ლი­ძეს წინა კონ­კურ­სის დრო­საც ქონ­დათ თქვენს მი­მართ პრე­ტენ­ზი­ე­ბი და და­ძა­ბუ­ლო­ბა სტუ­დი­ა­შიც შე­იმ­ჩნე­ო­და.

- ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ თურ­მე ჰი­უს­ტო­ნის გარ­და, არა­ვის არა­ფერს ვამ­ღე­რებ და ცუდი მწვრთნე­ლი ვარ. ვი­თომ მე ვარ მე-18 სა­უ­კუ­ნის არ­ტე­ფაქ­ტი. ეს არის ჩემ მი­მართ ძი­რი­თა­დად შე­ნიშ­ვნე­ბი, რომ მე ჰი­უს­ტო­ნი­ზა­ცი­ას ვახ­დენ ამ ქვე­ყა­ნა­ში და ისი­ნი პროგ­რესს "აწ­ვე­ბი­ან". გჯე­რათ ეს? ჩემ­თან მო­დის მზა პრო­დუქ­ტი, მე არა­ვის არა­ფერს არ ვამ­ღე­რებ. ეს ბავ­შვე­ბი თვი­თონ ხდე­ბი­ან ისი­ნი, ვინც არინ და მე ამ დროს თურ­მე ვი­ფე­რებ ამას, დავ­დი­ვარ ვტრა­ბა­ხობ, ვიკ­ვეხ­ნი, რომ ჩემ­ზე მა­გა­რი არა­ვინ არ არის და ა. შ. კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით, რომ არ ვტრა­ბა­ხობ, არ ვი­ფე­რებ, არ ვიკ­ვეხ­ნი და არ დავბლა­ტა­ობ. შოთა ადა­მაშ­ვი­ლის­თვი­საც თავ­მდაბ­ლო­ბა მე არ მის­წავ­ლე­ბია. თვი­თონ ეს კაცი გა­მო­ვი­და და თქვა, არც მო­ვე­ლო­დი ოთხი­ვეს შე­მობ­რუ­ნე­ბა­სო. ის თვი­თონ არის ასე­თი ადა­მი­ა­ნი და თვი­თონ აკე­თებს ამ გან­ცხა­დე­ბას. რად­გან ფორჩხი­ძეს­თან წა­ვი­და, ხომ ბო­რო­ტე­ბას­თან გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი და სული გა­ყი­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მე "ჰიუსტონიზაციას" ვახდენ ამ ქვეყანაში და სტეფანე და მაია პროგრესს "აწვებიან"?

"მე "ჰიუსტონიზაციას" ვახდენ ამ ქვეყანაში და სტეფანე და მაია პროგრესს "აწვებიან"?

მაია დარსმელიძე და სტეფანე დათო ფორჩხიძეს უპირისპირდებიან. "ახალი ხმის" მწვრთნელები ბავშვებს ვერ იყოფენ და ერთმანეთს მათ გადაბირებაში ადანაშაულებენ. მაია დარსმელიძემ აგრესია კონკურსის მონაწილეებზეც გადაიტანა და საკუთარი "ფეისბუქის გვერდზე მათ "ღორები" უწოდა, საკუთარი თავი კი "მარგალიტად" მონათლა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი კონფლიქტის მეორე მხარეს, დათო ფორჩხიძეს ვთხოვეთ:

დათო ფორჩხიძე:

- გადავწყვიტე ეს ყველაფერი არ შევიმჩნიო და კომენტარები არ ვაკეთო. შოთა ადამაშვილმა დაიფიცა, რომ ფორჩხიძე პირადად არასოდეს ყავდა ნანახი. მეც ვიფიცები, რომ ჩემთან წამოსვლა თვითონ გადაწყვიტა.

- მაია დარსმელიძე თქვენს პროფესიონალიზმს აყენებს ეჭვქვეშ?

- ეს მისი არჩევანი და საქმეა. დააყენოს, ბევრი ვიღაც აყენებს ჩემ პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ. ილაპარაკოს, რაც უნდა. საქართველოში ხომ ყველაფერში ჩაწყობა ელანდებათ და ეს ბავშვებიც ასე ამოვსვაროთ ტალახში? ერთმანეთს არ ვინდობთ და ახლა შოთა ადამაშვილს გადავეკიდოთ? ის ერთი დღე გმირი იყო და მეორე დღეს დაიწყეს მისი დისკრედიტაცია და ლანძღვა. თურმე გადარჩნენ, რომ მაგათთან არ მივიდა..

-სტეფანეს და მაია დარსმელიძეს წინა კონკურსის დროსაც ქონდათ თქვენს მიმართ პრეტენზიები და დაძაბულობა სტუდიაშიც შეიმჩნეოდა.

- ისინი ამბობენ, რომ თურმე ჰიუსტონის გარდა, არავის არაფერს ვამღერებ და ცუდი მწვრთნელი ვარ. ვითომ მე ვარ მე-18 საუკუნის არტეფაქტი. ეს არის ჩემ მიმართ ძირითადად შენიშვნები, რომ მე ჰიუსტონიზაციას ვახდენ ამ ქვეყანაში და ისინი პროგრესს "აწვებიან". გჯერათ ეს? ჩემთან მოდის მზა პროდუქტი, მე არავის არაფერს არ ვამღერებ. ეს ბავშვები თვითონ ხდებიან ისინი, ვინც არინ და მე ამ დროს თურმე ვიფერებ ამას, დავდივარ ვტრაბახობ, ვიკვეხნი, რომ ჩემზე მაგარი არავინ არ არის და ა. შ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ ვტრაბახობ, არ ვიფერებ, არ ვიკვეხნი და არ დავბლატაობ. შოთა ადამაშვილისთვისაც თავმდაბლობა მე არ მისწავლებია. თვითონ ეს კაცი გამოვიდა და თქვა, არც მოველოდი ოთხივეს შემობრუნებასო. ის თვითონ არის ასეთი ადამიანი და თვითონ აკეთებს ამ განცხადებას. რადგან ფორჩხიძესთან წავიდა, ხომ ბოროტებასთან გააფორმა კონტრაქტი და სული გაყიდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება