პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ქუჩებში დანებით ჩხუბი გახშირდა - 17 წლის ბიჭი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა
თბილისის ქუჩებში დანებით ჩხუბი გახშირდა - 17 წლის ბიჭი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

10 ოქ­ტომ­ბერს, მეტ­რო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­და­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კერ­ძოდ "მაკ­დო­ნალდსის" უკან 17 წლის ლე­ვან ხა­ჩა­ტუ­რო­ვი და­ნით სიკ­ვდილს მხო­ლოდ იღ­ბლის გამო გა­და­ურ­ჩა. ლე­ვა­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს მადლში" მუ­შა­ობს.

შე­იძ­ლე­ბა ასეც ვთქვათ, - ლე­ვა­ნი იმ მე­ქა­ნიზ­მის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "თვით­ნე­ბუ­რად" შექ­მნა იმ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა გა­და­სარ­ჩე­ნად, რომ­ლებ­ზეც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფო შეგ­ნე­ბუ­ლად არ აიღო. ასე რომ, რე­ა­ლუ­რად, მის გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბა­დაც შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­მაც მისი შეგ­რო­ვი­ლი თან­ხით ყი­დუ­ლო­ბენ პურს ან თუნ­დაც წა­მალს. ამას­თა­ნა­ვე, მას არა­ფე­რი აკავ­ში­რებ­და ამ საქ­მის მე­ო­რე მხა­რეს­თან, - ვგუ­ლის­ხმობთ იმას, რომ შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი ბევ­რმა უკვე პი­რა­დი ბიზ­ნე­სის წყა­რო­დაც გა­ი­ხა­და და შე­სა­წი­რი ყუ­თე­ბით ხელს ით­ბო­ბენ. მას მთე­ლი დღის შეგ­რო­ვი­ლი თან­ხა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მიჰ­ქონ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც, თა­ვის მხრივ, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და.

რისი თვითმხილ­ვე­ლიც პი­რა­დად ამ სტა­ტი­ის ავ­ტო­რიც გახ­ლავთ - ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს მად­ლმა" "კვი­რის პა­ლიტ­რის" გა­ჭირ­ვე­ბულ რეს­პონ­დენ­ტებ­საც მრა­ვალ­ჯერ გა­უ­წო­და ხელი. ეს დიდი საქ­მეა, თუმ­ცა არა ვინ­მეს სი­ცო­ცხლის სა­პირ­წო­ნე, - და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ვა­რა­უ­დით, შე­ლა­პა­რა­კე­ბის მი­ზე­ზი ლე­ვა­ნის­თვის ფუ­ლის მო­თხოვ­ნა იყო. მარ­თა­ლია, ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია და საქ­მის რე­ა­ლურ მი­ზეზს მხო­ლოდ გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, მაგ­რამ ცხა­დია, რე­ა­ლუ­რად ჩვენ­ში უკვე ქველ­მოქ­მე­დე­ბა­საც სჭირ­დე­ბა დაც­ვა და კონ­ტრო­ლი.

ლე­ვა­ნი სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში დაჭ­რეს და­ნით, იმ დროს, როცა უპო­ვარ­თთათ­ვის შე­მო­წი­რუ­ლო­ბას აგ­რო­ვებ­და. ამას კი წინა დღეს, არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში, უც­ნობ პი­რებ­თან მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და. ბიჭი შე­ლა­პა­რა­კე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, ხალ­ხით სავ­სე პროს­პექ­ტი­დან შუ­ა­დღი­სას გა­იხ­მეს "მაკ­დო­ნალდსის" უკან მიმ­დე­ბა­რე ეზო­ში, სა­ი­და­ნაც სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი მე­გო­ბარ­მა გა­მო­იყ­ვა­ნა.

ლა­მა­რა კ:

- მე სულ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვზი­ვარ, ვაშლს ვყი­დი, - კარ­გად ვიც­ნობ­დი ამ ბავ­შვს, სულ აქ და­დი­ო­და თა­ვი­სი ყუ­თით აქვე აქვთ ოფი­სი. ამი­ტო­მაც სა­ხე­ზე ყვე­ლას ვცნობ. ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი ბავ­შვე­ბი არი­ან. ეგ სა­ცო­და­ვი და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი რომ და­ვი­ნა­ხე, გული გა­მის­კდა, მი­ვარ­დი, რა გიშ­ვე­ლო-მეთ­ქი, მაგ­რამ რა უნდა მეშ­ვე­ლა, უკვე ვე­ღარ ლა­პა­რა­კობ­და. ჩემ­ნა­ი­რი ხალ­ხი ბევ­რი შე­მო­ერ­ტყა გარ­შე­მო, მაგ­რამ ღმერ­თმა თუ არ უშ­ვე­ლა ადა­მი­ანს, ხალ­ხი რას უშ­ვე­ლის, კვდე­ბო­და სა­წყა­ლი, აღარ მე­გო­ნა, ცო­ცხალს თუ მი­იყ­ვან­დნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ვის რა უნ­დო­და მა­გის­გან? განა რამ­დე­ნი ფული უნდა ჰქო­ნო­და "ია­შიკ­ში", რომ და­ნით გა­მოს­დგო­მოდ­ნენ!

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

თბილისის ქუჩებში დანებით ჩხუბი გახშირდა - 17 წლის ბიჭი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

თბილისის ქუჩებში დანებით ჩხუბი გახშირდა - 17 წლის ბიჭი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

10 ოქტომბერს, მეტრო მარჯანიშვილის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ "მაკდონალდსის" უკან 17 წლის ლევან ხაჩატუროვი დანით სიკვდილს მხოლოდ იღბლის გამო გადაურჩა. ლევანი არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მადლში" მუშაობს.

შეიძლება ასეც ვთქვათ, - ლევანი იმ მექანიზმის ნაწილია, რომელიც საზოგადოებამ "თვითნებურად" შექმნა იმ სოციალურად დაუცველთა გადასარჩენად, რომლებზეც პასუხისმგებლობას სახელმწიფო შეგნებულად არ აიღო. ასე რომ, რეალურად, მის გადარჩენილებადაც შეიძლება ჩავთვალოთ ის ადამიანები, რომელმაც მისი შეგროვილი თანხით ყიდულობენ პურს ან თუნდაც წამალს. ამასთანავე, მას არაფერი აკავშირებდა ამ საქმის მეორე მხარესთან, - ვგულისხმობთ იმას, რომ შემოწირულობები ბევრმა უკვე პირადი ბიზნესის წყაროდაც გაიხადა და შესაწირი ყუთებით ხელს ითბობენ. მას მთელი დღის შეგროვილი თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში მიჰქონდა. ორგანიზაციაც, თავის მხრივ, გაჭირვებულებს ეხმარებოდა.

რისი თვითმხილველიც პირადად ამ სტატიის ავტორიც გახლავთ - ორგანიზაცია "საქართველოს მადლმა" "კვირის პალიტრის" გაჭირვებულ რესპონდენტებსაც მრავალჯერ გაუწოდა ხელი. ეს დიდი საქმეა, თუმცა არა ვინმეს სიცოცხლის საპირწონე, - დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ვარაუდით, შელაპარაკების მიზეზი ლევანისთვის ფულის მოთხოვნა იყო. მართალია, ეს მხოლოდ ვარაუდია და საქმის რეალურ მიზეზს მხოლოდ გამოძიება დაადგენს, მაგრამ ცხადია, რეალურად ჩვენში უკვე ქველმოქმედებასაც სჭირდება დაცვა და კონტროლი.

ლევანი სამუშაო საათებში დაჭრეს დანით, იმ დროს, როცა უპოვართთათვის შემოწირულობას აგროვებდა. ამას კი წინა დღეს, არასამუშაო საათებში, უცნობ პირებთან მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. ბიჭი შელაპარაკებიდან მეორე დღეს, ხალხით სავსე პროსპექტიდან შუადღისას გაიხმეს "მაკდონალდსის" უკან მიმდებარე ეზოში, საიდანაც სულ რამდენიმე წუთში დასისხლიანებული მეგობარმა გამოიყვანა.

ლამარა კ:

- მე სულ ამ ტერიტორიაზე ვზივარ, ვაშლს ვყიდი, - კარგად ვიცნობდი ამ ბავშვს, სულ აქ დადიოდა თავისი ყუთით აქვე აქვთ ოფისი. ამიტომაც სახეზე ყველას ვცნობ. ძალიან წესიერი ბავშვები არიან. ეგ საცოდავი დასისხლიანებული რომ დავინახე, გული გამისკდა, მივარდი, რა გიშველო-მეთქი, მაგრამ რა უნდა მეშველა, უკვე ვეღარ ლაპარაკობდა. ჩემნაირი ხალხი ბევრი შემოერტყა გარშემო, მაგრამ ღმერთმა თუ არ უშველა ადამიანს, ხალხი რას უშველის, კვდებოდა საწყალი, აღარ მეგონა, ცოცხალს თუ მიიყვანდნენ საავადმყოფოში. ვის რა უნდოდა მაგისგან? განა რამდენი ფული უნდა ჰქონოდა "იაშიკში", რომ დანით გამოსდგომოდნენ!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ