მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ ხადური - მივიღეთ პირობა, რომ სავალუტო ფონდი საქართველოსთან მიმართებაში გამოქვეყნებულ პროგნოზს გადახედავს
ნოდარ ხადური - მივიღეთ პირობა, რომ სავალუტო ფონდი საქართველოსთან მიმართებაში გამოქვეყნებულ პროგნოზს გადახედავს

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის­გან მი­ვი­ღეთ პი­რო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პროგ­ნოზს გა­და­ხე­დავს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ­თან, მენო შნელ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, მენო შნე­ლი ამ პროგ­ნო­ზით თა­ვა­დაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდმა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ზრდის პროგ­ნო­ზი 2,5%-მდე შე­უმ­ცი­რა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ­თან, მენო შნელ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ვი­სა­უბ­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, იმ პროგ­ნო­ზებ­ზე, რო­მე­ლიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდმა. რო­გორც გა­ირ­კვა, იგი თა­ვა­დაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია ამ­გვა­რი პროგ­ნო­ზით და მი­ვი­ღეთ პი­რო­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბა გა­და­ი­ხე­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხა­დურ­მა.

მენო შნე­ლის თქმით კი, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კურ აღ­მავ­ლო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებს.

"მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გია სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ჩა­მოს­ვლა წლი­ურ შეხ­ვედ­რა­ზე. ეს სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე შეხ­ვდე პარტნი­ო­რებს. დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას პო­ზი­ტი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი ჰქონ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის ეკო­ნო­მის­ტებ­თან, ასე­ვე, ჰო­ლან­დია-ბელ­გი­ის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც ფონდში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გე­ნენ", - გა­ნა­ცხა­და მენო შნელ­მა.

აშშ-ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ­თან თურ­ქეთ­ში, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნებ­ში ოლი­ვიე და კამ­თან და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენტ ვილ­ჰელმ მოლ­ტე­რერ­თან.

"რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რებს ჩვენს მთა­ვარ ინ­ვეს­ტო­რებ­თან - ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ­თან ვი­სა­უბ­რეთ ბან­კის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე. ისი­ნი აპი­რე­ბენ გა­ა­აქ­ტი­უ­რონ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ნო­ემ­ბერ­ში ბან­კის­გან ვე­ლო­დე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო სი­ურპრიზს, რომ­ლის გაჟ­ღე­რე­ბის უფ­ლე­ბაც ჯერ არ მაქვს. ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გან­ვი­ხი­ლეთ ბან­კის უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორც იცით, ბან­კი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ბან­კი გეგ­მავს ინ­ვეს­ტი­რე­ბას კერ­ძო სექ­ტორ­ში. აგ­რეთ­ვე, აპი­რე­ბენ კერ­ძო-სა­ჯა­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ე.წ. PP პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვას. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი მაძ­ლევს რწმე­ნას და გა­რან­ტი­ას, რომ მო­მა­ვალ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ხა­დურ­მა.

ვილ­ჰელმ მორ­ტე­რე­რის გან­ცხა­დე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის­თვის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რია აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის რე­გი­ონ­ში.

"პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კუ­თხით. აგ­რეთ­ვე გვა­ინ­ტე­რე­სებს ისე­თი პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა წყლის რე­სურ­სე­ბი, მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა, კერ­ძო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რა. გვინ­და ხელი შე­ვუ­წყოთ სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ბიზ­ნესს, რათა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გან­ვი­თარ­დეს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში", - გა­ნა­ცხა­და მოლ­ტე­რერ­მა.

ასე­ვე, მი­ნის­ტრმა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის ყო­ველ­წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, რო­მელ­ზეც მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან ერ­თად, გარ­და­მა­ვა­ლი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ნოდარ ხადური - მივიღეთ პირობა, რომ სავალუტო ფონდი საქართველოსთან მიმართებაში გამოქვეყნებულ პროგნოზს გადახედავს

ნოდარ ხადური - მივიღეთ პირობა, რომ სავალუტო ფონდი საქართველოსთან მიმართებაში გამოქვეყნებულ პროგნოზს გადახედავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მივიღეთ პირობა, რომ საქართველოსთან მიმართებაში გამოქვეყნებულ პროგნოზს გადახედავს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მენო შნელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მენო შნელი ამ პროგნოზით თავადაც გაკვირვებულია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შეუმცირა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მენო შნელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე, იმ პროგნოზებზე, რომელიც გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. როგორც გაირკვა, იგი თავადაც გაკვირვებულია ამგვარი პროგნოზით და მივიღეთ პირობა, რომ აღნიშნული შეფასება გადაიხედება", - განაცხადა ხადურმა.

მენო შნელის თქმით კი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ეკონომიკურ აღმავლობასა და განვითარების პერსპექტივებს.

"მიმაჩნია, რომ კარგია საქართველოს დელეგაციის ჩამოსვლა წლიურ შეხვედრაზე. ეს საუკეთესო საშუალებაა საერთაშორისო ასპარეზზე შეხვდე პარტნიორებს. დღეს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ეკონომიკური აღმავლობისა და განვითარების პერსპექტივაზე, მათ შორის საქართველოში. ვფიქრობ, საქართველოს დელეგაციას პოზიტიური შეხვედრები ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტებთან, ასევე, ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფის ხელმძღვანელებთან, რომლებიც ფონდში საქართველოს წარმოადგენენ", - განაცხადა მენო შნელმა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან თურქეთში, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ოლივიე და კამთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვილჰელმ მოლტერერთან.

"რაც შეეხება შეხვედრებს ჩვენს მთავარ ინვესტორებთან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ვისაუბრეთ ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. ისინი აპირებენ გაააქტიურონ თანამშრომლობა საქართველოსთან. ნოემბერში ბანკისგან ველოდებით საინტერესო სიურპრიზს, რომლის გაჟღერების უფლებაც ჯერ არ მაქვს. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენთან შეხვედრაზე განვიხილეთ ბანკის უახლოესი გეგმები საქართველოში. როგორც იცით, ბანკი აქტიურადაა ჩართული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ბანკი გეგმავს ინვესტირებას კერძო სექტორში. აგრეთვე, აპირებენ კერძო-საჯარო თანამშრომლობის ე.წ. PP პროექტებში ჩართვას. სწორედ აღნიშნული ტიპის შეხვედრები მაძლევს რწმენას და გარანტიას, რომ მომავალ წელს საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ვილჰელმ მორტერერის განცხადებით კი, საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

"პოზიტიური გამოცდილება გვაქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანამშრომლობის კუთხით. აგრეთვე გვაინტერესებს ისეთი პროექტები, როგორიცაა წყლის რესურსები, მყარი ნარჩენების მართვა, კერძო სექტორის მხარდაჭერა. გვინდა ხელი შევუწყოთ საშუალო და მცირე ბიზნესს, რათა ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს. ჩვენი სურვილია, გავაუმჯობესოთ საქმიანობა საქართველოში", - განაცხადა მოლტერერმა.

ასევე, მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელზეც მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან ერთად, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში არსებული მდგომარეობა განიხილებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ