ბასა ხარაზი "ჩემი ცოლის დაქალებში" თორნიკეს როლს ასრულებს, ცინიკოსი მომრიგებელი, ასე ახასიათებს თავის გმირს. წინა სეზონისგან განსხვავებით, თავად ბასაც გრძნობს და აშკარაა, რომ გეის როლის შემსრულებლის მიმართ საზოგადოებას უკვე ნაკლები აგრესია აქვს. ის კი არადა, ბასას ფანებიც კი გამოუჩნდნენ. სანამ სერიალის გადაღებები განახლდებოდა, თვე-ნახევრის განმავლობაში მსახიობებს შვებულება ჰქონდათ. სწორედ ამ დღეებით ისარგებლა ბასამ და, არც მეტი, არც ნაკლები, ირანში ამოყო თავი...
- წონაში დაკლება რატომ გადაწყვიტე? საკუთარი თავისთვის თუ ეკრანზე რომ ჩანხარ, იმიტომ?
- პირველ რიგში, ჩემთვის დავიკელი, მერე სერიალისთვის, მერე საქმისთვის და ა.შ. მოკლედ, ყველაფრისთვის. ბასას დიეტა დავარქვი. ორი დღე მიირთმევთ, ერთი დღე - არა. უნდა გამორიცხოთ ყოველგვარი პური, მაკარონი, ნამცხვრები, ცომეული და შაქარი. დანარჩენი ზომიერების ფარგლებში მიირთვით, შეგიძლია, ისაუზმოთ, ისადილოთ და ივახშმოთ მსუბუქად. მე უკვე დღის რეჟიმში გადამივიდა. დამირღვევია კიდეც დიეტა, მაგრამ დაკლების პროცესი მაინც მიდის. მესამე დღეს ვსვამ კოქტეილს - დაიმახსოვრეთ, ორი ლიტრი ანადუღარი წყალი, ორი სუფრის კოვზი ყავა, ამდენივე თაფლი, არაყი და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. შუალედებში შეგიძლიათ დალიოთ უშაქრო ყავა და მწვანე ჩაი.
- მესამე დღეს არაფერს მიირთმევ?
- ამის გარდა არაფერს. ამ დიეტას კარდიოდიეტა ჰქვია. ჩემს მეგობარს გული აწუხებდა და დასჭირდა, მე ამ დიეტას ჩემი რაღაცებიც დავამატე. 40 კილომდე დავიკელი. ახლა 76 კილოგრამს ვიწონი (იღიმის). მთლიანად ვიყავი გასუქებული და მთლიანად დავიკელი. მქონდა მომატება-კლების პერიოდები, მაგრამ ბოლო დროს ძალიან მოვიმატე. ეკრანზე რომ ჩანხარ, ეს ერთია, მაგრამ სარკეში რომ იყურები და შენი თავი არ მოგწონს, ეს კიდევ სხვა საკითხია. დიეტის დაცვის დროს მთავარია ფსიქოლოგიურად მომზადება. როცა შენს თავს ეტყვი, რომ შეძლებ, ნამდვილად შეძლებ. დღემდე ასე ვცხოვრობ, მარტის ბოლოს დავიწყე ეს დიეტა და მას შემდეგ ვიცავ. ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს გავუზიარე "ფეისბუქის" საშუალებით და ბევრმა ისარგებლა.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია