ეს არის ქალბატონი, რომელსაც მაყურებლისა და მსმენელის სიყვარული არ აკლია. ზოგჯერ მიამიტურად ისვრის ფრაზას პირდაპირ ეთერში და შემდეგ ამაზე დარდობს. ახლახან "კომედი არხზე"ნუკი კოშკელიშვილის გადაცემაში "ფეისნუკი" მიიწვიეს. გადაცემის მსვლელობის დროს ეთერ კაკულიას მობილურმა დარეკა. ნუკიმ ნება დართო, უპასუხეთ, ჩვენთან სტუმრები მობილურს არ თიშავენო. მომღერალმა ტელეფონს უპასუხა - "ვაიმე, ვახტანგ, ჩემო სიხარულო, შენ ცოცხალი ხარ?.. რას მეუბნები, ვახტანგ, პროსტატა გაქვს?... ნუ გეშინია, ხო იცი, მაგით არ კვდებიან... ვაიმე, რა გჭირს, ბიჭი, შენ პროსტატა ყურში გაქვს მგონი?"და მთელი ეს საუბარი ეთერში გავიდა.
ჩვენ ქალბატონ ეთერს დავურეკეთ და ბლიცინტერვიუ სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ.
- როგორ ხართ, ქალბატონო ეთერ?
- პოზიტიურად, ნინო, ჩემო საყვარელო, როგორ მომენატრე, რატომ აღარ მოდიხარ ჩემთან?
- ტელეეკრანიდან ვინაზღაურებ თქვენს მონატრებას. ნუკისთან გნახეთ გადაცემაში.
- ვაიმე, ნინო, შევრცხვი ხო?! ეს რა დამემართა, რეები ვილაპარაკე (იცინის)... კიდევ კარგი, რაღაცები ამოჭრეს... საცოდავი ვახტანგი...
- ვახტანგი კარგად იქნება, ახლა პატარა ინტერვიუ უნდა გთხოვოთ, მე დავიწყებ წინადადებებს, თქვენ დაამთავრებთ...
- გისმენ აბა, ნინო, რა წინადადებები გაქვს...
- მე რომ დავიბადე...
- მე რომ დავიბადე, მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა...