პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შონზო: "საინტერესო ადამიანებთან ერთად ღვინის დალევა წიგნის წაკითხვის ტოლფასია"
შონზო: "საინტერესო ადამიანებთან ერთად ღვინის დალევა წიგნის წაკითხვის ტოლფასია"

"წიგნს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს. კი­თხვის­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ. ამ ბოლო დროს, ინ­ტერ­ნე­ტი­დან აუ­დი­ო­წიგ­ნებ­საც ვი­წერ. მუ­დამ საქ­მის კურ­სში ვარ ახალ გა­მო­ცე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც", - ამ­ბობს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, ზურა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე (შონ­ზო). ამ­ჟა­მად კი ფრან­გი მწერ­ლის, ერიკ-ემა­ნუ­ელ შმი­ტის - "ული­სე ბაღ­და­დი­დან" კი­თხუ­ლობს. სა­თავ­გა­და­სავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ზურა, პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მელ­მაც შენ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რო­მე­ლი იყო?

- "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი". მალე 42 წლის გავ­ხდე­ბი და ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დღემ­დე მომ­ყვე­ბა. ამ წიგნ­მა ჩემ­ში მოგ­ზა­უ­რის სული ჩა­ა­სახ­ლა. ძა­ლი­ან მინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ვი­მოგ­ზა­უ­რო.

- ახერ­ხებ?

- მოგ­ზა­უ­რის ჟინს ვერ ვიკ­ლავ. ხან­და­ხან ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ ეს ჩემს სურ­ვი­ლებ­თან შე­და­რე­ბით, არა­ფე­რია.

- რო­მელ ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ?

- ზოგს იდუ­მა­ლი აზია მე­ტად იზი­დავს, მაგ­რამ მე ბე­ბე­რი ევ­რო­პა უფრო მი­ტა­ცებს და მა­ინ­ტე­რე­სებს. თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან წვდო­მა ად­ვი­ლია. შე­იძ­ლე­ბა, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ყველ­გან მოხ­ვდე, მაგ­რამ ვერ გა­ი­გებ, რო­გო­რი სურ­ნე­ლია სიქსტის კა­პე­ლა­ში, სიძ­ვე­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან მხიბ­ლავს.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ჰეკლბე­რი ფინ­თან. ეს სურ­ვი­ლიც ბავ­შვო­ბი­დან მომ­ყვე­ბა.

- "...ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­თხო­ვებს ქოლ­გას კარგ ამინ­დში და წა­გარ­თმევს მა­შინ, როცა წვიმს". რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს ახა­სი­ა­თებ­და ასე მარკ ტვე­ნი?

- ჟურ­ნა­ლის­ტებს.

- ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა გაქვთ?

- თქვე­ნი საქ­მე კრი­ტი­კაა. იქ­ნებ მი­ნიშ­ნე­ბით გა­მო­ვიც­ნო?

- მხო­ლოდ ერთ სი­ტყვას გე­ტყვით - "ფული".

- მე­ვა­ლე.

- ვერ გა­მო­ი­ცა­ნი. მარკ ტვე­ნი ასე ბან­კი­რებს ახა­სი­ა­თებ­და.

- (იცი­ნის) სა­ნა­ხევ­როდ გა­მო­ვი­ცა­ნი. ბან­კი­რი და მე­ვა­ლე ერთი და იგი­ვეა. კარ­გი შე­და­რე­ბაა.

- ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი სა­კუ­თარ თავს ბედ­ნი­ე­რე­ბის "ქმარს" ეძახ­და, ხოლო ძა­ლა­უფ­ლე­ბას?

- ცოლს, არა?

- ნა­პო­ლე­ო­ნი ცოლი რო­გორ იქ­ნე­ბო­და?

- მარ­თა­ლია, ვერ გა­მო­ვი­ცა­ნი.

- ის ამ­ბობ­და, ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჩემი "საყ­ვა­რე­ლი­აო".

- ლო­გი­კუ­რია, უნდა მე­პა­სუ­ხა.

- მოგ­ზა­უ­რე­ბი ძველ­თა­გან­ვე ცდი­ლობ­დნენ, სას­მე­ლი წყა­ლი ვერ­ცხლის ჭურ­ჭელ­ში შე­ე­ნა­ხათ. რა­ტომ?

- ვერ­ცხლის ჭურ­ჭე­ლი წყალს კარ­გად ინა­ხავს, ბაქ­ტე­რი­ე­ბი ვერ მრავ­ლდე­ბი­ან.

- დიახ, წყლის გა­უვ­ნებ­ლო­ბის მიზ­ნით ინა­ხავ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ რე­გი­ონ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ნა­ხუ­ლოთ ხახ­მა­ტის, ახი­ე­ლის, ლე­ბა­ის­კა­რის ცი­ხე­ე­ე­ბი?

- ხევ­სუ­რეთ­ში.

- იტა­ლი­ის ერთ-ერთი ქა­ლა­ქის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს დიდი სიწ­მინ­დე ინა­ხე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბი მას "მე­ხუ­თე სა­ხა­რე­ბას" უწო­დე­ბენ. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ის თავ­და­პირ­ვე­ლად პეტ­რე მო­ცი­ქულ­თან ინა­ხე­ბო­და. ქრის­ტი­ან­თა დევ­ნის დროს, მას მა­ლავ­დნენ, რად­გან იუ­დე­ვე­ლე­ბი და რო­მა­ე­ლე­ბი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლიკ­ვი­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ. და­ა­სა­ხე­ლეთ, რო­მელ სიწ­მინ­დე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ტუ­რი­ნის სუ­და­რა­ზე.

- რო­მელ საბ­ჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე თქვა ნიქ­სონ­მა: "ის სუს­ტი პო­ლი­ტი­კო­სი, მაგ­რამ კარ­გი მძღო­ლია"?

- ლე­ო­ნიდ ბრეჟნევ­ზე, რად­გან ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი უყ­ვარ­და.

- "არის რა­ღაც სა­ერ­თო ღვი­ნის სმა­სა და წიგ­ნის კი­თხვას შო­რის. მე მგო­ნი, ის, რომ ორი­ვეს ე.წ. პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან მივ­ყა­ვართ, ოღონდ ერთი - მიშ­ვე­ბუ­ლი, აგ­დე­ბუ­ლი და ულა­მა­ზო თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი, მე­ო­რე კი - შე­მარ­თე­ბუ­ლი, გა­მოც­დი­ლი და ყოვ­ლის­შემ­ძლე, ამაღ­ლე­ბუ­ლი". რო­მელ ცნო­ბილ ნა­წარ­მო­ებ­ში ვკი­თხუ­ლობთ ამ სი­ტყვებს?

- ავ­ტორს მე­ტყვით?

- გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი.

- "კაცი, რო­მელ­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა ძლი­ერ უყ­ვარ­და".

- ღვი­ნის სმა­სა და კი­თხვას შო­რის თა­ვად თუ პო­უ­ლობთ რა­ი­მეს სა­ერ­თოს?

- ერ­თიც და მე­ო­რეც - სამ­ყა­როს შე­მეც­ნე­ბაა. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ღვი­ნის სმა ერთი წიგ­ნის წა­კი­თხვის ტოლ­ფა­სია. წიგ­ნი მა­ინც პირ­ველ ად­გილ­ზეა. ჯობს, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად და­ლიო, ვიდ­რე ცუდი წიგ­ნი წა­ი­კი­თხო.

- სად მდე­ბა­რე­ობს ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ძვლე­ბი - "ჩა­ქუ­ჩი", "გრდემ­ლი" და "უზან­გი"?

- ყბა-სა­ხის მი­და­მო­ებ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ძვა­ლია.

- უფრო კონ­კრე­ტუ­ლად?

- თუ სწო­რად მახ­სოვს, ყურ­შია.

- დიახ. ვინ გახ­და 1921 წელს სტამ­ბოლ­ში გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი?

- (ფიქ­რობს) ვერ გი­პა­სუ­ხებთ.

- ის ერთი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის მუზა იყო.

- მა­ინც ვერ გი­პა­სუ­ხებთ.

- მერი შერ­ვა­ში­ძე. "რო­გო­რე­ბიც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ისე­თი­ვე არი­ან მათი წიგ­ნე­ბიც" - რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი ფი­ზი­კო­სია ამ გა­მო­ნათ­ქვა­მის ავ­ტო­რი?

- მგო­ნი, ლიხ­ტენ­ბერ­გი. არა?

- დიახ. ეთან­ხმე­ბით?

- ნა­წი­ლობ­რივ.

- თქვე­ნი წიგ­ნე­ბი რო­გო­რია?

- ჩემს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სა­თავ­გა­და­სავ­ლო წიგ­ნე­ბი ჭარ­ბობს. უმე­ტე­სო­ბა - წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის დაძ­ლე­ვა­ზე, ბრძო­ლა­ზე, აღ­ზე­ვე­ბა­ზე, ფი­ას­კო­ზე, მაგ­რამ - და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­ზეც, იდე­ის ირ­გვლივ ყვე­ლა რე­სურ­სის მოკ­რე­ბა­სა და აღ­მარ­თი­ა­ნი გზით სი­ა­რულ­ზეა.

- ასე­თი ხართ?

- შე­იძ­ლე­ბა, ასეც ით­ქვას.

- ძველ ჰი­მა­ლა­ელ დურ­გლებს ახალ­გაზ­რდა ოს­ტატ­თა გა­მოც­დის უც­ნა­უ­რი წესი ჰქონ­დათ: მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­გირდს ხის ნა­ჭერს ეს­რო­და. რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა მოს­წავ­ლეს, სა­ნამ იმ ნა­ჭერს და­ი­ჭერ­და?

- ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ ვვა­რა­უ­დობ, უნდა ეთ­ქვა, ხი­დან რა გა­მო­ით­ლე­ბო­და.

- ხის ჯიში უნდა გა­მო­ეც­ნო. ეს სა­ხელ­გან­თქმუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი წიგ­ნე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით არის ცნო­ბი­ლი. მისი ბიბ­ლი­ო­თე­კა 30000-მდე ტომს ით­ვლის. წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს ის სი­ურპრიზს უმ­ზა­დებს - სუ­ნა­მოს, წიგ­ნის სურ­ნე­ლით. ფლა­კონ­საც წიგ­ნის ფორ­მა ექ­ნე­ბა. და­ა­სა­ხე­ლეთ ეს დი­ზა­ი­ნე­რი.

- (ფიქ­რობს)

- მი­გა­ნიშ­ნებთ, ის 1939 წელს ჰამ­ბურ­გში და­ი­ბა­და.

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- კარლ ლა­გერ­ფელ­დი. აკა­კი წე­რეთ­ლის რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟია ბათუ?

- "გამ­ზრდე­ლი".

- "ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ან­ტიქ­რის­ტე მოვ­ნათ­ლე", - წერ­და 1725 წელს თა­ვის დღი­ურ­ში ერთ-ერთი ვე­ნე­ცი­ე­ლი მღვდე­ლი, რო­მელ­საც ცოტა ხნით ადრე მო­ე­ნათ­ლა 2 კვი­რის ჩვი­ლი, სა­ხე­ლად - ჯა­კო­მო. ამ ადა­მი­ან­მა 73 წელი იცო­ცხლა და ამ ხნის მან­ძილ­ზე 122 ქალ­თან გა­ი­ყო სა­რე­ცე­ლი. მათ შო­რის იყ­ვნენ: მა­ღა­ლი წრის მან­დი­ლოს­ნე­ბი, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი. მო­ძა­ლა­დე არ ყო­ფი­ლა, ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ის უყ­ვარ­და. სა­ხე­ლი­სა და სიმ­დიდ­რის ძი­ე­ბა­ში თით­ქმის მთე­ლი ევ­რო­პა მო­ი­ა­რა. იყო ჯა­რის­კა­ცი, მუ­სი­კო­სი, ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი. არა­ერ­თხელ იჯდა ცი­ხე­შიც. მი­პა­სუ­ხეთ, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- კა­ზა­ნო­ვა­ზე.

- სად არის დაკ­რძა­ლუ­ლი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი?

- თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში.

- ინ­გლის­ში მდე­ბა­რე ეს უნი­კა­ლუ­რი სა­მე­ფო რე­ზი­დენ­ცია 600 ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა და მას­ში და­ცუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი მუ­ზე­უ­მის­თვი­საც კი დიდ ფუ­ფუ­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს. რო­მელ სა­სახ­ლე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ზე.

- "ეს გახ­ლავთ სტი­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­სა, რა დრო­საც მთავ­რო­ბა არ­წმუ­ნებს ან ცდი­ლობს და­არ­წმუ­ნოს ხალ­ხი, თით­ქოს ქვეყ­ნის ბა­ტონ-პატ­რო­ნი თა­ვად ხალ­ხი იყოს". რის შე­სა­ხებ ამ­ბობ­და ამ სი­ტყვებს მუ­სო­ლი­ნი?

- დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

- "კო­მუ­ნის­ტი ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ხით" - რო­მელ ცნო­ბილ საბ­ჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე ამ­ბობ­დნენ ამას ევ­რო­პე­ლე­ბი?

- გორ­ბა­ჩოვ­ზე.

- ციყვს ხეზე აძ­რო­მა უფრო სწრა­ფად შე­უძ­ლია თუ მი­წა­ზე სირ­ბი­ლი?

- ხეზე აძ­რო­მა. მი­წა­ზე სი­ა­რუ­ლის დროს სწრა­ფად ვერ მოძ­რა­ობს, და­ცუნ­ცუ­ლებს.

- ეს ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი მოღ­ვა­წე მე­მუ­ა­რებ­ში წერ­და, რომ მშობ­ლე­ბი მას არას­დროს მიჰ­ფე­რე­ბი­ან. სა­მა­გი­ე­როდ, ძი­ძას აღ­მერ­თებ­და და სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე მისი სუ­რა­თი ეკი­და. და­ა­სა­ხე­ლეთ, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ჩერ­ჩი­ლი ხომ არა?

- გა­მო­ი­ცა­ნით. აინშტა­ი­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ ამ­ბობ­და: მე არა­ვი­თა­რი ტა­ლან­ტი არ გა­მაჩ­ნია, მაქვს მხო­ლოდ ის, რაც ბავ­შვებს ახა­სი­ა­თებს. რო­მელ თვი­სე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და მეც­ნი­ე­რი?

- ვერ ვხვდე­ბი.

- სტა­ტის­ტი­კო­სებ­მა დათ­ვა­ლეს, რომ ბავ­შვე­ბი ამ თვი­სე­ბის გამო დღე­ში 920 შე­კი­თხვას სვა­მენ.

- ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა.

- რა ერ­ქვა ქა­ლაქს, რომ­ლის ად­გილ­ზეც ახლა მკვდა­რი ზღვა მდე­ბა­რე­ობს?

- სო­დო­მი.

- გა­ი­უს მა­რი­უ­სი, იუ­ლი­უს კე­ი­სა­რი, პომ­პე­უ­სი, მარ­კუს კრა­სუ­სი: ამ სარ­დლე­ბი­დან რო­მელ­მა და­ლაშ­ქრა სა­ქარ­თვე­ლო?

- პომ­პე­უს­მა.

- "ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხი სუ­ვე­რე­ნულ უფ­ლე­ბა­თა მა­ტა­რე­ბე­ლია და სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა" - რო­დის წარ­მოთ­ქვა ეს სი­ტყვე­ბი ნოე ჟორ­და­ნი­ამ?

- 1918 წლის 26 მა­ისს.

- რო­მელ მთა­ზე არ არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი ქა­ლის­თვის ფე­ხის დად­გმა?

- ათო­ნის მთა­ზე.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე მა­დამ დე სტა­ლის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "როცა ქა­ლის თვა­ლებ­ში რა­ი­მეს წა­კი­თხვაა სა­ჭი­რო, მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბა..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ

- "...უწიგ­ნუ­რი აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე".

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

შონზო: "საინტერესო ადამიანებთან ერთად ღვინის დალევა წიგნის წაკითხვის ტოლფასია"

შონზო: "საინტერესო ადამიანებთან ერთად ღვინის დალევა წიგნის წაკითხვის ტოლფასია"

"წიგნს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კითხვისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ვახერხებ. ამ ბოლო დროს, ინტერნეტიდან აუდიოწიგნებსაც ვიწერ. მუდამ საქმის კურსში ვარ ახალ გამოცემებთან დაკავშირებითაც", - ამბობს თბილისის საკრებულოს წევრი, ზურა გაჩეჩილაძე (შონზო). ამჟამად კი ფრანგი მწერლის, ერიკ-ემანუელ შმიტის - "ულისე ბაღდადიდან" კითხულობს. სათავგადასავლო ლიტერატურა ბავშვობიდან დღემდე გამორჩეულად უყვარს.

პრეამბულის მაგიერ

- ზურა, პირველი წიგნი, რომელმაც შენზე შთაბეჭდილება მოახდინა, რომელი იყო?

- "ტომ სოიერის თავგადასავალი". მალე 42 წლის გავხდები და ის შთაბეჭდილება დღემდე მომყვება. ამ წიგნმა ჩემში მოგზაურის სული ჩაასახლა. ძალიან მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიმოგზაურო.

- ახერხებ?

- მოგზაურის ჟინს ვერ ვიკლავ. ხანდახან ვახერხებ, მაგრამ ეს ჩემს სურვილებთან შედარებით, არაფერია.

- რომელ ქვეყნებში მოგზაურობაზე ოცნებობ?

- ზოგს იდუმალი აზია მეტად იზიდავს, მაგრამ მე ბებერი ევროპა უფრო მიტაცებს და მაინტერესებს. თანამედროვე ეპოქაში ინფორმაციასთან წვდომა ადვილია. შეიძლება, ვირტუალურად ყველგან მოხვდე, მაგრამ ვერ გაიგებ, როგორი სურნელია სიქსტის კაპელაში, სიძველეები ძალიან მხიბლავს.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ჰეკლბერი ფინთან. ეს სურვილიც ბავშვობიდან მომყვება.

- "...ეს არის ადამიანი, რომელიც გათხოვებს ქოლგას კარგ ამინდში და წაგართმევს მაშინ, როცა წვიმს". რომელი პროფესიის ადამიანებს ახასიათებდა ასე მარკ ტვენი?

- ჟურნალისტებს.

- ჟურნალისტებზე ასეთი წარმოდგენა გაქვთ?

- თქვენი საქმე კრიტიკაა. იქნებ მინიშნებით გამოვიცნო?

- მხოლოდ ერთ სიტყვას გეტყვით - "ფული".

- მევალე.

- ვერ გამოიცანი. მარკ ტვენი ასე ბანკირებს ახასიათებდა.

- (იცინის) სანახევროდ გამოვიცანი. ბანკირი და მევალე ერთი და იგივეა. კარგი შედარებაა.

- ნაპოლეონ ბონაპარტი საკუთარ თავს ბედნიერების "ქმარს" ეძახდა, ხოლო ძალაუფლებას?

- ცოლს, არა?

- ნაპოლეონი ცოლი როგორ იქნებოდა?

- მართალია, ვერ გამოვიცანი.

- ის ამბობდა, ძალაუფლება ჩემი "საყვარელიაო".

- ლოგიკურია, უნდა მეპასუხა.

- მოგზაურები ძველთაგანვე ცდილობდნენ, სასმელი წყალი ვერცხლის ჭურჭელში შეენახათ. რატომ?

- ვერცხლის ჭურჭელი წყალს კარგად ინახავს, ბაქტერიები ვერ მრავლდებიან.

- დიახ, წყლის გაუვნებლობის მიზნით ინახავდნენ. საქართველოს რომელ რეგიონში მოგზაურობისას შეიძლება მოვინახულოთ ხახმატის, ახიელის, ლებაისკარის ციხეეები?

- ხევსურეთში.

- იტალიის ერთ-ერთი ქალაქის საკათედრო ტაძარში ქრისტიანული სამყაროს დიდი სიწმინდე ინახება. თანამედროვე ღვთისმეტყველები მას "მეხუთე სახარებას" უწოდებენ. გადმოცემის თანახმად, ის თავდაპირველად პეტრე მოციქულთან ინახებოდა. ქრისტიანთა დევნის დროს, მას მალავდნენ, რადგან იუდეველები და რომაელები ქრისტიანული რელიკვიების განადგურებას ცდილობდნენ. დაასახელეთ, რომელ სიწმინდეზეა ლაპარაკი?

- ტურინის სუდარაზე.

- რომელ საბჭოთა მაღალჩინოსანზე თქვა ნიქსონმა: "ის სუსტი პოლიტიკოსი, მაგრამ კარგი მძღოლია"?

- ლეონიდ ბრეჟნევზე, რადგან ავტომანქანები უყვარდა.

- "არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და წიგნის კითხვას შორის. მე მგონი, ის, რომ ორივეს ე.წ. პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული". რომელ ცნობილ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- ავტორს მეტყვით?

- გურამ დოჩანაშვილი.

- "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".

- ღვინის სმასა და კითხვას შორის თავად თუ პოულობთ რაიმეს საერთოს?

- ერთიც და მეორეც - სამყაროს შემეცნებაა. საინტერესო ადამიანებთან ერთად ღვინის სმა ერთი წიგნის წაკითხვის ტოლფასია. წიგნი მაინც პირველ ადგილზეა. ჯობს, საინტერესო ადამიანებთან ერთად დალიო, ვიდრე ცუდი წიგნი წაიკითხო.

- სად მდებარეობს ყველაზე პატარა ძვლები - "ჩაქუჩი", "გრდემლი" და "უზანგი"?

- ყბა-სახის მიდამოებში ყველაზე მეტი ძვალია.

- უფრო კონკრეტულად?

- თუ სწორად მახსოვს, ყურშია.

- დიახ. ვინ გახდა 1921 წელს სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული?

- (ფიქრობს) ვერ გიპასუხებთ.

- ის ერთი ქართველი პოეტის მუზა იყო.

- მაინც ვერ გიპასუხებთ.

- მერი შერვაშიძე. "როგორებიც არიან ადამიანები, ისეთივე არიან მათი წიგნებიც" - რომელი ცნობილი გერმანელი ფიზიკოსია ამ გამონათქვამის ავტორი?

- მგონი, ლიხტენბერგი. არა?

- დიახ. ეთანხმებით?

- ნაწილობრივ.

- თქვენი წიგნები როგორია?

- ჩემს ბიბლიოთეკაში სათავგადასავლო წიგნები ჭარბობს. უმეტესობა - წინააღმდეგობების დაძლევაზე, ბრძოლაზე, აღზევებაზე, ფიასკოზე, მაგრამ - დაუმორჩილებლობაზეც, იდეის ირგვლივ ყველა რესურსის მოკრებასა და აღმართიანი გზით სიარულზეა.

- ასეთი ხართ?

- შეიძლება, ასეც ითქვას.

- ძველ ჰიმალაელ დურგლებს ახალგაზრდა ოსტატთა გამოცდის უცნაური წესი ჰქონდათ: მასწავლებელი შეგირდს ხის ნაჭერს ესროდა. რა უნდა გაეკეთებინა მოსწავლეს, სანამ იმ ნაჭერს დაიჭერდა?

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვვარაუდობ, უნდა ეთქვა, ხიდან რა გამოითლებოდა.

- ხის ჯიში უნდა გამოეცნო. ეს სახელგანთქმული დიზაინერი წიგნებისადმი სიყვარულით არის ცნობილი. მისი ბიბლიოთეკა 30000-მდე ტომს ითვლის. წიგნის მოყვარულებს ის სიურპრიზს უმზადებს - სუნამოს, წიგნის სურნელით. ფლაკონსაც წიგნის ფორმა ექნება. დაასახელეთ ეს დიზაინერი.

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებთ, ის 1939 წელს ჰამბურგში დაიბადა.

- ვერ ვიხსენებ.

- კარლ ლაგერფელდი. აკაკი წერეთლის რომელი ნაწარმოების პერსონაჟია ბათუ?

- "გამზრდელი".

- "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანტიქრისტე მოვნათლე", - წერდა 1725 წელს თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნით ადრე მოენათლა 2 კვირის ჩვილი, სახელად - ჯაკომო. ამ ადამიანმა 73 წელი იცოცხლა და ამ ხნის მანძილზე 122 ქალთან გაიყო სარეცელი. მათ შორის იყვნენ: მაღალი წრის მანდილოსნები, წარჩინებული მსახიობები, მოცეკვავეები. მოძალადე არ ყოფილა, ქალების უმეტესობას ის უყვარდა. სახელისა და სიმდიდრის ძიებაში თითქმის მთელი ევროპა მოიარა. იყო ჯარისკაცი, მუსიკოსი, ბიბლიოთეკარი. არაერთხელ იჯდა ციხეშიც. მიპასუხეთ, ვისზეა ლაპარაკი?

- კაზანოვაზე.

- სად არის დაკრძალული ივანე ჯავახიშვილი?

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

- ინგლისში მდებარე ეს უნიკალური სამეფო რეზიდენცია 600 ოთახისგან შედგება და მასში დაცული ხელოვნების ნიმუშები მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი დიდ ფუფუნებას წარმოადგენს. რომელ სასახლეზეა ლაპარაკი?

- ბუკინგემის სასახლეზე.

- "ეს გახლავთ სტილი მმართველობისა, რა დროსაც მთავრობა არწმუნებს ან ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, თითქოს ქვეყნის ბატონ-პატრონი თავად ხალხი იყოს". რის შესახებ ამბობდა ამ სიტყვებს მუსოლინი?

- დემოკრატიული მმართველობის შესახებ.

- "კომუნისტი ადამიანური სახით" - რომელ ცნობილ საბჭოთა მაღალჩინოსანზე ამბობდნენ ამას ევროპელები?

- გორბაჩოვზე.

- ციყვს ხეზე აძრომა უფრო სწრაფად შეუძლია თუ მიწაზე სირბილი?

- ხეზე აძრომა. მიწაზე სიარულის დროს სწრაფად ვერ მოძრაობს, დაცუნცულებს.

- ეს ცნობილი ინგლისელი მოღვაწე მემუარებში წერდა, რომ მშობლები მას არასდროს მიჰფერებიან. სამაგიეროდ, ძიძას აღმერთებდა და საკუთარ კაბინეტში წლების მანძილზე მისი სურათი ეკიდა. დაასახელეთ, ვისზეა ლაპარაკი?

- ჩერჩილი ხომ არა?

- გამოიცანით. აინშტაინი საკუთარი თავის შესახებ ამბობდა: მე არავითარი ტალანტი არ გამაჩნია, მაქვს მხოლოდ ის, რაც ბავშვებს ახასიათებს. რომელ თვისებაზე მიუთითებდა მეცნიერი?

- ვერ ვხვდები.

- სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ბავშვები ამ თვისების გამო დღეში 920 შეკითხვას სვამენ.

- ცნობისმოყვარეობა.

- რა ერქვა ქალაქს, რომლის ადგილზეც ახლა მკვდარი ზღვა მდებარეობს?

- სოდომი.

- გაიუს მარიუსი, იულიუს კეისარი, პომპეუსი, მარკუს კრასუსი: ამ სარდლებიდან რომელმა დალაშქრა საქართველო?

- პომპეუსმა.

- "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა" - როდის წარმოთქვა ეს სიტყვები ნოე ჟორდანიამ?

- 1918 წლის 26 მაისს.

- რომელ მთაზე არ არის ნებადართული ქალისთვის ფეხის დადგმა?

- ათონის მთაზე.

- დაბოლოს, დაასრულე მადამ დე სტალის ცნობილი გამონათქვამი: "როცა ქალის თვალებში რაიმეს წაკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმეტესობა..."

- ვერ დავასრულებ

- "...უწიგნური აღმოჩნდება ხოლმე".

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება