გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

2011 წლის 18 იანვარს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა ცინარა აბულაძე სამართალდამცველებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. აბულაძის განცხადებით, მას ანაკლიაში მყოფ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს და ფიზიკური დაპირისპირების დროს ორივე ხელის მტევანი დაუზიანდა. მისივე თქმით, ხელზე ჭრილობა აღენიშნება.

ცინარა აბულაძის განცხადებით, ის მიმდინარე წლის 20 აგვისტოს შს მინისტრს შეხვდა და პირადად მინისტრისგან მიიღო დაპირება, რომ შვილის ადგილსამყოფელისა და დაკარგვის ამბავს პირად კონტროლზე აიყვანდა და 20 დღის ვადაში ოჯახს ინფორმაციას მიაწვდიდა. თუმცა, ცინარა აბულაძე აცხადებს, რომ ეს დაპირება არ შესრულდა და სწორედ ამის თაობაზე სურდა მინისტრთან შეხვედრა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ