ქსენია სობჩაკმა საზოგადოება უგემოვნობით გააოცა

ქსენია სობჩაკმა საზოგადოება უგემოვნობით გააოცა

რუსმა სკანდალურმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოება თავისი უგემოვნო ჩაცმულობით გააოცა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელიც ცირკის თემას ეძღვნებოდა ქსენია ისეთი სამოსით მივიდა, რომ რუსული გამოცემების კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა.

ქსენიას პერანგი და კაბა ერთმანეთს უხდებოდა, თუმცა ჟურნალისტების კრიტიკა მისმა ფეხსაცმელმა და წინდებმა დაიმსახურა.

"ზოლიანი წინდები არ შეესაბამებოდა მის კოპლებიან პერანგს, თუმცა ტელეწამყვანს ეს საერთოდ არ აღელვებდა", - წერენ რუსული გამოცემები. მათი უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ ქსენიას "შანელის" დიდი სამაჯური და დიდი საყურეები ეკეთა.

როგორც პრესა წერდა, ქსენია მოქმედებდა პრინციპით - "ყველაფერ საუკეთესოს ერთდროულად ჩავიცვამ".

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო