მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეგობარი სკოლაში არ დადის, რადგან იცის, რომ მოიტაცებენ"
"ჩემი მეგობარი სკოლაში არ დადის, რადგან იცის, რომ მოიტაცებენ"

ოზურ­გეთ­ში გო­გო­ნა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღი­ნიშ­ნა. "ახალ­გაზ­რდა პე­და­გოგ­თა კავ­ში­რის" ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრის ახალ­გაზ­რდებ­მა, სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში თა­ნა­ტო­ლე­ბი მი­იწ­ვი­ეს და ის თე­მე­ბი გა­ნი­ხი­ლეს, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად აწუ­ხებ­დათ. ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა და სკო­ლის ნა­ად­რე­ვად და­ტო­ვე­ბა - შეხ­ვედ­რა­ზე ძი­რი­თა­დად ამ ორი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ იყო სა­უ­ბა­რი.

"ჩემი მე­გო­ბა­რი ეს დღე­ე­ბია სკო­ლა­ში არ და­დის, რად­გან იცის, რომ მას მო­ი­ტა­ცე­ბენ და არ უნდა ნა­ად­რე­ვად შექ­მნას ოჯა­ხი", - ით­ქვა შეხ­ვედ­რა­ზე.

გო­გო­ნა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღი­ნიშ­ნა და გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გა ასე­ვე "გუ­რი­ის ახალ­გაზ­რდულ რე­სურსცენ­ტრში". სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა გუ­რი­ა­ში, ინგა დუმ­ბა­ძემ შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­ე­რო­სა და მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­აც­ნო. 

"გო­გო­ნე­ბის ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მე­ო­რე ად­გილ­ზეა მოლ­და­ვე­თის შემ­დეგ. მას მოს­დევს თურ­ქე­თი და ტა­ჯი­კე­თი. სა­ქარ­თვე­ლო­ში 20-დან 24-წლამ­დე გო­გო­ნე­ბის 19% 18 წლამ­დეა გა­თხო­ვი­ლი. არას­რულ­წლო­ვა­ნი პა­ტარ­ძლე­ბი ახალ ოჯა­ხებ­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ზე­წო­ლის ქვეშ ექ­ცე­ვი­ან. ქორ­წი­ნე­ბა უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს მათ ფი­ზი­კურ და ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, არ­თმევს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­საქ­მე­ბის შანსს. 2013 წლის 14 იან­ვრამ­დე 7,367-მა გო­გო­ნამ შე­წყვი­ტა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე. არ არ­სე­ბობს კვლე­ვა, რო­მე­ლიც სწავ­ლის მი­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზებს და­ად­გენ­და. თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამის მი­ზე­ზი ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბია", - აღ­ნიშ­ნა ინგა დუმ­ბა­ძემ. 

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ჩემი მეგობარი სკოლაში არ დადის, რადგან იცის, რომ მოიტაცებენ"

"ჩემი მეგობარი სკოლაში არ დადის, რადგან იცის, რომ მოიტაცებენ"

ოზურგეთში გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდებმა, სააქტო დარბაზში თანატოლები მიიწვიეს და ის თემები განიხილეს, რაც ყველაზე მეტად აწუხებდათ. ნაადრევი ქორწინება და სკოლის ნაადრევად დატოვება - შეხვედრაზე ძირითადად ამ ორი პრობლემის შესახებ იყო საუბარი.

"ჩემი მეგობარი ეს დღეებია სკოლაში არ დადის, რადგან იცის, რომ მას მოიტაცებენ და არ უნდა ნაადრევად შექმნას ოჯახი", - ითქვა შეხვედრაზე.

გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა და გულახდილი საუბარი შედგა ასევე "გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში". სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კოორდინატორმა გურიაში, ინგა დუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს გაეროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ საქართველოში ნაადრევი ქორწინების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციაც გააცნო. 

"გოგონების ნაადრევი ქორწინებებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ. მას მოსდევს თურქეთი და ტაჯიკეთი. საქართველოში 20-დან 24-წლამდე გოგონების 19% 18 წლამდეა გათხოვილი. არასრულწლოვანი პატარძლები ახალ ოჯახებში ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ქორწინება უარყოფითად მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ართმევს განათლების მიღების საშუალებას და წარმატებულად დასაქმების შანსს. 2013 წლის 14 იანვრამდე 7,367-მა გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება საბაზო საფეხურის დასრულებამდე. არ არსებობს კვლევა, რომელიც სწავლის მიტოვების მიზეზებს დაადგენდა. თუმცა სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, ამბობენ, რომ დაკვირვებების საფუძველზე ამის მიზეზი ადრეული ქორწინებებია", - აღნიშნა ინგა დუმბაძემ. 

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა