პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშ­შ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი აფ­ხა­ზე­თის ფი­ნან­სთა მი­ნისტრს თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ
აშ­შ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი აფ­ხა­ზე­თის ფი­ნან­სთა მი­ნისტრს თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ

ჩვენს გა­ზეთს ამე­რი­კა­ში მც­ხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი რე­ვაზ გა­რიშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და და გა­ნუცხ­ა­და, ვა­სილ ხო­რა­ვა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ აფ­ხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, აშშ-ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს, მათ შო­რის მის ოჯახს, თვით­მფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში შოვ­ნას ჰპირ­დე­ბო­და, ფულს არ­თმევ­და, შემ­დეგ კი, და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბელ ელექ­ტრო­ნულ ბი­ლე­თებს უგ­ზავ­ნი­და.

- 2013 წლის ივ­ნის­ში ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ჩვენს ვაჟ­სა და თა­ვის და-­ძმას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. რო­გორც წე­სი, მე ჩე­მი აგენ­ტი მყავს, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს და თვით­მფრი­ნა­ვის ბი­ლე­თებს შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში შო­უ­ლობს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩემ­ი ოჯა­ხის წევ­რებ­მა მითხ­რეს, რომ ნი­უ­-ი­ორ­კში ერ­თ-ერ­თი ქარ­თვე­ლი, კერ­ძოდ, ვა­სილ ხო­რა­ვა ბი­ლე­თებს 1.000 დო­ლა­რად ჰყიდ­და. არა­და, 1.400-დან 1.600 დო­ლა­რამ­დე ვიხ­დით ხოლ­მე. რა თქმა უნ­და, ასეთ­მა ფას­მა მეც მომ­ხიბ­ლა და ვა­სილ ხო­რა­ვას ოთხი ბი­ლე­თის სა­ფა­სუ­რი გა­და­ვუ­ხა­დე. მან 2-3 დღე­ში გა­მო­მიგ­ზავ­ნა მი­სა­მარ­თი, რო­მელ­ზეც ელექ­ტრო­ნუ­ლი ბი­ლე­თე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი და ზედ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი ეწე­რა, ქვე­მოთ ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ლინ­კი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, შე­ვე­დი ამ ლინ­კზე და ვნა­ხე, რომ ბი­ლე­თე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ იყო. დავ­რე­კე აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნია "დელ­ტა­ში" და აღ­მოჩ­ნდა, რომ ბი­ლე­თებ­ში, რო­მე­ლიც ხო­რა­ვამ ჩვენს სა­ხელ­ზე გა­მოგ­ზავ­ნა, ფუ­ლი არ იყო გა­დახ­დი­ლი. ანუ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ იყო. ჩე­მი მე­უღ­ლის დამ მა­შინ­ვე ვა­სილ ხო­რა­ვას გა­და­უ­რე­კა. მან კი უთხ­რა, რომ რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და და ბი­ლე­თებს ხე­ლახ­ლა გა­მოგ­ზავ­ნი­და, თუმ­ცა ხელ­მე­ო­რედ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ბი­ლე­თე­ბის გა­და­მოწ­მე­ბი­სა­საც იგი­ვე მითხ­რეს - ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ფუ­ლი არა­ვის გა­და­უ­რიცხ­ავს. ამა­სო­ბა­ში გაფ­რე­ნის დრო მო­ახ­ლოვ­და და დაგ­ვი­ა­ნე­ბის გა­მო, ბი­ლე­თე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რად ვი­ყი­დეთ. ხო­რა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ უშე­დე­გოდ, ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოგ­ვწე­რა, რომ ის ერ­თ-ერთ უკ­რა­ი­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც გა­კოტ­რდა, ფუ­ლი "მო­ტე­ხა" და ისიც სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­ვით შარ­ში გახ­ვი­ა. ამ უკ­რა­ი­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის კვალს ვერ­სად მი­ვა­გე­ნით. საქ­მე ისა­ა, რომ ეს იყო დი­დი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა. არ ვი­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად გა­შუქ­და ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ სწო­რედ იმ დროს ამე­რი­კა­ში მოქ­მე­დი უკ­რა­ი­ნულ­-რუ­სუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბა და­ა­კა­ვეს, რომ­ლის წევ­რე­ბიც კორ­პო­რა­ცი­ულ საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თებს იპა­რავ­დნენ და შემ­დეგ ყიდ­დნენ. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ. ეს სქე­მა გა­ი­შიფ­რა და, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა ბა­რა­თი დაბ­ლო­კეს, მათ შო­რის ალ­ბათ, ვა­სილ ხო­რა­ვა­სიც. თა­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ხო­რა­ვას არ სცოდ­ნო­და, რომ ის მო­პა­რუ­ლი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით სარ­გებ­ლობ­და. მთლი­ა­ნად ხო­რა­ვას­თვის 4.400 დო­ლა­რამ­დე მქონ­და გა­დახ­დი­ლი და აქე­დან მხო­ლოდ 2.200 და­აბ­რუ­ნა. მე პი­რა­დად ქა­ლაქ ბრიჯ­ვო­ტარ­ში ვცხოვ­რობ. იქ­ვე ახ­ლოს, ქა­ლაქ მემ­ვილ­თან, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ა­ა, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე. სწო­რედ იქ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რი­სას, რომ ხო­რა­ვას მსხვერ­პლი 50-მდე ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით. შე­საძ­ლო­ა, უფ­რო მე­ტიც. აქე­დან თან­ხა მთლი­ა­ნად მხო­ლოდ ოთხს და­უბ­რუ­ნა, არ ვი­ცი, ალ­ბათ მა­თი ეში­ნო­და ან სხვა მი­ზე­ზის გა­მო გა­დაწყ­ვი­ტა ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა. ამ თაღ­ლი­თო­ბის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად ბრიჯ­ვო­ტა­რის პო­ლი­ცი­ა­ში შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის დაწყ­ე­ბას ვე­ლო­დე­ბი.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" აფ­ხა­ზე­თის მთავ­რო­ბის ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრ ვა­სილ ხო­რა­ვა­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს აბ­სურ­დუ­ლი უწო­და და დას­ძი­ნა, რომ რად­გან მა­ღა­ლი თან­ამდე­ბო­ბის პი­რი­ა, სწ­ო­რედ ამი­ტომ ცდი­ლო­ბენ მი­სი სა­ხე­ლის შე­ბღალ­ვას.

- მე ნამ­დვი­ლად ვმუ­შა­ობ­დი უკ­რა­ი­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც არის მაქ­სიმ ივა­ნო­ვი. ამ კომ­პა­ნი­ის ოფი­სი ახ­ლაც მუ­შა­ობს ლოს­-ან­ჯე­ლეს­ში. საქ­მე ისა­ა, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ ამე­რი­კა­ში მოქ­მედ ავი­ა­კომ­პა­ნია "დელ­ტას­თან", ასე­ვე თურ­ქულ "თურ­ქიშ ეირ­ვე­ის­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შეწყ­ვი­ტა და სწო­რედ ამი­ტომ ვე­ღარ მო­ხერ­ხდა აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა. გა­დახ­დილ თან­ხას კი კომ­პა­ნია კლი­ენ­ტებს ეტა­პობ­რი­ვად უბ­რუ­ნებს. თუ ვინ­მეს თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა სურს, ამის­თვის ჩემს სა­ხელს და მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას ნუ გა­მო­ი­ყე­ნებს, რად­გან მე ამ პრობ­ლე­მას­თან კავ­ში­რი არ მაქვს. არა­ვის არა­ვინ მო­უტყ­უ­ე­ბი­ა, უბ­რა­ლოდ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შეწყ­და და კლი­ენ­ტებს თან­ხა უკან უბ­რუნ­დე­ბათ. მი­მარ­თონ ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც ახ­ლაც ამე­რი­კა­შია და დღემ­დე მუ­შა­ობს ამ კომ­პა­ნი­ა­ში. ჯერ ერ­თი, მხო­ლოდ 18-მდე ადა­მი­ანს ჰქონ­და შეკ­ვე­თი­ლი ბი­ლე­თე­ბი და არა 50-ს. ყვე­ლას უკ­ლებ­ლივ და­უბ­რუნ­დე­ბა გა­დახ­დი­ლი თან­ხა.

მარი ონე­ზაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აშ­შ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი აფ­ხა­ზე­თის ფი­ნან­სთა მი­ნისტრს თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ

აშ­შ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი აფ­ხა­ზე­თის ფი­ნან­სთა მი­ნისტრს თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ

ჩვენს გაზეთს ამე­რი­კა­ში მც­ხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი რე­ვაზ გა­რიშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და და გა­ნუცხ­ა­და, ვა­სილ ხო­რა­ვა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ აფ­ხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, აშშ-ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს, მათ შო­რის მის ოჯახს, თვით­მფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში შოვ­ნას ჰპირ­დე­ბო­და, ფულს არ­თმევ­და, შემ­დეგ კი, და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბელ ელექ­ტრო­ნულ ბი­ლე­თებს უგ­ზავ­ნი­და.

- 2013 წლის ივ­ნის­ში ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ჩვენს ვაჟ­სა და თა­ვის და-­ძმას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. რო­გორც წე­სი, მე ჩე­მი აგენ­ტი მყავს, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს და თვით­მფრი­ნა­ვის ბი­ლე­თებს შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში შო­უ­ლობს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩემ­ი ოჯა­ხის წევ­რებ­მა მითხ­რეს, რომ ნი­უ­-ი­ორ­კში ერ­თ-ერ­თი ქარ­თვე­ლი, კერ­ძოდ, ვა­სილ ხო­რა­ვა ბი­ლე­თებს 1.000 დო­ლა­რად ჰყიდ­და. არა­და, 1.400-დან 1.600 დო­ლა­რამ­დე ვიხ­დით ხოლ­მე. რა თქმა უნ­და, ასეთ­მა ფას­მა მეც მომ­ხიბ­ლა და ვა­სილ ხო­რა­ვას ოთხი ბი­ლე­თის სა­ფა­სუ­რი გა­და­ვუ­ხა­დე. მან 2-3 დღე­ში გა­მო­მიგ­ზავ­ნა მი­სა­მარ­თი, რო­მელ­ზეც ელექ­ტრო­ნუ­ლი ბი­ლე­თე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი და ზედ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი ეწე­რა, ქვე­მოთ ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ლინ­კი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, შე­ვე­დი ამ ლინ­კზე და ვნა­ხე, რომ ბი­ლე­თე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ იყო. დავ­რე­კე აღნიშნულ კომ­პა­ნია "დელ­ტა­ში" და აღ­მოჩ­ნდა, რომ ბი­ლე­თებ­ში, რო­მე­ლიც ხო­რა­ვამ ჩვენს სა­ხელ­ზე გა­მოგ­ზავ­ნა, ფუ­ლი არ იყო გა­დახ­დი­ლი. ანუ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ იყო. ჩე­მი მე­უღ­ლის დამ მა­შინ­ვე ვა­სილ ხო­რა­ვას გა­და­უ­რე­კა. მან კი უთხ­რა, რომ რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და და ბი­ლე­თებს ხე­ლახ­ლა გა­მოგ­ზავ­ნი­და, თუმ­ცა ხელ­მე­ო­რედ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ბი­ლე­თე­ბის გა­და­მოწ­მე­ბი­სა­საც იგი­ვე მითხ­რეს - ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ფუ­ლი არა­ვის გა­და­უ­რიცხ­ავს. ამა­სო­ბა­ში გაფ­რე­ნის დრო მო­ახ­ლოვ­და და დაგ­ვი­ა­ნე­ბის გა­მო, ბი­ლე­თე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რად ვი­ყი­დეთ. ხო­რა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ უშე­დე­გოდ, ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოგ­ვწე­რა, რომ ის ერ­თ-ერთ უკ­რა­ი­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც გა­კოტ­რდა, ფუ­ლი "მო­ტე­ხა" და ისიც სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­ვით შარ­ში გახ­ვი­ა. ამ უკ­რა­ი­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის კვალს ვერ­სად მი­ვა­გე­ნით. საქ­მე ისა­ა, რომ ეს იყო დი­დი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა. არ ვი­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად გა­შუქ­და ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ სწო­რედ იმ დროს ამე­რი­კა­ში მოქ­მე­დი უკ­რა­ი­ნულ­-რუ­სუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბა და­ა­კა­ვეს, რომ­ლის წევ­რე­ბიც კორ­პო­რა­ცი­ულ საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თებს იპა­რავ­დნენ და შემ­დეგ ყიდ­დნენ. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ. ეს სქე­მა გა­ი­შიფ­რა და, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა ბა­რა­თი დაბ­ლო­კეს, მათ შო­რის ალ­ბათ, ვა­სილ ხო­რა­ვა­სიც. თანაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ხო­რა­ვას არ სცოდ­ნო­და, რომ ის მო­პა­რუ­ლი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით სარ­გებ­ლობ­და. მთლი­ა­ნად ხო­რა­ვას­თვის 4.400 დო­ლა­რამ­დე მქონ­და გა­დახ­დი­ლი და აქე­დან მხო­ლოდ 2.200 და­აბ­რუ­ნა. მე პი­რა­დად ქა­ლაქ ბრიჯ­ვო­ტარ­ში ვცხოვ­რობ. იქ­ვე ახ­ლოს, ქა­ლაქ მემ­ვილ­თან, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ა­ა, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე. სწო­რედ იქ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რი­სას, რომ ხო­რა­ვას მსხვერ­პლი 50-მდე ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით. შე­საძ­ლო­ა, უფ­რო მე­ტიც. აქე­დან თან­ხა მთლი­ა­ნად მხო­ლოდ ოთხს და­უბ­რუ­ნა, არ ვი­ცი, ალ­ბათ მა­თი ეში­ნო­და ან სხვა მი­ზე­ზის გა­მო გა­დაწყ­ვი­ტა ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა. ამ თაღ­ლი­თო­ბის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად ბრიჯ­ვო­ტა­რის პო­ლი­ცი­ა­ში შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის დაწყ­ე­ბას ვე­ლო­დე­ბი.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" აფ­ხა­ზე­თის მთავ­რო­ბის ფი­ნან­სთა მი­ნისტრ ვა­სილ ხო­რა­ვა­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს აბ­სურ­დუ­ლი უწო­და და დას­ძი­ნა, რომ რად­გან მა­ღა­ლი თან­ამდე­ბო­ბის პი­რი­ა, სწ­ო­რედ ამი­ტომ ცდი­ლო­ბენ მი­სი სა­ხე­ლის შებღალვას.

- მე ნამ­დვი­ლად ვმუ­შა­ობ­დი უკ­რა­ი­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის ხელ­მძღვანე­ლიც არის მაქ­სიმ ივა­ნო­ვი. ამ კომ­პა­ნი­ის ოფი­სი ახ­ლაც მუ­შა­ობს ლოს­-ან­ჯე­ლეს­ში. საქ­მე ისა­ა, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ ამე­რი­კა­ში მოქ­მედ ავი­ა­კომ­პა­ნია "დელ­ტას­თან", ასე­ვე თურ­ქულ "თურ­ქიშ ეირ­ვე­ის­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შეწყ­ვი­ტა და სწო­რედ ამი­ტომ ვე­ღარ მო­ხერ­ხდა აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა. გა­დახ­დილ თან­ხას კი კომ­პა­ნია კლი­ენ­ტებს ეტა­პობ­რი­ვად უბ­რუ­ნებს. თუ ვინ­მეს თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა სურს, ამის­თვის ჩემს სა­ხელს და მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას ნუ გა­მო­ი­ყე­ნებს, რად­გან მე ამ პრობ­ლე­მას­თან კავ­ში­რი არ მაქვს. არა­ვის არა­ვინ მო­უტყ­უ­ე­ბი­ა, უბ­რა­ლოდ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შეწყ­და და კლი­ენ­ტებს თან­ხა უკან უბ­რუნ­დე­ბათ. მი­მარ­თონ ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც ახ­ლაც ამე­რი­კა­შია და დღემ­დე მუ­შა­ობს ამ კომ­პა­ნი­ა­ში. ჯერ ერ­თი, მხო­ლოდ 18-მდე ადა­მი­ანს ჰქონ­და შეკ­ვე­თი­ლი ბი­ლე­თე­ბი და არა 50-ს. ყვე­ლას უკ­ლებ­ლივ და­უბ­რუნ­დე­ბა გა­დახ­დი­ლი თან­ხა.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?