Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლიმპიური პროტესტი - ვინ და რატომ გამოუცხადა ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი
ოლიმპიური პროტესტი - ვინ და რატომ გამოუცხადა ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი

მკვეთ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ტეს­ტი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მზა­დე­ბი­სა თუ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს და ხში­რად პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­საც კი ცვლის. ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­სად­მი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის სხვა­დას­ხვა ფორ­მა, მათ შო­რის, ბო­ი­კო­ტი, ქმე­დი­თი ია­რა­ღია მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­სა­პყრო­ბად ამა თუ იმ პრობ­ლე­მი­სად­მი. გთა­ვა­ზობთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ტეს­ტის ის­ტო­რი­ულ მა­გა­ლი­თებს. დე­მარ­ში, ძი­რი­თა­დად, სა­ზა­ფხუ­ლო ოლიმ­პი­ა­დე­ბის დროს ხდე­ბო­და.

ლონ­დო­ნის ოლი­პი­ა­და (1908 წელი). რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ფი­ნეთს, რო­მე­ლიც მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო, აუკ­რძა­ლა თა­ვი­სი ეროვ­ნუ­ლი დრო­შით გა­მოს­ვლა. ფი­ნე­ლებ­მა კი, თა­ვის მხრივ, რუ­სე­თის სამ­ფე­რო­ვა­ნი ალა­მი უარ­ყვეს და სტა­დი­ონ­ზე დრო­შის გა­რე­შე გა­ვიდ­ნენ. ამა­ვე ოლიმ­პი­ა­და­ზე ამე­რი­კელ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა უარი თქვეს, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, სტა­დი­ონ­ზე ბრი­ტა­ნე­თის მო­ნარ­ქის ლო­ჟის წინ დრო­შის დახ­რა­ზე.

ან­ტვერ­პე­ნი 1920. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის გა­ჩა­ღე­ბის გამო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი უთხრეს გერ­მა­ნი­ას.

ბერ­ლი­ნი 1936 - ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა იყო ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ბერ­ლინ­ში ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის, რა­სიზ­მის მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ის გამო, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბარ­სე­ლო­ნას (პო­ლი­ტი­კუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გამო) ისევ ბერ­ლი­ნი ამ­ჯო­ბი­ნეს.

მელ­ბურ­ნის ოლიმ­პი­ა­და - 1956 წლის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და ეგ­ვიპ­ტემ სუ­ე­ცის კრი­ზი­სის გამო, მას მხა­რი და­უ­ჭი­რეს ერაყ­მა, ლი­ბან­მა და კამ­ბო­ჯამ; უნ­გრეთ­ში საბ­ჭო­თა ჯა­რის სას­ტი­კი მოქ­მე­დე­ბის გამო ოლიმ­პი­ა­დას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და ეს­პა­ნეთ­მა, შვე­ი­ცა­რი­ამ და ჰო­ლან­დი­ამ, ხოლო უნ­გრელ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა უარი თქვეს უნ­გრე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის დრო­შის ქვეშ გა­მოს­ვლა­ზე. მელ­ბურ­ნის ოლიმ­პი­ა­დას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და ჩი­ნეთ­მა - ტა­ი­ვა­ნის გუნ­დის მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით მოწ­ვე­ვის გამო.

მე­ხი­კო 1968 - ორმა შავ­კა­ნი­ან­მა ამე­რი­კელ­მა სპორ­ტსმენ­მა: ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რებ­მა მძლე­ოს­ნო­ბა­ში ტომ სმიტ­მა და ჯონ კარ­ლოს­მა, რა­სიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, აშშ-ის ჰიმ­ნის აჟ­ღე­რე­ბი­სას თავი და­ხა­რეს და შავ­ხელ­თათ­მა­ნი­ა­ნი შეკ­რუ­ლი მუშ­ტე­ბი აღ­მარ­თეს. ამა­ვე ოლიმ­პი­ა­და­ზე ჩეხი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვერა ჩას­ლავ­სკა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჰიმ­ნის აჟ­ღე­რე­ბი­სას კვარ­ცხლბეკ­ზე ზურ­გით შეტ­რი­ალ­და.

მონ­რე­ა­ლის ოლიმ­პი­ა­და - 1976 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და 26-მა აფ­რი­კულ­მა ქვე­ყა­ნამ - ისი­ნი ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლე­ბი­სათ­ვის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უა­რის თქმას ითხოვ­დნენ იმ მი­ზე­ზით, რომ ამ ქვეყ­ნის რაგ­ბის ნაკ­რე­ბი შეხ­ვდა სამ­ხრეთ აფ­რი­კელ­თა გუნდს, სა­დაც აპარ­ტე­ი­დუ­ლი რე­ჟი­მი იყო.

მოს­კო­ვი 1980 - მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დას, ავ­ღა­ნეთ­ში საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის შეს­ვლის გამო, 64 ქვეყ­ნის სპორ­ტსმე­ნებ­მა გა­მო­უ­ცხა­დეს ბო­ი­კო­ტი.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის ოლიმ­პი­ა­და - 1984 წლის ოლიმ­პი­ა­დას ბო­ი­კო­ტი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ბა­ნა­კის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ გა­მო­უ­ცხა­და.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ოლიმპიური პროტესტი - ვინ და რატომ გამოუცხადა ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი

ოლიმპიური პროტესტი - ვინ და რატომ გამოუცხადა ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი

მკვეთრი პოლიტიკური პროტესტი ოლიმპიური თამაშების მზადებისა თუ მიმდინარეობისას მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს და ხშირად პოლიტიკურ დღის წესრიგსაც კი ცვლის. ოლიმპიური თამაშებისადმი გამოცხადებული პროტესტის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, ბოიკოტი, ქმედითი იარაღია მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების მისაპყრობად ამა თუ იმ პრობლემისადმი. გთავაზობთ აღნიშნული პროტესტის ისტორიულ მაგალითებს. დემარში, ძირითადად, საზაფხულო ოლიმპიადების დროს ხდებოდა.

ლონდონის ოლიპიადა (1908 წელი). რუსეთის იმპერიამ ფინეთს, რომელიც მის შემადგენლობაში იყო, აუკრძალა თავისი ეროვნული დროშით გამოსვლა. ფინელებმა კი, თავის მხრივ, რუსეთის სამფეროვანი ალამი უარყვეს და სტადიონზე დროშის გარეშე გავიდნენ. ამავე ოლიმპიადაზე ამერიკელმა სპორტსმენებმა უარი თქვეს, ტრადიციისამებრ, სტადიონზე ბრიტანეთის მონარქის ლოჟის წინ დროშის დახრაზე.

ანტვერპენი 1920. პირველი მსოფლიო ომის გაჩაღების გამო მონაწილეობაზე უარი უთხრეს გერმანიას.

ბერლინი 1936 - ოლიმპიურ კომიტეტში აზრთა სხვადასხვაობა იყო ოლიმპიური თამაშების ბერლინში ჩატარების თაობაზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარების, რასიზმის მზარდი ტენდენციის გამო, თუმცა, მოგვიანებით, ბარსელონას (პოლიტიკური არასტაბილურობის გამო) ისევ ბერლინი ამჯობინეს.

მელბურნის ოლიმპიადა - 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა ეგვიპტემ სუეცის კრიზისის გამო, მას მხარი დაუჭირეს ერაყმა, ლიბანმა და კამბოჯამ; უნგრეთში საბჭოთა ჯარის სასტიკი მოქმედების გამო ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა ესპანეთმა, შვეიცარიამ და ჰოლანდიამ, ხოლო უნგრელმა სპორტსმენებმა უარი თქვეს უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის დროშის ქვეშ გამოსვლაზე. მელბურნის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა ჩინეთმა - ტაივანის გუნდის მისთვის მიუღებელი სახელწოდებით მოწვევის გამო.

მეხიკო 1968 - ორმა შავკანიანმა ამერიკელმა სპორტსმენმა: ოქროსა და ვერცხლის პრიზიორებმა მძლეოსნობაში ტომ სმიტმა და ჯონ კარლოსმა, რასიზმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, აშშ-ის ჰიმნის აჟღერებისას თავი დახარეს და შავხელთათმანიანი შეკრული მუშტები აღმართეს. ამავე ოლიმპიადაზე ჩეხი ტანმოვარჯიშე ვერა ჩასლავსკა საბჭოთა კავშირის ჰიმნის აჟღერებისას კვარცხლბეკზე ზურგით შეტრიალდა.

მონრეალის ოლიმპიადა - 1976 წლის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა 26-მა აფრიკულმა ქვეყანამ - ისინი ახალზელანდიელებისათვის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმას ითხოვდნენ იმ მიზეზით, რომ ამ ქვეყნის რაგბის ნაკრები შეხვდა სამხრეთ აფრიკელთა გუნდს, სადაც აპარტეიდული რეჟიმი იყო.

მოსკოვი 1980 - მოსკოვის ოლიმპიადას, ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლის გამო, 64 ქვეყნის სპორტსმენებმა გამოუცხადეს ბოიკოტი.

ლოს-ანჯელესის ოლიმპიადა - 1984 წლის ოლიმპიადას ბოიკოტი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების უმრავლესობამ გამოუცხადა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია