პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი ამნისტირებული პატიმრის ცხოვრების სისხლიანი დასასრული
ორი ამნისტირებული პატიმრის ცხოვრების სისხლიანი დასასრული

ბოლო დროს ციხე ბევ­რმა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ამან ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი ვი­თა­რე­ბა გა­არ­თუ­ლა; ნა­წი­ლის აზ­რით, ხალ­ხში უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა­მაც და­ი­სად­გუ­რა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბას თა­ვად შე­ეც­დე­ბი­ა­ნო. რამ­დე­ნად არის ამის სა­შიშ­რო­ე­ბა, არ ვიცი, თუმ­ცა ფაქ­ტია: ბოლო დროს ორი ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი პა­ტი­მა­რი მოკ­ლეს. თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ისი­ნი სულ ცოტა ხანი იყ­ვნენ. ორი­ვე და­ღუ­პულს სხე­ულ­ზე უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და, სას­ტი­კად იყ­ვნენ მოკ­ლუ­ლე­ბი.

ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხვაბ­რეთ­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბი­დან თით­ქმის სამი თვე გა­ვი­და, მაგ­რამ ძა­ლო­ვა­ნებს და­ნა­შა­უ­ლი დღემ­დე არ გა­უხ­სნი­ათ. 47 წლის გოჩა გუ­ჯა­ბი­ძე სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში უმო­წყა­ლოდ ჩა­ცხრი­ლეს. სრო­ლის ხმა­ზე გა­რეთ გა­მო­სულ მის მო­ხუც მშობ­ლებს შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი დახ­ვდათ, მათი ვაჟი სის­ხლის­გან იც­ლე­ბო­და.

ვარ­დენ გუ­ჯა­ბი­ძე, მოკ­ლუ­ლის მამა:

- გა­რეთ სრო­ლის ხმა­ზე გა­ვე­დი. ჩემი შვი­ლი ჭიშ­კარ­თან და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ეგდო. რო­გორც ჩანს, მკვლე­ლე­ბი ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. სახ­ლში მან­ქა­ნით დაბ­რუნ­და, მან­ქა­ნა და­ა­ყე­ნა და ჭიშ­კარს კე­ტავ­და. არა­და, ყო­ველ­თვის მე ვკე­ტავ­დი. ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო, მისი მოს­ვლა რომ ვერ გა­ვი­გო­ნე. სრო­ლის ხმა­ზე გა­ვე­დი გა­რეთ. ჩემი შვი­ლი ძირს ეგდო. უცებ გა­ვი­ქე­ცი იქით­კენ, სა­ი­თაც ჩემი ორი­ენ­ტა­ცი­ით, მკვლე­ლი უნდა წა­სუ­ლი­ყო, გა­ვე­კი­დე, მაგ­რამ ამ დროს ჩემი მე­უღ­ლის გან­წი­რუ­ლი ხმა შე­მო­მეს­მა: "ვარ­დენ, დაბ­რუნ­დი, გოჩა სუნ­თქავს!" უცებ უკან მოვტრი­ალ­დი, იქ­ნებ შვი­ლი გა­და­ვარ­ჩი­ნო-მეთ­ქი, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე მისი მიყ­ვა­ნა ვერ შევ­ძე­ლი, ხელ­ში ჩა­მაკ­ვდა.

- რა­ი­მეს თქმა ვერ მო­ას­წრო?

- მი­თხრა თუ არა რამე, ახლა ამას ვერ გე­ტყვით. ჯერ პო­ლი­ცი­ას არ გა­უხ­სნია და­ნა­შა­უ­ლი, გარ­კვე­უ­ლი არ არის, ჩემი შვი­ლი ვინ და რა­ტომ მოკ­ლა. საქ­მეს რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო იძი­ებს; ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლია, მაგ­რამ ხელს უშ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცია. იქ­ნებ რამე და­ად­გი­ნონ, თუ არა და, მე ვიცი, რას ვი­ზამ. არ მაქვს იმე­დი, რომ რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცია გახ­სნის, ამი­ტომ ჩემი გზე­ბით ვცდი­ლობ და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნას. გოჩა სა­დის­ტუ­რად მო­მიკ­ლეს. "აკს"-ის და ვინ­ჩეს­ტე­რის ტი­პის ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ჩა­ცხრი­ლეს. "მა­კა­რო­ვიც" გა­მო­ი­ყე­ნეს. სა­შინ­ლად და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი იყო, უამ­რა­ვი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და. ჭიშ­კა­რიც მთლი­ა­ნად და­ცხრი­ლუ­ლი იყო. ძა­ლი­ან ძნე­ლია, უყუ­რო ყო­ველ­დღე იმ ად­გილს, სა­დაც შვი­ლი მო­გიკ­ლეს. და­სა­მა­ლი ად­გი­ლე­ბი ჰქონ­დათ მკვლე­ლებს, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო გა­რე­უ­ლი, უცხო კაცი ვერ გა­იკ­ვლევ­და გზას. გოჩა ამ­ნის­ტი­ით 14 თე­ბერ­ვალს გა­თა­ვი­სუფ­ლდა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ის ჩემ გამო იხ­დი­და სას­ჯელს. კაცი სი­გა­რეტს არ ეწე­ო­და და ნარ­კო­ტი­კის­თვის და­ა­კა­ვეს. ვთქვი, - აქ­ცი­ა­ზე მივ­დი­ვარ-მეთ­ქი და მე­ო­რე დღეს ჩემს შვილს წა­მა­ლი ჩა­უგ­დეს. 21 სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ჩა­ტარ­და და სი­მარ­თლე ვერ და­ვად­გი­ნეთ. 8 წელი მი­უ­სა­ჯეს, ცი­ხე­ში წე­ლი­წა­დი და 9 თვე იჯდა.

- ამ­ბო­ბენ, გოჩა ქურ­დუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დე­ვა­რი იყოო. ხომ არ ჰქო­ნია ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტი? რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი?

- გო­ჩას მტე­რი არ ჰყავ­და. ცი­ხი­დან ერთი კვი­რის გა­მო­სუ­ლი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვა და წა­იყ­ვა­ნა. მა­შინ პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს უთ­ქვამს, - სა­ქარ­თვე­ლოს რო­დის და­ტო­ვე­ბო? - რა­ტომ უნდა დავ­ტო­ვოო? - უკი­თხავს. - რა ვიცი, პრობ­ლე­მე­ბი არ შე­გექ­მნა­სო... ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის არ იყო. სი­მარ­თლის­თვის მებ­რძო­ლი კაცი იყო. სო­ფელ­ში კარ­გი სა­ხე­ლი ჰქონ­და... იმ დღეს ახ­ლო­ბელ­თან ბავ­შვის მი­სა­ლო­ცად წა­ვი­და იმ გო­გოს­თან ერ­თად, რო­მელ­ზე­დაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებ­და. ამ ტრა­გე­დი­ამ­დე ერთი კვი­რით ადრე სახ­ლში ორი უცხო მა­მა­კა­ცი მო­სუ­ლა და გო­ჩას ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი უთხო­ვია ჩემი მე­უღ­ლის­თვის; უკი­თხავთ, - გო­ჩას რა ფე­რის მან­ქა­ნა ჰყავ­სო? არ ვიცი, ვინ იყ­ვნენ. ჩემს შვილს შიში არ ჰქო­ნია. რომ ჰქო­ნო­და პრობ­ლე­მა, მე­ცო­დი­ნე­ბო­და. უკვე მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა ივ­სე­ბა, რად­გან არ იხ­სნე­ბა ეს საქ­მე. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ამ საქ­მე­ში რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცია იყო გა­რე­უ­ლი. ჯერ არ მაქვს პა­სუ­ხი, რა­ტომ მო­მიკ­ლეს შვი­ლი. მე რა ეჭ­ვიც მაქვს, ამას ჯერ არ ვამ­ბობ, ეს იცის ერ­თმა კაც­მა და ვიცი მე.

- იქ­ნებ ის მა­ინც გვი­თხრათ, ეს შუ­რის­ძი­ე­ბა იყო?

- შუ­რის­ძი­ე­ბა. იმი­ტომ, რომ არ აწყობ­დათ ასე­თი სი­მარ­თლის მძებ­ნე­ლი ადა­მი­ა­ნი და ჩა­მო­ი­შო­რეს. ისე­დაც ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კე, და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას.

მარ­თა­ლია, გოჩა გუ­ჯა­ბი­ძის მკვლე­ლო­ბა გა­უხ­სნე­ლია, მაგ­რამ ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­იხ­სნა კი­დევ ერთი ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი პი­რის, 35 წლის მალ­ხაზ მთვა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა. საქ­მე ამ შემ­თხვე­ვა­შიც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შინ­დის­ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით იგი ყელ­გა­მოჭ­რი­ლი იპო­ვეს. სხე­ულ­ზე უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. ცი­ხი­დან 4 თვის გა­მო­სუ­ლი იყო. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი, 23 წლის ელ­გუ­ჯა გე­ლა­ძე ამ­ხი­ლეს. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად შუ­რის­ძი­ე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ, მაგ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის მტკი­ცე­ბით, მოკ­ლუ­ლი იქით და­ეს­ხა თავს ბრალ­დე­ბულს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მათი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი წლე­ბის წინ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი იყო: მოკ­ლუ­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის და­ყა­ჩა­ღე­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს. მან ცი­ხე­ში 10 წელი გა­ა­ტა­რა. თა­ვის დრო­ზე მთვა­რა­ძეს სხვა თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის და­ყა­ჩა­ღე­ბა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლის მამა, ზაქ­რო გე­ლა­ძე 10 წლის წინ მომ­ხდარ თავ­დას­ხმას ასე იხ­სე­ნებს:

- 2003 წელს, ღა­მის 3 სა­ათ­ზე დაგ­ვესხნენ თავს. შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე, და­ნით თვა­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბა მო­მა­ყე­ნეს. დიდ ფულს ითხოვ­დნენ. მა­შინ ჩემი შვი­ლე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ. უფ­როს გო­გო­ნას ოქ­როს სა­ყუ­რეც კი ჩა­მოხ­სნეს ყუ­რი­დან. და­ნით სა­შინ­ლად მა­წა­მეს, მთე­ლი სხე­უ­ლი და­ჩხვლე­ტი­ლი მქონ­და. ახ­ლაც მე­ტყო­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. არც ჩემი მე­უღ­ლე და­ინ­დვეს, ისიც დაჭ­რეს. უმო­წყა­ლოდ მირ­ტყამ­დნენ, მერე სარ­დაფ­ში ჩა­მათ­რი­ეს, იქ გა­მო­მამ­წყვდი­ეს, ხმა­უ­რი რომ არ გა­ე­გო­ნათ მე­ზობ­ლებს. წა­მე­ბა იქ გაგ­რძელ­და. შუ­შის ქი­ლე­ბიც კი და­მა­ტე­ხეს თავ­ზე. მერე სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს ჩემი ახა­ლი ნა­ყი­დი "ნივა" და ფული რაც მქონ­და, 1.700 ლარი, 300 დო­ლა­რი; ხურ­და ფუ­ლიც არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ. ჩემი ოჯა­ხის და­ყა­ჩა­ღე­ბამ­დე სო­ფელ­ში არა­ერ­თი ოჯა­ხი იყო და­ყა­ჩა­ღე­ბუ­ლი, ერთი და იმა­ვე ჯგუ­ფის მიერ. ისი­ნი სხვა­დას­ხვა სო­ფელ­ში მოქ­მე­დებ­დნენ. მათ შო­რის იყო მთვა­რა­ძე. ბო­ლოს, და­ა­კა­ვეს და გა­ა­სა­მარ­თლეს. ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პრო­ცეს­ზე მეც ვი­ყა­ვი. ჩემ­თვის არც მან­ქა­ნა და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ და არც წარ­თმე­უ­ლი ფული. ბოლო ყა­ჩა­ღო­ბის დროს ერთი ყა­ჩა­ღი მოკ­ლეს და ყვე­ლა­ფე­რი ამის შემ­დეგ გა­იხ­სნა. მერე ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა მოკ­ლულს გა­და­აბ­რა­ლეს. მარ­თა­ლია, ჩვენს სახ­ლში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ ყვე­ლა არ დას­ჯი­ლა. არ ვიცი, ამას და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა ჰქვია სა­ერ­თოდ თუ - არა.

ნონა გე­ლა­ძე, ბრალ­დე­ბუ­ლის დედა:

- დღემ­დე მაქვს თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი, ცე­მის შე­დე­გად ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ვი­ღე. დაჭ­რი­ლიც ვი­ყა­ვი. სა­ათ­ზე მეტ­ხანს გრძელ­დე­ბო­და ცემა. ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ ჩხვლეტ­დნენ და­ნით ჩემს მე­უღ­ლეს. უმ­ცრო­სი შვი­ლი მა­შინ წლი­სა და თვე­ე­ბის იყო. ბევ­რი დამ­ნა­შა­ვე არ და­უს­ჯი­ათ. დღე­საც თა­ვი­სუფ­ლად და­დის ერთ-ერთი, რო­მე­ლიც მე მა­შინ ამო­ვი­ცა­ნი ტან­საც­მლით და ხმით, მაგ­რამ მისი ვი­ნა­ო­ბა არც მე­უღ­ლის­თვის და არც შვი­ლის­თვის არა­სო­დეს მით­ქვამს. მთვა­რა­ძე მა­შინ გა­ა­სა­მარ­თლეს. არც და­ყა­ჩა­ღე­ბა გვაკ­მა­რეს და ახლა მთლად და­ვი­ღუ­პეთ. არა­ვი­თა­რი შუ­რის­ძი­ე­ბა არ ყო­ფი­ლა. ჩემს შვილს არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია მას­თან. ცი­ხი­დან მთვა­რა­ძე რომ გა­მო­ვი­და, ჩემი შვი­ლი და­ი­ბა­რა და უთხრა, - თქვე­ნი ოჯა­ხის ყა­ჩა­ღო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია და ყვე­ლა­ფერს გა­გა­გე­ბი­ნებ, ვინ იყო მო­სუ­ლიო... ჩემ­მა შვილ­მა იმ დღეს მე­გო­ბა­რი გა­ა­ცი­ლა მა­ღა­ზი­ამ­დე; უკან რომ ბრუნ­დე­ბო­და, იქ დახ­ვდა მთვა­რა­ძე, ეტყო­ბა, ჩა­საფ­რე­ბუ­ლი იყო. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ღა­მით გა­მო­დი­ო­და გა­რეთ, დღი­სით ხალ­ხს არ ენახ­ვე­ბო­დაო. ყვე­ლამ იცის, რა წარ­სუ­ლის იყო.

მთვა­რა­ძის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს კი­დევ ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, ნანი ცერ­ცვა­ძე. მას მე­უღ­ლე ყა­ჩა­ღო­ბის დროს მო­უკ­ლეს.

ნანი ცერ­ცვა­ძე:

- სა­ნამ გე­ლა­ძე­ებს და­ა­ყა­ჩა­ღებ­დნენ, ისი­ნი ჩვენც დაგ­ვესხნენ თავს. სა­ღა­მოს 11 სა­ა­თი ხდე­ბო­და, როცა ნიღ­ბი­ა­ნი ბიჭი გა­დაჭ­რი­ლი თო­ფით სახ­ლში შე­მო­ვარ­და. ჩემი მე­უღ­ლე იწვა და ჟურ­ნალს კი­თხუ­ლობ­და. მა­შინ 54 წლის იყო. მე­გო­ნა, მე­ზობ­ლის ბიჭი ხუმ­რობ­და, რად­გან არც ფული გვქონ­და და არც ოქრო. - ვინა ხარ, შვი­ლო, რა გინ­და-მეთ­ქი? - ვკი­თხე. ის ჩემს მე­უღ­ლეს მი­უ­ახ­ლოვ­და, მე შუ­ა­ში ჩა­ვუ­დე­ქი. კი­დევ ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და. ამ დროს კონ­და­ხი ჩა­მარ­ტყა თავ­ში. დაყ­ვი­რე­ბა მო­ვას­წა­რი. მე­ო­რე ოთა­ხი­დან ჩემი შვი­ლი გა­მო­ვარ­და. ამ დრო­ის­თვის ჩემი მე­უღ­ლე უკვე დაჭ­რეს. მერე ჩემს შვილს და­უ­მიზ­ნეს ტყვია და მკლავ­ში და­იჭ­რა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დამ­ნა­შა­ვეს გა­ე­კი­და. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი გა­იქ­ცნენ... ჩემი მე­უღ­ლე ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, მას ნა­ტყვი­არ­თან ერ­თად, და­ნი­თაც ჰქონ­და ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ამის და­ვი­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სახ­ლში სის­ხლის გუბე იდგა. მთელ ოთახ­ში ჩემი შვი­ლის ხორ­ცის ნაფ­ლე­თე­ბი იყო მი­მო­ფან­ტუ­ლი, - ჭერ­ზე, კედ­ლებ­ზე. ნაფ­ლე­თე­ბად აქ­ცი­ეს ჩემი შვი­ლის მკლა­ვი; დღეს შვი­ლი ინ­ვა­ლი­დი მყავს. ოქ­როს მარ­ჯვე­ნა ჰქონ­და, ყვე­ლა საქ­მე გა­მოს­დი­ო­და... მთვა­რა­ძე იყო გა­რე­უ­ლი ამ საქ­მე­ში და გა­ა­სა­მარ­თლეს კი­დეც. ეს არ იყო მისი ჩა­დე­ნი­ლი ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი. 18 წლის წინ ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი ბიჭი მოკ­ლა. ჯა­რი­დან ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო 19 წლის ბიჭი; მას ავ­ტო­მა­ტი გა­მო­არ­თვა და იმ ავ­ტო­მა­ტით მოკ­ლა. დაჭ­რილ­მა თე­მომ სიკ­ვდი­ლამ­დე მო­ას­წრო თქმა, რომ მთვა­რა­ძის მოკ­ლუ­ლი იყო. მკვლელს ჭრე­ლი თვა­ლე­ბი ჰქონ­და და ფი­სოს ეძახ­დნენ; იმ ბიჭ­მა თქვა, - ფი­სომ მომ­კლაო. ჩვენს სო­ფელ­ში ბევ­რი ოჯა­ხი ჰყავ­და გამ­წა­რე­ბუ­ლი. ჯერ ჩვენ დაგ­ვა­ყა­ჩა­ღეს, შემ­დეგ - ბა­ბი­ლაშ­ვი­ლე­ბი, მერე - გე­ლა­ძე­ე­ბი... ერთხელ ჩემი შვი­ლიც მი­უ­ვარ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, მთვა­რა­ძე­ებს... ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვი­და დამ­ნა­შა­ვე, მას მერე ჩემი შვი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად ერი­დე­ბო­და, ამ­ბობ­და, - მე­ში­ნია, თავ­ზე კონ­ტრო­ლი არ დავ­კარ­გო და რამე არ მო­ვი­წი­ოო. შე­იძ­ლე­ბა, ჩემი შვი­ლიც გას­წო­რე­ბო­და. როცა გა­ვი­გე, ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვეს, ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი. ჩემს გო­გოს შეხ­ვედ­რია მთვა­რა­ძე და უთ­ქვამს, თქვენს ოჯახ­თან კი­დევ მაქვს რა­ღაც გა­სას­წო­რე­ბე­ლიო; ისევ იმუქ­რე­ბო­და...

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გე­ლა­ძე და­პა­ტიმ­რე­ბის დროს პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. მას ავ­ტო­ა­ვა­რია მოს­ვლია. გე­ლა­ძემ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. ამ­ბობს, რომ მოკ­ლუ­ლი თავს და­ეს­ხა და მან ეს თავ­დას­ხმა მო­ი­გე­რია.

მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი - და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი დანა იქვე, რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით, წყალ­თან იპო­ვეს. რო­გორც ჩანს, ბრალ­დე­ბულ­მა იქ და­ი­ბა­ნა სის­ხლი­ა­ნი ხელი, მერე თა­ვის ბე­ბი­ას­თან წა­ვი­და და და­ი­ძი­ნა. მე­ო­რე დი­ლით კი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. მოკ­ლულს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და, მას სხე­ულ­ზე ათე­უ­ლო­ბით ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ბრალ­დე­ბულს სა­ვა­რა­უ­დოდ, ფსი­ქი­ატ­რი­ულ ექ­სპერ­ტი­ზა­საც ჩა­უ­ტა­რე­ბენ. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და შე­სა­ბა­მის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აღ­რი­ცხვა­ზეც იმ­ყო­ფე­ბო­და.

მთვა­რა­ძე­ე­ბი მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ. მოკ­ლუ­ლის ძმებს სო­ფელ­ში ყვე­ლა და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან და უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ.

ზაზა მთვა­რა­ძე, მოკ­ლუ­ლის ძმა:

- 10 წლის წინ მკვლე­ლის ოჯა­ხი და­ა­ყა­ჩა­ღეს და ამ საქ­მეს ჩემს ძმას აბ­რა­ლებ­დნენ. მალ­ხა­ზი და­ი­ჭი­რეს კი­დეც, მაგ­რამ ბო­ლომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი დარ­ჩა, ვინ იყო შე­სუ­ლი გე­ლა­ძე­ე­ბის სახ­ლში. ჩემი ძმა უდა­ნა­შა­უ­ლო იყო, იქ არ ყო­ფი­ლა. მას ბევ­რი სხვა და­ნა­შა­უ­ლიც და­აბ­რა­ლეს. შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს იცით, რაც ხდე­ბო­და წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის სა­კან­ში. სამ­ჯერ "სას­წრა­ფო­თი" მო­აბ­რუ­ნეს ჩემი ძმა, ისე სას­ტი­კად იყო პო­ლი­ცი­ა­ში ნა­ცე­მი. ცე­მით აღი­ა­რე­ბი­ნეს ის, რაც არ ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი. - სხვა გზა არ მქონ­და და და­ვიბ­რა­ლე, ყვე­ლა­ფერ­ზე ხე­ლის მომ­წე­რი ვი­ყა­ვი, ოღონდ წა­მე­ბა შე­ე­წყვი­ტათ, მხო­ლოდ თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვფიქ­რობ­დიო, - ამ­ბობ­და. გა­უხ­სნე­ლი საქ­მე­ე­ბი მას "შე­ა­წე­რეს" და 13 წელი მი­უ­სა­ჯეს. 10 წელი მო­ი­ხა­და, ამ­ნის­ტია რომ გა­მო­ვი­და, 2 წელ­ზე მეტი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი; ეს წლე­ბი "აპა­ტი­ეს" და მა­ის­ში გა­მო­ვი­და. გა­მოს­ვლის შემ­დეგ ბევ­რჯერ შეხ­ვდა მკვლე­ლი ჩემს ძმას. მას აინ­ტე­რე­სებ­და იმის გარ­კვე­ვა, თუ ვინ იყ­ვნენ მის სახ­ლში. ისა­უბ­რეს, არ უკა­მა­თი­ათ. ჩემი ძმა ეუბ­ნე­ბო­და, რომ ის არ ყო­ფი­ლა მათ­თან. ჩემი ძმა სულ სახ­ლში იყო, არ­სად გა­დი­ო­და, ერ­თა­დერ­თი - ნაკ­ვეთ­ში სა­მუ­შა­ოდ მი­დი­ო­და. მკვლე­ლო­ბამ­დე 2 კვი­რით ადრე მო­ვი­და გე­ლა­ძე მთვრა­ლი და მი­თხრა, - შენი ძმა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვნა­ხოო: ეჭ­ვობ­და, მათი ოჯა­ხის და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ახ­ლო­ბე­ლი ხომ არ იყო გა­რე­უ­ლი და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მო­მა­ძებ­ნი­ნეო, სთხოვ­და. ჩემი ძმა ეუბ­ნე­ბო­და, ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რა და რო­გორ მოხ­დაო. ასე და­შორ­დნენ.

- მკვლე­ლო­ბის დღეს სად იყო თქვე­ნი ძმა?

- მე­ზო­ბელ­თან იყო გა­სუ­ლი. ეტყო­ბა, გა­ი­ტყუა მკვლელ­მა და მოკ­ლა. ახლა ამ­ბო­ბენ, თით­ქოს დანა ჩემი ძმის იყო; ეს ტყუ­ი­ლია. ჩემს ძმას სპორ­ტუ­ლი კოს­ტი­უ­მი ეცვა, პა­ტა­რა ჯიბე ჰქონ­და და იქ და­ნას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ი­ნა­ხავ­და. არ იყო კონ­ფლიქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი. მკვლე­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი იყო. იკი­თხეთ სო­ფელ­ში და გე­ტყვი­ან. არა­ერ­თხელ მოს­ვლია ჩხუ­ბი, ბევ­რჯერ და­იხ­სნა მა­მა­მის­მა. ფი­ზი­კუ­რა­დაც ძლი­ე­რი იყო ჩემს ძმა­ზე - 120 კილო იქ­ნე­ბა, მა­ღა­ლი, ძლი­ე­რი, ჩემს ძმას ხე­ლი­თაც მო­ე­რე­ო­და. ახლა მათ უნ­დათ იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ ჩემი ძმა თავს და­ეს­ხა. ეს აბ­სურ­დია. მან ჩემი ძმა გა­ი­ტყუა და სი­სას­ტი­კით მოკ­ლა. ყელი მთლი­ა­ნად გა­მოჭ­რი­ლი აქვს, მთე­ლი სხე­უ­ლი და­ნით აქვს და­სე­რი­ლი, მუ­ცელ­ში რამ­დე­ნი­მე ღრმა ჭრი­ლო­ბა აქვს. სახე და თავი მთლი­ა­ნად და­სე­რი­ლია, ად­გი­ლი არ არის დარ­ჩე­ნი­ლი. თვა­ლე­ბი ვერ და­ვუ­ხუ­ჭეთ, ისე იყო და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი. მი­თხა­რით, ეს არ არის სი­სას­ტი­კე?! მი­თხა­რით, ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბა?! რო­გორც ჩანს, ბო­ლოს ყელი გა­მოს­ჭრა, ამა­საც არ დას­ჯერ­და და მე­ზობ­ლის ბოს­ტან­ში მო­ის­რო­ლა. ცხე­და­რი ნათ­რე­ვია რამ­დე­ნი­მე მეტრზე. კი­დევ ვამ­ბობ, ჩემი ძმა და­ნას არ ატა­რებ­და. ვერ დათ­ვლი, იმ­დე­ნი ჭრი­ლო­ბა აქვს. ახლა იმის თქმა უნ­დათ, თით­ქოს ჩემი ინ­ვა­ლი­დი ძმა მას გა­ე­კი­და. ეს ტყუ­ი­ლია. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­თაც გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­გო­რი ნა­წა­მე­ბია ჩემი ძმა. მე ვე­ლო­დე­ბი კა­ნო­ნი­ერ გა­ნა­ჩენს. აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა, რომ ეს იყო შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა.

- თქვენს ძმას ბევ­რი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ამ­ხელს, ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი - მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­შიც.

- იმ ოჯახ­ში თავ­დას­ხმის დროს ჩემი ძმა არ ყო­ფი­ლა. ვე­რა­ვინ იტყვის, რომ იქ ჩემი ძმა და­ი­ნა­ხა. მალ­ხაზს მკვლე­ლო­ბა ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი, მაგ­რამ ეს შემ­თხვე­ვი­თო­ბა იყო. 19 წლის იყო მა­შინ. ძვე­ლით ახა­ლი წელი იყო. ავ­ტო­მა­ტი­დან ის­როდ­ნენ ბი­ჭე­ბი და მა­შინ მისი ნას­რო­ლი ტყვია მოხ­ვდა თა­ნა­ტოლს. მა­შინ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი იჯდა ცი­ხე­ში.

- თუმ­ცა, ამის შემ­დეგ ის ყა­ჩა­ღო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ში ამ­ხი­ლეს.

- გა­ა­სა­მარ­თლეს, მაგ­რამ არ იყო გა­რე­უ­ლი. აღი­ა­რე­ბი­ნეს ის, რაც არ ჩა­უ­დე­ნია. ბედს შე­ე­გუა, ამ­ბობ­და: რაც მოხ­და - მოხ­და, აწი მა­ინც უნდა ვი­ცხოვ­რო ნორ­მა­ლუ­რა­დო. ოჯა­ხის შექ­მნა­ზე ფიქ­რობ­და. მორ­წმუ­ნე ბიჭი იყო. მძი­მე ოპე­რა­ცია გა­და­ვი­ტა­ნე, სიმ­სივ­ნე მაქვს და ის ქა­ლი­ვით მივ­ლი­და. სა­რე­ცხს მი­რე­ცხავ­და, გვერ­დი­დან არ მშორ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ნა­ირ საქ­მეს აკე­თებ­და. ძველ­ბი­ჭო­ბა მის­გან გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და - 10 წელი იჯდა ცი­ხე­ში. ჩვენ, მისი ძმე­ბიც პა­ტი­ოს­ნად ვცხოვ­რობთ. ჩემი პა­ტი­ოს­ნე­ბა მირ­ჩევ­ნია ყვე­ლა­ფერს...

ორი­ვე მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ვნა­ხოთ, რა ვერ­დიქტს გა­მო­ი­ტანს სა­სა­მარ­თლო.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ორი ამნისტირებული პატიმრის ცხოვრების სისხლიანი დასასრული

ორი ამნისტირებული პატიმრის ცხოვრების სისხლიანი დასასრული

ბოლო დროს ციხე ბევრმა ადამიანმა დატოვა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ამან ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაართულა; ნაწილის აზრით, ხალხში უსამართლობის განცდამაც დაისადგურა. იმასაც ამბობენ, ადამიანები სამართლის აღსრულებას თავად შეეცდებიანო. რამდენად არის ამის საშიშროება, არ ვიცი, თუმცა ფაქტია: ბოლო დროს ორი ამნისტირებული პატიმარი მოკლეს. თავისუფლებაში ისინი სულ ცოტა ხანი იყვნენ. ორივე დაღუპულს სხეულზე უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა, სასტიკად იყვნენ მოკლულები.

ოზურგეთის რაიონის სოფელ ხვაბრეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობიდან თითქმის სამი თვე გავიდა, მაგრამ ძალოვანებს დანაშაული დღემდე არ გაუხსნიათ. 47 წლის გოჩა გუჯაბიძე საკუთარი სახლის ეზოში უმოწყალოდ ჩაცხრილეს. სროლის ხმაზე გარეთ გამოსულ მის მოხუც მშობლებს შემზარავი სურათი დახვდათ, მათი ვაჟი სისხლისგან იცლებოდა.

ვარდენ გუჯაბიძე, მოკლულის მამა:

- გარეთ სროლის ხმაზე გავედი. ჩემი შვილი ჭიშკართან დასისხლიანებული ეგდო. როგორც ჩანს, მკვლელები ჩასაფრებულები იყვნენ. სახლში მანქანით დაბრუნდა, მანქანა დააყენა და ჭიშკარს კეტავდა. არადა, ყოველთვის მე ვკეტავდი. ერთადერთი შემთხვევა იყო, მისი მოსვლა რომ ვერ გავიგონე. სროლის ხმაზე გავედი გარეთ. ჩემი შვილი ძირს ეგდო. უცებ გავიქეცი იქითკენ, საითაც ჩემი ორიენტაციით, მკვლელი უნდა წასულიყო, გავეკიდე, მაგრამ ამ დროს ჩემი მეუღლის განწირული ხმა შემომესმა: "ვარდენ, დაბრუნდი, გოჩა სუნთქავს!" უცებ უკან მოვტრიალდი, იქნებ შვილი გადავარჩინო-მეთქი, მაგრამ საავადმყოფომდე მისი მიყვანა ვერ შევძელი, ხელში ჩამაკვდა.

- რაიმეს თქმა ვერ მოასწრო?

- მითხრა თუ არა რამე, ახლა ამას ვერ გეტყვით. ჯერ პოლიციას არ გაუხსნია დანაშაული, გარკვეული არ არის, ჩემი შვილი ვინ და რატომ მოკლა. საქმეს რეგიონული სამმართველო იძიებს; ძალიან მონდომებულია, მაგრამ ხელს უშლის რაიონული პოლიცია. იქნებ რამე დაადგინონ, თუ არა და, მე ვიცი, რას ვიზამ. არ მაქვს იმედი, რომ რაიონის პოლიცია გახსნის, ამიტომ ჩემი გზებით ვცდილობ დანაშაულის გახსნას. გოჩა სადისტურად მომიკლეს. "აკს"-ის და ვინჩესტერის ტიპის იარაღიდან გასროლით ჩაცხრილეს. "მაკაროვიც" გამოიყენეს. საშინლად დასახიჩრებული იყო, უამრავი ჭრილობა ჰქონდა. ჭიშკარიც მთლიანად დაცხრილული იყო. ძალიან ძნელია, უყურო ყოველდღე იმ ადგილს, სადაც შვილი მოგიკლეს. დასამალი ადგილები ჰქონდათ მკვლელებს, მაგრამ ადგილობრივი რომ არ ყოფილიყო გარეული, უცხო კაცი ვერ გაიკვლევდა გზას. გოჩა ამნისტიით 14 თებერვალს გათავისუფლდა. სინამდვილეში, ის ჩემ გამო იხდიდა სასჯელს. კაცი სიგარეტს არ ეწეოდა და ნარკოტიკისთვის დააკავეს. ვთქვი, - აქციაზე მივდივარ-მეთქი და მეორე დღეს ჩემს შვილს წამალი ჩაუგდეს. 21 სასამართლო სხდომა ჩატარდა და სიმართლე ვერ დავადგინეთ. 8 წელი მიუსაჯეს, ციხეში წელიწადი და 9 თვე იჯდა.

- ამბობენ, გოჩა ქურდული ტრადიციების მიმდევარი იყოო. ხომ არ ჰქონია ვინმესთან კონფლიქტი? რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მოტივი?

- გოჩას მტერი არ ჰყავდა. ციხიდან ერთი კვირის გამოსული, საპატრულო პოლიციამ მანქანაში ჩაისვა და წაიყვანა. მაშინ პოლიციის ხელმძღვანელს უთქვამს, - საქართველოს როდის დატოვებო? - რატომ უნდა დავტოვოო? - უკითხავს. - რა ვიცი, პრობლემები არ შეგექმნასო... ქურდული მენტალიტეტის არ იყო. სიმართლისთვის მებრძოლი კაცი იყო. სოფელში კარგი სახელი ჰქონდა... იმ დღეს ახლობელთან ბავშვის მისალოცად წავიდა იმ გოგოსთან ერთად, რომელზედაც რამდენიმე დღეში დაქორწინებას აპირებდა. ამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე სახლში ორი უცხო მამაკაცი მოსულა და გოჩას ტელეფონის ნომერი უთხოვია ჩემი მეუღლისთვის; უკითხავთ, - გოჩას რა ფერის მანქანა ჰყავსო? არ ვიცი, ვინ იყვნენ. ჩემს შვილს შიში არ ჰქონია. რომ ჰქონოდა პრობლემა, მეცოდინებოდა. უკვე მოთმინების ფიალა ივსება, რადგან არ იხსნება ეს საქმე. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეში რაიონის პოლიცია იყო გარეული. ჯერ არ მაქვს პასუხი, რატომ მომიკლეს შვილი. მე რა ეჭვიც მაქვს, ამას ჯერ არ ვამბობ, ეს იცის ერთმა კაცმა და ვიცი მე.

- იქნებ ის მაინც გვითხრათ, ეს შურისძიება იყო?

- შურისძიება. იმიტომ, რომ არ აწყობდათ ასეთი სიმართლის მძებნელი ადამიანი და ჩამოიშორეს. ისედაც ბევრი ვილაპარაკე, დაველოდოთ გამოძიებას.

მართალია, გოჩა გუჯაბიძის მკვლელობა გაუხსნელია, მაგრამ ოპერატიულად გაიხსნა კიდევ ერთი ამნისტირებული პირის, 35 წლის მალხაზ მთვარაძის მკვლელობა. საქმე ამ შემთხვევაშიც განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. გორის რაიონის სოფელ შინდისში, საკუთარი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იგი ყელგამოჭრილი იპოვეს. სხეულზე უამრავი დაზიანება ჰქონდა. ციხიდან 4 თვის გამოსული იყო. განზრახ მკვლელობაში მისი თანასოფლელი, 23 წლის ელგუჯა გელაძე ამხილეს. მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებენ, მაგრამ ბრალდებულის ოჯახის მტკიცებით, მოკლული იქით დაესხა თავს ბრალდებულს. როგორც ირკვევა, მათი დაპირისპირების მიზეზი წლების წინ ჩადენილი დანაშაული იყო: მოკლული, ბრალდებულის ოჯახის დაყაჩაღებისთვის იხდიდა სასჯელს. მან ციხეში 10 წელი გაატარა. თავის დროზე მთვარაძეს სხვა თანასოფლელების დაყაჩაღებაშიც ადანაშაულებდნენ.

ბრალდებულის მამა, ზაქრო გელაძე 10 წლის წინ მომხდარ თავდასხმას ასე იხსენებს:

- 2003 წელს, ღამის 3 საათზე დაგვესხნენ თავს. შემოსვლისთანავე, დანით თვალის არეში ჭრილობა მომაყენეს. დიდ ფულს ითხოვდნენ. მაშინ ჩემი შვილები პატარები იყვნენ. უფროს გოგონას ოქროს საყურეც კი ჩამოხსნეს ყურიდან. დანით საშინლად მაწამეს, მთელი სხეული დაჩხვლეტილი მქონდა. ახლაც მეტყობა დაზიანებები. არც ჩემი მეუღლე დაინდვეს, ისიც დაჭრეს. უმოწყალოდ მირტყამდნენ, მერე სარდაფში ჩამათრიეს, იქ გამომამწყვდიეს, ხმაური რომ არ გაეგონათ მეზობლებს. წამება იქ გაგრძელდა. შუშის ქილებიც კი დამატეხეს თავზე. მერე სახლიდან წაიყვანეს ჩემი ახალი ნაყიდი "ნივა" და ფული რაც მქონდა, 1.700 ლარი, 300 დოლარი; ხურდა ფულიც არ დაუტოვებიათ. ჩემი ოჯახის დაყაჩაღებამდე სოფელში არაერთი ოჯახი იყო დაყაჩაღებული, ერთი და იმავე ჯგუფის მიერ. ისინი სხვადასხვა სოფელში მოქმედებდნენ. მათ შორის იყო მთვარაძე. ბოლოს, დააკავეს და გაასამართლეს. ერთ-ერთი დაზარალებული პროცესზე მეც ვიყავი. ჩემთვის არც მანქანა დაუბრუნებიათ და არც წართმეული ფული. ბოლო ყაჩაღობის დროს ერთი ყაჩაღი მოკლეს და ყველაფერი ამის შემდეგ გაიხსნა. მერე ყველა დანაშაული ბოროტმოქმედებმა მოკლულს გადააბრალეს. მართალია, ჩვენს სახლში ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ ყველა არ დასჯილა. არ ვიცი, ამას დანაშაულის გახსნა ჰქვია საერთოდ თუ - არა.

ნონა გელაძე, ბრალდებულის დედა:

- დღემდე მაქვს თავის ტკივილები, ცემის შედეგად ისეთი დაზიანება მივიღე. დაჭრილიც ვიყავი. საათზე მეტხანს გრძელდებოდა ცემა. ვუყურებდი, როგორ ჩხვლეტდნენ დანით ჩემს მეუღლეს. უმცროსი შვილი მაშინ წლისა და თვეების იყო. ბევრი დამნაშავე არ დაუსჯიათ. დღესაც თავისუფლად დადის ერთ-ერთი, რომელიც მე მაშინ ამოვიცანი ტანსაცმლით და ხმით, მაგრამ მისი ვინაობა არც მეუღლისთვის და არც შვილისთვის არასოდეს მითქვამს. მთვარაძე მაშინ გაასამართლეს. არც დაყაჩაღება გვაკმარეს და ახლა მთლად დავიღუპეთ. არავითარი შურისძიება არ ყოფილა. ჩემს შვილს არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია მასთან. ციხიდან მთვარაძე რომ გამოვიდა, ჩემი შვილი დაიბარა და უთხრა, - თქვენი ოჯახის ყაჩაღობაში მონაწილეობა არ მიმიღია და ყველაფერს გაგაგებინებ, ვინ იყო მოსულიო... ჩემმა შვილმა იმ დღეს მეგობარი გააცილა მაღაზიამდე; უკან რომ ბრუნდებოდა, იქ დახვდა მთვარაძე, ეტყობა, ჩასაფრებული იყო. მეზობლები ამბობენ, ღამით გამოდიოდა გარეთ, დღისით ხალხს არ ენახვებოდაო. ყველამ იცის, რა წარსულის იყო.

მთვარაძის ბრალეულობაზე საუბრობს კიდევ ერთი ქალბატონი, ნანი ცერცვაძე. მას მეუღლე ყაჩაღობის დროს მოუკლეს.

ნანი ცერცვაძე:

- სანამ გელაძეებს დააყაჩაღებდნენ, ისინი ჩვენც დაგვესხნენ თავს. საღამოს 11 საათი ხდებოდა, როცა ნიღბიანი ბიჭი გადაჭრილი თოფით სახლში შემოვარდა. ჩემი მეუღლე იწვა და ჟურნალს კითხულობდა. მაშინ 54 წლის იყო. მეგონა, მეზობლის ბიჭი ხუმრობდა, რადგან არც ფული გვქონდა და არც ოქრო. - ვინა ხარ, შვილო, რა გინდა-მეთქი? - ვკითხე. ის ჩემს მეუღლეს მიუახლოვდა, მე შუაში ჩავუდექი. კიდევ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ამ დროს კონდახი ჩამარტყა თავში. დაყვირება მოვასწარი. მეორე ოთახიდან ჩემი შვილი გამოვარდა. ამ დროისთვის ჩემი მეუღლე უკვე დაჭრეს. მერე ჩემს შვილს დაუმიზნეს ტყვია და მკლავში დაიჭრა. მიუხედავად ამისა, დამნაშავეს გაეკიდა. თავდამსხმელები გაიქცნენ... ჩემი მეუღლე ადგილზევე გარდაიცვალა, მას ნატყვიართან ერთად, დანითაც ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. ამის დავიწყება შეუძლებელია. სახლში სისხლის გუბე იდგა. მთელ ოთახში ჩემი შვილის ხორცის ნაფლეთები იყო მიმოფანტული, - ჭერზე, კედლებზე. ნაფლეთებად აქციეს ჩემი შვილის მკლავი; დღეს შვილი ინვალიდი მყავს. ოქროს მარჯვენა ჰქონდა, ყველა საქმე გამოსდიოდა... მთვარაძე იყო გარეული ამ საქმეში და გაასამართლეს კიდეც. ეს არ იყო მისი ჩადენილი ერთადერთი დანაშაული. 18 წლის წინ ჩვენი ახლობელი ბიჭი მოკლა. ჯარიდან ახალი დაბრუნებული იყო 19 წლის ბიჭი; მას ავტომატი გამოართვა და იმ ავტომატით მოკლა. დაჭრილმა თემომ სიკვდილამდე მოასწრო თქმა, რომ მთვარაძის მოკლული იყო. მკვლელს ჭრელი თვალები ჰქონდა და ფისოს ეძახდნენ; იმ ბიჭმა თქვა, - ფისომ მომკლაო. ჩვენს სოფელში ბევრი ოჯახი ჰყავდა გამწარებული. ჯერ ჩვენ დაგვაყაჩაღეს, შემდეგ - ბაბილაშვილები, მერე - გელაძეები... ერთხელ ჩემი შვილიც მიუვარდა შეიარაღებული, მთვარაძეებს... ციხიდან რომ გამოვიდა დამნაშავე, მას მერე ჩემი შვილი ყველანაირად ერიდებოდა, ამბობდა, - მეშინია, თავზე კონტროლი არ დავკარგო და რამე არ მოვიწიოო. შეიძლება, ჩემი შვილიც გასწორებოდა. როცა გავიგე, ციხიდან გამოუშვეს, ძალიან ცუდად გავხდი. ჩემს გოგოს შეხვედრია მთვარაძე და უთქვამს, თქვენს ოჯახთან კიდევ მაქვს რაღაც გასასწორებელიო; ისევ იმუქრებოდა...

მკვლელობაში ბრალდებული გელაძე დაპატიმრების დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მას ავტოავარია მოსვლია. გელაძემ დანაშაული აღიარა. ამბობს, რომ მოკლული თავს დაესხა და მან ეს თავდასხმა მოიგერია.

მკვლელობის იარაღი - დასისხლიანებული დანა იქვე, რამდენიმე მეტრის მოშორებით, წყალთან იპოვეს. როგორც ჩანს, ბრალდებულმა იქ დაიბანა სისხლიანი ხელი, მერე თავის ბებიასთან წავიდა და დაიძინა. მეორე დილით კი სამართალდამცველებთან დანაშაული აღიარა.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. მოკლულს ექსპერტიზა ჩაუტარდა, მას სხეულზე ათეულობით ჭრილობა აღენიშნებოდა. ბრალდებულს სავარაუდოდ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ. როგორც შევიტყვეთ, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში აღრიცხვაზეც იმყოფებოდა.

მთვარაძეები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ცხოვრობენ. მოკლულის ძმებს სოფელში ყველა დადებითად ახასიათებს. სოციალურად დაუცველები არიან და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

ზაზა მთვარაძე, მოკლულის ძმა:

- 10 წლის წინ მკვლელის ოჯახი დააყაჩაღეს და ამ საქმეს ჩემს ძმას აბრალებდნენ. მალხაზი დაიჭირეს კიდეც, მაგრამ ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, ვინ იყო შესული გელაძეების სახლში. ჩემი ძმა უდანაშაულო იყო, იქ არ ყოფილა. მას ბევრი სხვა დანაშაულიც დააბრალეს. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იცით, რაც ხდებოდა წინასწარი დაკავების საკანში. სამჯერ "სასწრაფოთი" მოაბრუნეს ჩემი ძმა, ისე სასტიკად იყო პოლიციაში ნაცემი. ცემით აღიარებინეს ის, რაც არ ჰქონდა ჩადენილი. - სხვა გზა არ მქონდა და დავიბრალე, ყველაფერზე ხელის მომწერი ვიყავი, ოღონდ წამება შეეწყვიტათ, მხოლოდ თავის გადარჩენაზე ვფიქრობდიო, - ამბობდა. გაუხსნელი საქმეები მას "შეაწერეს" და 13 წელი მიუსაჯეს. 10 წელი მოიხადა, ამნისტია რომ გამოვიდა, 2 წელზე მეტი ჰქონდა დარჩენილი; ეს წლები "აპატიეს" და მაისში გამოვიდა. გამოსვლის შემდეგ ბევრჯერ შეხვდა მკვლელი ჩემს ძმას. მას აინტერესებდა იმის გარკვევა, თუ ვინ იყვნენ მის სახლში. ისაუბრეს, არ უკამათიათ. ჩემი ძმა ეუბნებოდა, რომ ის არ ყოფილა მათთან. ჩემი ძმა სულ სახლში იყო, არსად გადიოდა, ერთადერთი - ნაკვეთში სამუშაოდ მიდიოდა. მკვლელობამდე 2 კვირით ადრე მოვიდა გელაძე მთვრალი და მითხრა, - შენი ძმა აუცილებლად უნდა ვნახოო: ეჭვობდა, მათი ოჯახის დაყაჩაღებაში ახლობელი ხომ არ იყო გარეული და დამნაშავეები მომაძებნინეო, სთხოვდა. ჩემი ძმა ეუბნებოდა, ნამდვილად არ ვიცი, რა და როგორ მოხდაო. ასე დაშორდნენ.

- მკვლელობის დღეს სად იყო თქვენი ძმა?

- მეზობელთან იყო გასული. ეტყობა, გაიტყუა მკვლელმა და მოკლა. ახლა ამბობენ, თითქოს დანა ჩემი ძმის იყო; ეს ტყუილია. ჩემს ძმას სპორტული კოსტიუმი ეცვა, პატარა ჯიბე ჰქონდა და იქ დანას ვერანაირად ვერ შეინახავდა. არ იყო კონფლიქტური ადამიანი. მკვლელი კონფლიქტური იყო. იკითხეთ სოფელში და გეტყვიან. არაერთხელ მოსვლია ჩხუბი, ბევრჯერ დაიხსნა მამამისმა. ფიზიკურადაც ძლიერი იყო ჩემს ძმაზე - 120 კილო იქნება, მაღალი, ძლიერი, ჩემს ძმას ხელითაც მოერეოდა. ახლა მათ უნდათ იმის დამტკიცება, რომ ჩემი ძმა თავს დაესხა. ეს აბსურდია. მან ჩემი ძმა გაიტყუა და სისასტიკით მოკლა. ყელი მთლიანად გამოჭრილი აქვს, მთელი სხეული დანით აქვს დასერილი, მუცელში რამდენიმე ღრმა ჭრილობა აქვს. სახე და თავი მთლიანად დასერილია, ადგილი არ არის დარჩენილი. თვალები ვერ დავუხუჭეთ, ისე იყო დასახიჩრებული. მითხარით, ეს არ არის სისასტიკე?! მითხარით, ეს არის აუცილებელი მოგერიება?! როგორც ჩანს, ბოლოს ყელი გამოსჭრა, ამასაც არ დასჯერდა და მეზობლის ბოსტანში მოისროლა. ცხედარი ნათრევია რამდენიმე მეტრზე. კიდევ ვამბობ, ჩემი ძმა დანას არ ატარებდა. ვერ დათვლი, იმდენი ჭრილობა აქვს. ახლა იმის თქმა უნდათ, თითქოს ჩემი ინვალიდი ძმა მას გაეკიდა. ეს ტყუილია. ექსპერტიზის დასკვნითაც გამოჩნდება, როგორი ნაწამებია ჩემი ძმა. მე ველოდები კანონიერ განაჩენს. აშკარად იკვეთება, რომ ეს იყო შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა.

- თქვენს ძმას ბევრი თანასოფლელი ამხელს, ერთ-ერთი ქალბატონი - მეუღლის მკვლელობაშიც.

- იმ ოჯახში თავდასხმის დროს ჩემი ძმა არ ყოფილა. ვერავინ იტყვის, რომ იქ ჩემი ძმა დაინახა. მალხაზს მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ ეს შემთხვევითობა იყო. 19 წლის იყო მაშინ. ძველით ახალი წელი იყო. ავტომატიდან ისროდნენ ბიჭები და მაშინ მისი ნასროლი ტყვია მოხვდა თანატოლს. მაშინ წელიწად-ნახევარი იჯდა ციხეში.

- თუმცა, ამის შემდეგ ის ყაჩაღობის რამდენიმე ეპიზოდში ამხილეს.

- გაასამართლეს, მაგრამ არ იყო გარეული. აღიარებინეს ის, რაც არ ჩაუდენია. ბედს შეეგუა, ამბობდა: რაც მოხდა - მოხდა, აწი მაინც უნდა ვიცხოვრო ნორმალურადო. ოჯახის შექმნაზე ფიქრობდა. მორწმუნე ბიჭი იყო. მძიმე ოპერაცია გადავიტანე, სიმსივნე მაქვს და ის ქალივით მივლიდა. სარეცხს მირეცხავდა, გვერდიდან არ მშორდებოდა, ყველანაირ საქმეს აკეთებდა. ძველბიჭობა მისგან გამორიცხული იყო. ფაქტობრივად, სასჯელი მოიხადა - 10 წელი იჯდა ციხეში. ჩვენ, მისი ძმებიც პატიოსნად ვცხოვრობთ. ჩემი პატიოსნება მირჩევნია ყველაფერს...

ორივე მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ