მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზარი ციხიდან - რა ხდება თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში
ზარი ციხიდან - რა ხდება თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში

"ვინ არის თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი" - სტა­ტი­ებ­მა ამ სა­თა­უ­რით გა­სულ კვი­რას თით­ქმის ყვე­ლა სა­ი­ტი მო­ი­ა­რა. მი­ზე­ზი თა­მუ­ნას მიერ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი გახ­ლდათ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ტე­ლე­წამ­ყვან­მა გვა­უ­წყა, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ლაშა კი­კა­ლიშ­ვილ­თან. ლაშა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" თა­ნამ­შრო­მე­ლია. თა­მუ­ნას ცხოვ­რე­ბის ამ სი­ახ­ლეს სა­ი­ტე­ბი რომ გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ, ამან ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თა­მუ­ნამ ეს ნა­ბი­ჯი აბე­ზა­რი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის მო­სა­ცი­ლებ­ლად გა­დად­გა. რე­ა­ლუ­რად კი ის და ლაშა ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ აკავ­ში­რებთ. ამ ამ­ბავს კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვა, მუ­სე­რი­ძეს ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა უსაყ­ვე­დუ­რა, რად­გან ამ ნი­უს­ში მისი სა­ხე­ლი და გვა­რიც მოხ­ვდა და უფრო მე­ტიც, უთხრა, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა­ში ხელი ეშ­ლე­ბო­და. რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, ამის შე­სა­ხებ თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" ერთი ადა­მი­ა­ნი მწერ­და, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ და ვერც იმას ვი­ტყვი, რას წარ­მო­ად­გენს. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის, მაგ­რამ მა­ინც ვერ ვი­ტყვი, ვინ არის. იმ დღეს, რო­დე­საც ეს სტა­ტუ­სი გა­მოქ­ვეყ­ნდა, "პირ­ვე­ლი არ­ხის" დი­ლის­თვის პრო­მო გა­და­ვი­ღეთ და კი­კა­ლას­თან (ლაშა კი­კა­ლიშ­ვი­ლი - ავტ.) სახ­ლში ვი­ყა­ვი, პრო­მოს ამონ­ტა­ჟებ­და, თან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­ყა­ვი შე­სუ­ლი. ამ დროს ის ადა­მი­ა­ნი ისევ გა­აქ­ტი­ურ­და, უამ­რავ მე­სიჯს მწერ­და. თან ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, რომ ვერ ვე­ტყო­დი, არ მო­ე­წე­რა. თან არ მინ­დო­და, ამ საქ­მე­ში სხვე­ბი ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ. ამ დროს მი­თხრა ლა­შამ, სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნე, რომ ჩემ­თან ერ­თად ხარ და შე­გეშ­ვე­ბაო. მა­შინ ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ ჩვე­ნი "ღა­და­ო­ბა" სტა­ტუ­სი ასეთ ამ­ბავს გა­მო­იწ­ვევ­და. მე და ლაშა ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ერთი უბ­ნე­ლე­ბი ვართ. მე­ო­რეც, ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ოთხი წლის წინ ჩემი "სივი" "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე" მი­ი­ტა­ნა. თვი­თონ დიდი ხა­ნია, რაც იქ მუ­შა­ობს და ვთხო­ვე, კას­ტინ­გია, არ ვიცი, ვის მივ­მარ­თო და გთხოვ, ჩემი "სივი" მი­ი­ტა­ნე-მეთ­ქი. ამის შემ­დეგ და­მი­რე­კეს, შე­მა­მოწ­მეს და ამიყ­ვა­ნეს წამ­ყვა­ნად. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ­დე­ნი წე­ლია ვიც­ნობ და ახლა გაგ­ვიჩ­ნდა სიყ­ვა­რუ­ლის გრძნო­ბა? სტა­ტუ­სი მხო­ლოდ ერთი დღით და­ვა­ყე­ნეთ, მე­ო­რე დღეს წავ­შა­ლეთ. სა­ი­ტებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მი­რე­კავ­და. ჩემი და ლა­შას სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და იმა­ნაც და­მი­რე­კა, რა და­გე­მარ­თა ამ სი­ბე­რე­შიო.

- ამ სტა­ტუსს რამე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ხომ არ მოჰ­ყო­ლია შენ­თვის ან ლა­შას­თვის?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა, რად­გან ლა­შას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყავს. ადრე ვინც უყ­ვარ­და, იმ გო­გო­ნას ვიც­ნობ­დი და გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ხალ­ხი მწერ­და, ყვე­ლას ეგ ინ­ფორ­მა­ცია აქვს გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, რა და­გე­მარ­თათ, ხალ­ხო, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ხართ და ახლა რა გჭირ­თო.

- ლა­შას რა რე­აქ­ცია ჰქონ­და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­ზე?

- რო­დე­საც შე­მომ­თა­ვა­ზა, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­მექ­ვეყ­ნე­ბი­ნა, გა­ვაფრ­თხი­ლე, რა შე­იძ­ლე­ბო­და ამას მოჰ­ყო­ლო­და და ვუ­თხა­რი, რომ არ ვურ­ჩევ­დი. მი­პა­სუ­ხა, კარ­გი რა, რა უნდა მოხ­დე­სო. რო­დე­საც ყვე­ლა სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, ლინ­კე­ბი გა­და­ვუგ­ზავ­ნე. მაგ­რამ არა­ფე­რი უთ­ქვამს, იცი­ნა.

- იმ ადა­მი­ან­მა, თავს რომ გა­ბეზ­რებ­და, რა მოგ­წე­რა?

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ აღარ მო­უ­წე­რია. გაჭ­რა... მაგ­რამ ამას სა­იტ­ზე მოჰ­ყვა კო­მენ­ტა­რე­ბი, შენ თუ არ გინ­და, ადა­მი­ა­ნი ვერ შე­გა­წუ­ხებ­სო. მე არ მით­ქვამს, რომ ის პი­როვ­ნე­ბა სახ­ლში მი­ვარ­დე­ბო­და, მაგ­რამ ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რომ, წე­სით, არ უნდა მო­ე­წე­რა. ძა­ლი­ან არ მინ­და მისი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა, იმი­ტომ, რომ ისევ მე გა­მო­ვალ დამ­ნა­შა­ვე. ამი­ტომ ვერ გა­ვე­ცი ისე­თი პა­სუ­ხი, რო­გორ­საც სხვა მო­მა­ბეზ­რე­ბელ ადა­მი­ა­ნებს ვე­უბ­ნე­ბი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები

ზარი ციხიდან - რა ხდება თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში

ზარი ციხიდან - რა ხდება თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში

"ვინ არის თამუნა მუსერიძის ახალი სიყვარული" - სტატიებმა ამ სათაურით გასულ კვირას თითქმის ყველა საიტი მოიარა. მიზეზი თამუნას მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული სტატუსი გახლდათ, რომლის მიხედვითაც ტელეწამყვანმა გვაუწყა, რომ ურთიერთობა აქვს ლაშა კიკალიშვილთან. ლაშა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელია. თამუნას ცხოვრების ამ სიახლეს საიტები რომ გამოეხმაურნენ, ამან ტელეწამყვანი გააღიზიანა. როგორც აღმოჩნდა, თამუნამ ეს ნაბიჯი აბეზარი თაყვანისმცემლის მოსაცილებლად გადადგა. რეალურად კი ის და ლაშა ბავშვობის მეგობრები არიან და სასიყვარულო ურთიერთობა არ აკავშირებთ. ამ ამბავს კიდევ ერთი საინტერესო გაგრძელება მოჰყვა, მუსერიძეს ყოფილმა შეყვარებულმა უსაყვედურა, რადგან ამ ნიუსში მისი სახელი და გვარიც მოხვდა და უფრო მეტიც, უთხრა, რომ პირადი ცხოვრების აწყობაში ხელი ეშლებოდა. რა მოხდა რეალურად, ამის შესახებ თამუნა მუსერიძე გვესაუბრება.

- "ფეისბუქზე" ერთი ადამიანი მწერდა, რომლის ვინაობასაც, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ და ვერც იმას ვიტყვი, რას წარმოადგენს. ცნობილი ადამიანი არ არის, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, ვინ არის. იმ დღეს, როდესაც ეს სტატუსი გამოქვეყნდა, "პირველი არხის" დილისთვის პრომო გადავიღეთ და კიკალასთან (ლაშა კიკალიშვილი - ავტ.) სახლში ვიყავი, პრომოს ამონტაჟებდა, თან სოციალურ ქსელში ვიყავი შესული. ამ დროს ის ადამიანი ისევ გააქტიურდა, უამრავ მესიჯს მწერდა. თან ისეთი სიტუაცია იყო, რომ ვერ ვეტყოდი, არ მოეწერა. თან არ მინდოდა, ამ საქმეში სხვები ჩარეულიყვნენ. ამ დროს მითხრა ლაშამ, სტატუსი გამოაქვეყნე, რომ ჩემთან ერთად ხარ და შეგეშვებაო. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგინე, რომ ჩვენი "ღადაობა" სტატუსი ასეთ ამბავს გამოიწვევდა. მე და ლაშა ერთად გავიზარდეთ, ერთი უბნელები ვართ. მეორეც, ეს არის ადამიანი, რომელმაც ოთხი წლის წინ ჩემი "სივი" "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მიიტანა. თვითონ დიდი ხანია, რაც იქ მუშაობს და ვთხოვე, კასტინგია, არ ვიცი, ვის მივმართო და გთხოვ, ჩემი "სივი" მიიტანე-მეთქი. ამის შემდეგ დამირეკეს, შემამოწმეს და ამიყვანეს წამყვანად. წარმოიდგინეთ, ამდენი წელია ვიცნობ და ახლა გაგვიჩნდა სიყვარულის გრძნობა? სტატუსი მხოლოდ ერთი დღით დავაყენეთ, მეორე დღეს წავშალეთ. საიტებზე გამოქვეყნების შემდეგ მთელი საქართველო მირეკავდა. ჩემი და ლაშას საერთო მეგობარი ამერიკაში ცხოვრობს და იმანაც დამირეკა, რა დაგემართა ამ სიბერეშიო.

- ამ სტატუსს რამე სერიოზული პრობლემა ხომ არ მოჰყოლია შენთვის ან ლაშასთვის?

- საბედნიეროდ, არა, რადგან ლაშას შეყვარებული არ ჰყავს. ადრე ვინც უყვარდა, იმ გოგონას ვიცნობდი და გადასარევი ურთიერთობა მქონდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ხალხი მწერდა, ყველას ეგ ინფორმაცია აქვს გაზიარებული, რა დაგემართათ, ხალხო, ბავშვობის მეგობრები ხართ და ახლა რა გჭირთო.

- ლაშას რა რეაქცია ჰქონდა გამოხმაურებაზე?

- როდესაც შემომთავაზა, ჩვენი ურთიერთობის შესახებ "ფეისბუქზე" გამომექვეყნებინა, გავაფრთხილე, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა და ვუთხარი, რომ არ ვურჩევდი. მიპასუხა, კარგი რა, რა უნდა მოხდესო. როდესაც ყველა საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, ლინკები გადავუგზავნე. მაგრამ არაფერი უთქვამს, იცინა.

- იმ ადამიანმა, თავს რომ გაბეზრებდა, რა მოგწერა?

- ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ აღარ მოუწერია. გაჭრა... მაგრამ ამას საიტზე მოჰყვა კომენტარები, შენ თუ არ გინდა, ადამიანი ვერ შეგაწუხებსო. მე არ მითქვამს, რომ ის პიროვნება სახლში მივარდებოდა, მაგრამ ისეთი ადამიანია, რომ, წესით, არ უნდა მოეწერა. ძალიან არ მინდა მისი ვინაობის გამხელა, იმიტომ, რომ ისევ მე გამოვალ დამნაშავე. ამიტომ ვერ გავეცი ისეთი პასუხი, როგორსაც სხვა მომაბეზრებელ ადამიანებს ვეუბნები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები