მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე კინკლაობს მოცეკვავე წყვილი - ნინი ცნობილაძე და მისი პარტნიორი
რაზე კინკლაობს მოცეკვავე წყვილი - ნინი ცნობილაძე და მისი პარტნიორი

რო­გორც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პრო­ექ­ტის ქო­რე­ოგ­რაფ­მა საშა ოხ­რი­მენ­კომ გვი­თხრა, წყვი­ლე­ბი რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოდ იქ­ცე­ვი­ან, ზოგი ისეთ უც­ნა­ურ და უხერ­ხულ მოძ­რა­ო­ბას აკე­თებს, რომ მე­წყვი­ლე შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს, ხელი გა­არ­ტყას, ფეხი ისე გა­იქ­ნოს, რომ..., სცე­მოს... ამას­თან, წყვი­ლებს შო­რის ერ­თგვა­რი კა­მა­თი და კინ­კლა­ო­ბაც იმარ­თე­ბა. ამ მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­ღე­რა­ლი ნინი ცნო­ბი­ლა­ძე და მისი პარტნი­ო­რი, ია­კობ ყუ­ფუ­ნია აქ­ტი­უ­რო­ბე­ნო. ეს შოუს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­ზე მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტ­შიც გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც გუ­შინ, პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას ეთერ­შიც გა­ვი­და.

რაზე კა­მა­თობს გა­რეგ­ნუ­ლად ყვე­ლა­ზე კარ­გად "შე­ხა­მე­ბუ­ლი" წყვი­ლი, რო­მე­ლიც ჟი­უ­რის წევ­რებ­მა თო­ჯი­ნებ­საც კი შე­ა­და­რეს, ამის გარ­კვე­ვა მათ­თან ვცა­დეთ. ნი­ნიმ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარ­ზე არ გვი­პა­სუ­ხა, ია­კობ­მა კი აი, რა გვი­თხრა:

- მე და ნი­ნის სა­და­ვო რა გვაქვს? თუ ვკა­მა­თობთ, მხო­ლოდ ცეკ­ვის გარ­შე­მო, რად­გა­ნაც გვინ­და, კარ­გად წარ­მო­ვად­გი­ნოთ ნო­მე­რი. ცეკ­ვის მომ­ზა­დე­ბი­სას თუ რა­ი­მე არ მოგ­ვე­წონს, ან არ გა­მოგ­ვდის, ჩვენს სათ­ქმელს ემო­ცი­უ­რად და ხმა­მაღ­ლა გა­მოვ­ხა­ტავთ ხოლ­მე.

- გუ­შინ­დე­ლი თქვე­ნი ნომ­რით კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- გუ­შინ ჟი­უ­რის ნორ­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ.

- რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და­გეს­წა­რით და ვნა­ხე, რომ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე უკეთ ცეკ­ვავ­დით, ვიდ­რე გუ­შინ...

- სა­ერ­თოდ, ასე ხდე­ბა ხოლ­მე. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მაქ­სი­მუმს აკე­თებ, ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბი. შოუს დღეს კი გან­ცდე­ბი გე­მა­ტე­ბა და რა­ღა­ცე­ბი ისე ვერ გა­მო­დის, რო­გორც სა­ჭი­როა. არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კი არა, ჩვენ, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბიც ვნერ­ვი­უ­ლობთ, რომ­ლებ­საც ამა თუ იმ კონ­კურ­სზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. ნი­ნი­მაც, რო­გორც ჩანს, ინერ­ვი­უ­ლა. თან, ფე­ხიც სტკი­ო­და. მი­მაჩ­ნია, რომ ამის ფონ­ზე კი­დევ კარ­გად იცეკ­ვა... ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი წინ არის და ვნა­ხოთ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რაზე კინკლაობს მოცეკვავე წყვილი - ნინი ცნობილაძე და მისი პარტნიორი

რაზე კინკლაობს მოცეკვავე წყვილი - ნინი ცნობილაძე და მისი პარტნიორი

როგორც "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროექტის ქორეოგრაფმა საშა ოხრიმენკომ გვითხრა, წყვილები რეპეტიციებზე ძალიან სასაცილოდ იქცევიან, ზოგი ისეთ უცნაურ და უხერხულ მოძრაობას აკეთებს, რომ მეწყვილე შეიძლება დააზიანოს, ხელი გაარტყას, ფეხი ისე გაიქნოს, რომ..., სცემოს... ამასთან, წყვილებს შორის ერთგვარი კამათი და კინკლაობაც იმართება. ამ მხრივ, განსაკუთრებით მომღერალი ნინი ცნობილაძე და მისი პარტნიორი, იაკობ ყუფუნია აქტიურობენო. ეს შოუს შემოქმედებითი ჯგუფის მიერ სპეციალურად მათზე მომზადებულ სიუჟეტშიც გამოჩნდა, რომელიც გუშინ, პროექტის მსვლელობისას ეთერშიც გავიდა.

რაზე კამათობს გარეგნულად ყველაზე კარგად "შეხამებული" წყვილი, რომელიც ჟიურის წევრებმა თოჯინებსაც კი შეადარეს, ამის გარკვევა მათთან ვცადეთ. ნინიმ სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხა, იაკობმა კი აი, რა გვითხრა:

- მე და ნინის სადავო რა გვაქვს? თუ ვკამათობთ, მხოლოდ ცეკვის გარშემო, რადგანაც გვინდა, კარგად წარმოვადგინოთ ნომერი. ცეკვის მომზადებისას თუ რაიმე არ მოგვეწონს, ან არ გამოგვდის, ჩვენს სათქმელს ემოციურად და ხმამაღლა გამოვხატავთ ხოლმე.

- გუშინდელი თქვენი ნომრით კმაყოფილი ხარ?

- გუშინ ჟიურის ნორმალური შეფასება დავიმსახურეთ.

- რეპეტიციაზე დაგესწარით და ვნახე, რომ რეპეტიციაზე უკეთ ცეკვავდით, ვიდრე გუშინ...

- საერთოდ, ასე ხდება ხოლმე. რეპეტიციაზე მაქსიმუმს აკეთებ, ბოლომდე იხარჯები. შოუს დღეს კი განცდები გემატება და რაღაცები ისე ვერ გამოდის, როგორც საჭიროა. არაპროფესიონალი კი არა, ჩვენ, მოცეკვავეებიც ვნერვიულობთ, რომლებსაც ამა თუ იმ კონკურსზე მონაწილეობის გამოცდილება გვაქვს. ნინიმაც, როგორც ჩანს, ინერვიულა. თან, ფეხიც სტკიოდა. მიმაჩნია, რომ ამის ფონზე კიდევ კარგად იცეკვა... ასე რომ, ყველაფერი წინ არის და ვნახოთ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება