ტელეპროექტს "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, კალათბურთელი ტოლი ბოისა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გულშემატკივარს შედეგის გაუმჯობესებას ჰპირდება.
"დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის! რთული 2 დღე იყო და ორივე "ფრონტზე" ყველაფერს გამოვასწორებთ!", - წერს ბოისა.
9 ოქტომბერს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში "არმია", რომელშიც ტოლი ბოისა თამაშობს, "სოხუმთან" 84:57 ანგარიშით დამარცხდა.
გუშინ შოუს პირველი საკონკურსო ჩვენება გაიმართა. პროექტს მომღერალი გია სურამელაშვილი გამოეთიშა. გია სურამელაშვილთან ერთად აუთსაიდერთა რიცხვში მოხვდა ტოლი ბოისაც, თუმცა მაყურებელმა არჩევანი კალათბურთელის სასარგებლოდ გააკეთა.