პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის უნდა მოსთხოვო პასუხი, თუ უცხოეთიდან ჩამოყვანილი მანქანა ტერმინალში გაგიძარცვეს...
ვის უნდა მოსთხოვო პასუხი, თუ უცხოეთიდან ჩამოყვანილი მანქანა ტერმინალში გაგიძარცვეს...

ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის უცხო­ე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნა, ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­და. სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, შე­გიძ­ლი­ათ, ინ­ტერ­ნე­ტით ნა­ხოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი მან­ქა­ნა, და­უ­კავ­შირ­დეთ კომ­პა­ნი­ას და 1-დან 2 თვემ­დე ვა­და­ში ის მან­ქა­ნა ტერ­მი­ნალ­ში ჩა­მო­გი­ვათ. თუმ­ცა, ამ მარ­ტივ პრო­ცე­დუ­რას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­უმ­წა­რე­ბია. ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა სუ­რათ­ზე ნა­ნახ მან­ქა­ნა­სა და ჩა­მო­სულს შო­რის გან­სხვა­ვე­ბაა, უფრო ხში­რად კი, ნა­წი­ლე­ბი აკ­ლია, რო­მელ­საც ტერ­მი­ნალ­ში, კონ­ტე­ი­ნე­რი­დან გად­მო­ღე­ბის შემ­დეგ ხსნი­ან და ბოლო დროს ეს სის­ტე­მა­ტუ­რად ხდე­ბაო. მა­გა­ლი­თად, ცვლი­ან აკუ­მუ­ლა­ტორს, იღე­ბენ "ზა­პას­კას", დომ­კრატს, "კლუ­ჩებს", "ჩე­ინ­ჯერს"("სი-დი"დის­კე­ბის ჩა­სა­წყო­ბი), სარ­კეს და ა.შ. რაც არ უნდა მო­ინ­დო­მო, ამა­ზე პა­სუხს არა­ვინ არ გცემს და შე­იძ­ლე­ბა მერე ბაზ­რო­ბა­ზე შე­ნი­ვე მან­ქა­ნი­დან მოხ­სნი­ლი ნა­წი­ლის ყიდ­ვა მო­გი­წი­ოს.

სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად "ალია" ბა­თუმ­ში ჩა­ვი­და და ტერ­მი­ნალ­თან იმ ადა­მი­ა­ნებს გა­ე­სა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც კონ­ტე­ი­ნე­რის გხსნას ელოდ­ნენ. გი­ორ­გი რაზ­მა­ძე მან­ქა­ნებს ძი­რი­თა­დად ია­პო­ნი­ი­დან და გერ­მა­ნი­ი­დან იწერს, რად­გან იქი­დან შე­და­რე­ბით უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მან­ქა­ნე­ბი ჩა­მოს­დის, მაგ­რამ გა­რან­ტია იმი­სა, რომ მან­ქა­ნა იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც შეკ­ვე­თი­ლი ჰყავს, არ არ­სე­ბობს.

"ორი თვე ვე­ლო­დი მან­ქა­ნას და რო­გორც იქნა, და­მი­რე­კეს, ჩა­მო­ვი­დაო. ჩა­მო­ვე­დი ბა­თუმ­ში და მე­უბ­ნე­ბი­ან, კონ­ტე­ი­ნე­რი ჯერ არ გა­იხ­სნე­ბა, შა­ბათ-კვი­რა­აო. არა­და, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში უნდა მუ­შა­ობ­დეს. ვი­კი­თხე, ისე მაჩ­ვე­ნეთ ჩემი მან­ქა­ნა, მო­ვალ ორ­შა­ბათს და წა­ვიყ­ვან-მეთ­ქი. ვერ გაჩ­ვე­ნებთ, კონ­ტე­ი­ნე­რის გახ­სნა­ზე დას­წრე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენ თა­ვად გა­მო­გიყ­ვანთ მან­ქა­ნა­სო. მოკ­ლედ, და­ვი­ცა­დე, სხვა გზა არ მქონ­და, გა­მო­მიყ­ვა­ნეს მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მარ­კით ჰგავ­და ჩემს შეკ­ვე­თილს, სიჩ­ქა­რე­ე­ბის გა­დამ­რთვე­ლი არ ჰქონ­და და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ობ­და. თან "მა­შე­ბით"სწე­ვენ მაღ­ლა, რომ მერე სატ­ვირ­თო­ზე შეს­ვან და ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნო. ამ დროს ძა­ლი­ან ზი­ან­დე­ბა მან­ქა­ნა. სა­მა­გი­ე­როდ, ფულს ისე იხდი, რომ არც და­ზღვე­უ­ლი ხარ და არც პა­სუხს გცემს ვინ­მე", - ამ­ბობს რაზ­მა­ძე.

ჩვე­ნი სა­უბ­რი­სას ზურ­გი­დან ვი­ღა­ცის ჩხუ­ბის ხმა მოგ­ვეს­მა. მა­მა­კა­ცი ტერ­მი­ნა­ლის თა­ნამ­შრო­მელს აგი­ნებ­და, ეს რა მან­ქა­ნაა, ეს რო­დის შე­ვუკ­ვე­თეო. სა­ბა­ჟოს თა­ნამ­შრო­მე­ლი ეხ­ვე­წე­ბო­და, და­წყნარ­დი, მე­ო­რე სარ­თულ­ზე არის გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნია და იმას მი­მარ­თე, ჩვენ რა შუ­ა­ში ვარ­თო. "ალი­ამ"იმ მან­ქა­ნის გა­და­ღე­ბა მო­ა­ხერ­ხა, რომ­ლის გა­მოც ეს მა­მა­კა­ცი ჩხუ­ბობ­და. მან­ქა­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, სულ და­ლე­წი­ლია, მას წინა ნა­წი­ლი თით­ქმის არ აქვს და მარ­ტი­ვად მი­სახ­ვედ­რია, რომ ამ მან­ქა­ნას შემ­კვე­თი არ გა­მო­ი­წერ­და. აღელ­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ცოტა რომ დამ­შვიდ­და, ვკი­თხეთ, რა მოხ­და-თქო. ეს მან­ქა­ნა რომ გა­მო­ვი­წე­რე, წინა ნა­წი­ლი ცო­ტა­თი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, სხვა მან­ქა­ნის­თვის და­ურ­ტყამს, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნი მთე­ლი ჰქონ­და. ია­ფად ვი­ყი­დე და ვი­ფიქ­რე, გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ისე­თი არა­ფე­რი სჭირ­და. ეს ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ან ჯარ­თში უნდა ჩა­ა­ბა­რო, ან ნა­წი­ლე­ბად გა­ყი­დო. რო­გორ უნდა გა­ვა­კე­თო, რომ იმე­დი­ა­ნად ვი­ა­რო ამ მან­ქა­ნით. ეს მან­ქა­ნა ცო­ლის­თვის ჩა­მო­ვაყ­ვა­ნი­ნე, რომ ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში ეტა­რე­ბი­ნა და ასეთ მან­ქა­ნა­ში შვი­ლებს რო­გორ ჩავ­სვამ?"- ცხა­რობ­და მა­მა­კა­ცი.

ზო­გა­დად, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ვე­სა­უბ­რე, ჰყვე­ბი­ან, რომ, თუ ჩა­მო­სულ მან­ქა­ნას პრობ­ლე­მა აქვს, ისევ გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც, გარ­და იმი­სა, რომ ფულს იღე­ბენ, პა­სუხს არა­ფერ­ზე აგე­ბენ.

"ალი­ას­თან"სა­უ­ბარ­ში კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ტერ­ნე­ტით მან­ქა­ნებს ყი­დი­ან, ბრალ­დე­ბებს უარ­ყო­ფენ, ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი სწო­რედ იმ მან­ქა­ნებს გზავ­ნი­ან, რო­მელ­საც მყიდ­ვე­ლი უკ­ვეთს და მის შე­საძ­ლო და­ზი­ა­ნე­ბა­ზე პა­სუხს იმი­ტომ არ აგებს, რომ მის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს, გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნია კი, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში სა­ბა­ჟო ტერ­მი­ნა­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ში ფე­შე­ნე­ბე­ლურ ოფის­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, თა­ვის მხრივ, ამ­ბობს, რომ ის კი არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მან­ქა­ნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ზე, მაგ­რამ რო­გო­რი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დროს, ამას ვერ და­ა­რე­გუ­ლი­რებს, ამი­ტომ მან­ქა­ნის შემ­კვეთ­თა გუ­ლის­წყრო­მა­ზე პა­სუ­ხი არ აქვთ. რა შუ­ა­შია კლი­მა­ტი, როცა მან­ქა­ნა კონ­ტე­ი­ნერ­ში დევს-მეთ­ქი, ვკი­თხე, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ გამ­ცა. მან არც ტერ­მი­ნალ­ში შეს­ვლის და არც კონ­ტე­ი­ნე­რის გახ­სნა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა არ მოგ­ვცა, კონ­ტე­ი­ნე­რის გახ­სნის ად­გი­ლას მხო­ლოდ ტერ­მი­ნა­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­დი­ან და უცხო პი­რის შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბაო.

"ალია"კი­დევ ერთ გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და. კომ­პა­ნია "ოუ­შენ ნეტ ჯეო", რო­მე­ლიც კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის გა­და­ზიდ­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ჯე­მალ მი­ქე­ლა­ძის­თვის მან­ქა­ნე­ბის მფლო­ბელ­თა გუ­ლის­წყრო­მა ცნო­ბი­ლია. აი, რას აცხა­დებს ის ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში: "ჩვენ შეკ­ვე­თას არ ვი­ღებთ, ამი­ტომ რო­გორ ვა­გებთ პა­სუხს მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე? ვემ­სა­ხუ­რე­ბით ევ­რო­პას, ამი­ტომ ჩვენ მან­ქა­ნე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მოგ­ვყავს, და­ზი­ა­ნე­ბა თით­ქმის არ აქვს, თუმ­ცა გვქო­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი ყო­ფი­ლან მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლე­ბი, მათ არც კი ვუს­მენთ, რად­გან ეს სა­კი­თხი ჩვენ არ გვე­ხე­ბა. თუ კონ­ტე­ი­ნე­რი და­ვარ­დე­ბა, ამა­ზე ოქმი დგე­ბა და ეს სხვა სა­კი­თხია. ჩვენ მხო­ლოდ მან­ქა­ნებს კი არა, ყვე­ლა სა­ხის ტვირ­თი ჩა­მოგ­ვაქვს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში იმ ქვე­ყა­ნას უნდა მი­მარ­თონ, სა­დაც მან­ქა­ნას უკ­ვე­თენ. არა­ნა­ირ პა­სუხს არ ვა­გებთ ჩვენ ამა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა სუ­რა­თებს, რომ ამ­ბო­ბენ, კარ­გი ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხეთ და რა­ტომ ის არ ჩა­მოგ­ვი­ვი­დაო, რო­მე­ლიც შე­ვუკ­ვე­თე­თო? ის ფოტო შე­იძ­ლე­ბა იყოს 5 წლის წი­ნან­დე­ლი, როცა მან­ქა­ნა და­დი­ო­და და ლა­მა­ზი იყო. შე­იძ­ლე­ბა ეს ფოტო გა­ყიდ­ვის წინა პე­რი­ოდ­ში არც იყოს გა­და­ღე­ბუ­ლი. როცა პრე­ტენ­ზი­ით მო­დი­ან, არც ვუს­მენთ. ჩვენ რა შუ­ა­ში ვართ?"- აცხა­დებს მი­ქე­ლა­ძე.

მან­ქა­ნის ერ­თმა მფლო­ბელ­მა, რო­მელ­მაც ასე­ვე ჩვენს თვალ­წინ გა­მო­იყ­ვა­ნა მან­ქა­ნა, თა­ვად გვთხო­ვა, მის მან­ქა­ნა­ში შეგ­ვე­ხე­და, მან­ქა­ნა შიგ­ნი­დან სულ დამ­პა­ლი იყო, სა­ლო­ნი სა­ერ­თოდ არ ვარ­გო­და, ქოლ­გი­დან და­წყე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი შიგ­ნით ეყა­რა. გა­გე­ცი­ნე­ბათ და, "გა­სა­ბე­რი ქა­ლიც"კი იყო მან­ქა­ნის სა­ლონ­ში. მან­ქა­ნის მარ­კას არ იკი­თხავთ? "ინ­ფი­ნი­ტი", ვერ­ცხლის­ფე­რი, რო­მე­ლიც გა­რე­დან მტერს უბ­ნე­ლებ­და თვა­ლებს, შიგ­ნი­დან მოყ­ვა­რეს. გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გვი­თხრა, რომ ეს მან­ქა­ნა ამე­რი­კი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა და მის­მა შემ­კვეთ­მა კარ­გად იცო­და, რო­გო­რიც ჩა­მო­უ­ვი­დო­და "მან­ქა­ნა ამე­რი­კა­ში ტორ­ნა­დოს გა­დავ­ლის დროს მოყ­ვა ქუ­ჩა­ში, მის­მა მფლო­ბელ­მა ის ად­გილ­ზე­ვე მი­ა­ტო­ვა და წა­ვი­და. ჩვენ ასე­თი მან­ქა­ნა უამ­რა­ვი გვყავს, მათ ე.წ. მან­ქა­ნე­ბის სა­საფ­ლა­ო­ზე ვა­თავ­სებთ. ყვე­ლა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მარ­კაა. ვა­თავ­სებთ ინ­ტერ­ნეტ­ში, ჩა­მოგ­ვყავს, მერე აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ლონს უც­ვლი­ან, ორი­ო­დე კვი­რა­ში ხე­ლო­სა­ნი მას­ზე იმუ­შა­ვებს და საკ­მა­ოდ ძვი­რად იყი­დე­ბა, თუმ­ცა რომ გი­თხრათ, სან­დოა, ვერ და­გარ­წმუ­ნებთ, რად­გან ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, "მა­ტორ­მა", წყალ­ში დიდ­ხანს ყოფ­ნის გამო ვერ იმუ­შა­ოს. თუმ­ცა მან­ქა­ნა 2013 წლის მო­დე­ლია და მისი დო­კუ­მენ­ტე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ტრან­სპორ­ტი­რე­ბამ­დე მას არა­ნა­ი­რი წუნი არ ჰქონ­და". - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

რო­გორც ტერ­მი­ნა­ლის სა­ბა­ჟო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გვი­თხრეს, მან­ქა­ნის გან­ბა­ჟე­ბა 50 ლარი ღირს, შიგ არ­სე­ბულ ტვირთს ექ­სპერ­ტე­ბი შე­ა­ფა­სე­ბენ, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბის 18%-ს გა­და­იხ­დით და მან­ქა­ნას გა­იყ­ვანთ, ხოლო მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა თბი­ლი­სამ­დე 200 ლარი ღირ­სო.

"ალია""თბი­ლი­სი მო­ტორს"-ის ხელ­მძღვა­ნელს, რა­მაზ ჯლან­ტი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც არ უარ­ყო, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მან­ქა­ნა იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ჩა­მო­დის და მერე მფლო­ბე­ლე­ბის დიდ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იღებს, ბევ­რია.

- ბა­ტო­ნო რა­მაზ, რა გზა უნდა გა­ი­ა­როს მან­ქა­ნის მყიდ­ველ­მა, რომ სა­სურ­ვე­ლი მან­ქა­ნა შე­ი­ძი­ნოს?

- პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­და­წყდეს, სად ყი­დუ­ლობს მან­ქა­ნას, აუქ­ცი­ონ­ზე თუ სა­დი­ლე­რო ქსელ­ში.

- ამას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?

- გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ, თუ აუქ­ცი­ონ­ზე ვყი­დუ­ლობთ, მა­შინ წი­ნას­წარ, ჩვენ ვსა­ზღვრავთ, კონ­კრე­ტუ­ლი მან­ქა­ნა რა გვი­ღირს და ამის მი­ხედ­ვით ვა­კე­თებთ ფსონს (ე.წ. სტავ­კას). სა­დი­ლე­რო­ში ფასი პირ­და­პი­რაა მი­თი­თე­ბუ­ლი სა­იტ­ზე, სა­დაც მან­ქა­ნას ვი­ძენთ, მას და­ე­მა­ტე­ბა ის ხარ­ჯე­ბი, რაც მის ჩა­მო­საყ­ვა­ნა­დაა სა­ჭი­რო. ჩვენ სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, აირ­ჩი­ოთ ქვე­ყა­ნა. ფა­სიც და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, სად დგას კონ­კრე­ტუ­ლი მან­ქა­ნა. რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ვყი­დუ­ლობთ, იმ ქვეყ­ნის რო­მელ ქა­ლაქ­ში და რა მარ­კის მან­ქა­ნაა, ეს ფაქ­ტო­რე­ბი ცვლის ფასს.

- მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ გერ­მა­ნია, რო­გორ უკ­ვე­თენ ამ ქვე­ყა­ნა­ში?

- კარ­გით, ავი­ღოთ გერ­მა­ნია. პორ­ტი გვაქვს ესენ­ში და პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­აც იქ იმ­ყო­ფე­ბა, ამი­ტომ ყვე­ლა მან­ქა­ნა გროვ­დე­ბა ესენ­ში. მან­ქა­ნის ფასს და­ე­მა­ტე­ბა ფასი იმის მი­ხედ­ვით, გა­სა­ყი­დი მან­ქა­ნა რამ­დე­ნი­თა­ცაა და­შო­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი პორ­ტი­დან. ჩემი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იქ გერ­მა­ნი­ა­ში მივ­ლენ და შე­ა­მოწ­მე­ბენ. და­რე­კავს და თუ რამე აინ­ტე­რე­სებს შემ­კვეთს, და­მა­ტე­ბით მი­ი­ღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. თან­ხმო­ბის შემ­დეგ მან­ქა­ნა მოჰ­ყავთ და ტვირ­თა­ვენ კონ­ტე­ი­ნერ­ზე.

- რა ხდე­ბა კონ­ტე­ი­ნერ­ში მან­ქა­ნის გან­თავ­სე­ბის დროს?

- ამის შემ­დეგ კლი­ენ­ტი იხ­დის 550 ევ­როს (გზის ფულს) და მან­ქა­ნა 25 დღე­ში ბა­თუმ­შია. ხდე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნის კლი­ენ­ტის­თვის ჩა­ბა­რე­ბა და აქ მთავ­რდე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

- ბა­თუ­მის პორ­ტში არის ბევ­რი პრობ­ლე­მა, მა­გა­ლი­თად, ის მან­ქა­ნა არ ჩა­მოჰ­ყავთ, რო­მე­ლიც შე­ვუკ­ვე­თე­თო, ნა­წი­ლებს აც­ლი­ა­ნო და ასე შემ­დეგ, ფოთ­ში უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბა­აო. რა­ტომ შე­მოგ­ყავთ მა­ინ­ცდა­მა­ინც ბა­თუმ­ში და არა ფოთ­ში?

- გერ­მა­ნი­ი­დან მან­ქა­ნის ჩა­მოყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ვერ ვწყვეტთ, სად შე­მო­ვა. ამას გა­დამ­ზი­დი კომ­პა­ნია წყვეტს, მაგ­რამ ბა­თუმ­ში კონ­ტე­ი­ნე­რის გახ­სნას ეს­წრე­ბი­ან და სუ­რა­თებს უღე­ბენ.

- მე მი­თხრეს, უცხო­ე­ბის შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბაო. ნა­წი­ლებს არ აც­ლი­ან, ამას მიმ­ტკი­ცებთ?

- არა, ამის მტკი­ცე­ბა არ შე­მიძ­ლია, პი­რი­ქით, მეც ვიცი, რომ ასეა. მაგ­რამ აქ ხდე­ბა ასე­თი რამ: ვინც ყი­დუ­ლობს ისეთ კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც მარ­ტო ჩა­მო­უყ­ვანს და მეტ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს, და­კარ­გავს რა­ღა­ცას აუ­ცი­ლებ­ლად. ჩვენ ბა­თუმ­შიც და ფოთ­შიც მხო­ლოდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ისეთ მიმ­ღებ კომ­პა­ნი­ებ­თან, ვინც ახ­დენს ფო­ტო­გა­და­ღე­ბას. როცა ყვე­ლა­ფე­რი აღ­ბეჭ­დი­ლია ფო­ტო­ზე, იქ ვე­ღარ მოგ­პა­რა­ვენ. თუმ­ცა ია­პო­ნი­ი­დან ჩვენ ვი­ღებთ კონ­ტე­ი­ნერს და ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბა გახ­სნას. ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფე­რი იკარ­გე­ბა, თუ, რა თქმა უნდა, ია­პო­ნე­ლებ­მა გა­მო­აგ­ზავ­ნეს სრულ­ყო­ფი­ლი მან­ქა­ნა.

- და კი­დევ ერთი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას აფორ­მებთ, ცხა­დია. რა წე­რია იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, თუ მან­ქა­ნას რამე აკ­ლია და ასე შემ­დეგ, ვინ აა­ნა­ზღა­უ­რებს? და დაზ­ვე­ვა თუ არ­სე­ბობს?

- ესეც გან­სა­ზღვრუ­ლია ჩვენ­თან, ჩატ­ვირ­თვის წინ უღე­ბენ იქ სუ­რა­თებს და წი­ნას­წარ ვი­ცით, მან­ქა­ნა­ში რა დევს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ფორმ­დე­ბა. ჩატ­ვირ­თვის წინ რო­გო­რი იყო მან­ქა­ნა, სუ­რა­თე­ბი გვაქვს და იმ მო­მენ­ტამ­დე ია­პო­ნე­ლე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი, ჩვენ კლი­ენ­ტებ­თან. ამის მერე მო­დის ზღვა­ში. ამ დროს კლი­ენტს გა­ნე­მარ­ტე­ბა, რომ ძა­ლი­ან და­ბა­ლი შან­სია იმი­სა, რომ გემი ჩა­ი­ძი­როს, მაგ­რამ შან­სი არის და ვთა­ვა­ზობთ და­ზღვე­ვას. და­ზღვე­ვა არ კეთ­დე­ბა მხო­ლოდ ომზე, და­ნარ­ჩე­ნი შემ­თხვე­ვა ყვე­ლა ანა­ზღა­ურ­დე­ბა.

- იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რამე აკ­ლია და უკ­მა­ყო­ფი­ლოა მან­ქა­ნის შემ­კვე­თი, ასეთ დროს რას აკე­თებთ? ვინ იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას?

- რა თქმა უნდა, კლი­ენ­ტთან ჩვენ, მას არ აინ­ტე­რე­სებს, სად რა და­ი­კარ­გა. მხო­ლოდ და­ნა­კარ­გზე არაა საქ­მე. მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბაც უნდა იყოს ისე­თი, რო­გო­რიც დავ­პირ­დით კლი­ენტს. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი უფრო ხდე­ბა ამე­რი­კი­დან. გა­აჩ­ნია ასა­ნა­ზღა­უ­რე­ბელ თან­ხას. თუ გვი­ღირს, ვუ­ნა­ზღა­უ­რებთ, თუ არა, მა­შინ მან­ქა­ნას ვი­ტო­ვებთ და ფულს უკ­ლებ­ლივ ვუბ­რუ­ნებთ კლი­ენტს.

"ალია"შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ურ­ფოსს ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. გვა­ინ­ტე­რე­სებ­და იცი­ან თუ არა, რა ხდე­ბა ტერ­მი­ნალ­ში: "ტერ­მი­ნა­ლი კერ­ძო სტრუქ­ტუ­რაა, სა­ბა­ჟო­ზე ჩვენ მხო­ლოდ ვა­ბა­ჟებთ მან­ქა­ნებს, ამი­ტომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა მხო­ლოდ გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნი­ას და მან­ქა­ნის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბაც მისი საქ­მეა". - გვი­თხრა მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვის უნდა მოსთხოვო პასუხი, თუ უცხოეთიდან ჩამოყვანილი მანქანა ტერმინალში გაგიძარცვეს...

ვის უნდა მოსთხოვო პასუხი, თუ უცხოეთიდან ჩამოყვანილი მანქანა ტერმინალში გაგიძარცვეს...

ავტომანქანების უცხოეთიდან ჩამოყვანა, ადრინდელთან შედარებით, ბევრად უფრო კომფორტული გახდა. სახლიდან გაუსვლელად, შეგიძლიათ, ინტერნეტით ნახოთ თქვენთვის სასურველი მანქანა, დაუკავშირდეთ კომპანიას და 1-დან 2 თვემდე ვადაში ის მანქანა ტერმინალში ჩამოგივათ. თუმცა, ამ მარტივ პროცედურას ბევრი ადამიანი გაუმწარებია. ხშირია შემთხვევა, როცა სურათზე ნანახ მანქანასა და ჩამოსულს შორის განსხვავებაა, უფრო ხშირად კი, ნაწილები აკლია, რომელსაც ტერმინალში, კონტეინერიდან გადმოღების შემდეგ ხსნიან და ბოლო დროს ეს სისტემატურად ხდებაო. მაგალითად, ცვლიან აკუმულატორს, იღებენ "ზაპასკას", დომკრატს, "კლუჩებს", "ჩეინჯერს"("სი-დი"დისკების ჩასაწყობი), სარკეს და ა.შ. რაც არ უნდა მოინდომო, ამაზე პასუხს არავინ არ გცემს და შეიძლება მერე ბაზრობაზე შენივე მანქანიდან მოხსნილი ნაწილის ყიდვა მოგიწიოს.

სიტუაციის გასარკვევად "ალია" ბათუმში ჩავიდა და ტერმინალთან იმ ადამიანებს გაესაუბრა, რომლებიც კონტეინერის გხსნას ელოდნენ. გიორგი რაზმაძე მანქანებს ძირითადად იაპონიიდან და გერმანიიდან იწერს, რადგან იქიდან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფი მანქანები ჩამოსდის, მაგრამ გარანტია იმისა, რომ მანქანა იმ მდგომარეობაში იქნება, რა მდგომარეობაშიც შეკვეთილი ჰყავს, არ არსებობს.

"ორი თვე ველოდი მანქანას და როგორც იქნა, დამირეკეს, ჩამოვიდაო. ჩამოვედი ბათუმში და მეუბნებიან, კონტეინერი ჯერ არ გაიხსნება, შაბათ-კვირააო. არადა, 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს. ვიკითხე, ისე მაჩვენეთ ჩემი მანქანა, მოვალ ორშაბათს და წავიყვან-მეთქი. ვერ გაჩვენებთ, კონტეინერის გახსნაზე დასწრება არ შეიძლება, ჩვენ თავად გამოგიყვანთ მანქანასო. მოკლედ, დავიცადე, სხვა გზა არ მქონდა, გამომიყვანეს მანქანა, რომელიც მხოლოდ მარკით ჰგავდა ჩემს შეკვეთილს, სიჩქარეების გადამრთველი არ ჰქონდა და კომპიუტერული პროგრამა საერთოდ არ მუშაობდა. თან "მაშებით"სწევენ მაღლა, რომ მერე სატვირთოზე შესვან და ტრანსპორტირება მოახდინო. ამ დროს ძალიან ზიანდება მანქანა. სამაგიეროდ, ფულს ისე იხდი, რომ არც დაზღვეული ხარ და არც პასუხს გცემს ვინმე", - ამბობს რაზმაძე.

ჩვენი საუბრისას ზურგიდან ვიღაცის ჩხუბის ხმა მოგვესმა. მამაკაცი ტერმინალის თანამშრომელს აგინებდა, ეს რა მანქანაა, ეს როდის შევუკვეთეო. საბაჟოს თანამშრომელი ეხვეწებოდა, დაწყნარდი, მეორე სართულზე არის გადამზიდავი კომპანია და იმას მიმართე, ჩვენ რა შუაში ვართო. "ალიამ"იმ მანქანის გადაღება მოახერხა, რომლის გამოც ეს მამაკაცი ჩხუბობდა. მანქანა, პრაქტიკულად, სულ დალეწილია, მას წინა ნაწილი თითქმის არ აქვს და მარტივად მისახვედრია, რომ ამ მანქანას შემკვეთი არ გამოიწერდა. აღელვებული მამაკაცი ცოტა რომ დამშვიდდა, ვკითხეთ, რა მოხდა-თქო. ეს მანქანა რომ გამოვიწერე, წინა ნაწილი ცოტათი ჰქონდა დაზიანებული, სხვა მანქანისთვის დაურტყამს, მაგრამ დანარჩენი მთელი ჰქონდა. იაფად ვიყიდე და ვიფიქრე, გავაკეთებდი, მაგრამ ისეთი არაფერი სჭირდა. ეს ისეთ მდგომარეობაშია, ან ჯართში უნდა ჩააბარო, ან ნაწილებად გაყიდო. როგორ უნდა გავაკეთო, რომ იმედიანად ვიარო ამ მანქანით. ეს მანქანა ცოლისთვის ჩამოვაყვანინე, რომ ბავშვები სკოლაში ეტარებინა და ასეთ მანქანაში შვილებს როგორ ჩავსვამ?"- ცხარობდა მამაკაცი.

ზოგადად, ის ადამიანები, რომლებსაც ვესაუბრე, ჰყვებიან, რომ, თუ ჩამოსულ მანქანას პრობლემა აქვს, ისევ გადამზიდავ კომპანიას უკავშირდებიან, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ფულს იღებენ, პასუხს არაფერზე აგებენ.

"ალიასთან"საუბარში კომპანიები, რომლებიც ინტერნეტით მანქანებს ყიდიან, ბრალდებებს უარყოფენ, ამბობენ, რომ ისინი სწორედ იმ მანქანებს გზავნიან, რომელსაც მყიდველი უკვეთს და მის შესაძლო დაზიანებაზე პასუხს იმიტომ არ აგებს, რომ მის ტრანსპორტირებას გადამზიდავი კომპანია უზრუნველყოფს, გადამზიდავი კომპანია კი, რომელიც ბათუმში საბაჟო ტერმინალის მეორე სართულში ფეშენებელურ ოფისშია განთავსებული, თავის მხრივ, ამბობს, რომ ის კი არის პასუხისმგებელი მანქანის ტრანსპორტირებაზე, მაგრამ როგორი კლიმატური პირობები იქნება ტრანსპორტირების დროს, ამას ვერ დაარეგულირებს, ამიტომ მანქანის შემკვეთთა გულისწყრომაზე პასუხი არ აქვთ. რა შუაშია კლიმატი, როცა მანქანა კონტეინერში დევს-მეთქი, ვკითხე, მაგრამ პასუხი არ გამცა. მან არც ტერმინალში შესვლის და არც კონტეინერის გახსნაზე დასწრების უფლება არ მოგვცა, კონტეინერის გახსნის ადგილას მხოლოდ ტერმინალის თანამშრომლები შედიან და უცხო პირის შესვლა არ შეიძლებაო.

"ალია"კიდევ ერთ გადამზიდავ კომპანიას დაუკავშირდა. კომპანია "ოუშენ ნეტ ჯეო", რომელიც კონტეინერების გადაზიდვას უზრუნველყოფს. ჯემალ მიქელაძისთვის მანქანების მფლობელთა გულისწყრომა ცნობილია. აი, რას აცხადებს ის ჩვენთან საუბარში: "ჩვენ შეკვეთას არ ვიღებთ, ამიტომ როგორ ვაგებთ პასუხს მანქანის მდგომარეობაზე? ვემსახურებით ევროპას, ამიტომ ჩვენ მანქანები მეტ-ნაკლებად კარგ მდგომარეობაში ჩამოგვყავს, დაზიანება თითქმის არ აქვს, თუმცა გვქონია შემთხვევები, როცა უკმაყოფილოები ყოფილან მანქანის მფლობელები, მათ არც კი ვუსმენთ, რადგან ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება. თუ კონტეინერი დავარდება, ამაზე ოქმი დგება და ეს სხვა საკითხია. ჩვენ მხოლოდ მანქანებს კი არა, ყველა სახის ტვირთი ჩამოგვაქვს. ასეთ შემთხვევაში იმ ქვეყანას უნდა მიმართონ, სადაც მანქანას უკვეთენ. არანაირ პასუხს არ ვაგებთ ჩვენ ამაზე. რაც შეეხება სურათებს, რომ ამბობენ, კარგი ფოტოები ვნახეთ და რატომ ის არ ჩამოგვივიდაო, რომელიც შევუკვეთეთო? ის ფოტო შეიძლება იყოს 5 წლის წინანდელი, როცა მანქანა დადიოდა და ლამაზი იყო. შეიძლება ეს ფოტო გაყიდვის წინა პერიოდში არც იყოს გადაღებული. როცა პრეტენზიით მოდიან, არც ვუსმენთ. ჩვენ რა შუაში ვართ?"- აცხადებს მიქელაძე.

მანქანის ერთმა მფლობელმა, რომელმაც ასევე ჩვენს თვალწინ გამოიყვანა მანქანა, თავად გვთხოვა, მის მანქანაში შეგვეხედა, მანქანა შიგნიდან სულ დამპალი იყო, სალონი საერთოდ არ ვარგოდა, ქოლგიდან დაწყებული დოკუმენტებით დამთავრებული, ყველაფერი შიგნით ეყარა. გაგეცინებათ და, "გასაბერი ქალიც"კი იყო მანქანის სალონში. მანქანის მარკას არ იკითხავთ? "ინფინიტი", ვერცხლისფერი, რომელიც გარედან მტერს უბნელებდა თვალებს, შიგნიდან მოყვარეს. გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ეს მანქანა ამერიკიდან ჩამოიყვანა და მისმა შემკვეთმა კარგად იცოდა, როგორიც ჩამოუვიდოდა "მანქანა ამერიკაში ტორნადოს გადავლის დროს მოყვა ქუჩაში, მისმა მფლობელმა ის ადგილზევე მიატოვა და წავიდა. ჩვენ ასეთი მანქანა უამრავი გვყავს, მათ ე.წ. მანქანების სასაფლაოზე ვათავსებთ. ყველა ძვირადღირებული მარკაა. ვათავსებთ ინტერნეტში, ჩამოგვყავს, მერე აქ, საქართველოში, სალონს უცვლიან, ორიოდე კვირაში ხელოსანი მასზე იმუშავებს და საკმაოდ ძვირად იყიდება, თუმცა რომ გითხრათ, სანდოა, ვერ დაგარწმუნებთ, რადგან ადვილი შესაძლებელია, "მატორმა", წყალში დიდხანს ყოფნის გამო ვერ იმუშაოს. თუმცა მანქანა 2013 წლის მოდელია და მისი დოკუმენტებითაც დასტურდება, რომ ტრანსპორტირებამდე მას არანაირი წუნი არ ჰქონდა". - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

როგორც ტერმინალის საბაჟო განყოფილებაში გვითხრეს, მანქანის განბაჟება 50 ლარი ღირს, შიგ არსებულ ტვირთს ექსპერტები შეაფასებენ, მისი ღირებულების 18%-ს გადაიხდით და მანქანას გაიყვანთ, ხოლო მისი ტრანსპორტირება თბილისამდე 200 ლარი ღირსო.

"ალია""თბილისი მოტორს"-ის ხელმძღვანელს, რამაზ ჯლანტიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც არ უარყო, რომ მსგავსი შემთხვევები, როცა მანქანა იდეალურ მდგომარეობაში არ ჩამოდის და მერე მფლობელების დიდ უკმაყოფილებას იღებს, ბევრია.

- ბატონო რამაზ, რა გზა უნდა გაიაროს მანქანის მყიდველმა, რომ სასურველი მანქანა შეიძინოს?

- პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს, სად ყიდულობს მანქანას, აუქციონზე თუ სადილერო ქსელში.

- ამას რა მნიშვნელობა აქვს?

- განსხვავება ისაა, რომ, თუ აუქციონზე ვყიდულობთ, მაშინ წინასწარ, ჩვენ ვსაზღვრავთ, კონკრეტული მანქანა რა გვიღირს და ამის მიხედვით ვაკეთებთ ფსონს (ე.წ. სტავკას). სადილეროში ფასი პირდაპირაა მითითებული საიტზე, სადაც მანქანას ვიძენთ, მას დაემატება ის ხარჯები, რაც მის ჩამოსაყვანადაა საჭირო. ჩვენ საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ ქვეყანა. ფასიც დამოკიდებულია იმაზე, სად დგას კონკრეტული მანქანა. რომელ ქვეყანაში ვყიდულობთ, იმ ქვეყნის რომელ ქალაქში და რა მარკის მანქანაა, ეს ფაქტორები ცვლის ფასს.

- მაგალითად, ავიღოთ გერმანია, როგორ უკვეთენ ამ ქვეყანაში?

- კარგით, ავიღოთ გერმანია. პორტი გვაქვს ესენში და პარტნიორი კომპანიაც იქ იმყოფება, ამიტომ ყველა მანქანა გროვდება ესენში. მანქანის ფასს დაემატება ფასი იმის მიხედვით, გასაყიდი მანქანა რამდენითაცაა დაშორებული ჩვენი პორტიდან. ჩემი წარმომადგენლები იქ გერმანიაში მივლენ და შეამოწმებენ. დარეკავს და თუ რამე აინტერესებს შემკვეთს, დამატებით მიიღებს ინფორმაციას. თანხმობის შემდეგ მანქანა მოჰყავთ და ტვირთავენ კონტეინერზე.

- რა ხდება კონტეინერში მანქანის განთავსების დროს?

- ამის შემდეგ კლიენტი იხდის 550 ევროს (გზის ფულს) და მანქანა 25 დღეში ბათუმშია. ხდება ავტომანქანის კლიენტისთვის ჩაბარება და აქ მთავრდება ჩვენი ურთიერთობა.

- ბათუმის პორტში არის ბევრი პრობლემა, მაგალითად, ის მანქანა არ ჩამოჰყავთ, რომელიც შევუკვეთეთო, ნაწილებს აცლიანო და ასე შემდეგ, ფოთში უკეთესი ვითარებააო. რატომ შემოგყავთ მაინცდამაინც ბათუმში და არა ფოთში?

- გერმანიიდან მანქანის ჩამოყვანის შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვწყვეტთ, სად შემოვა. ამას გადამზიდი კომპანია წყვეტს, მაგრამ ბათუმში კონტეინერის გახსნას ესწრებიან და სურათებს უღებენ.

- მე მითხრეს, უცხოების შესვლა არ შეიძლებაო. ნაწილებს არ აცლიან, ამას მიმტკიცებთ?

- არა, ამის მტკიცება არ შემიძლია, პირიქით, მეც ვიცი, რომ ასეა. მაგრამ აქ ხდება ასეთი რამ: ვინც ყიდულობს ისეთ კომპანიაში, რომელიც მარტო ჩამოუყვანს და მეტ ყურადღებას არ აქცევს, დაკარგავს რაღაცას აუცილებლად. ჩვენ ბათუმშიც და ფოთშიც მხოლოდ ვთანამშრომლობთ ისეთ მიმღებ კომპანიებთან, ვინც ახდენს ფოტოგადაღებას. როცა ყველაფერი აღბეჭდილია ფოტოზე, იქ ვეღარ მოგპარავენ. თუმცა იაპონიიდან ჩვენ ვიღებთ კონტეინერს და ჩვენი წარმომადგენელი ესწრება გახსნას. ამ შემთხვევაში არაფერი იკარგება, თუ, რა თქმა უნდა, იაპონელებმა გამოაგზავნეს სრულყოფილი მანქანა.

- და კიდევ ერთი, ხელშეკრულებას აფორმებთ, ცხადია. რა წერია იმ ხელშეკრულებაში, მაგალითად, თუ მანქანას რამე აკლია და ასე შემდეგ, ვინ აანაზღაურებს? და დაზვევა თუ არსებობს?

- ესეც განსაზღვრულია ჩვენთან, ჩატვირთვის წინ უღებენ იქ სურათებს და წინასწარ ვიცით, მანქანაში რა დევს. ხელშეკრულება აუცილებლად ფორმდება. ჩატვირთვის წინ როგორი იყო მანქანა, სურათები გვაქვს და იმ მომენტამდე იაპონელები არიან პასუხისმგებლები, ჩვენ კლიენტებთან. ამის მერე მოდის ზღვაში. ამ დროს კლიენტს განემარტება, რომ ძალიან დაბალი შანსია იმისა, რომ გემი ჩაიძიროს, მაგრამ შანსი არის და ვთავაზობთ დაზღვევას. დაზღვევა არ კეთდება მხოლოდ ომზე, დანარჩენი შემთხვევა ყველა ანაზღაურდება.

- იმ შემთხვევაში, თუ რამე აკლია და უკმაყოფილოა მანქანის შემკვეთი, ასეთ დროს რას აკეთებთ? ვინ იღებს პასუხისმგებლობას?

- რა თქმა უნდა, კლიენტთან ჩვენ, მას არ აინტერესებს, სად რა დაიკარგა. მხოლოდ დანაკარგზე არაა საქმე. მანქანის მდგომარეობაც უნდა იყოს ისეთი, როგორიც დავპირდით კლიენტს. ასეთი შემთხვევები უფრო ხდება ამერიკიდან. გააჩნია ასანაზღაურებელ თანხას. თუ გვიღირს, ვუნაზღაურებთ, თუ არა, მაშინ მანქანას ვიტოვებთ და ფულს უკლებლივ ვუბრუნებთ კლიენტს.

"ალია"შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ურფოსს ხატია მოისწრაფიშვილს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა იციან თუ არა, რა ხდება ტერმინალში: "ტერმინალი კერძო სტრუქტურაა, საბაჟოზე ჩვენ მხოლოდ ვაბაჟებთ მანქანებს, ამიტომ პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ გადამზიდავ კომპანიას და მანქანის დაზიანებაზე ზარალის ანაზღაურებაც მისი საქმეა". - გვითხრა მოისწრაფიშვილმა.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია