მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ სძულთ და უყვართ სტალინი საქართველოში
როგორ სძულთ და უყვართ სტალინი საქართველოში

"კავ­კა­სი­ის ბა­რო­მეტ­რის" 2012 წლის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 45% და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი სტა­ლი­ნის მი­მართ. თა­ვად ამ მო­ნა­ცემს კი ნორ­მა­ლუ­რად ქარ­თვე­ლე­ბის 32% მი­იჩ­ნევს, 59% - არა. თა­ვის­თა­ვად სა­და­ვო სა­კი­თხია, რამ­დე­ნად კარ­გი ან ცუდი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს მო­ნა­ცე­მე­ბი, თუმ­ცა არც ამ მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ფა­სე­ბას და არც თა­ვად ბე­ლა­დის "საგ­მი­რო საქ­მე­ებ­ზე" ვა­პი­რებთ მსჯე­ლო­ბას. ამ­ჯე­რად, სხვა სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენტზე შე­ვა­ჩე­რებთ ყუ­რა­დღე­ბას.

კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის დროს, ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საბ­ჭო­თა ბე­ლა­დის კერ­პის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა უკვე დიდი ხნის და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და - ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ბი­უს­ტე­ბის და ქან­და­კე­ბე­ბის მა­სობ­რი­ვი დე­მონ­ტა­ჟი თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. მა­გა­ლი­თად, 2010 წლის 24 ივ­ნისს ღა­მის 2 სა­ათ­ზე აი­ღეს სტა­ლი­ნის ძეგლი მისი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს გო­რე­ლი სტა­ლი­ნის­ტე­ბი და მო­ხუ­ცი კო­მუ­ნის­ტე­ბი თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი, ახალ­გაზ­რდე­ბი კი სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ.

მსგა­ვი ფაქ­ტე­ბი გან­მე­ორ­და ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში...

მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბი­სას სტა­ლინს არ სწყა­ლობ­დნენ, ფაქ­ტია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­კი­თხვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარ­მა ბე­ლა­დის მი­მართ სიმ­პა­თია არ და­მა­ლა.

სტა­ლი­ნი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას­თან ერ­თად რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა - "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო ბე­ლა­დის ჯარ­თად­ქ­ცე­უ­ლი ქან­და­კე­ბე­ბის ხე­ლახ­ლა და­მონ­ტა­ჟე­ბა და ამის­თვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტე­ბი­დან თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფა. ამ დრო­ი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ: სტა­ლი­ნის ძელგს გორ­ში აღად­გე­ნენ; უკვე აღად­გი­ნეს ძეგლი თე­ლავ­ში; დიდი ბე­ლა­დი დაბ­რუნ­და სო­ფელ ზემო ალ­ვან­ში; სტა­ლი­ნის ძეგლ­მა ად­გი­ლი და­იბ­რუ­ნა სო­ფელ აკუ­რა­შიც ... და ეს მხო­ლოდ მცი­რე სტა­ტის­ტი­კაა.

ყუ­რადსა­ღე­ბია ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის სტა­ლი­ნი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, უც­ვლე­ლი დარ­ჩა ახალ­გაზ­რდო­ბის პო­ზი­ცია.

"სტა­ლი­ნის ბე­დის" წაღ­მა-უკუღ­მა ტრი­ალ­მა ახა­ლი თა­ო­ბის ბე­ლა­დი­სად­მი ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო. ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა რო­გო­რი სი­ხა­რუ­ლი­თაც ხვდე­ბო­და ძეგ­ლე­ბის აღე­ბის ფაქ­ტებს, ისე­ვე აპ­რო­ტეს­ტებს მათ აღ­დგე­ნას. უფრო მე­ტიც, ბოლო დროს პრო­ტეს­ტი გახ­შირ­და და ზედ­მე­ტად რა­დი­კა­ლუ­რიც კი გახ­და. ანუ სტა­ლი­ნის "მე­ო­რედ­მო­სულ" არა­ერთ ძეგლ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი უკვე ტენ­დენ­ცი­ად იქცა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე გვერ­დიც კი შე­იქ­მნა, სა­ხე­ლით "სტა­ლი­ნის 50 ძეგლი, რო­მე­ლიც უნდა შე­ღე­ბო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ", სა­დაც ახ­ლად­გახ­სნი­ლი ძეგ­ლე­ბის გა­და­ღებ­ვის ფაქ­ტე­ბია თავ­მოყ­რი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კამ­პა­ნი­ამ ერ­თგვა­რი "ონ­ლა­ინ ფლეშ­მო­ბის" სახე მი­ი­ღო; Youtube-ზე ათე­უ­ლო­ბით ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სტა­ლი­ნის ძეგ­ლე­ბის შე­ღებ­ვას "აღი­ა­რე­ბენ" და აცხა­დე­ბენ, რომ მო­მა­ვალ­შიც გა­ა­კე­თე­ბენ იგი­ვეს, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ძეგლიც კი დარ­ჩე­ბა.

ასეა თუ ისე, ფაქ­ტია, რომ სტა­ლი­ნის ფაქ­ტო­რი იყო და რჩე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სა­და­ვო თე­მად და ფაქ­ტია ისიც, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის "ნა­ტოს­კენ" მი­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­ხე­ლო­ბის 45% დიქ­ტა­ტო­რის მი­მართ და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი; დიქ­ტა­ტო­რის, რომ­ლის ძეგ­ლე­ბი მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში "სიყ­ვა­რუ­ლის" ნიშ­ნად დღეს ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

როგორ სძულთ და უყვართ სტალინი საქართველოში

როგორ სძულთ და უყვართ სტალინი საქართველოში

”კავკასიის ბარომეტრის” 2012 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 45% დადებითად არის განწყობილი სტალინის მიმართ. თავად ამ მონაცემს კი ნორმალურად ქართველების 32% მიიჩნევს, 59% - არა. თავისთავად სადავო საკითხია, რამდენად კარგი ან ცუდი შეიძლება იყოს ეს მონაცემები, თუმცა არც ამ მონაცემების შეფასებას და არც თავად ბელადის "საგმირო საქმეებზე" ვაპირებთ მსჯელობას. ამჯერად, სხვა საინტერესო მომენტზე შევაჩერებთ ყურადღებას.

კვლევის ჩატარების დროს, ყოფილ ხელისუფლებას საბჭოთა ბელადის კერპის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დიდი ხნის დაწყებული ჰქონდა - ქვეყნის მასშტაბით ბიუსტების და ქანდაკებების მასობრივი დემონტაჟი თითქმის დასრულებული იყო. მაგალითად, 2010 წლის 24 ივნისს ღამის 2 საათზე აიღეს სტალინის ძეგლი მისი მშობლიური ქალაქის ცენტრიდან. აღნიშნულ ფაქტს გორელი სტალინისტები და მოხუცი კომუნისტები თვალცრემლიანი, ახალგაზრდები კი სიხარულით შეხვდნენ.

მსგავი ფაქტები განმეორდა ქვეყნის ყველა რეგიონში...

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმის მიუხედავად, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას სტალინს არ სწყალობდნენ, ფაქტია, რომ "ნაციონალური" ხელისუფლების პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვაში საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარმა ბელადის მიმართ სიმპათია არ დამალა.

სტალინისადმი დამოკიდებულება, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად რადიკალურად შეიცვალა - "ქართულმა ოცნებამ" აქტიურად დაიწყო ბელადის ჯართადქცეული ქანდაკებების ხელახლა დამონტაჟება და ამისთვის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან თანხების გამოყოფა. ამ დროისათვის ცნობილია, რომ: სტალინის ძელგს გორში აღადგენენ; უკვე აღადგინეს ძეგლი თელავში; დიდი ბელადი დაბრუნდა სოფელ ზემო ალვანში; სტალინის ძეგლმა ადგილი დაიბრუნა სოფელ აკურაშიც ... და ეს მხოლოდ მცირე სტატისტიკაა.

ყურადსაღებია ის, რომ ხელისუფლებების სტალინისადმი დამოკიდებულების ცვლილებების პარალელურად, უცვლელი დარჩა ახალგაზრდობის პოზიცია.

”სტალინის ბედის”  წაღმა-უკუღმა ტრიალმა ახალი თაობის ბელადისადმი ნეგატიური დამოკიდებულებას ვერაფერი დააკლო. ახალგაზრდა თაობა როგორი სიხარულითაც ხვდებოდა ძეგლების აღების ფაქტებს, ისევე აპროტესტებს მათ აღდგენას. უფრო მეტიც, ბოლო დროს პროტესტი გახშირდა და ზედმეტად რადიკალურიც კი გახდა. ანუ სტალინის "მეორედმოსულ" არაერთ ძეგლზე განხორციელებული ვანდალური ფაქტები უკვე ტენდენციად იქცა. სოციალურ ქსელ Facebook-ზე გვერდიც კი შეიქმნა, სახელით "სტალინის 50 ძეგლი, რომელიც უნდა შეღებო, სანამ ცოცხალი ხარ", სადაც ახლადგახსნილი ძეგლების გადაღებვის ფაქტებია  თავმოყრილი. აღსანიშნავია, რომ კამპანიამ ერთგვარი "ონლაინ ფლეშმობის" სახე მიიღო; Youtube-ზე ათეულობით ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა, სადაც ინტერნეტმომხმარებლები სტალინის ძეგლების შეღებვას "აღიარებენ" და აცხადებენ, რომ მომავალშიც გააკეთებენ იგივეს, სანამ საქართველოში ერთი ძეგლიც კი დარჩება.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ  სტალინის ფაქტორი იყო და რჩება ქართველებისთვის სადავო თემად და ფაქტია ისიც, რომ  21-ე საუკუნის "ნატოსკენ" მიმავალი საქართველოს მოსახელობის 45% დიქტატორის მიმართ დადებითად არის განწყობილი; დიქტატორის, რომლის ძეგლები მშობლიურ ქვეყანაში "სიყვარულის" ნიშნად დღეს ასე გამოიყურება:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია