პრეზიდენტი გარდაცვლილი პატიმრის ოჯახში იმყოფებოდა

პრეზიდენტი გარდაცვლილი პატიმრის ოჯახში იმყოფებოდა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას ოჯახში იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, პრეზიდენტი ესაუბრა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და მამისგან მიიღო ინფორმაცია, თუ რა ვერსიებია ამ ეტაპზე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მმართველობის დროს ციხეებში არ იყვნენ "მაყურებლები" და ქურდები ვერ ერეოდნენ ციხის ადმინისტრაციის საქმიანობაში, რაც შეეხება ახალ მთავრობას, მისი თქმით, დღეს "მაყურებლები" კვლავ აქტიურობენ ციხეებში და მათ აქვთ ყველაფრის უფლება.

პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობამ თავად უნდა განსაჯოს, თუ რა შეიცვალა ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილი მიმართავს პირადად პრემიერ-მინისტრს და სვამს კითხვას, თუ რა ხდება დღეს საქართველოს ციხეებში.

მიხეილ სააკაშვილი ასევე შეეხო ცნობილ ციხის კადრებს და აღნიშნა, რომ ეს იყო დადგმული კადრები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა