პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი დვანში საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესს გაეცნო
პრეზიდენტი დვანში საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესს გაეცნო

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი დიც­სა და დვან­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი რე­ა­გი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს დვან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გავ­ლე­ბის პრო­ცესს გა­ეც­ნო. პრე­ზი­დენ­ტმა მო­სახ­ლე­ო­ბას იმ ტრა­ფა­რე­ტის ფონ­ზე მი­მარ­თა, რო­მელ­ზეც წე­რია - "სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი".

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ტრა­ფა­რეტს სა­მარ­ცხვი­ნო ფარ­და უწო­და, რო­მე­ლიც, მისი თქმით, ოკუ­პან­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს "ძი­რძველ მი­წებს შო­რის ჩა­მო­ა­ფა­რა".

"ზო­გი­ერ­თი­ვით არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის გა­უ­გებ­რო­ბა. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტე­რი, ოკუ­პან­ტი ახორ­ცი­ე­ლებს გეგ­მა­ზო­მი­ერ შე­ტე­ვას ჩვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ზე, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და მო­მა­ვალ­ზე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­სუს­ტე­ბის მიზ­ნით. ამა­ზე ჩვენ სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ვახ­დი­ნოთ – მშვი­დად, მაგ­რამ ერ­თობ­ლი­ვად. ამის­თვის არ­სე­ბობს სა­კონ­სტი­ტუ­ციო მე­ქა­ნიზ­მე­ბი. მე მო­ვიწ­ვიე უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო და მთავ­რო­ბას შევ­თა­ვა­ზე, ერ­თად გვემ­სჯე­ლა ამ სა­კი­თხებ­ზე და ვე­რა­ვინ უარ­ყოფს, რომ ასე­თი მსჯე­ლო­ბა და კო­ორ­დი­ნა­ცია დღეს უფრო აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვიდ­რე ოდეს­მე", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ ოპო­ზი­ცი­ა­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბას შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბე­ბია, ეკო­ნო­მი­კა­ზე, ნე­პო­ტიზ­მი­სა და და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სა­კი­თხებ­ზე.

"არ შე­იძ­ლე­ბა იყოს უთან­ხმო­ე­ბე­ბი მთა­ვარ სა­კი­თხზე – ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი. მჯე­რა, რომ ჩვენ ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვართ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბით, იმით, რომ ისი­ნი სულ უფრო წინ მო­ი­წე­ვენ, შე­იძ­ლე­ბა გა­დაჭ­რან ავ­ტო­ბა­ნიც, შე­იძ­ლე­ბა მი­ით­ვი­სონ ნავ­თობ­სა­დე­ნი და რა თქმა უნდა, ამას აქვს ყო­ველ­დღი­უ­რი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გე­ბი იმ ხალ­ხის­თვის, ვი­საც სახ­ნავ-სა­თე­სი წა­არ­თვეს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, ეს პრო­ცე­სი გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში და­მან­გრე­ვე­ლი იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის. "ამი­ტომ, ერ­თად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ და ჯერ­ჯე­რო­ბით ამას ვერ ვა­ხერ­ხებთ", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

პრეზიდენტი დვანში საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესს გაეცნო

პრეზიდენტი დვანში საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილი დღეს დვანში იმყოფებოდა და საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესს გაეცნო. პრეზიდენტმა მოსახლეობას იმ ტრაფარეტის ფონზე მიმართა, რომელზეც წერია - "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი".

მიხეილ სააკაშვილმა ტრაფარეტს სამარცხვინო ფარდა უწოდა, რომელიც, მისი თქმით, ოკუპანტმა საქართველოს "ძირძველ მიწებს შორის ჩამოაფარა".

"ზოგიერთივით არ მიმაჩნია, რომ ეს არის გაუგებრობა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მტერი, ოკუპანტი ახორციელებს გეგმაზომიერ შეტევას ჩვენს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებასა და მომავალზე, ჩვენი ქვეყნის დასუსტების მიზნით. ამაზე ჩვენ სათანადო რეაგირება უნდა მოვახდინოთ – მშვიდად, მაგრამ ერთობლივად. ამისთვის არსებობს საკონსტიტუციო მექანიზმები. მე მოვიწვიე უშიშროების საბჭო და მთავრობას შევთავაზე, ერთად გვემსჯელა ამ საკითხებზე და ვერავინ უარყოფს, რომ ასეთი მსჯელობა და კოორდინაცია დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის სერიოზული უთანხმოებებია, ეკონომიკაზე, ნეპოტიზმისა და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე.

"არ შეიძლება იყოს უთანხმოებები მთავარ საკითხზე – ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი, თავისუფლება, საქართველოს მომავალი. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთნაირად შეძრწუნებული ვართ რუსეთის ქმედებებით, იმით, რომ ისინი სულ უფრო წინ მოიწევენ, შეიძლება გადაჭრან ავტობანიც, შეიძლება მიითვისონ ნავთობსადენი და რა თქმა უნდა, ამას აქვს ყოველდღიური ტრაგიკული შედეგები იმ ხალხისთვის, ვისაც სახნავ-სათესი წაართვეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, ეს პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაში დამანგრეველი იქნება ქართული  სახელმწიფოებრიობისთვის. "ამიტომ, ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა