საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ოცზე მეტი კანდიდატი იბრძოლებს. წარმოგიდგენთ პრეზიდენტობის სამი ყველაზე აქტიური პრეტენდენტის საპრეზიდენტო დაპირებას.
დავით ბაქრაძე - ერთად გავაკონტროლოთ მთავრობანებისმიერ შემთხვევაში, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სლოგანი მისი "პიარშიკების" გონივრული მიგნებაა, რადგან ცხადია, თუ გავითვალისწინებთ "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ რეპუტაციას ხალხში, ნებისმიერი სხვა დაპირება ამომრჩეველთა აშკარა გაღიზიანებას გამოიწვევდა, არგუმენტით - რამის გაკეთება თუ გინდოდათ, 9 წელი გქონდათო.
აი მაშინ კი, როდესაც პოლიტიკოსები აცნობიერებენ, რომ აღარ ღირს ხალხისთვის ისეთი კონკრეტული დაპირებების მიცემა, რომელთა შესრულება მათ ძალებს რეალურად აღემატება, ისინი ზოგადსა და, შეიძლება ითქვას, აბსტრაქტულ დაპირებებზეც კი გადადიან. ასე მაგალითად, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო სლოგანი
გიორგი მარგველაშვილი - ერთად გავაგრძელოთ წინსვლადაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ამავე ჟანრიდან არის ნინო ბურჯანაძის დაპირებაც
ნინო ბურჯანაძე - სამართლიანობა ყველგან და ყოველთვის
გიორგი გიორგაშვილი
ასევე იხილეთ: ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირებები