მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვები, რომლებსაც მამები არ აღიარებენ
ბავშვები, რომლებსაც მამები არ აღიარებენ

ბევ­რი ახალ­შო­ბი­ლი ბი­ო­ლო­გი­ურ­მა მა­მამ შვი­ლად არ აღი­ა­რა და შე­სა­ბა­მი­სად, მათი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა მხო­ლოდ დე­დას უხ­დე­ბა. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სტა­ტუ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მათი რა­ო­დე­ნო­ბა აღ­რი­ცხუ­ლია, სტა­ტის­ტი­კა კი სა­გან­გა­შო გახ­ლავთ: თურ­მე, ჩვენ გვერ­დით 30 000 მარ­ტო­ხე­ლა დედა ცხოვ­რობს. მათ შვი­ლებს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში მა­მის გრა­ფა ცა­რი­ე­ლი აქვთ, პა­ტა­რე­ბი დე­დის გვარ­ზე არი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, მა­მა­კა­ცე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ურ­ბი­ან და შვი­ლებს არა­თუ ალი­მენტს არ უხ­დი­ან, გვარ­საც არ აძ­ლე­ვენ. თუმ­ცა, მალე კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შევა და ბევ­რი მა­მა­კა­ცი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა, ბავ­შვს გვა­რი მის­ცეს.

ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლის იუ­რის­ტი - მა­ნა­ნა ფურ­ცხვა­ნი­ძე მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს შვი­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. ისი­ნი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას სა­სა­მარ­თლოს გზით ცდი­ლო­ბენ.

მა­ნა­ნა ფურ­ცხვა­ნი­ძე:

- ჩვენ­თან მო­სუ­ლი ბევ­რი ქალი იმის გამო წუხს, რომ მამა უარს ამ­ბობს სა­კუ­თარ შვილ­ზე. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბით სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თოთ, მო­ვი­თხო­ვოთ დნმ-ის ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა და ამ გზით და­ვად­გი­ნოთ ბავ­შვის მა­მის ვი­ნა­ო­ბა. ადრე ამის გა­კე­თე­ბაც პრობ­ლე­მა იყო, რად­გან მა­მა­კა­ცე­ბი უარს ამ­ბობ­დნენ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და, დნმ-ის ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და. სა­სა­მარ­თლოს­თვის პირ­ვე­ლი რი­გის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ ამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაა. თუ მა­მა­კაც­მა უარი თქვა ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა­ზე, ე.ი. მას ეში­ნია, თავს არი­დებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლო ავ­ტო­მა­ტუ­რად ამ­ტკი­ცებს, რომ ბავ­შვი არის ამ მა­მა­კა­ცის. თუ ბავ­შვის მა­მო­ბა დად­გინ­და, ის ვალ­დე­ბუ­ლია, სა­კუ­თარ შვილს გვა­რი მის­ცეს და მა­მის გრა­ფა­ში ჩა­ი­წე­როს ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის ვი­ნა­ო­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრში სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ნა­წე­რი იც­ვლე­ბა და ბავ­შვი მა­მის გვარ­ზე გა­და­დის.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, დნმ-ის ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა. ამ თან­ხის გა­დახ­დას მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი რო­გორ ახერ­ხე­ბენ?

- ანა­ლი­ზი 1.600 ლარი ღირს. ბუ­ნებ­რი­ვია, ბევ­რს ამ თან­ხის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს და პრობ­ლე­მა მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი რჩე­ბა. მარ­ტო­ხე­ლა დედა შე­იძ­ლე­ბა, გა­თა­ვი­სუფ­ლდეს სა­სა­მარ­თლოს ხარ­ჯის­გან ანუ ბა­ჟის­გან, მაგ­რამ ვიდ­რე დნმ-ის თან­ხას არ გა­და­იხ­დის, ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო დას­კვნას არ გას­ცემს. ამი­ტომ სა­სა­მარ­თლომ და­ამ­კვიდ­რა პრაქ­ტი­კა: მო­სარ­ჩე­ლემ და მო­პა­სუ­ხემ 800-800 ლარი უნდა გა­და­ი­ხა­დონ, შემ­დეგ კი, მო­გე­ბულს წა­გე­ბულ­მა მხა­რემ უნდა გა­და­უ­ხა­დოს ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გა­ღე­ბუ­ლი თან­ხა... უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს სურთ, მა­მა­კა­ცე­ბი აი­ძუ­ლონ, რომ სა­კუ­თარ შვი­ლებს გვა­რი მის­ცენ და ალი­მენ­ტი გა­და­უ­ხა­დონ, მაგ­რამ არის შემ­თხვე­ვა, როცა მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქალი ამ­ბობს, რომ იმ მა­მა­კა­ცის­გან, რო­მე­ლიც ასე ცუ­დად მო­ექ­ცა, არა­ფე­რი უნდა! არ იფიქ­როთ, რომ მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლე­ბი მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან; ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნიც აღ­მო­ჩე­ნი­ლა ასე­თი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე.

- შე­გიძ­ლი­ათ, ასე­თი შემ­თხვე­ვა გა­იხ­სე­ნოთ?

- გა­უ­თხო­ვარ­მა, წარ­მა­ტე­ბულ­მა მე­დი­ცი­ნის მუ­შაკ­მა გა­იც­ნო მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მო­ამ­ჟღავ­ნა. კაცი ცოლ­თან გაყ­რი­ლი იყო. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, როცა ქალი და­ორ­სულ­და, მა­მა­კაც­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვა აბორ­ტის გა­კე­თე­ბა. გა­ნუ­ცხა­და: მე მყავს შვი­ლე­ბი და არ მსურს, პა­ტა­რე­ბი სხვა ქალ­მაც გა­მი­ჩი­ნო­სო. არა­და, ის ამ ქა­ლის­თვის პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი იყო და ცხა­დია, ბავ­შვის მო­შო­რე­ბის არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და. ისი­ნი და­შორ­დნენ. ქალ­მა ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. ერ­თა­დერ­თი, რაც სურ­და, მა­მა­კაცს ბავ­შვის მა­მო­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა და მის­თვის გვა­რი მი­ე­ცა, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო. წლე­ბის წინ, მან ამ სა­კი­თხზე სა­სა­მარ­თლო­ში იდა­ვა, შე­ი­ტა­ნა სა­ჩი­ვა­რი, მაგ­რამ შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხა, რად­გან მა­მა­კაც­მა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე უარი თქვა. ბავ­შვი ახლა 4 წლის გახ­ლავთ და მა­მას მისი ნახ­ვა ერთხე­ლაც არ უც­დია. ქალ­მა უკვე შე­ი­ტყო კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ და ისევ მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს. მა­მა­კა­ცი ამ­ჯე­რად იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა და მა­მო­ბა დად­გინ­და. ამ დას­კვნის მი­უ­ხე­და­ვად, მან სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აპე­ლა­ცი­ა­ში გა­ა­სა­ჩივ­რა, თუმ­ცა პრო­ცე­სი იქაც წა­ა­გო. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის კაცი, ვის­ზეც ვლა­პა­რა­კობ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გი­ნე­კო­ლო­გია. მან ბავ­შვის დედა სწო­რედ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­იც­ნო. ახლა მარ­ტო­ხე­ლა დედა უკვე პრინ­ცი­პუ­ლად ცდი­ლობს, ალი­მენ­ტის გა­დახ­დაც და­ა­კის­როს. მა­მა­კაცს მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი აქვს და სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის სო­ლი­დუ­რი თან­ხის გა­დახ­და მო­უ­წევს...

კი­დევ ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: 60 წლის მა­მა­კაც­მა თა­ნამ­შრო­მელ­თან - 22 წლის გო­გო­ნას­თან და­ამ­ყა­რა სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი. გო­გო­ნა ამ­ბობ­და, რომ კაც­მა შე­აც­დი­ნა და და­ფეხ­მძიმ­და. მათი და­ვაც სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და. მა­მა­კა­ცი ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვი მისი არ იყო, რად­გან არ ჰქონ­და გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის უნა­რი, მაგ­რამ დნმ-ის ანა­ლი­ზით და­დას­ტურ­და, რომ ის მარ­თლა მისი შვი­ლი გახ­ლდათ. ამ დას­კვნის შემ­დეგ მან ქალს ექ­სპერ­ტი­ზა­ში გა­დახ­დი­ლი 800 ლარი და­უბ­რუ­ნა და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ხელ­ში ეჭი­რა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. ამა­საც არ დას­ჯერ­და, ლიმ­ბა­ხის კლი­ნი­კა­ში ხელ­მე­ო­რედ ჩა­ი­ტა­რა დნმ-ზე ექ­სპერ­ტი­ზა და ამა­ში და­მა­ტე­ბით 2 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და. გერ­მა­ნი­ი­და­ნაც იგი­ვე პა­სუ­ხი მი­ი­ღო. არ ვიცი, ამით რისი დამ­ტკი­ცე­ბა სურ­და...

- ცოლ­შვი­ლი­ა­ნი იყო?

- მას შვი­ლიშ­ვი­ლიც კი ჰყავ­და. რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნე იყო და ის გო­გო­ნა იქ მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მა­მა­კა­ცის ად­ვო­კატ­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა. მი­თხრა: ხომ უნდა იცო­დე, ვის იცა­ვო?! მე ვი­ცავ ბავ­შვს, რო­მელ­საც აქვს უფ­ლე­ბა იცო­დეს, ვინ არის მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა. თა­ნაც, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ფეხ­მძი­მე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ხდე­ბი­ან.

- სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბი უარს ამ­ბო­ბენ მათ­ზე და ქუ­ჩა­ში რჩე­ბი­ან, არა?

- დიახ. ერთ-ერთი რე­გი­ო­ნი­დან გვყავ­და 26 წლის გო­გო­ნა, რო­მელ­საც ჰყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მა­მა­კა­ციც და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი იყო და მის­გან და­ფეხ­მძიმ­და. ეს კაც­მა რომ გა­ი­გო, ექიმ­თან წა­იყ­ვა­ნა და ბავ­შვის მო­შო­რე­ბა მოს­თხო­ვა. ნა­ყო­ფი უკვე დიდი იყო. გო­გო­ნა ამ­ბობ­და: სურ­ვი­ლიც რომ მქო­ნო­და, პა­ტა­რას ვერ მო­ვი­შო­რებ­დი, რად­გან გვი­ან გა­ვი­გე, ფეხ­მძი­მედ რომ ვი­ყა­ვიო. ამ ამ­ბავს დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. მათი ოჯა­ხე­ბიც იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ფეხ­მძი­მე გო­გოს მი­ღე­ბა­ზე ბი­ჭის ოჯახ­მაც უარი თქვა და სა­კუ­თარ­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მაც ცხვირ­წინ მი­უ­ჯა­ხუ­ნეს კარი... პო­ლი­ცი­ამ ეს ფეხ­მძი­მე გო­გო­ნა გულ­წა­სუ­ლი, ქუ­ჩა­ში იპო­ვა და ასე მოხ­ვდა ჩვენ­თან. თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობ­და და ბავ­შვის გა­ჩე­ნა­ში და­ვეხ­მა­რეთ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წევ­და პირ­ვე­ლი სამ­შო­ბი­ა­რო და სა­პატ­რი­არ­ქოს კლი­ნი­კე­ბი. ახლა უკვე უფა­სოა მშო­ბი­ა­რო­ბა და მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს ეს პრობ­ლე­მა მო­ეხ­სნათ.

- იმ გო­გო­ნას, რო­მელ­ზეც გვი­ამ­ბეთ, რა ბედი ეწია?

- წლის და რამ­დე­ნი­მე თვის იყო მისი პა­ტა­რა, როცა ჩვე­ნი თავ­შე­საფ­რი­დან წა­ვი­და. გო­გოს მამა ჩა­მო­ვი­და და თქვა: უნდა და­ვამ­ტკი­ცო, ეს ბავ­შვი ნამ­დვი­ლად იმ კა­ცის შვი­ლია თუ არა, რო­მელ­ზეც ლა­პა­რა­კობს. თუ ჩემი გო­გო­ნა მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, სახ­ლში წა­ვიყ­ვა­ნო. ვი­ნა­ი­დან მა­მა­კაც­მა უარი თქვა დნმ-ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, სა­სა­მარ­თლომ ავ­ტო­მა­ტუ­რად, ბავ­შვის მა­მად აღი­ა­რა... ვი­ნა­ი­დან მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი უფრო ხში­რად, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი ხდე­ბი­ან, ისი­ნი კი დნმ-ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად თან­ხას ვერ იხ­დი­ან და სი­მარ­თლის დად­გე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა, გვსურს გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, - ანუ ექ­სპერ­ტი­ზის თან­ხის წი­ნას­წარ გა­დახ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ უნდა იყოს; მისი მთლი­ა­ნად და­ფარ­ვა წა­გე­ბულ მხა­რეს უნდა და­ე­კის­როს. ასე­ვე, არ არ­სე­ბობს მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სტა­ტუ­სი და ვი­თხოვთ, ასე­თი ქა­ლე­ბის­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას. უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტი და მის დამ­ტკი­ცე­ბას ვე­ლო­დე­ბით. მარ­ტო­ხე­ლა დე­დად მიჩ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა ქალი, რომ­ლის შვი­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის გრა­ფა­ში მა­მის სა­ხე­ლი და გვა­რი არ წე­რია. ვიდ­რე ბავ­შვი 18 წლის არ გახ­დე­ბა, დე­დას მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სტა­ტუ­სი ექ­ნე­ბა; თუ ქალი გა­თხოვ­დე­ბა ბავ­შვის სრულ­წლო­ვა­ნე­ბამ­დე, მას ეს სტა­ტუ­სი მო­ეხ­სნე­ბა და მის გვერ­დით მყოფ მა­მა­კაცს და­ე­კის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბავ­შვის აღ­ზრდა­ზე. ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შიც. კერ­ძოდ, აიკ­რძა­ლე­ბა ორ­სუ­ლი ან ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქა­ლის, მარ­ტო­ხე­ლა დე­დი­სა და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რის ზე­გა­ნაკ­ვე­თურ სა­მუ­შა­ო­ზე და­საქ­მე­ბა მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ამა­ვე კა­ნო­ნის სხვა მუხ­ლის თა­ნახ­მად, და­საქ­მე­ბულ მარ­ტო­ხე­ლა დე­დას, მისი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მი­ე­ცეს და­მა­ტე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბა, დღე­ში არა­ნაკ­ლებ 1 სა­ა­თი­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ვე­ნე­ბა ჩა­ეთ­ვა­ლოს სა­მუ­შაო დრო­ში და ანა­ზღა­ურ­დეს. გარ­და ამი­სა, ცვლი­ლე­ბე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ~ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­შიც: შე­ი­ზღუ­დე­ბა მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე მისი შვი­ლი 5 წლის არ გახ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი შევა ასე­ვე "სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, 5 სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტში შე­დის ცვლი­ლე­ბა.

- არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის შვი­ლებს მა­მის გრა­ფა­ში ბა­ბუ­ის სა­ხე­ლი უწე­რი­ათ.

- ალ­ბათ, ადრე ასე­თი მო­თხოვ­ნა იყო რე­ესტრის­გან და ამი­ტო­მაც წერ­დნენ. ახლა ასე­თი რამ იშ­ვი­ა­თად ან სუ­ლაც არ ხდე­ბა... ერთხელ ჩვენ­თან 7 თვის ფეხ­მძი­მე მო­ვი­და. ოჯახ­ში არა­ვინ იცო­და, ორ­სუ­ლად თუ იყო. დე­დას ჩვენ შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ არ იცოდ­ნენ ძმამ და მა­მამ. იმ გო­გო­ნამ, შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, მას­ზე უარი თქვა და პა­ტა­რა ბავ­შვთა სახ­ლში და­ტო­ვა, მაგ­რამ შვილს ორ კვი­რა­ში მო­ა­კი­თხა და წა­იყ­ვა­ნა. ოჯახ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ძმა ჰყავ­და მორ­წმუ­ნე და მან მოს­თხო­ვა მა­მა­მისს, რომ შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი სახ­ლში შე­ეშ­ვა. მარ­თა­ლია, ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ მამა მა­ინც, დიდ­ხანს ვერ პა­ტი­ობ­და ქა­ლიშ­ვილს ასეთ საქ­ცი­ელს და ხში­რად შე­უ­რა­ცხყოფ­და კი­დეც. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და და ახლა შვი­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდა­შიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს. ვფიქ­რობთ, კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ ბევ­რი დედა შე­ეც­დე­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­კის­როს მა­მა­კაცს, რომ მან სა­კუ­თარ შვილს ალი­მენ­ტი მა­ინც გა­და­უ­ხა­დოს. ერთი ასე­თი უც­ნა­უ­რი შემ­თხვე­ვაც გა­მახ­სენ­და: მა­მა­კაც­მა, რო­მელ­მაც შე­ი­ტყო, რომ გოგო მის­გან ფეხ­მძი­მედ იყო, უარი თქვა მის შერ­თვა­ზე და უფრო მე­ტიც - სას­წრა­ფო წე­სით მო­იყ­ვა­ნა ცოლი, რო­მე­ლიც ბე­დის ირო­ნი­ით, თურ­მე იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იყო, რო­გორ­შიც უარ­ყო­ფი­ლი ფეხ­მძი­მე გო­გო­ნა...

24 წლის ახალ­გაზ­რდა ქალს ერთ-ერთ თავ­შე­სა­ფარ­ში შევ­ხვდი. ის 5 თვის ბი­ჭუ­ნას მარ­ტო ზრდის. პა­ტა­რას და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში მა­მის სა­ხე­ლი არ უწე­რია, დე­დის გვარ­ზეა. ახლა მარ­ტო­ხე­ლა დედა სა­სა­მარ­თლოს გზით ცდი­ლობს, შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას და დნმ-ის დას­კვნის მო­ლო­დინ­შია.

ნა­თია:

- ბავ­შვის მა­მას­თან ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, რომ ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ჩემი ცხოვ­რე­ბა ასე თუ წა­რი­მარ­თე­ბო­და. ჩვენ ერ­თსა და იმა­ვე ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ­დით. ჩემ­ზე სამი წლით უფ­რო­სია. ის ბარ­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც ერთხელ მე­გო­ბარ­თან ერ­თად შე­ვე­დი. რომ და­მი­ნა­ხა, მო­ვე­წო­ნე და ჩემი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი რო­გორ­ღაც ჩა­იგ­დო ხელ­ში. ხში­რად მი­რე­კავ­და, შეხ­ვედ­რას მთხოვ­და. მოკ­ლედ, არ მეშ­ვე­ბო­და და თავი შე­მაყ­ვა­რა. მას "ოდ­ნოკ­ლას­ნიკ­ში" ბავ­შვის და ახალ­გაზ­რდა გო­გოს ფო­ტო­ე­ბი ჰქონ­და. ვკი­თხე, - ვისი სუ­რა­თე­ბია-მეთ­ქი? მი­თხრა: ჩემი დის და დის­შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი­აო. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ცო­ლი­ა­ნი თუ იქ­ნე­ბო­და?! როცა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­სე­რი­ო­ზულ­და, ვუ­თხა­რი: შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მა­ცა­ნი-მეთ­ქი. შემ­პირ­და, - აუ­ცი­ლებ­ლა­დო, მაგ­რამ პი­რო­ბა პი­რო­ბად­ვე რჩე­ბო­და. ერთ დღეს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მის­გან ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. ეს რომ გა­ი­გო, სა­ში­ნე­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­და. მა­შინ­ვე გა­მო­მი­ცხა­და: არც შენ­თან მინ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და არც შვი­ლის ყო­ლის სურ­ვი­ლი მაქ­ვსო. აბორ­ტის­თვის ფულს მაძ­ლევ­და, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი რომ ვუ­თხა­რი, მო­მა­ხა­ლა: მე ცო­ლიც მყავს და შვი­ლე­ბიც. იმ ფო­ტო­ებ­ზე, რომ­ლებ­საც ნა­ხუ­ლობ­დი, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. მოდი, მათ კარ­გად შე­ხე­დე და ნახე, რა კარ­გი ცოლ-შვი­ლი მყავ­სო, მერე კი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი მიჩ­ვე­ნა. ეს ჩემ­თვის შოკი იყო. მი­თხრა: ვინ არ შემ­ცდა­რა. აჰა, აიღე ეს ფული და აბორ­ტი გა­ი­კე­თეო. თან­ხას ხელი რომ არ მოვ­კი­დე, - ეს ბავ­შვი ჩემი არ არის, მაგ­რამ ფულს მა­ინც გაძ­ლევ და დრო­ზე მო­ი­შო­რეო.

- რა უპა­სუ­ხეთ?

- შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი გახ­ლდით. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ფეხ­მძი­მედ მის­გან არ ვი­ყა­ვი. უფრო მე­ტიც - ცე­მაც და­მი­პი­რა, მაგ­რამ თა­ვის დაც­ვა მო­ვა­ხერ­ხე. მი­თხრა, შენ­თან უბ­რა­ლოდ ვერ­თო­ბო­დიო... იმ პე­რი­ოდ­ში უკვე 5 თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი. ჩემ­მა ოჯახ­მა იცო­და, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და, მაგ­რამ ორ­სუ­ლად რომ ვი­ყა­ვი, ამის თქმა ვე­რა­ვის გა­ვუ­ბე­დე. დე­დაც თურ­ქეთ­ში იყო სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი. არ ვი­ცო­დი, რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ამ ამ­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ, დედა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. პირ­ვე­ლად მას გა­ვუმ­ხი­ლე ჩემი სა­ი­დუმ­ლო. სა­ში­ნე­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­და. სახ­ლი­დან ისე წა­მო­ვე­დი, ძმამ არა­ფე­რი იცო­და - დე­დამ თბი­ლის­ში, ნა­თე­სა­ვებ­თან ჩა­მო­მიყ­ვა­ნა. იმ ბი­ჭ­საც და­ე­ლა­პა­რა­კა. სთხო­ვა: შე­ირ­თე და ერთი თვით მა­ინც გერ­ქვათ ცოლ-ქმა­რი, რომ სა­ხე­ლი არ შე­ე­ლა­ხოს, მერე ჩემს შვილს მე მივ­ხე­და­ვო, მაგ­რამ ამა­ზეც უარი მი­ი­ღო. დე­დას უთხრა: ცოლ-შვი­ლი მყავს და შენს შვილ­თან ცხოვ­რე­ბა არ მინ­დაო. მის­მა ოჯახ­მაც ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გო. ბავ­შვი რომ გაჩ­ნდა, მის დას მივ­წე­რე, მაგ­რამ არა­ვის უც­დია სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვა და ბავ­შვის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. ახლა უკვე მის­მა ცოლ­მაც იცის, რომ შვი­ლი მისი ქმრის­გან მყავს... დე­დას ვე­ცო­დე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემი საქ­ცი­ე­ლის გამო ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რობ­და. ძმა ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია. ამ­ბობს, ჩემს დას არა­სო­დეს და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბიო. ალ­ბათ მეც ვე­რა­სო­დეს ჩავ­ხე­დავ თვა­ლებ­ში. ცხა­დია, მა­მაც გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, მაგ­რამ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის. არც რძა­ლი მე­კონ­ტაქ­ტე­ბა, არა­და მას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ისე­თი პი­როვ­ნე­ბა არ იყო, რომ ჩემ­თვის ზურ­გი შე­ექ­ცია, მაგ­რამ ეტყო­ბა, ქმა­რი უკ­რძა­ლავს ჩემ­თან კონ­ტაქტს. არ ვიცი, ხვალ რა იქ­ნე­ბა. ჯერ ისევ თავ­შე­სა­ფარ­ში ვრჩე­ბი. ბავ­შვი რომ წა­მო­იზ­რდე­ბა, ბაღ­ში შე­ვიყ­ვან და ვი­მუ­შა­ვებ. სა­ზღვარ­გა­რეთ ნა­თე­სა­ვე­ბი მყავს და თუ მო­ვა­ხერ­ხებ, შვილ­თან ერ­თად გა­ვემ­გზავ­რე­ბი. მინ­და, შვილს ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შე­ვუქ­მნა სა­ი­მი­სოდ, რომ მო­მა­ვალ­ში თავი კარ­გად იგ­რძნოს. ძნე­ლია მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სტა­ტუ­სით ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ სხვა გზა არ არის, ასე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და აწი ვე­რა­ფერს შევ­ცვლი. ნამ­დვი­ლად ვნა­ნობ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მას. არა­და, მქონ­და შან­სი, უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა მქო­ნო­და, შე­მექ­მნა ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხი და ბედ­ნი­ე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- შვი­ლის­თვის გვა­რის მი­ცე­მა­საც არ აპი­რებს?

- ბავ­შვს მა­მის გრა­ფა ცა­რი­ე­ლი აქვს. ბიჭი მეზ­რდე­ბა და ძა­ლი­ან მინ­და, მა­მის გვა­რი ჰქონ­დეს, ამი­ტომ შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში. 800 ლარი დნმ-ის ანა­ლი­ზის­თვის დე­დამ გა­მო­მიგ­ზავ­ნა და ახლა ამ დას­კვნის მო­ლო­დინ­ში ვარ. ამით მინ­და ჩე­მებ­საც და­ვუმ­ტკი­ცო, რომ არ ვი­ტყუ­ე­ბი. მან ძა­ლი­ან მატ­კი­ნა გული. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე აგ­რე­სი­უ­ლი იყო. ბავ­შვით ხელ­ში მი­ვე­დი, რად­გან მინ­დო­და, სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის შე­ე­ხე­და, მაგ­რამ პრო­ცეს­ზე ისე იქ­ცე­ო­და, თით­ქოს ვერ გვხე­დავ­და. არც მე გამ­ჩე­ნია მას­თან ლა­პა­რა­კის სურ­ვი­ლი. ად­ვო­კა­ტი შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებ­და და ისიც ამ­ბობ­და, რომ შვი­ლი სხვის­გან მყავს. ახლა მხო­ლოდ ის მინ­და, რომ ბავ­შვს გვა­რი მის­ცეს, შვი­ლად აღი­ა­როს და ალი­მენ­ტიც გა­და­უ­ხა­დოს. მან მო­მა­ტყუა და მი­მაგ­დო, მე კი თავს იმით ვი­ნუ­გე­შებ, რომ ლა­მა­ზი შვი­ლი მყავს. მას ღირ­სე­უ­ლად გავზრდი. ჩემს პა­ტა­რას არ ეყო­ლე­ბა ისე­თი დედა, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცე­ბის სა­ლა­პა­რა­კო გახ­დე­ბა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ბავშვები, რომლებსაც მამები არ აღიარებენ

ბავშვები, რომლებსაც მამები არ აღიარებენ

ბევრი ახალშობილი ბიოლოგიურმა მამამ შვილად არ აღიარა და შესაბამისად, მათი მოვლა-პატრონობა მხოლოდ დედას უხდება. მართალია, საქართველოში მარტოხელა დედის სტატუსი ოფიციალურად არ არსებობს, მაგრამ მათი რაოდენობა აღრიცხულია, სტატისტიკა კი საგანგაშო გახლავთ: თურმე, ჩვენ გვერდით 30 000 მარტოხელა დედა ცხოვრობს. მათ შვილებს დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელი აქვთ, პატარები დედის გვარზე არიან. სამწუხაროდ, მამაკაცები პასუხისმგებლობას გაურბიან და შვილებს არათუ ალიმენტს არ უხდიან, გვარსაც არ აძლევენ. თუმცა, მალე კანონში ცვლილებები შევა და ბევრი მამაკაცი იძულებული გახდება, ბავშვს გვარი მისცეს.

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იურისტი - მანანა ფურცხვანიძე მარტოხელა დედებს შვილების უფლებების დაცვაში ეხმარება. ისინი პრობლემების მოგვარებას სასამართლოს გზით ცდილობენ.

მანანა ფურცხვანიძე:

- ჩვენთან მოსული ბევრი ქალი იმის გამო წუხს, რომ მამა უარს ამბობს საკუთარ შვილზე. ასეთ შემთხვევაში, იძულებული ვხდებით სასამართლოს მივმართოთ, მოვითხოვოთ დნმ-ის ანალიზის ჩატარება და ამ გზით დავადგინოთ ბავშვის მამის ვინაობა. ადრე ამის გაკეთებაც პრობლემა იყო, რადგან მამაკაცები უარს ამბობდნენ ექსპერტიზაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამოქალაქო კოდექსში ცვლილება შევიდა, დნმ-ის ანალიზის ჩატარება სავალდებულო გახდა. სასამართლოსთვის პირველი რიგის მტკიცებულება სწორედ ამ ექსპერტიზის დასკვნაა. თუ მამაკაცმა უარი თქვა ანალიზის გაკეთებაზე, ე.ი. მას ეშინია, თავს არიდებს პასუხისმგებლობას და ასეთ შემთხვევაში სასამართლო ავტომატურად ამტკიცებს, რომ ბავშვი არის ამ მამაკაცის. თუ ბავშვის მამობა დადგინდა, ის ვალდებულია, საკუთარ შვილს გვარი მისცეს და მამის გრაფაში ჩაიწეროს ბიოლოგიური მამის ვინაობა. სამოქალაქო რეესტრში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ჩანაწერი იცვლება და ბავშვი მამის გვარზე გადადის.

- ქალბატონო მანანა, დნმ-ის ანალიზის გაკეთება საკმაოდ ძვირად ღირებული პროცედურაა. ამ თანხის გადახდას მარტოხელა დედები როგორ ახერხებენ?

- ანალიზი 1.600 ლარი ღირს. ბუნებრივია, ბევრს ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს და პრობლემა მოუგვარებელი რჩება. მარტოხელა დედა შეიძლება, გათავისუფლდეს სასამართლოს ხარჯისგან ანუ ბაჟისგან, მაგრამ ვიდრე დნმ-ის თანხას არ გადაიხდის, ექსპერტიზის ბიურო დასკვნას არ გასცემს. ამიტომ სასამართლომ დაამკვიდრა პრაქტიკა: მოსარჩელემ და მოპასუხემ 800-800 ლარი უნდა გადაიხადონ, შემდეგ კი, მოგებულს წაგებულმა მხარემ უნდა გადაუხადოს ექსპერტიზის ჩასატარებლად გაღებული თანხა... უმეტეს შემთხვევაში, მარტოხელა დედებს სურთ, მამაკაცები აიძულონ, რომ საკუთარ შვილებს გვარი მისცენ და ალიმენტი გადაუხადონ, მაგრამ არის შემთხვევა, როცა მიტოვებული ქალი ამბობს, რომ იმ მამაკაცისგან, რომელიც ასე ცუდად მოექცა, არაფერი უნდა! არ იფიქროთ, რომ მარტოხელა ქალები მხოლოდ სოციალურად დაუცველი პიროვნებები არიან; ბევრი წარმატებული ქალბატონიც აღმოჩენილა ასეთი პრობლემის წინაშე.

- შეგიძლიათ, ასეთი შემთხვევა გაიხსენოთ?

- გაუთხოვარმა, წარმატებულმა მედიცინის მუშაკმა გაიცნო მამაკაცი, რომელმაც მის მიმართ ინტერესი გამოამჟღავნა. კაცი ცოლთან გაყრილი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ქალი დაორსულდა, მამაკაცმა კატეგორიულად მოსთხოვა აბორტის გაკეთება. განუცხადა: მე მყავს შვილები და არ მსურს, პატარები სხვა ქალმაც გამიჩინოსო. არადა, ის ამ ქალისთვის პირველი მამაკაცი იყო და ცხადია, ბავშვის მოშორების არანაირი სურვილი არ ჰქონდა. ისინი დაშორდნენ. ქალმა ბავშვი გააჩინა. ერთადერთი, რაც სურდა, მამაკაცს ბავშვის მამობა ეღიარებინა და მისთვის გვარი მიეცა, მაგრამ უარი მიიღო. წლების წინ, მან ამ საკითხზე სასამართლოში იდავა, შეიტანა საჩივარი, მაგრამ შვილის უფლებების დაცვა ვერ მოახერხა, რადგან მამაკაცმა ექსპერტიზაზე უარი თქვა. ბავშვი ახლა 4 წლის გახლავთ და მამას მისი ნახვა ერთხელაც არ უცდია. ქალმა უკვე შეიტყო კანონში განხორციელებული ცვლილების შესახებ და ისევ მიმართა სასამართლოს. მამაკაცი ამჯერად იძულებული გახდა, ექსპერტიზა ჩაეტარებინა და მამობა დადგინდა. ამ დასკვნის მიუხედავად, მან სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციაში გაასაჩივრა, თუმცა პროცესი იქაც წააგო. თქვენ წარმოიდგინეთ, ის კაცი, ვისზეც ვლაპარაკობ, წარმატებული გინეკოლოგია. მან ბავშვის დედა სწორედ საავადმყოფოში გაიცნო. ახლა მარტოხელა დედა უკვე პრინციპულად ცდილობს, ალიმენტის გადახდაც დააკისროს. მამაკაცს მაღალი ხელფასი აქვს და საკუთარი შვილისთვის სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს...

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: 60 წლის მამაკაცმა თანამშრომელთან - 22 წლის გოგონასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. გოგონა ამბობდა, რომ კაცმა შეაცდინა და დაფეხმძიმდა. მათი დავაც სასამართლომდე მივიდა. მამაკაცი ამბობდა, რომ ბავშვი მისი არ იყო, რადგან არ ჰქონდა განაყოფიერების უნარი, მაგრამ დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ ის მართლა მისი შვილი გახლდათ. ამ დასკვნის შემდეგ მან ქალს ექსპერტიზაში გადახდილი 800 ლარი დაუბრუნა და იმის მიუხედავად, რომ ექსპერტიზის დასკვნა ხელში ეჭირა, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამასაც არ დასჯერდა, ლიმბახის კლინიკაში ხელმეორედ ჩაიტარა დნმ-ზე ექსპერტიზა და ამაში დამატებით 2 ათასი ლარი გადაიხადა. გერმანიიდანაც იგივე პასუხი მიიღო. არ ვიცი, ამით რისი დამტკიცება სურდა...

- ცოლშვილიანი იყო?

- მას შვილიშვილიც კი ჰყავდა. რესტორნის მეპატრონე იყო და ის გოგონა იქ მიმტანად მუშაობდა. სასამართლო პროცესზე მამაკაცის ადვოკატმა შეურაცხყოფა მომაყენა. მითხრა: ხომ უნდა იცოდე, ვის იცავო?! მე ვიცავ ბავშვს, რომელსაც აქვს უფლება იცოდეს, ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა. თანაც, ხშირ შემთხვევაში, ქორწინების გარეშე დაფეხმძიმებული გოგონები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.

- საკუთარი ოჯახები უარს ამბობენ მათზე და ქუჩაში რჩებიან, არა?

- დიახ. ერთ-ერთი რეგიონიდან გვყავდა 26 წლის გოგონა, რომელსაც ჰყავდა შეყვარებული. მამაკაციც დაუქორწინებელი იყო და მისგან დაფეხმძიმდა. ეს კაცმა რომ გაიგო, ექიმთან წაიყვანა და ბავშვის მოშორება მოსთხოვა. ნაყოფი უკვე დიდი იყო. გოგონა ამბობდა: სურვილიც რომ მქონოდა, პატარას ვერ მოვიშორებდი, რადგან გვიან გავიგე, ფეხმძიმედ რომ ვიყავიო. ამ ამბავს დიდი ხმაური მოჰყვა. მათი ოჯახებიც იცნობდნენ ერთმანეთს. ფეხმძიმე გოგოს მიღებაზე ბიჭის ოჯახმაც უარი თქვა და საკუთარმა ოჯახის წევრებმაც ცხვირწინ მიუჯახუნეს კარი... პოლიციამ ეს ფეხმძიმე გოგონა გულწასული, ქუჩაში იპოვა და ასე მოხვდა ჩვენთან. თავშესაფარში ცხოვრობდა და ბავშვის გაჩენაში დავეხმარეთ. ასეთ შემთხვევაში დიდ დახმარებას გვიწევდა პირველი სამშობიარო და საპატრიარქოს კლინიკები. ახლა უკვე უფასოა მშობიარობა და მარტოხელა დედებს ეს პრობლემა მოეხსნათ.

- იმ გოგონას, რომელზეც გვიამბეთ, რა ბედი ეწია?

- წლის და რამდენიმე თვის იყო მისი პატარა, როცა ჩვენი თავშესაფრიდან წავიდა. გოგოს მამა ჩამოვიდა და თქვა: უნდა დავამტკიცო, ეს ბავშვი ნამდვილად იმ კაცის შვილია თუ არა, რომელზეც ლაპარაკობს. თუ ჩემი გოგონა მართალი აღმოჩნდება, სახლში წავიყვანო. ვინაიდან მამაკაცმა უარი თქვა დნმ-ის ჩატარებაზე, სასამართლომ ავტომატურად, ბავშვის მამად აღიარა... ვინაიდან მარტოხელა დედები უფრო ხშირად, სოციალურად დაუცველები ხდებიან, ისინი კი დნმ-ის ჩასატარებლად თანხას ვერ იხდიან და სიმართლის დადგენა ვერ ხერხდება, გვსურს განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებითაც, - ანუ ექსპერტიზის თანხის წინასწარ გადახდა სავალდებულო არ უნდა იყოს; მისი მთლიანად დაფარვა წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. ასევე, არ არსებობს მარტოხელა დედის სტატუსი და ვითხოვთ, ასეთი ქალებისთვის სტატუსის მინიჭებას. უკვე შემუშავებულია კანონპროექტი და მის დამტკიცებას ველოდებით. მარტოხელა დედად მიჩნეული იქნება ქალი, რომლის შვილის დაბადების მოწმობის გრაფაში მამის სახელი და გვარი არ წერია. ვიდრე ბავშვი 18 წლის არ გახდება, დედას მარტოხელა დედის სტატუსი ექნება; თუ ქალი გათხოვდება ბავშვის სრულწლოვანებამდე, მას ეს სტატუსი მოეხსნება და მის გვერდით მყოფ მამაკაცს დაეკისრება პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდაზე. ცვლილებები შედის შრომის კანონმდებლობაშიც. კერძოდ, აიკრძალება ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, მარტოხელა დედისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის სხვა მუხლის თანახმად, დასაქმებულ მარტოხელა დედას, მისი მოთხოვნის საფუძველზე უნდა მიეცეს დამატებითი შესვენება, დღეში არანაკლებ 1 საათისა და აღნიშნული შესვენება ჩაეთვალოს სამუშაო დროში და ანაზღაურდეს. გარდა ამისა, ცვლილებები გათვალისწინებულია `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონშიც: შეიზღუდება მარტოხელა დედის სამსახურიდან გათავისუფლება მანამ, ვიდრე მისი შვილი 5 წლის არ გახდება. ცვლილებები შევა ასევე "სოციალური დახმარებების შესახებ" კანონში. საერთო ჯამში, 5 საკანონმდებლო აქტში შედის ცვლილება.

- არის შემთხვევები, როცა მარტოხელა დედების შვილებს მამის გრაფაში ბაბუის სახელი უწერიათ.

- ალბათ, ადრე ასეთი მოთხოვნა იყო რეესტრისგან და ამიტომაც წერდნენ. ახლა ასეთი რამ იშვიათად ან სულაც არ ხდება... ერთხელ ჩვენთან 7 თვის ფეხმძიმე მოვიდა. ოჯახში არავინ იცოდა, ორსულად თუ იყო. დედას ჩვენ შევატყობინეთ ეს ამბავი, მაგრამ არ იცოდნენ ძმამ და მამამ. იმ გოგონამ, შვილის გაჩენის შემდეგ, მასზე უარი თქვა და პატარა ბავშვთა სახლში დატოვა, მაგრამ შვილს ორ კვირაში მოაკითხა და წაიყვანა. ოჯახში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ძმა ჰყავდა მორწმუნე და მან მოსთხოვა მამამისს, რომ შვილი და შვილიშვილი სახლში შეეშვა. მართალია, ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ მამა მაინც, დიდხანს ვერ პატიობდა ქალიშვილს ასეთ საქციელს და ხშირად შეურაცხყოფდა კიდეც. დროთა განმავლობაში, ყველაფერი დალაგდა და ახლა შვილიშვილის აღზრდაშიც აქტიურად მონაწილეობს. ვფიქრობთ, კანონის ამოქმედების შემდეგ ბევრი დედა შეეცდება, პასუხისმგებლობა დააკისროს მამაკაცს, რომ მან საკუთარ შვილს ალიმენტი მაინც გადაუხადოს. ერთი ასეთი უცნაური შემთხვევაც გამახსენდა: მამაკაცმა, რომელმაც შეიტყო, რომ გოგო მისგან ფეხმძიმედ იყო, უარი თქვა მის შერთვაზე და უფრო მეტიც - სასწრაფო წესით მოიყვანა ცოლი, რომელიც ბედის ირონიით, თურმე იმავე სიტუაციაში იყო, როგორშიც უარყოფილი ფეხმძიმე გოგონა...

24 წლის ახალგაზრდა ქალს ერთ-ერთ თავშესაფარში შევხვდი. ის 5 თვის ბიჭუნას მარტო ზრდის. პატარას დაბადების მოწმობაში მამის სახელი არ უწერია, დედის გვარზეა. ახლა მარტოხელა დედა სასამართლოს გზით ცდილობს, შვილის უფლებების დაცვას და დნმ-ის დასკვნის მოლოდინშია.

ნათია:

- ბავშვის მამასთან ისეთი ურთიერთობა მქონდა, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩემი ცხოვრება ასე თუ წარიმართებოდა. ჩვენ ერთსა და იმავე ქალაქში ვცხოვრობდით. ჩემზე სამი წლით უფროსია. ის ბარში მუშაობდა, სადაც ერთხელ მეგობართან ერთად შევედი. რომ დამინახა, მოვეწონე და ჩემი ტელეფონის ნომერი როგორღაც ჩაიგდო ხელში. ხშირად მირეკავდა, შეხვედრას მთხოვდა. მოკლედ, არ მეშვებოდა და თავი შემაყვარა. მას "ოდნოკლასნიკში" ბავშვის და ახალგაზრდა გოგოს ფოტოები ჰქონდა. ვკითხე, - ვისი სურათებია-მეთქი? მითხრა: ჩემი დის და დისშვილების ფოტოებიაო. რას წარმოვიდგენდი, ცოლიანი თუ იქნებოდა?! როცა ჩვენი ურთიერთობა გასერიოზულდა, ვუთხარი: შენი ოჯახის წევრები გამაცანი-მეთქი. შემპირდა, - აუცილებლადო, მაგრამ პირობა პირობადვე რჩებოდა. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ მისგან ორსულად ვიყავი. ეს რომ გაიგო, საშინელი რეაქცია ჰქონდა. მაშინვე გამომიცხადა: არც შენთან მინდა ურთიერთობა და არც შვილის ყოლის სურვილი მაქვსო. აბორტისთვის ფულს მაძლევდა, მაგრამ კატეგორიული უარი რომ ვუთხარი, მომახალა: მე ცოლიც მყავს და შვილებიც. იმ ფოტოებზე, რომლებსაც ნახულობდი, ჩემი ოჯახის წევრები არიან. მოდი, მათ კარგად შეხედე და ნახე, რა კარგი ცოლ-შვილი მყავსო, მერე კი ტელეფონით გადაღებული სურათები მიჩვენა. ეს ჩემთვის შოკი იყო. მითხრა: ვინ არ შემცდარა. აჰა, აიღე ეს ფული და აბორტი გაიკეთეო. თანხას ხელი რომ არ მოვკიდე, - ეს ბავშვი ჩემი არ არის, მაგრამ ფულს მაინც გაძლევ და დროზე მოიშორეო.

- რა უპასუხეთ?

- შეურაცხყოფილი და განადგურებული გახლდით. საყვარელი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ მისგან არ ვიყავი. უფრო მეტიც - ცემაც დამიპირა, მაგრამ თავის დაცვა მოვახერხე. მითხრა, შენთან უბრალოდ ვერთობოდიო... იმ პერიოდში უკვე 5 თვის ფეხმძიმე ვიყავი. ჩემმა ოჯახმა იცოდა, რომ შეყვარებული მყავდა, მაგრამ ორსულად რომ ვიყავი, ამის თქმა ვერავის გავუბედე. დედაც თურქეთში იყო სამუშაოდ წასული. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ, დედა საქართველოში დაბრუნდა. პირველად მას გავუმხილე ჩემი საიდუმლო. საშინელი რეაქცია ჰქონდა. სახლიდან ისე წამოვედი, ძმამ არაფერი იცოდა - დედამ თბილისში, ნათესავებთან ჩამომიყვანა. იმ ბიჭსაც დაელაპარაკა. სთხოვა: შეირთე და ერთი თვით მაინც გერქვათ ცოლ-ქმარი, რომ სახელი არ შეელახოს, მერე ჩემს შვილს მე მივხედავო, მაგრამ ამაზეც უარი მიიღო. დედას უთხრა: ცოლ-შვილი მყავს და შენს შვილთან ცხოვრება არ მინდაო. მისმა ოჯახმაც ბუნებრივია, ყველაფერი გაიგო. ბავშვი რომ გაჩნდა, მის დას მივწერე, მაგრამ არავის უცდია სიტუაციის გარკვევა და ბავშვის მონახულებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ახლა უკვე მისმა ცოლმაც იცის, რომ შვილი მისი ქმრისგან მყავს... დედას ვეცოდებოდი, მაგრამ ჩემი საქციელის გამო ხშირად მსაყვედურობდა. ძმა ძალიან გაბრაზებულია. ამბობს, ჩემს დას არასოდეს დაველაპარაკებიო. ალბათ მეც ვერასოდეს ჩავხედავ თვალებში. ცხადია, მამაც გაბრაზებულია, მაგრამ ის საქართველოში არ არის. არც რძალი მეკონტაქტება, არადა მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ისეთი პიროვნება არ იყო, რომ ჩემთვის ზურგი შეექცია, მაგრამ ეტყობა, ქმარი უკრძალავს ჩემთან კონტაქტს. არ ვიცი, ხვალ რა იქნება. ჯერ ისევ თავშესაფარში ვრჩები. ბავშვი რომ წამოიზრდება, ბაღში შევიყვან და ვიმუშავებ. საზღვარგარეთ ნათესავები მყავს და თუ მოვახერხებ, შვილთან ერთად გავემგზავრები. მინდა, შვილს ყველანაირი პირობა შევუქმნა საიმისოდ, რომ მომავალში თავი კარგად იგრძნოს. ძნელია მარტოხელა დედის სტატუსით ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არ არის, ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში და აწი ვერაფერს შევცვლი. ნამდვილად ვნანობ დაშვებულ შეცდომას. არადა, მქონდა შანსი, უკეთესი ცხოვრება მქონოდა, შემექმნა ნორმალური ოჯახი და ბედნიერი ვყოფილიყავი.

- შვილისთვის გვარის მიცემასაც არ აპირებს?

- ბავშვს მამის გრაფა ცარიელი აქვს. ბიჭი მეზრდება და ძალიან მინდა, მამის გვარი ჰქონდეს, ამიტომ შევიტანე სარჩელი სასამართლოში. 800 ლარი დნმ-ის ანალიზისთვის დედამ გამომიგზავნა და ახლა ამ დასკვნის მოლოდინში ვარ. ამით მინდა ჩემებსაც დავუმტკიცო, რომ არ ვიტყუები. მან ძალიან მატკინა გული. სასამართლო პროცესზე აგრესიული იყო. ბავშვით ხელში მივედი, რადგან მინდოდა, საკუთარი შვილისთვის შეეხედა, მაგრამ პროცესზე ისე იქცეოდა, თითქოს ვერ გვხედავდა. არც მე გამჩენია მასთან ლაპარაკის სურვილი. ადვოკატი შეურაცხყოფას მაყენებდა და ისიც ამბობდა, რომ შვილი სხვისგან მყავს. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ ბავშვს გვარი მისცეს, შვილად აღიაროს და ალიმენტიც გადაუხადოს. მან მომატყუა და მიმაგდო, მე კი თავს იმით ვინუგეშებ, რომ ლამაზი შვილი მყავს. მას ღირსეულად გავზრდი. ჩემს პატარას არ ეყოლება ისეთი დედა, რომელიც ვიღაცების სალაპარაკო გახდება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია