სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემზარავი კუნძული, სადაც მხოლოდ წყალში დამხრჩვალი გოგონას თოჯინები "ცხოვრობენ"
შემზარავი კუნძული, სადაც მხოლოდ წყალში დამხრჩვალი გოგონას თოჯინები "ცხოვრობენ"

მე­ხი­კო­ში მდე­ბა­რე­ობს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­ზა­რე­ლი კუნ­ძუ­ლი Isla de las Munecas, რო­მელ­საც მსოფ­ლიო "თო­ჯი­ნე­ბის კუნ­ძუ­ლის" სა­ხე­ლით იც­ნობს.

კუნ­ძუ­ლის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არხში დამ­ხრჩვა­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნას თო­ჯი­ნე­ბია მი­მო­ფან­ტუ­ლი. კუნ­ძუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან დაც­ლი­ლია და იქ მხო­ლოდ თო­ჯი­ნე­ბი "ცხოვ­რო­ბენ". ად­გი­ლი მარ­თლაც სა­ზა­რე­ლია, ყვე­ლა ხეზე ძვე­ლი თო­ჯი­ნე­ბია ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი - უმე­ტე­სო­ბას თვა­ლე­ბი აქვს და­თხრი­ლი, კაბა - და­ხე­უ­ლი. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მა­რი­სე­ბუ­ლი სი­ჩუ­მე დგას. კუნ­ძულ­ზე მზის ჩას­ვლი­სას სტუმ­რო­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არაა.

ხე­ებ­ზე თო­ჯი­ნე­ბი ად­გი­ლობ­რივ­მა ჯუ­ლი­ან სან­ტა­ნა ბარ­ე­რამ ჩა­მო­კი­და. სწო­რედ მან იპო­ვა არხში დამ­ხრჩვა­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნას გვა­მი. მე­ო­რე დღეს წყალ­მა იმა­ვე ად­გი­ლას თო­ჯი­ნა გა­მო­რი­ყა. სან­ტა­ნას სჯე­რო­და, რომ სა­თა­მა­შო ბავ­შვს ეკუთ­ვნო­და და ფიქ­რობ­და, რომ ამ ად­გი­ლებ­ში გო­გო­ნას სული და­ე­ხე­ტე­ბა; სწო­რედ ამი­ტომ, მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თო­ჯი­ნებს ხე­ებ­ზე კი­დებ­და. მან მთე­ლი კუნ­ძუ­ლი პა­ტა­რა გო­გო­ნას ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ად­გი­ლი ტუ­რის­ტე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლად იქცა. ტუ­რის­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი კუნ­ძუ­ლი­დან სახ­ლში შე­ში­ნე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბა. სან­ტა­ნას­თან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ტუ­რის­ტებს სა­თა­მა­შო­ე­ბი სა­ჩუქ­რად მიჰ­ქონ­დათ, შე­სა­ბა­მი­სად, ტე­რი­ტო­რია ათას­ზე მეტი თო­ჯი­ნით აივ­სო.

თუმ­ცა, კუნ­ძულ­ზე ტრა­გე­დია გო­გო­ნას სიკ­ვდი­ლით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. 2001 წელს სან­ტა­ნა იმა­ვე ად­გი­ლას და­იხ­რჩო, სა­დაც გო­გო­ნას გვა­მი იპო­ვა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შემზარავი კუნძული, სადაც მხოლოდ წყალში დამხრჩვალი გოგონას თოჯინები "ცხოვრობენ"

შემზარავი კუნძული, სადაც მხოლოდ წყალში დამხრჩვალი გოგონას თოჯინები "ცხოვრობენ"

მეხიკოში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე საზარელი კუნძული Isla de las Munecas, რომელსაც მსოფლიო "თოჯინების კუნძულის" სახელით იცნობს.

კუნძულის მთელ ტერიტორიაზე არხში დამხრჩვალი პატარა გოგონას თოჯინებია მიმოფანტული. კუნძული მოსახლეობისგან დაცლილია და იქ მხოლოდ თოჯინები "ცხოვრობენ". ადგილი მართლაც საზარელია, ყველა ხეზე ძველი თოჯინებია ჩამოკიდებული - უმეტესობას თვალები აქვს დათხრილი, კაბა - დახეული. ტერიტორიაზე სამარისებული სიჩუმე დგას. კუნძულზე მზის ჩასვლისას სტუმრობა რეკომენდებული არაა.

ხეებზე თოჯინები ადგილობრივმა ჯულიან სანტანა ბარერამ ჩამოკიდა. სწორედ მან იპოვა არხში დამხრჩვალი პატარა გოგონას გვამი. მეორე დღეს წყალმა იმავე ადგილას თოჯინა გამორიყა. სანტანას სჯეროდა, რომ სათამაშო ბავშვს ეკუთვნოდა და ფიქრობდა, რომ ამ ადგილებში გოგონას სული დაეხეტება; სწორედ ამიტომ, მთელ ტერიტორიაზე თოჯინებს ხეებზე კიდებდა. მან მთელი კუნძული პატარა გოგონას ხსოვნას მიუძღვნა.

დროთა განმავლობაში, ეს ადგილი ტურისტების თავშეყრის ადგილად იქცა. ტურისტების დიდი ნაწილი კუნძულიდან სახლში შეშინებული ბრუნდება. სანტანასთან დროთა განმავლობაში ტურისტებს სათამაშოები საჩუქრად მიჰქონდათ, შესაბამისად, ტერიტორია ათასზე მეტი თოჯინით აივსო.

თუმცა, კუნძულზე ტრაგედია გოგონას სიკვდილით არ დასრულებულა. 2001 წელს სანტანა იმავე ადგილას დაიხრჩო, სადაც გოგონას გვამი იპოვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს