მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიული პირების კბილის პროთეზები
ისტორიული პირების კბილის პროთეზები

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ბიზ­ნე­სად და შე­მო­სავ­ლის წყა­როდ აქ­ციო, მათ შო­რის ის­ტო­რი­უ­ლი პი­რე­ბის პრო­თე­ზე­ბი და კბი­ლის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

მა­გა­ლი­თად, აშშ-ში არის სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი, სა­დაც აშშ-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მე­ბი­დან ერთ-ერ­თის, ჯორჯ ვა­შინგტო­ნის კბი­ლის პრო­თე­ზი ინა­ხე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჯორჯ ვა­შინგტონს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კბი­ლე­ბის ტკი­ვი­ლი ტან­ჯავ­და. ამი­ტომ აშშ-ის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი სხვა­დას­ხვა გამ­წმენდ სა­შუ­ა­ლე­ბებს და წამ­ლებს იყე­ნებ­და. ცნო­ბი­ლია, რომ მის­თვის ერთ-ერთი კბი­ლის პრო­თე­ზი ექიმ­მა ჯონ ბე­ი­კერ­მა და­ამ­ზა­და და ამის­თვის სპი­ლოს ძვა­ლი გა­მო­ი­ყე­ნა. რო­დე­საც 1789 წელს ვა­შინგტო­ნი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს, მას თა­ვი­სი მხო­ლოდ 1 კბი­ლი ჰქონ­და.

ამა­ვე მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა ასე­ვე დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას პი­რის ღრუს მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც საკ­მა­ოდ დი­დია. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ ორა­ლურ პრობ­ლე­მებს. თუკი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან იყა­ვი, შე­გეძ­ლო პი­რა­დი სტო­მა­ტო­ლო­გიც გყო­ლო­და და ეს პრეს­ტი­ჟის სა­კი­თხი იყო.

ცნო­ბი­ლია, რომ კბი­ლის პრო­თეზს იყე­ნებ­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლიც. 2010 წელს მისი პრო­თე­ზი აუქ­ცი­ონ­ზე იყო გა­ტა­ნი­ლი და 23 700 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

თა­ვის დრო­ზე ჩერ­ჩი­ლის ეს პრო­თე­ზი ახალ­გაზ­რდა ექიმ­მა, დე­რეკ კად­ლიფ­მა შექ­მნა, ჩერ­ჩი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი ის დან­ტის­ტის ბი­ნა­ში ინა­ხე­ბო­და. პრო­თე­ზი აუქ­ცი­ონ­ზე დან­ტის­ტის შვილ­მა, ნა­ი­ჯელ­მა გა­ი­ტა­ნა.

ნა­ი­ჯე­ლი აცხა­დებ­და, რომ ჩერ­ჩი­ლი იმ­დე­ნად აფა­სებ­და თა­ვის დან­ტისტს, რომ ომში წას­ვლის უფ­ლე­ბაც კი არ მის­ცა. "როცა მა­მა­ჩემს ფრონტზე გაწ­ვე­ვის ცნო­ბა მო­უ­ვი­და, ჩერ­ჩილ­მა ის თა­ვად და­ა­ნა­კუ­წა. მა­შინ ჩერ­ჩილს უთ­ქვამს, რომ მამა ქვე­ყა­ნას უფრო მეტ სარ­გე­ბელს მო­უ­ტან­და, თუკი ლონ­დონ­ში დარ­ჩე­ბო­და და მისი კბი­ლე­ბის პრო­თეზ­ზე იზ­რუ­ნებ­და".

სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც დიქ­ცი­ას­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, მის და­ფარ­ვას ცდი­ლო­ბენ. უის­ტონ ჩერ­ჩი­ლი ასე არ ფიქ­რობ­და. პი­რი­ქით, მას სურ­და, რომ პრო­თე­ზის კონ­სტრუქ­ცი­ას მისი დიქ­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე არ ემოქ­მე­და.

"სიბ­რა­ზის დროს ჩერ­ჩი­ლი პრო­თეზს ოთახ­ში მო­ის­ვრი­და ხოლ­მე. სრო­ლის სიძ­ლი­ე­რის მი­ხედ­ვით იმის დად­გე­ნაც კი შე­იძ­ლე­ბო­და, ფრონტზე რამ­დე­ნად რთუ­ლად მი­დი­ო­და ბრი­ტა­ნელ­თა საქ­მე­ე­ბი", - იხ­სე­ნებ­და მა­შინ კად­ლი­ფი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ისტორიული პირების კბილის პროთეზები

ისტორიული პირების კბილის პროთეზები

21-ე საუკუნეში ყველაფერი შეიძლება ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ აქციო, მათ შორის ისტორიული პირების პროთეზები და კბილის მოვლის საშუალებები.

მაგალითად, აშშ-ში არის სტომატოლოგიის ეროვნული მუზეუმი, სადაც აშშ-ის დამფუძნებელი მამებიდან ერთ-ერთის, ჯორჯ ვაშინგტონის კბილის პროთეზი ინახება.

როგორც ცნობილია, ჯორჯ ვაშინგტონს მთელი ცხოვრება კბილების ტკივილი ტანჯავდა. ამიტომ აშშ-ის პირველი პრეზიდენტი სხვადასხვა  გამწმენდ საშუალებებს და წამლებს იყენებდა. ცნობილია, რომ მისთვის ერთ-ერთი კბილის პროთეზი ექიმმა ჯონ ბეიკერმა დაამზადა და ამისთვის სპილოს ძვალი გამოიყენა. როდესაც 1789 წელს ვაშინგტონი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, მას თავისი მხოლოდ 1 კბილი ჰქონდა.

ამავე მუზეუმში ინახება ასევე დედოფალ ვიქტორიას პირის ღრუს მოვლის საშუალებები, რომელთა  რაოდენობაც საკმაოდ დიდია. მე-19 საუკუნეში დიდ ყურადღებას აქცევდნენ ორალურ პრობლემებს. თუკი წარჩინებული ოჯახიდან იყავი, შეგეძლო პირადი სტომატოლოგიც გყოლოდა და ეს პრესტიჟის საკითხი იყო.

ცნობილია, რომ კბილის პროთეზს იყენებდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილიც. 2010 წელს მისი პროთეზი აუქციონზე იყო გატანილი და 23 700 დოლარად გაიყიდა.

თავის დროზე ჩერჩილის ეს პროთეზი ახალგაზრდა ექიმმა, დერეკ კადლიფმა შექმნა, ჩერჩილის გარდაცვალების შემდეგ კი ის დანტისტის ბინაში ინახებოდა. პროთეზი აუქციონზე დანტისტის შვილმა, ნაიჯელმა გაიტანა.

ნაიჯელი აცხადებდა, რომ ჩერჩილი იმდენად აფასებდა თავის დანტისტს, რომ ომში წასვლის უფლებაც კი არ მისცა. "როცა მამაჩემს ფრონტზე გაწვევის ცნობა მოუვიდა, ჩერჩილმა ის თავად დაანაკუწა. მაშინ ჩერჩილს უთქვამს, რომ მამა ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა, თუკი ლონდონში დარჩებოდა და მისი კბილების პროთეზზე იზრუნებდა".

საერთოდ, ადამიანები, რომლებსაც დიქციასთან პრობლემები აქვთ, მის დაფარვას ცდილობენ. უისტონ ჩერჩილი ასე არ ფიქრობდა. პირიქით, მას სურდა, რომ პროთეზის კონსტრუქციას მისი დიქციის თავისებურებებზე არ ემოქმედა.

"სიბრაზის დროს ჩერჩილი პროთეზს ოთახში მოისვრიდა ხოლმე. სროლის სიძლიერის მიხედვით იმის დადგენაც კი შეიძლებოდა,  ფრონტზე რამდენად რთულად მიდიოდა ბრიტანელთა საქმეები", - იხსენებდა მაშინ კადლიფი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს