მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ თქვა უარი ვანო მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძის დაკავებაზე
რატომ თქვა უარი ვანო მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძის დაკავებაზე

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" გა­კე­თე­ბულ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბებს "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ეხ­მი­ა­ნე­ბა. "ამ­ბე­ბი.ge" გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო გუ­შინ, რუს­თა­ვი 2-ის ეთერ­ში გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბებს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი სიც­რუ­ეა. პირ­ველ რიგ­ში მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო, რომ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის სა­კუ­თარ შვილ­თან სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი არის ავ­თენ­ტუ­რი და ეს ჩა­ნა­წე­რი სრუ­ლი სა­ხით დღემ­დე ინა­ხე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ­ქივ­ში. გარ­და ამი­სა, არც მე და არც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს არა­სო­დეს არ გვით­ქვამს რომ იგი არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი.

აქვე მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის გამო, რაც მი­მარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ამ მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი მსხვერ­პლის გამო, ისე­ვე რო­გორც მა­ნამ­დე, ე.წ. "შე­ფი­ცულ­თა რაზ­მის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გამო, ჩვენ სრუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბა გვქონ­და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მიგ­ვე­ცა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, ისე­ვე რო­გორც მისი მე­უღ­ლე, ბად­რი ბი­წა­ძე, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ "შე­ფი­ცულ­თა რაზმს" ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. თუმ­ცა, ჩვენ თავი შე­ვი­კა­ვეთ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის­გან, რათა ვინ­მეს არ ჩა­ეთ­ვა­ლა რომ ად­გი­ლი ჰქონ­და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით დევ­ნას. 26 მა­ი­სი მოვ­ლე­ნებს ნამ­დვი­ლად მოჰ­ყვა შე­დე­გი, რო­გორც ამას ქალ­ბა­ტო­ნი ბურ­ჯა­ნა­ძე აცხა­დებს - ეს შე­დე­გი იყო გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი, რომ­ლის მკვლე­ლიც დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რად" შე­რა­ცხა.

რაც შე­ე­ხე­ბა ომის დრო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებს, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­ძი­ნე­ბელ მტერ­თან, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან ერ­თად მოს­კოვ­ში სა­ზი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დიდ პა­ტი­ვად თვლის, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას ადა­ნა­შა­უ­ლებს ომის და­წყე­ბა­ში. არც ის არის გა­საკ­ვი­რი, რომ სწო­რედ რუ­სეთ­თან ომის დროს, მის­მა მე­უღ­ლემ, ბად­რი ბი­წა­ძემ უარი გა­ნა­ცხა­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბის ჩარ­თვა­ზე. შე­დე­გად აღარ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს, რო­დე­საც ეს ადა­მი­ა­ნი ღიად ეწე­ვა რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ის პრო­პა­გან­დას, რო­მე­ლიც სიც­რუ­ე­ზე და ფაქ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზე არის აგე­ბუ­ლი", - წერს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ თქვა უარი ვანო მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძის დაკავებაზე

რატომ თქვა უარი ვანო მერაბიშვილმა ნინო ბურჯანაძის დაკავებაზე

ვანო მერაბიშვილი გადაცემა "არჩევანში" გაკეთებულ ნინო ბურჯანაძის განცხადებებს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ეხმიანება.  "ამბები.ge" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მინდა გამოვეხმაურო გუშინ, რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა "არჩევანში" ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებებს, რომელთა უმეტესობაც ელემენტარული სიცრუეა. პირველ რიგში მინდა დავადასტურო, რომ ნინო ბურჯანაძის საკუთარ შვილთან საუბრის ჩანაწერი არის ავთენტური და ეს ჩანაწერი სრული სახით დღემდე ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში. გარდა ამისა, არც მე და არც საქართველოს პრეზიდენტს არასოდეს არ გვითქვამს რომ იგი არის გაყალბებული.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ 26 მაისის მოვლენების გამო, რაც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ამ მოვლენების შედეგად მიღებული მსხვერპლის გამო, ისევე როგორც მანამდე, ე.წ. "შეფიცულთა რაზმის" ჩამოყალიბების გამო, ჩვენ სრული კანონიერი უფლება გვქონდა პასუხისგებაში მიგვეცა ნინო ბურჯანაძე, ისევე როგორც მისი მეუღლე, ბადრი ბიწაძე, რომელიც აღნიშნულ "შეფიცულთა რაზმს" ხელმძღვანელობდა. თუმცა, ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ნაბიჯის გადადგმისგან, რათა ვინმეს არ ჩაეთვალა რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივებით დევნას. 26 მაისი მოვლენებს ნამდვილად მოჰყვა შედეგი, როგორც ამას ქალბატონი ბურჯანაძე აცხადებს - ეს შედეგი იყო გარდაცვლილი ადამიანები, მათ შორის ერთი პოლიციელი, რომლის მკვლელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ "პოლიტიკურ პატიმრად" შერაცხა.

რაც შეეხება ომის დროინდელ მოვლენებს, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოს დაუძინებელ მტერთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად მოსკოვში საზიმო ღონისძიებაში მონაწილეობას დიდ პატივად თვლის, საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში. არც ის არის გასაკვირი, რომ სწორედ რუსეთთან ომის დროს, მისმა მეუღლემ, ბადრი ბიწაძემ უარი განაცხადა საბრძოლო მოქმედებებში მას დაქვემდებარებული საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმების ჩართვაზე. შედეგად აღარ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ეს ადამიანი ღიად ეწევა რუსული პოზიციის პროპაგანდას, რომელიც სიცრუეზე და ფაქტების გაყალბებაზე არის აგებული", - წერს ვანო მერაბიშვილი ”ფეისბუქზე”.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა