პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ყოველი მესამე ნარკომანია
საქართველოში ყოველი მესამე ნარკომანია

სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 45 ათა­სი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს (იგუ­ლის­ხმე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის მხო­ლოდ ინ­ტრა­ვე­ნუ­რად (ინექ­ცი­უ­რად) რე­გუ­ლა­რუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი). სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას, "ბიოს" და სხვა შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ზე­მოთ მოყ­ვა­ნილ რი­ცხვს რამ­დენ­ჯერ­მე აღე­მა­ტე­ბა.

კვლე­ვა, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რი ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით კომ­პა­ნია "ბე­მონ­მა" ორი წლის წინ ჩა­ა­ტა­რა, უკა­ნას­კნე­ლია, რო­მელ­მაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და­ა­ფიქ­სი­რა, შე­სა­ბა­მი­სად სპე­ცი­ა­ლის­ტებს დღეს არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლა სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია და 2014 წლის გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პროგ­რა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც გა­იზ­რდე­ბა.

"რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ჯორ­ჯი­ას" დი­რექ­ტო­რი, ექი­მი-ნარ­კო­ლო­გი, და­ვით ოთი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად 3 წლის ნარ­კოს­ტრა­ტე­გი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა უკვე შე­ი­მუ­შა­ვეს და ამ პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვი­თა­რე­ბა ეტა­პობ­რი­ვად უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში და ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას თუ შე­ვა­და­რებთ, ვნა­ხავთ რომ პრობ­ლე­მურ მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ჩვენ­თან სამ­ჯერ მა­ღა­ლია, ხოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან სი­ტუ­ა­ცია იმ ფაქ­ტმაც და­ამ­ძი­მა, რომ ე.წ. ტრა­დი­ცი­უ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა შე­ი­ზღუ­და, რა­მაც მომ­ხმა­რე­ბელ­თა კუს­ტა­რულ ნარ­კო­ტიკ­ზე გა­დას­ვლა გა­მო­იწ­ვია.

"ეს ნარ­კო­ტი­კე­ბი გა­ცი­ლე­ბით სა­ში­შია რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე ფსი­ქი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. შე­სა­ბა­მი­სად მთავ­რო­ბის როლი მათ დახ­მა­რე­ბა­ში უზარ­მა­ზა­რია. დღე­ვან­დე­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ 5%-თვის არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი წი­ნას­წარ არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტებს რიგ­ში დგო­მა თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე უწევთ", - აცხა­დებს ოთი­აშ­ვი­ლი.

წა­მალ­და­მო­კი­დე­ბულ­თა მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ექი­მი-ნარ­კო­ლო­გე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დე­ტოკ­სი­კა­ცია, რო­მე­ლიც 1 თვემ­დე გრძელ­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 2000-2500 ლა­რამ­დე ჯდე­ბა. თუმ­ცა გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს ჩა­ნაც­ვლე­ბით, ე.წ. მე­ტა­დო­ნით მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც თვე­ში 220 ლარი ჯდე­ბა, ხან­გრძლი­ვო­ბა კი პა­ცი­ენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2 თვი­დან 2 წლამ­დე მერ­ყე­ობს.

"სულ ახ­ლა­ხან მოხ­და ჩვენს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გა­წე­რა და თუკი მთავ­რო­ბა ამ გეგ­მის და­ფი­ნან­სე­ბას აპი­რებს, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. არ­სე­ბულ პროგ­რა­მა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სერ­ვი­სე­ბის გა­ორ­მა­გე­ბა რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რი­ვად, ასე­ვე გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად, გარ­და ამი­სა შე­მო­ტა­ნი­ლია ახა­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბის და­ნერგვა, მომ­სა­ხუ­რე მუ­შა­კე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ვერ ვი­ტყვით რომ ცოდ­ნა და კვლა­ი­ფი­კა­ცია ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და­ბა­ლია, თუმ­ცა რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი ცენ­ტრე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ნამ­დვი­ლად დგას", - ამ­ბობს ოთი­აშ­ვი­ლი.

ნარ­კო­ლო­გი აქ­ცენტს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზეც აკე­თებს, აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კა­ნო­ნი მხო­ლოდ დას­ჯა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი და რე­ა­ლუ­რად შე­დეგს არ იძ­ლე­ვა.

"ყვე­ლა­ზე მწვა­ვე და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ნარ­კო­ტი­კის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას ეხე­ბა. ეს არის ყვე­ლა­ზე უვარ­გი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა პოსტსაბ­ჭო­თა და მთლი­ა­ნად ევ­რო­პი­სა თუ აზი­ის ქვეყ­ნებ­ში. მოქ­მე­დი კა­ნო­ნი მხო­ლოდ დას­ჯა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, რა­საც ჩემი და ბევ­რი სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტის აზ­რით, არა­ნა­ი­რი და­დე­ბი­თი შე­დე­გი არ მოჰ­ყვე­ბა. ეს არა­თუ ეხ­მა­რე­ბა ამ ადა­მი­ა­ნებს, არა­მედ მხო­ლოდ ზი­ა­ნი მო­აქვს მათ­თვის", - გა­ნა­ცხა­და "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ჯორ­ჯი­ას" დი­რექ­ტორ­მა და­ვით ოთი­აშ­ვილ­მა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რდის შე­სა­ხებ პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სებს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან ბა­რა­მი­ძე და ამ­ბობს, რომ გაზ­რდი­ლი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­ლო­ბით მკურ­ნა­ლო­ბას სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, გა­ცი­ლე­ბით მეტი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი შეძ­ლებს.

"რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა ტი­პის და­ფი­ნან­სე­ბა სა­დღაც 6 მი­ლი­ონ 780 ათასს ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და, რაც საკ­მა­ოდ კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

"ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გა­და­ხედ­ვა, რათა ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა­ზე უკეთ იყოს მორ­გე­ბუ­ლი. ამ დრო­ის­თვის ჩემ­თვის უც­ნო­ბია სა­ბო­ლოო სა­ბი­უ­ჯე­ტო პროგ­რა­მა, რის მი­ხედ­ვი­თაც ზუს­ტად გა­ი­წე­რე­ბა, რამ­დე­ნი პა­ცი­ენ­ტით გა­იზ­რდე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა.

"ორი­ო­დე წლის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში 45 ათა­სამ­დე პრობ­ლე­მუ­რი წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლია, დღეს მაჩ­ვე­ნებ­ლის გაზ­რდა­ზე ან შემ­ცი­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია, რად­გა­ნაც ამ თე­მა­ზე კვლე­ვა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა და ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი არც არა­ფე­რი ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ასე­ვე ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლის გან­სა­ზღვრაც, რად­გა­ნაც უშუ­ა­ლოდ სიკ­ვდი­ლი ნარ­კო­ტი­კით იშ­ვი­ა­თად ფიქ­სირ­დე­ბა, ეს ხდე­ბა მხო­ლოდ ზედ­მე­ტი დო­ზი­რე­ბის ან სხვა პა­თო­ლო­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ამი­ტომ ამას სხვა­ნა­ი­რი მე­თო­დით კვლე­ვა სჭირ­დე­ბა", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ვან ბა­რა­მი­ძემ.

ნარ­კო­მა­ნია ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სტა­დი­აა, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი მოხ­მა­რე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. იგი, ფი­ზი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, რამ­დე­ნი­მე ეტა­პად მიმ­დი­ნა­რე სინ­დრო­მის არ­სე­ბო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ძი­რი­თა­დად გვხვდე­ბა სუ­ბო­ტექ­სი, ჰე­რო­ი­ნი, მე­ტა­დო­ნი, ასე­ვე ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ე.წ. ჯეფი და პერ­ვინ­ტი­ნი, რო­მე­ლიც "ვინ­ტის" სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე პირ­ველ ჯერ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით 500 ლა­რით ის­ჯე­ბა, ერთი წლის მან­ძილ­ზე გა­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი მოქ­მე­დებს სის­ხლის სა­მარ­თლის 273-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქის 1 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ან ჯა­რი­მას (სა­შუ­ა­ლოდ 2000 ლარს) ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თა­თია ჩა­ფი­ჩა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველოში ყოველი მესამე ნარკომანია

საქართველოში ყოველი მესამე ნარკომანია

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 45 ათასი ნარკოდამოკიდებული მოქალაქე ცხოვრობს (იგულისხმება ნარკოტიკების მხოლოდ ინტრავენურად (ინექციურად) რეგულარული მომხმარებლები). სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალურად საქართველოში მარიხუანას, "ბიოს" და სხვა შედარებით მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა რაოდენობა ზემოთ მოყვანილ რიცხვს რამდენჯერმე აღემატება.

კვლევა, რომელიც გლობალური ფონდის დაფინანსებით კომპანია "ბემონმა" ორი წლის წინ ჩაატარა, უკანასკნელია, რომელმაც ამ მიმართულებით კონკრეტული მაჩვენებლები დააფიქსირა, შესაბამისად სპეციალისტებს დღეს არსებულ რეალობაზე საუბარი უჭირთ.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ნარკომანიასთან ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და 2014 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, ამ მიმართულებით პროგრამების რაოდენობაც გაიზრდება.

"რეზონანსთან" საუბრისას დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას" დირექტორი, ექიმი-ნარკოლოგი, დავით ოთიაშვილი ამბობს, რომ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად 3 წლის ნარკოსტრატეგიის სამოქმედო გეგმა უკვე შეიმუშავეს და ამ პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, ვითარება ეტაპობრივად უკეთესობისკენ შეიცვლება.

"საქართველოში და ევროპულ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას თუ შევადარებთ, ვნახავთ რომ პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე ჩვენთან სამჯერ მაღალია, ხოლო წლების განმავლობაში ჩვენთან სიტუაცია იმ ფაქტმაც დაამძიმა, რომ ე.წ. ტრადიციული ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, რამაც მომხმარებელთა კუსტარულ ნარკოტიკზე გადასვლა გამოიწვია.

"ეს ნარკოტიკები გაცილებით საშიშია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური თვალსაზრისით. შესაბამისად მთავრობის როლი მათ დახმარებაში უზარმაზარია. დღევანდელი დაფინანსებით მკურნალობა მხოლოდ 5%-თვის არის ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილები წინასწარ არის დაკავებული და ხშირ შემთხვევაში პაციენტებს რიგში დგომა თვეების მანძილზე უწევთ", - აცხადებს ოთიაშვილი.

წამალდამოკიდებულთა მკურნალობის ხარჯები პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ექიმი-ნარკოლოგები განმარტავენ, რომ რაციონალური დეტოკსიკაცია, რომელიც 1 თვემდე გრძელდება, დაახლოებით 2000-2500 ლარამდე ჯდება. თუმცა გარდა ამისა, არსებობს ჩანაცვლებით, ე.წ. მეტადონით მკურნალობა, რომელიც თვეში 220 ლარი ჯდება, ხანგრძლივობა კი პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, 2 თვიდან 2 წლამდე მერყეობს.

"სულ ახლახან მოხდა ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამის სამოქმედო გეგმის გაწერა და თუკი მთავრობა ამ გეგმის დაფინანსებას აპირებს, მისასალმებელია. არსებულ პროგრამაში გათვალისწინებულია სერვისების გაორმაგება როგორც რაოდენობრივად, ასევე გეოგრაფიულად, გარდა ამისა შემოტანილია ახალი სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა, მომსახურე მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლება და მსგავსი ღონისძიებები. ვერ ვიტყვით რომ ცოდნა და კვლაიფიკაცია ჩვენი სპეციალისტებისა დაბალია, თუმცა რეგიონებში არსებული ცენტრების შემთხვევაში კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება ნამდვილად დგას", - ამბობს ოთიაშვილი.

ნარკოლოგი აქცენტს კანონმდებლობაზეც აკეთებს, აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი კანონი მხოლოდ დასჯაზეა მორგებული და რეალურად შედეგს არ იძლევა.

"ყველაზე მწვავე და სერიოზული პრობლემა ნარკოტიკის შესახებ საქართველოს კანონმდებლობას ეხება. ეს არის ყველაზე უვარგისი კანონმდებლობა პოსტსაბჭოთა და მთლიანად ევროპისა თუ აზიის ქვეყნებში. მოქმედი კანონი მხოლოდ დასჯაზეა მორგებული, რასაც ჩემი და ბევრი სხვა სპეციალისტის აზრით, არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყვება. ეს არათუ ეხმარება ამ ადამიანებს, არამედ მხოლოდ ზიანი მოაქვს მათთვის", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას" დირექტორმა დავით ოთიაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას დაფინანსების გაზრდის შესახებ პოზიტიურად აფასებს ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ბარამიძე და ამბობს, რომ გაზრდილი დაფინანსების წყალობით მკურნალობას სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, გაცილებით მეტი ბენეფიციარი შეძლებს.

"რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ მიმართულებით სხვადასხვა ტიპის დაფინანსება სადღაც 6 მილიონ 780 ათასს ლარამდე გაიზარდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული პროგრამების გადახედვა, რათა ის ბენეფიციარების მომსახურეობაზე უკეთ იყოს მორგებული. ამ დროისთვის ჩემთვის უცნობია საბოლოო საბიუჯეტო პროგრამა, რის მიხედვითაც ზუსტად გაიწერება, რამდენი პაციენტით გაიზრდება მომსახურეობა.

"ორიოდე წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში 45 ათასამდე პრობლემური წამალდამოკიდებულია, დღეს მაჩვენებლის გაზრდაზე ან შემცირებაზე საუბარი რთულია, რადგანაც ამ თემაზე კვლევა ძალიან ძვირი ჯდება და ჩემი ინფორმაციით, ახალი არც არაფერი ჩატარებულა. ასევე ძალიან პრობლემურია სიკვდილიანობის მაჩვენებელის განსაზღვრაც, რადგანაც უშუალოდ სიკვდილი ნარკოტიკით იშვიათად ფიქსირდება, ეს ხდება მხოლოდ ზედმეტი დოზირების ან სხვა პათოლოგიის შემთხვევაში, ამიტომ ამას სხვანაირი მეთოდით კვლევა სჭირდება", - უთხრა "რეზონანსს" ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ბარამიძემ.

ნარკომანია ქრონიკული დაავადების სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერებების სისტემატური მოხმარებითაა გამოწვეული. იგი, ფიზიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით, რამდენიმე ეტაპად მიმდინარე სინდრომის არსებობით ხასიათდება.

ქართულ ბაზარზე ძირითადად გვხვდება სუბოტექსი, ჰეროინი, მეტადონი, ასევე ხშირად გამოიყენება ე.წ. ჯეფი და პერვინტინი, რომელიც "ვინტის" სახელწოდებითაა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქე პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით 500 ლარით ისჯება, ერთი წლის მანძილზე გამეორების შემთხვევაში კი მოქმედებს სისხლის სამართლის 273-ე მუხლი, რომელიც მოქალაქის 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას (საშუალოდ 2000 ლარს) ითვალისწინებს.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია